წმინდა ფილიპეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტის, სასწაულმოქმედის (+1569) წმინდა ნაწილთა გადასვენება 1652 წელს - 03 (16) ივლისი
წმინდა ფილიპეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტის, სასწაულმოქმედის (+1569) წმინდა ნაწილთა გადასვენება 1652 წელს - 03 (16) ივლისი
მღვდელმთავარი ფილიპე მოსკოველი (ერისკაცობაში - თევდორე) 1507 წელს იშვა. ერთგული და თავდადებული სამსახურის გამო მოსკოველ მთავართა კარზე მეტად დაწინაურებულ კოლიჩევთა მემკვიდრე გახლდათ.

წმინდანის მამა, ბოიარი სტეფანე ივანეს ძე, განათლებული და მხედრული სულისკვეთებით აღსავსე კაცი, გულმოდგინედ ამზადებდა შვილს სახელმწიფო სამსახურისთვის. დედა კი, ღვთისმოშიში და სათნო ბარბარე, ღვთის სიყვარულით აღზრდიდა მის სულს (ბარბარე შემდგომ ბარსანოფიას სახელით აღიკვეცა).

ყმაწვილმა მეტად შეიყვარა საღვთო წერილი და წმინდა მამათა მემკვიდრეობა და მალე ფრიადაც განიწაფა. მოსკოვის დიდმა მთავარმა, ვასილი III ივანეს ძემ, ივანე მრისხანეს მამამ, სამეფო კარზე მიიწვია ახალგაზრდა თევდორე. მომავალ წმინდანს სასახლის კარის მშფოთვარე და ამაოებით აღსავსე ცხოვრება სძაგდა, მოსკოვის სულისშემხუთველი ატმოსფერო თრგუნავდა, მისი სული მონაზვნური ღვაწლისა და ლოცვითი განმარტოებისკენ ისწრაფვოდა.

ამიტომ ფარულად დატოვა მოსკოვი. გარკვეული ხნით ონეგის ტბის სანაპიროზე, სოფელ ხიჟში ცხოვრობდა და თავს მწყემსობით ირჩენდა, შემდეგ კი სულიერი მოღვაწეობის სურვილმა თეთრ ზღვაზე მდებარე სოლოვკების მონასტერში მიიყვანა.

აქ წმინდანი ყველაზე მძიმე მორჩილებას აღასრულებდა - შეშას ჭრიდა, მიწას ამუშავებდა, წისქვილში მუშაობდა. წელიწად-ნახევრის შემდეგ თევდორე კოლიჩევი, მისივე სურვილით, იღუმენმა ალექსიმ ბერად აღკვეცა და ფილიპე უწოდა.

1546 წელს მთავარეპისკოპოსმა თეოდოსიმ ფილიპე სოლოვკის სავანის იღუმენად აკურთხა. ახალმა წინამძღვარმა ბევრი იღვაწა მონასტრისათვის - ახალი წესდება შეადგინა და ორი დიდებული, - ღვთისმშობლის მიძინებისა და უფლის ფერისცვალების სახელობის ტაძრები აღაშენა.

როგორც მატიანე იუწყება, რიგითი მუშასავით ირჯებოდა, შემდგომ კი ფერისცვალების ტაძრის ჩრდილოეთ კარიბჭესთან მოძღვრის, იონას საფლავის გვერდით, საკუთარი ხელით გაითხარა სამარე.

მონასტერში სულიერი ცხოვრება ყვაოდა...

18 წელი წინამძღვრობდა სოლოვკის სავანეს წმინდა მამა და იმდენი იღვაწა ამ ხარისხში, რომ სოლოვკელ საკვირველმოქმედებთან, ზოსიმესა და საბასთან ერთად, მასაც სამართლიანად თვლიან ამ სავანის დამაარსებლად.

შემდეგ უფალმა ფილიპეს სხვა სამსახურისკენ მოუწოდა: - სოლოვკელი განდეგილი ივანე მრისხანეს გაახსენდა და გადაწყვიტა, რუსეთის ეკლესიის საჭეთმპყრობლად დაედგინა. მეფე იმედოვნებდა, რომ მღვდელმთავარი ფილიპე მისი ერთგული თანამოსაგრე, მოძღვარი და მრჩეველი იქნებოდა, საერთო არაფერი რომ არ აქვთ ურჩ და მოჯანყე ბოიარებთან.

ფილიპე დიდხანს უარობდა - იოანესთან სულიერ სიახლოვეს ვერ გრძნობდა. მეფეს სთხოვდა, ოპრიჩნინა გაეუქმებინა, - სამეფო ძალაუფლების განსამტკიცებლად შექმნილი ძალა, სასტიკად უსწორდებოდა ბოიარებს, მსხვილ მიწათმფლობელებს და, საერთოდ, ყველას, ვინც კი მეფისადმი არაკეთილგანწყობაში შეინიშნებოდა და ამ საბაბით ბევრ უსამართლობასაც სჩადიოდა.

ბოლოს, მრისხანე მეფემ და წმინდა მიტროპოლიტმა გადაწყვიტეს, ფილიპე არ ჩარეულიყო ოპრიჩნინისა და სახელმწიფო საქმეებში, არ დაეტოვებინა მიტროპოლია და წინამორბედ მიტროპოლიტთა მსგავსად, მეფის მრჩეველი და დასაყრდენი ყოფილიყო.

1566 წლის 15 ივნისს ფილიპე მოსკოველი საეპისკოპოსო პატივით შემოსეს.

მღვდელმთავარმა ფილიპემ გადაწყვიტა, წინ აღდგომოდა მრისხანე თვითმპყრობელს.

1567 წელს ახალი შეთქმულება გაიხსნა: - მოღალატეები აპირებდნენ, ხელში ჩაეგდოთ მეფე და პოლონელთათვის გადაეცათ, რუსეთის საზღვარს რომ მოსდგომოდნენ. ივანე მრისხანე სასტიკად გაუსწორდა შინამტრებს.

ძალიან უმძიმდა ფილიპეს, მაგრამ, როგორც ერის სულიერი მამა, თავს ვალდებულად თვლიდა, სიკვდილით დასჯილებს გამოსარჩლებოდა.

საბოლოო განხეთქილება მეფესა და მღვდელმთავარს შორის 1568 წელს მოხდა. ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკეს, როცა მეფე, ჩვეულებისამებრ, ოპრიჩნიკებთან ერთად შევიდა მიძინების ტაძარში, მღვდელმთავარმა უარი განაცხადა მის კურთხევაზე და გაბედულად ამხილა ოპრიჩნიკების უსჯულოება.

ივანემ მას მრისხანედ მიმართა:

- ჩვენ დაგვიპირისპირდი? ვნახოთ, როგორი მტკიცე ხარ, - და დასძინა: - ძალიან რბილად გეპყრობით!

მეფე კიდევ უფრო სასტიკი გახდა მოწინააღმდეგეთა მიმართ, სისხლისღვრა გაძლიერდა. აღმსარებელი მღვდელმთავრის ბედიც გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ივანე მრისხანემ ისურვა, ყველაფერი გარეგნული წესისამებრ აღესრულებინათ.

ბოიართა სათათბირომ მორჩილად გამოუტანა მსჯავრი რუსეთის ეკლესიის მესაჭეს. შემდეგ კი მიტროპოლიტი ფილიპე საჯაროდ გაასამართლეს.

ორი ცრუმოწმეც გამოჩნდა, - სოლოვკის სავანის ბერები, მისი ყოფილი მოწაფეები, მის მიერვე ხელდასხმულნი.

წმინდა ფილიპეს ბევრ რამეში სდებდნენ ბრალს, მათ შორის ჯადოქრობაშიც.

"წინაპართა მსგავსად, მწირი ვარ ამსოფლად, მზად ვარ, ვეწამო ჭეშმარიტებისათვის!" - აღუშფოთებლად უპასუხებდა მღვდელმთავარი, ყველა ბრალდება უარყო და მღვდელმთავრობაზე უარი თქვა.

წმინდანს ახალი შეურაცხყოფა ელოდა: - მას შემდეგ, რაც სიკვდილამდე პატიმრობა მიუსაჯეს, წმინდა ფილიპე აიძულეს, მიძინების ტაძარში ეწირა, რაც 1568 წლის 8 ნოემბერს მოხდა. შუა მსახურებისას ტაძარში ოპრიჩნიკები შემოიჭრნენ, სახალხოდ წაიკითხეს სამსჯავროს განაჩენი, რომელიც ჩირქს ცხებდა მღვდელმთავარს, შემოაძარცვეს შესამოსელი, ძველი ფლასები ჩააცვეს, ტაძრიდან განდევნეს და უბრალო მარხილით ღვთის განცხადების სახელობის მონასტერში გადაიყვანეს. შემდეგ მოსკოვის მონასტრების სარდაფებში დიდხანს აწამებდნენ, ბორკილებით შებოჭეს, ქედზე კი უზარმაზარი ხუნდი დაადეს, ბოლოს კი ოპრიჩნიკების მეთაურმა, მალიუტა სკურატოვმა ბალიშით გაგუდა.

სიკვდილამდე სამი დღით ადრე განჭვრიტა მღვდელმთავარმა საკუთარი გარდაცვალება და ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა. ფილიპეს წმინდა ნაწილები ჯერ იქვე, მონასტერში გადაასვენეს (1591 წლის 11 აგვისტოს), შემდგომ კი - მოსკოვში (1652 წლის 3 ივლისს ძვ. სტ.).

წმინდა მღვდელმთავარმა ფილიპემ სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდგომაც მრავალი სასწაული და კურნება აღარსულა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
შობიდან მერვე დღეს, მოსეს რჯულის მიხედვით, ღვთიურ ყრმაზე წინადაცვეთის წესი აღასრულეს და, როგორც ღვთის მიერ იყო ნაუწყები, სახელად იესო უწოდეს.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat