წმინდა მოწამე კვირიაკია (IV) - 7 ივლისი (20 ივლისი)
წმინდა მოწამე კვირიაკია (IV) - 7 ივლისი (20 ივლისი)
წმინდა ქალწული ავადსახსენებელ დიოკლეტიანეს (284-305 წლები) იმპერატორობისას იშვა. მისი მშობლები, - დოროთე და ევსევია, კეთილმსახური ქრისტიანები იყვნენ, მრავალი წლის განმავლობაში არ ეძლეოდათ შვილი, უფალს ლოცვით გამოსთხოვდნენ მემკვიდრეს და აღუთქვამდნენ, რომ მას შესწირავდნენ.

ღმერთმა ისმინა მათი და გოგონა აჩუქა და რამდენადაც შვილი კვირა დღეს შეეძინათ, სახელად კვირიაკია (ბერძნულად - ღვთის დღე) უწოდეს.

ერთხელ ქალიშვილის ქება ერთი მდიდარი წარმართის ყურს მისწვდა და თავისი ვაჟიშვილისთვის ინება ცოლად, თუმცა, კვირიაკიამ განუცხადა, - ქრისტეს სასძლო ვარო.

სამამამთილო განრისხდა და მყისვე მოახსენა დიოკლეტიანეს, - კვირიაკია და მისი მშობლები შენს ნებას არ ჰმორჩილებენო.

დიოკლეტიანე დაეკითხა, - იმპერიის ღმერთებს რად არ ჰმორჩილებთო? რაზეც დოროთემ უშიშრად უპასუხა:

- პატივი ოდენ ერთადერთ ღმერთს, მიწისა და ზეცის შემოქმედს უნდა მივაგო, რომელმან ჩვენთვის ხორცი შეისხა და ჯვარს ეცვაო!

უსჯულომ მაშინვე ბრძანა, - სასტიკად გვემეთო, თუმცა, ვერც ამით აიძულა, კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირა და რა დარწმუნდა, ვერას გავხდებიო, ევსევიასთან ერთად მიტილენის მმართველს, იუსტს გაუგზავნა, სადაც სასტიკი ტანჯვის შემდეგ მიიღეს მოწამებრივი სიკვდილი.

კვირიაკია კი ნიკომიდიაში სიძეს, მაქსიმიანეს გაუგზავნა.

ქალწულის დამაბრმავებელი სილამაზით ფრიად მოიხიბლა ტირანი და აღუთქვა, - თუ შენს რწმენას უარყოფ, ცოლად ჩემს ერთ-ერთ ნათესავს მიგათხოვებო, თუმცა, პასუხად მიიღო: - უფლისადმი ჩემს სიყვარულს არაფერში გავცვლიო!

მაშინ მაქსიმიანემ მიწაში ჩარჭობილ ოთხ ბოძზე მიაბმევინა და ბრძანა, - სანამ სული არ ამოხდება, ხარის ძარღვებით, რაც ძალი და ღონე გაქვთ, გვემეთო!

სამგზის შეენაცვლნენ ქალწულის გვემით ძალაგამოცლილი ჯალათნი, კვირიაკია კი ისე იდგა, თითქოს მის სხეულს არც შეხებოდნენ და მადლით აღივსებოდა.

მაქსიმიანემ იფიქრა, - ჯალათებს ქალწული ეწყალვით და ამიტომ ინდობენო და განურისხდა, კვირიაკია კი ეტყოდა:

- ცდები, მაქსიმიანე, ვერასოდეს დამიმორჩილებ, რამეთუ თვით უფალი შემეწევა!

მაშინ უარესად ცოფქმნილმა მტარვალმა მარტვილი ბითვინიის მმართველს, ქრისტიანთა განთქმულ მდევნელს, ილარიონს გაუგზავნა, რომელიც არნახული ტანჯვით დაემუქრა კვირიაკიას.

ქალწული კი მიუგებდა:

- რკინის მოდრეკა უფრო გაგიიოლდება, ვიდრე - ჩემი!

როდესაც ნეტარი თმით ჩამოკიდეს და ისე უწყეს სხეულის ანთებული მაშხალებით დაღვა, იხილეს, რომ ქალწული ტკ-ვილისადმი უგრძნობი იყო, თითქოს უხილავი საფარველი იფარავდა.

ღამით, საპყრობილეში კვირიაკიას ქრისტე გამოეცხადა, განამრთელა და შეჰპირდა, რომ თვისი მადლით ყოველი განსაცდელისგან გამოიხსნიდა.

დილით, რა იხილა სრულიად უვნებელი ქალწული, მტარვალი ფრიად განკვირდა, ეს სასწაული თავის `ღმერთებს~ მიაწერა და ბრძანა, კვირიაკია წარმართულ ტაძარში მიეყვანათ.

იქ ნეტარი მუხლებზე დაემხო და უფლის მიმართ მხურვალედ ილოცა. მაშინ სამსხვერპლოს კედლები იძრა, "ღმერთები" კი მიწას დაენარცხნენ და მთლად მტვრად ქცეულნი ჰაერში განიბნენ.

თავზარდაცემული წარმართნი გაიქცნენ, ხოლო ილარიონი, რომელსაც ფეხი არ დაუძრავს და ქვეყნიერებას წყევლა-კრულვას უთვლიდა, იმ ცეცხლმა შთანთქა, ზეცით ელვის გორგლის სახით რომ გარდამოხდა.

როგორც კი ამ სასწაულის შესახებ ახალმა მსაჯულმა, აპოლონმა შეიტყო, კვირიაკისა კოცონზე ცოცხლად დაწვა მიუსაჯა, - უზარმაზარ ტაფას ცეცხლი შეუნთო და ქალწული მასზე დაასმევინა, თუმცა, რამდენიმე საათიანი მცდელობის მიუხედავად, წმინდა დედას სხეულის მცირედი ნაწილიც არ დაზიანებია, - ხელნი ზეცად აღეპყრო და უფალს ეზრახვოდა.

მალე კი მოწმენდილ ცაზე ჰაერი შავ ღრუბლად შეიკრა, ღვართქაფად წარმოდინდა და ცეცხლი ჩააქრო.

მაშინ აპოლონმა მძვინვარე მხეცთ მიუგდო ქალწული, ისინი კი, როგორც მიუახლოვდნენ, ვითარცა კრავნი, თვინიერ შეიქნენ და კვირიაკიას ფერხთით გაუწვნენ.

ამის მხილველმა მრავალმა წარმართმა მიიღო ქრისტე და იქვე ევნენ.

მომდევნო დღეს ნეტარი კვლავ წარუდგინეს მმართველს, თუმცა, ვერც ამჯერად მიაღწიეს საწადელს და იმედგაცრუებულებმა მახვილით განგმირვა მიუსაჯეს.

მომდევნო დღეს, სასჯელის აღსრულების წინ, მარტვილმა ლოცვისთვის დრო ითხოვა, ხოლო როდესაც მისი სულის ზეცად ასამაღლებლად წმინდა ანგელოზნი გარდამოხდნენ, სხეული მიწისკენ მიიდრიკა.

ჯალათნი, რომელთაც კვირიაკიასთვის თავის წარკვეთა მოინდომეს, გაოცებულებმა აღმოაჩინეს, რომ ნეტარი უკვე გარდაცვლილიყო, ზეცით კი ხმა ისმა:

- ძმანო, წარვედით და ამცნეთ უფლის საქმენი ყოველს!

ხოლო როდესაც მეომრები ამ ამბის საუწყებლად მმართველისკენ გაემართნენ, იმ ადგილის სიახლოვეს მიმალულმა ქრისტიანებმა მოწამის სხეული კრძალვით აღიღეს და პატივით დაფლეს.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat