შავლეგო - წმინდა შალვა ახალციხელი (+1227) - 17 (30) ივნისი
შავლეგო - წმინდა შალვა ახალციხელი (+1227) - 17 (30) ივნისი
ჩაებმებოდნენ ქართველნი ფერხულში და "შავლეგოს" სიმღერას დასძახებდნენ: "შავლეგ, შენი შავი ჩოხა, შავლეგო, შავად გაგიხამებია, შავლეგო"... მარტო ფერხულში კი არა, საფიხვნოში, სუფრაზე, ლხინსა თუ ჭირში ისმოდა შალვა ახალციხელის ამბავი. დედაც აკვანზე დამღეროდა თავის პატარას და შავლეგოს გმირობის ამბავს უყვებოდა, როგორც ბრძანებს ანტონ კათალიკოსი, წმინდა შალვას მარტვილობის აღწერისას: "წიაღსავე შინა დედისასა ყოფისა დროსა" მესმოდა მისი ქება, სიყრმეშიც, მერეც, სანამ მონაზვნად აღვიკვეცებოდი და მას შემდეგაც, რაც მწიგნობარი ვიქმენ, აღტაცებული ვარ მისი თავმდაბლობითო. უკვე ამდენი საუკუნე გავიდა... იფიქრებ, ნუთუ შალვაზე მამაცი მებრძოლი სხვა ქართველი არა ყოფილა? განა ნაკლები ვაჟკაცი იყო დავით სოსლანი, მაგრამ ერმა მაინც შავლეგოზე იმღერა...

წმინდა შალვა და მისი ძმა, ივანე, თორის ხეობიდან ყოფილან. ახალციხელებად მოიხსენიებიან მას შემდეგ, რაც მათ წმინდა თამარ მეფემ ახალციხე უბოძა. მრავალ ბრძოლაში ისახელეს თავი ძმებმა, ხმალდახმალ გაივლ-გამოივლიდნენ ხოლმე მტრის ლაშქარში, ჩაჰკაფავდნენ და შეამცირებდნენ ურჯულოთ. "უკეთუ სადა იყვის ლაშქრობაი იგი, იყუნიან წინამძღუარ მბრძოლთა". "შავლეგ იყო კაი კაცი, კაი და გვარათ აგებულიო", - გვეუბნება ვინმე მელექსე. "შავლეგ ცხენსა მოაფრინდა, როგორც რომ ნიავქარიო", - ამატებს მეორე. მემატიანე კი მოგვითხრობს: ახალციხის მთავარი შალვა იყო "კაცი შუენიერი და სრული ყოვლითა კეთილითა, ბრძენი გონიერი, მშვიდი, უშურველი, სიმართლის მოქმედი, მოწყალე, საწადელ და საყუარელ მოყუარეთა და ერთგულთა, და საზარელ და საშინელ ურჩთა და წინააღმდგომთა, ხოლო იყო ჭაბუკი ასაკითა და უბრძნეს მოხუცებულთა სათნოებითა, ბრძოლასა შინა უძლეველი და გამომრჩევი ქებული... მოშიში ღმრთისა, მოყუარე მღდელთა, პატივისმცემელი მონაზონთა, განმადიდებელი ეკლესიათა, შემამკობელი ხატთა, საქებელი მეფეთა და მთავართა, და უნაკლულო საღმრთოითა ქუელის საქმითა და ურცხვენელი საკაცობრიოითა მოქმედებითა... მკვიდრობდა იგი ჩინებულითა სიმხნითა ქუეყანასა ზედა მსახურებითა კეთილ-მსახურთა მეფეთაითა და მხედრობასა თვისსა ყოვლითა კეთილმსახურებითითა საქმითა გუამი თვისი ტაძარ ღმრთისა ცხოველისა განუწმინდა ღმერთსა. მოაკვდინა ასონი ქუეყანასა ზედა: სიძვაჲ, არაწმიდებაჲ, ვნებაჲ, გულისთქუმაჲ ბოროტი და ანგარებაჲ, რომელ არს კერპთ-მსახურებაჲ, და შეიმოსა, ვითარცა ჰრჩეულმან ღმრთისამან, წმინდამან და საყუარელმან: მოწყალებაჲ, შეწყნარებაჲ, სიტკბოებაჲ, სიმდაბლეჲ, სიმშვიდეჲ და სულგრძელებაჲ და ამას ყოველსა ზედა სიყუარული, რომელი იგი არს სიმტკიცე სრულებისაჲ".

ჟამთააღმწერელნი შამქორსა თუ ბასიანში მისი ვაჟკაცობის ამბავსაც ჰყვებიან. შამქორის ომში მხედათმთავარმა ზაქარია მხარგრძელმა შალვა და იოანე ახალციხელები "ძლევა-შემოსილისა სპისა თამარისათა წინამბრძოდ განაჩინა... რომელსაცა შინა ბრძოლასა შალვა ძმითურთ მისით სიმხნითა დიდებულ-იქმნა". შალვა ახალციხელმა ხელთ იგდო ხალიფას დროშა, რომელიც თამარ მეფემ ხახულის მონასტერში ღვთისმშობლის ხატს შესწირა. მისი დიდი წინაპარიც ხომ ასე მოიქცა - დიდგორის ბრძოლიდან გაქცეული დორბეზე სადაყის ძის ქედიდან მოძარცვული პატიოსანი თვლებით შემკული ოქროს მანიაკი გაუგზავნა ხახულის ღვთისმშობელს.

თამარმა შალვა ახალციხელს ჯილდოდ მანდატურთუხუცესობა უბოძა და მხედართა შორის მთავრადაც დაადგინა. მისმა ძმამ, იოანემ, კი ჯერ ქალაქ კარის მმართველობა და მენაპირე სარდლობა მიიღო, ხოლო შემდეგ ათაბაგობა და ამირთამირობა.

შემდგომში, როცა საქართველოზე რუქნადინმა გამოილაშქრა, თამარმა ჯარის წინამძღოლად ზაქარია მხარგრძელთან ერთად შალვა და ივანე ახალციხელნი ჰყო და სხვა თორელნიც. თვითონ მეფე კი ოძრხეში იოანე შავთელთან და ევლოგი სალოსთან ერთად დღედაღამ ლოცულობდა ქართველთა გამარჯვებისთვის. ბასიანთან, იმ ადგილას, რომელსაც ბოლოსციხეს ეძახდნენ, საშინელი ბრძოლა გაიმართა. გაგრძელდა დიდხანს და ორივე მხრიდან მრავალი მოწყდა. ცხენები დაუხოცეს ივანე მსახურთუხუცესს, ზაქარია გაგელს, შალვასა და ივანე ახალციხელებს, თაყაი თმოგველს და სხვა მრავალთ. "ქვეითად დარჩეს რაზმსა შინა მხნენი საქართველოსანი". ეს რომ ლაშქარმა იხილა, "გაწირნეს თავნი სიკვდილად", ჩამოხტნენ ცხენებიდან და შეერკინნენ მტერს. ღვთის წყალობით, თამარ მეფის ცრემლებითა და ლოცვით მტერი იძლია და განადგურდა.

თამარის გარდაცვალებისა და ლაშას სიკვდილის შემდეგ ჩაესვენა მზე საქართველოსი. 1225 წელს ქვეყანას ხვარაზმელნი შემოესივნენ. მტერი გარნისთან იყო დაბანაკებული, მათი სარდალი ჯალალ ედ-დინი ქართველთა დანახვაზე საბრძოლველად მოემზადა.

მეფე რუსუდანმა მხედართმთავრად მოხუცებული იოანე ათაბაგი დაადგინა (რომელიც საიდუმლოდ უკვე ბერად იყო აღკვეცილი). ქართველთა მთავარსარდლობა ბრძოლის დაწყებას არ ჩქარობდა, რადგან სახიფათოდ მიაჩნდა მთის დატოვება და ქვემოთ ფართო ველზე ჩასვლა, სადაც მას ურიცხვ მტერთაგან გარშემორტყმა და განადგურება ელოდა. მუსლიმებს კი რიცხობრივი და ცხენოსან ძალთა უპირატესობის გამოყენება სწორედ გაშლილ ველზე შეეძლოთ და არა მაღალ მთაზე, სადაც ქართველები დაბანაკებულიყვნენ. ჯალალ ედინმა საომრად განაწყო ლაშქარი. შუაში მძიმედ შეჭურვილი მხედრობა დააყენა, მარჯვნივ - მშვილდ-მოისარნი, ხოლო მარცხნივ - ქვეითი ჯარები, რომელთაც თვით ხვარაზმ-შაჰის ძმა, ღიას ად-დინი სარდლობდა. მთელი დღე ასე პირისპირ იდგნენ, განთიადისას კი ჯალალ ედინი მარცხენა ფლანგით - ღიას ედ-დინის წინამძღოლობით მთისკენ დაიძრა და შეტევაზე გადავიდა, დანარჩენებიც უკან მიჰყვნენ.

"უპირატესმა მხედართმთავარმა" იოანე მხარგრძელმა 200 000-იან მუსლიმთა ლაშქარს თორ-ჯავახთა და მესხთა 6 000-იანი მეწინავე რაზმი შეაგება, რომელსაც ჩუეულებისამებრ უმამაცესი ძმები - შალვა და იოანე ახალციხელები მიუძღოდნენ ხმალამართულნი, "რამეთუ მათდა იყო წილხდომილ მამულადრე წინამბრძოლობა", თვითონ კი ძირითად ნაწილთან ერთად გადამწყვეტი იერიშის მისატანად მოშორებით დადგა.

უშიშრად შეება თორ-ჯავახების მცირერიცხოვანი ლაშქარი ურიცხვ მტერს, "პირველსავე კუეთებასა შინა მამაცად ეკუეთნეს ქართველნი და წარიქციეს მოწინავენი მათნი; გარნა მოწინავეთა მათ თათართასა სხუანი უკუე მხედრობანი მოეშველებოდიან და განამაგრებდიან მათ და არღა აუფლებდენ ქართველთა, რაჲთამცა შეემუსრათ მეწინავენი მათნი. და ესრეთ მომატებითა ჯართაითა თათართაგან შეიქმნა ძლიერი ზედადასხმაჲ... ძლიერად ბრძოლობდეს შალვა და იოანე, ახოვანთა და ძლიერთა სრვიდეს", და თან მაშველ ჯარს ითხოვდნენ. შალვამ სამჯერ აფრინა მალემსრბოლი ამირსპასალარ-ათაბაგთან და შეუთვალა: "უწყოდეს სიმხნემან შენმან, დაღათუ ვბრძავთ მტერთა ჩუენთა მამაცად, გარნა პირისპირ დგომად დიდისა ამის ლაშქრისა მტერთასა თვინიერ შეწევნისა თქუენისა ვერ შემძლებელ ვართო", მაგრამ მან პასუხიც არ აღირსა, "არა ინება შველა ივანე ათაბაგმან, რამეთუ შური დიდი აქუნდა ათაბაგს სიმხნისათვის ორთა მათ ძმათა შალვასი და იოანესი... და არა იხმია სვინიდისი და ორისა კაცის მტერობისთვის მისცა სრულიად საქართველო ოხრებასა". "ჰოი, შური, ყოველთა ბოროტთა დასაბამი", - წერს ჟამთააღმწერელი. პასუხის მოლოდინში უკან დახევა არც კი უფიქრიათ ახალციხელებს, მაგრამ "მოწყდა ორგნითვე ურიცხვი და უმეტეს თორელნი", ორივე ძმას ცხენი მოუკლეს, ხოლო მათი საჭურველი - მახვილნი, მაზრაკნი, შუბნი და ოროლნი - მტრის ჩაფხუტებზე ხეთქებისაგან დაიმსხვრა. როცა მეწინავე ლაშქრის გადარჩენილმა მებრძოლებმა უკან დაიხიეს, მაშინ ათაბაგის ბრძანებით უქმად მდგარი უძლეველი ლაშქარიც უბრძოლველად გაშორდა ბრძოლის ველს, რის შემდეგაც ქართველთა უძლეველობის მითი დაიმსხვრა და "დიდებაჲ სიმხნითი ქართველთაჲ ყოველთა ნათესავთა შორის უპატიო იქმნა".

ამ სასტიკ და უაღრესად სისხლისმღვრელ ბრძოლაში 4 000 ქართველი მოკლეს, ხოლო უგამოცდილესი მხედარი შალვა ახალციხელი ტყვედ ჩაიგდეს: "ყოვლისა საჭურველისა მტერთა ზედა მხმარებელი და დამაშვრალი დიდად ბრძოლისა გამო, ზედადასხმითა მრავლისა ჩინებულისა მხედრისა სპარსთასა შეპყრობილ იქმნა, ხოლო ძმაჲ მისი იოანე, ყოვლისა საჭურველისა თვისისა დამლეწი მტერთა ზედა, გარემოდგომითა სიმრავლითა სპარსთა მხედართაჲთა ისრებისა ტყორცითა და შუბთა ძგერებითა მოკლულ იქმნა, რომლითა საწადელი უსჯულოჲსა ათაბაგისა იოანესი სრულებასა შინა მივიდა და კმაყოფილებაჲ მიიღო ამით... რამეთუ ხელთაგან მტერთაჲსა სუროდა სიკუდილი მათი".

შალვა ჯალალ ედ-დინის წინაშე წარადგინეს. იცნო მტერმა მათი მომსვრელი. მოახსენეს სულთანს მისი ამბავი.

ჯალალ ედ-დინს მოეწონა გმირი ქართველი. არ მოკლა, "თვისთა თანა იპყრა პატივითა და მიანიჭნა ქალაქნი ადარბადაგანისანი", მაგრამ სანაცვლოდ რწმენის დატევებას ითხოვდა. თითქოს აცლიდა, ამქვეყნიური პატივით "გონს რომ მოსულიყო". მაგრამ შალვა არ ცხრებოდა, თავისიანებს წერილებს უგზავნიდა და მტრის მოძრაობას ატყობინებდა. ჯალალედინმა შეიტყო, რომ შალვა ახალციხელი საიდუმლოდ უკავშირდებოდა საქართველოს სამეფო კარს და საიდუმლო ცნობებს აწვდიდა მისი მომავალი გეგმები¬სა და საბრძოლო მოქმედებების შესახებ. სასტიკად განრისხებულმა სულთანმა მზაკვრული ალერსით შალვას რჯულის გამოცვლა მოსთხოვა - "აწვია ჯალალედინ უარისყოფად ღმრთისა და მიქცევად ცრუ-სჯულობისა მაჰმედისა", და სანაცვლოდ "უდიდესთა პატივთა მხედრობითთა და ქალაქთა და სოფელთა და სპეკალთა ოქროთა და ვეცხლთა და სამოსელთა ოქროვილთა და სიმრავლეთა მონათა და მხევალთასა ფიცით აღუთქმიდა და სატანჯველთა მძვინვარეთა წინა დაუდებდა". მაგრამ ქრისტეს მხედარმა სულთნის წინადადება უარყო და მტკიცედ მიუგო: თუ გსურს, მეფეო, რომ შენს ლაშქარში ვიმსახურო, ნუ მთხოვ ისეთი უგუნურების ჩადენას, რაც ძნელი მოსასმენია ჩემთვის. შენ ისეთ დიდებას, პატივსა და სიმდიდრეს აღმითქვამ, რომელსაც გონიერი კაცი არ დახარბდება, რადგან ცვალებადია და წარმავალი. ჭეშმარიტ ღმერთს, რომელიც შემქმნელია მთელი კაცობრიობისა, ვერ უარვყოფ, რადგან შეკრული ვარ მართალი სარწმუნოების ცოდნითა და წინაპართაგან მიღებული წეს-ჩვეულებებით. და თუ შენს ლაშქარში გჭირდები, ნება მომეცი ვემსახურო ჩემს ღმერთს, რომელმაც დამბადა მე. "გევედრები, დააცხრუე ჩემდა აღთქუმანი ეგე არად სახმარნი ჩემნი, რამეთუ სურვილმან საღმრთომან, რომელი მაქუს ქრისტეს მიმართ ჩემისა, რომელი არს შემოქმედი, მეფე და უფალი ანგელოზთა, განმაწესა მე მხედრად ქრისტესა", და ჩემთვის საკმარისია უბრალო სამოსელი, რომელიც სხეულს დამიფარავს და მცირე საზრდელი, პური და წყალიო.

ამ კადნიერებით განრისხებულმა ჯალალ-ედინმა გულისწყრომა დაფარა და ჯერ ტკბილი სიტყვითა და დაპირებებით ეცადა მის დაყოლიებას, ხოლო შემდეგ დაწვრილებით განუმარტა, რა მოელოდა, თუ მაჰმადიანობას არ მიიღებდა. წმინდა შალვა კი, "ვითარცა კლდე, ესრეთ უშიშად სდგა წინაშე მძლავრისა", არც აღთქმულ დიდებას დახარბდა და არც მომავალ განსაცდელსა და სიკვდილს შეუშინდა და უთხრა: იცოდე, რომ არ ვაღიარებ მე სხვა ღმერთს, გარდა ყოვლადწმინდისა და განუყოფელისა სამებისა, შეჩვენებულ იყვნენ თავის მოციქულებთან ერთად "ყოველნი იგი ღმერთნი საეშმაკონი, რომელთა ცანი და ქუეყანაი არა შეჰქმნეს". ნუ გგონია, რომ დიდებისა და სიმდიდრის აღთქმით მომხიბლავ ან სატანჯველთა დაპირებით შემაშინებ, რადგან ერთია ჩემი დიდება, "რაითა მისდა მივიდე და ვხედვიდე უზესთაესსა მას ყოველთა კეთილთასა". ქვეყნიური მონაგები კი არ მწადია, არამედ შეუხებელად დაცვა მსურს იმ ხატისა, რომლის მსგავსადაც დავიბადე, რაოდენიც შესაძლებელია ხორციელი ბუნებისაგან, - სიტყვა დაასრულა ნეტარმა და სამოღვაწეოდ განემზადა.

ქრისტეს მხედრის ურჩობითა და კადნიერებით გაკვირვებულმა და შერცხვენილმა ჯალალედინმა მისი გაშიშვლება და სასტიკად გვემა ბრძანა. მტარვალებმაც სწრაფად აღასრულეს მისი ნაბრძანები და უპატიოდ ათრიეს და უწყალოდ გვემეს სრულიად შიშველი წმინდა მოწამე. ნეტარი კი "სიხარულითა გულისაჲთა აქებდა უფალსა და მადლობასა შესწირვიდა მას", ხოლო თავს ასე შეუძახებდა: გაიხარე, შალვა, რადგან სამოსელთან ერთად ხრწნადი სხეულისგანაც გათავისუფლდები. და თან დასძენდა: "რაიმე მივაგო უფალსა, რომელი ესე მომაგო, მით რომელ განშიშვლდა უფალიცა დიდებისა შენთვის სამოსელთაგან. ეჰა, რაბამ დიდ არს მონისად ზიარებაჲ ვნებისა უფლისა თვისისა, რამეთუ განაშიშვლეს მხედრებმა ცათა ღრუბლით შემმოსველი და კადნიერად გაიყვეს მისი სამოსელი".

მტარვალები განაგრძობდნენ შალვას წამებას, ის კი კვლავ მხნედ იტყოდა - დავითმინოთ, შალვა, ქრისტესთვის სიკუდილი, რომელიც ყოველ კაცს წინ ელოდება, რადგან ქრისტეც ჩვენთვის მოკვდა. რამდენი ავაზაკი ისჯება სიკვდილით თავისი ბოროტი საქმეების გამო, ჩვენ კი სიმართლისა და ჭეშმარიტებისთვის სიკვდილი აღარ დავითმინოთ? არ გახსოვს, შალვა, მოკვდავი მეფისთვის ან მისი მემკვიდრეებისთვის რამდენჯერ გაწირე თავი, რომ მათგან წარმავალი დიდება და პატივი მიგეღო ჯილდოდ, და უკვდავი მეფისათვის, რომელი ჯილდოდ მოგცემს უხრწნელ ცხოვრებას, აღარ გაიმეტებ შენს წარმავალ სიცოცხლეს? - და კი-დევ მრავალ სულის სარგო სიტყვებს აღმოთქვამდა "ნეტარი მოწამე ჭეშმარიტებისა". მტარვალნი კი შეუსვენებლად სცემდნენ.

"იხილა რაჲ უღმრთომან სიმტკიცეი შალვასი, ბრძანა საპყრობილესა შეყენებაჲ მისი და მუნ ტანჯვად ვიდრე სიკუდილადმდე". დიდად ნატანჯი და ნაგვემი დიდმოწამე საპყრობილეში ჩააგდეს და ყოველდღე აწამებდნენ, ხოლო იგი გამუდმებით ლოცულობდა და მარხულობდა. "და ესრეთ რაოდენისამე დღისა შემდგომად... პირად პირადითა მძვინვარითა ტანჯვითა განცდილმან აღასრულა ჰსრბაი მარტვილებითი და ესრეთ ქრისტემან ღმერთმან, განმაძლიერებელმან მისმან, მისცვალა თვისთანა დიდი იგი გოდოლი კეთილმსახურებისა და ადიდა წმინდაჲ თვისი ზეციერითა დიდებითა".

სადაც ფარულად დაფლეს მისი მრავალვნებული გვამი, იმ ადგილს ნათლის სვეტი დაადგა და მრავალი მორწმუნის მიერ იქმნა თაყვანისცემული.

მრავალფერი ტანჯვის დათმენის შემდეგ შავლეგომ სული თვისი ჩააბარა საყვარელ მაცხოვარს. სახელი წმინდა შალვასი კი, ვითარცა ხელიხელ საგოგმანები განძი, თაობიდან თაობას გადაეცემა.

მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდა შალვა ახალციხელის ხსენება 17 ივნისს (ახ. სტ. 30 ივნისს) დააწესა.

ხატის წყარო.

...................
აქვე წაიკითხეთ:

შავლეგ, შენი შავი ჩოხა, შავლეგო



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat