casino siteleri 2023
წმინდათა და საკვირველმოქმედთა: კვიროსისა და იოანეს (+311) წმინდა ნაწილთა აღმოყვანება 412 წელს - 28 ივნისი (11 ივლისი) - კარიბჭე
წმინდათა და საკვირველმოქმედთა: კვიროსისა და იოანეს (+311) წმინდა ნაწილთა აღმოყვანება 412 წელს - 28 ივნისი (11 ივლისი)
წმინდათა და საკვირველმოქმედთა: კვიროსისა და იოანეს (+311) წმინდა ნაწილთა აღმოყვანება 412 წელს - 28 ივნისი (11 ივლისი)
ახალი სტილით 11 ივლისს არის ხსენება წმინდათა და საკვირველმოქმედთა კვიროსისა და იოანეს წმინდა ნაწილთა აღმოყვანების. წმინდა უვეცხლო კვიროსი ალექსანდრიაში დაიბადა და გაიზარდა. ქრისტიანი ექიმი ყველა ავადმყოფს უსასყიდლოდ კურნავდა ხორციელ და სულიერ სნეულებათაგან, სახარების სწავლებას ქადაგებდა და მრავალ წარმართს მოაქცევდა ჭეშმარიტ სჯულზე. დიოკლეტიანეს დროინდელი დევნილობისას კვიროსმა არაბეთის უდაბნოს მიაშურა, ბერად აღიკვეცა და დაუცხრომლად განაგრძო მოღვაწეობა, რისთვისაც უფლისაგან ყოველგვარი სნეულების კურნების მადლი მიენიჭა. ამ დროს ქალაქ ედესაში ცხოვრობდა კეთილმსახური ქრისტიანი მხედარი იოანე. როცა დევნილობა დაიწყო, იგი იერუსალიმში წავიდა, სადაც წმინდა კვიროსის შესახებ შეიტყო და მისი ნახვის სურვილით აინთო. ხანგრძლივი ძიების შემდეგ მან მიაგნო უდაბნოში დაყუდებულ ბერს და მისი ერთგული მოწაფე შეიქნა. ერთხელ მამებმა შეიტყვეს, რომ ეგვიპტის ქალაქ კანოპში შეპყრობილი იყო ქრისტიანი ქალი ათანასია სამ ასულთან - თეოქსიტისთან, თეოდოტიასთან და ევდოქსიასთან ერთად. წმინდა მამებმა საპყრობილეში მოინახულეს მოწამეები და გაამხნევეს. როცა ამის შესახებ შეიტყო, ქალაქის მმართველმა კვიროსი და იოანე დაატუსაღა. ჭეშმარიტი სარწმუნოების მხნე აღსარებისათვის ისინი ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი სიკვდილით დასაჯეს (+311).

კვიროსისა და იოანეს მოწამებრივი აღსასრულიდან დაახლოებით ასი წლის შემდეგ, 412 წელს აღესრულა მათი წმინდა ნაწილების აღმოყვანება ალექსანდრიის მახლობლად მდებარე ქალაქ კანოპიდან სოფელ მანუფინში. ეგვიპტის ეს სოფელი თავისი ჩამონგრეული საკერპოთი ბოროტ სულთა სამკვიდრებლად ქცეულიყო და ყველას შიშის ზარსა სცემდა. პატრიარქ თეოფილეს სურდა განეწმინდა ეს ადგილი დემონთაგან, მაგრამ ვერ მოასწრო. მღვდელმთავრის სურვილი მისმა მემკვიდრემ, პატრიარქმა კირილემ აღასრულა. ნეტარი მამა გულმოდგინედ ევედრებოდა უფალს, ხელი მოემართა წმინდა საქმის განხორციელებაში. ბოლოს ნათელმოსილი ანგელოზი წარდგა მის წინაშე და უბრძანა, წმინდათა უვეცხლოთა კვიროსისა და იოანეს უხრწნელი ნაწილები გადაესვენებინა მანუფინში. უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ შეასრულა ზეციური კურთხევა, შემდეგ კი სოფელში მარტვილთა სახელობის ტაძარიც ააგო. ამ დროიდან მოყოლებული მანუფინი გათავისუფლდა ბოროტ სულთა მძლავრობისაგან. კვიროსისა და იოანეს ლოცვით აქ მრავალი სასწაული აღესრულებოდა.

ტროპარი

საკვირველებანი წმიდათა შენთა მოწამეთანი ზღუდედ უბრძოლველად მოგუანიჭე, ქრისტე ღმერთო, მათითა ვედრებითა ზრახვანი წარმართთანი განაქარვენ და სკიპტრა მეფობისა განამტკიცე, ვითარცა მხოლომან სახიერმან და კაცთმოყვარემან.

კონდაკი

საღმრთოთა მადლთაგან საკვირველებათა ნიჭი მოგიღებიესთ, წმიდანნო, და დაუცხრომლად საკვირველმოქმედებით ყოველთა ვნებათა ჩუენთა უხილავად ხელთმოქმედებითა გარდამკვეთელნი, კვიროს ღმრთივგანბრძნობილო იოანეთურთ ყოვლადქებულით, რამეთუ თქუენ ხართ საღმრთონი მკურნალნი.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
17.10.2023
ღვთის ეს რჩეული მცირე აზიის ქალაქ ატალიიდან (თანამედროვე ანტალია) გახლდათ, მშობელთა გარდაცვალების შემდგომ მთელი ქონება გლახაკთ დაურიგა,
17.10.2023

ეს წმინდა დედა, ზოგიერთი წყაროს მოწმობით, მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა და არტემიდას ტაძრის ქურუმი იყო.

17.10.2023
ეს ღირსსაკვირველი მოღვაწე III საუკუნეში ცხოვრობდა და ორიგენეს მოწაფე გახლდათ, 231 წელს კი ალექსანდრიის სახელგანთქმულ სკოლას ჩაუდგა სათავეში.
17.10.2023
წმინდა ქალწული კილიკიაში დიოკლეტიანეს ზეობისას ცხოვრობდა და ერთ კაცს, სახელად კლავდიუსს ემსახურებოდა.
26.09.2023
ცოტა რამ ვიცით წმინდა თერაპონტეს ცხოვრების შესახებ. წმინდა ანდრია კრიტელს კონსტანტინოპოლში,
24.09.2023
წმინდა სილუანე წარმოშობით ღაზის გარეუბნიდან იყო და თავიდან მეომრად მსახურობდა. შემდეგ მიწიერი მეომრობა დაუტევა
24.09.2023
წმინდა ნაზარი რომში დაიბადა. მამა ებრაელი ჰყავდა, დედამისი, პერპენტუა, ქრისტიანი იყო: ის თვით პეტრე მოციქულმა მონათლა.
21.09.2023
წმინდა პაფნუტი ტომით ეგვიპტელი იყო. იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ გამოცხადებული ქრისტიანთა დევნისას განმგებელმა არიალემ ბრძანა,
14.09.2023
ეს ახოვანი მოღვაწე დაახლოებით 283 წელს, ნუმერიანეს ჟამს იშვა.
14.09.2023
ეს მოღვაწე სებასტიაში ლიცინიუსის მმართველობისას (307 - 324 წლები) ცხოვრობდა, ქრისტიანი გახლდათ,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ილარიონ ქართველი, საკვირველმოქმედი, მთელ ქრისტიანულ სამყაროში ცნობილი და პატივსაცემი პიროვნება იყო.
1კ1

Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beikta sex shop ehirler aras nakliyat ofis tama medyalarge.org/ atvcenter.org kamyonet.biz.tr tuzcuolu nakliyat malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com hot air balloon cappadocia

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canl casino

casino siteleri