casino siteleri 2023
წმინდა მოწამე კონკორდი (+დაახლ. 175) – 04 (17) ივნისი - კარიბჭე
წმინდა მოწამე კონკორდი (+დაახლ. 175) – 04 (17) ივნისი
წმინდა მოწამე კონკორდი (+დაახლ. 175) – 04 (17) ივნისი
წმინდა კონკორდი იმპერატორ ანტონინუსისეული დევნისას ცხოვროდა, წარჩინებული ოჯახის მემკვიდრეს მამა, - გორდიანე, - პრესვიტერი ჰყავდა და ღვთის სიყვარული და წმინდა წერილის ცოდნა ვაჟიშვილს, - კონკორდსაც უმემკვიდრევა.

ამიტომ რომის ეპისკოპოსმა, პიუსმა, რომელმაც მარკუს ავრელიუსის ჟამს ქრისტესთვის წამება დაითმინა, კონკორდს იპოდიაკვნად დაასხა ხელი და თავის დიდად მადლიან და მოწყალე მამასთან ერთად შეუდგა ღვაწლს.

გარკვეული ხნის შემდეგ კონკორდმა მამას კურთხევა გამოსთხოვა, ანტონინესეული დევნის დასრულებამდე წმინდა ევტიქიოსთან გადასულიყო სამოღვაწეოდ.

- შვილო ჩემო, სჯობს, ჩემთან დარჩე, რათა აქ მივიღოთ მოწამებროვი გვირგვინნი,

- ამ წმინდა გვირგვინის მიღება, ღვთის ნებით, ყველგან შეილება, ამიტომ, ნება მომეცი, განაზრახი აღვასრულო, - სთხოვა კონკორდიმ მამას და მცირე ხანში ევტიქიოსს მიაშურა, ნათესავად რომ ერგებოდა.

ფრიად განიხარა მისი ხილვით ნეტარმა მამამ და ერთად შეუდგნენ მარხვას, ლოცვასა და ღვთივსათნო ღვაწლს.

მოკლე ხანში მათ გარშემო მრავალმა სნეულმა და შეჭირვებულმა მოიყარა თავი, რომელთაც წმინდა მამანი ლოცვით შეეწეოდნენ.

როდესაც მათ შესახებ იქაურმა ეპარქმა შეიტყო, კონკორდს უხმო და სახელი და ვინაობა ჰკითხა,

- ქრისტიანი გახლავართ, - უპასუხა ნეტარმა,

- მე სახელი გკითხე, ქრისტეზე არა მიკითხავს რა, - განუმარტა ეპარქმა,

- კვლავ გეტყვი, რომ ქრისტიანი ვარ, - მიუგო კონკორდმა,

- მსხვერპლი შესწირე უკვდავ ღმერთებს და მამად მიგიღებ, ჩემს მბრძანებელს, - ანტონინეს კი ვთხოვ, ამ ღმერთთა ქურუმად დაგადგინოს, - უბრძანა ეპარქმა,

- თავად დაიტოვე ეგ ღმერთები, - იყო პასუხი, - გიჯობს, თავად მიართვა მსხვერპლი ქრისტეს, რომ მარადიული ტანჯვა აგცდეს!

მაშინ კი დაკარგა მოთმინება უსჯულომ და კონკორდის ჯერ ჯოხებით გვემა, შემდეგ კი - სატუსაღო მიუსაჯა.

მაგრამ ღამით მასთან ნეტარი ევტიქიოსი და წმინდა ეპისკოპოსი ანთიმოზი მივიდნენ (ეს უკანასკნელი ეპარქის მეგობარი გახლდათ და სთხოვა, კონკორდს მცირე ხნით მასთან ეცხოვრა.

კონკორდი მართლაც იმ ღამითვე გაათავისუფლეს და იგი წმინდა ანთიმოზთან ერთად წარვიდა.

წმინდა მღვდელმთავარმა მას მონაზვნად დაასხა ხელი და მასთან ერთად შეუდგა ლოცვასა და იმგვარ ცხოვრებას, რაც უფლისთვის სათნოა.

მცირე დრო გავიდა და კონკორდს კვლავ უხმო ეპარქმა და დაეკითხა, თუ როგორ აპირებდა ცხოვრებას,

- ჩემი ცხოვრება - ქრისტეა, რომელსაც ყოველ ჟამს ვადიდებ, შენ კი გეენიის ცეცხლი გელისო! - უპასუხა ნეტარმა.

მაშინ კი გაცოფდა სვეუბედური და ჯერ ძელზე გააკვრევინა ნეტარი და ღრიალით უბრძანებდა, - ახლავე მიაგე უკვდავ ღმერთებს პატივიო, მერე ვიწრო დილეგში გამოკეტა, კისერსა და ხელებზე მძიმე ჯაჭვნი აასხა და მისი ხილვა ყველას აუკრძალა, რამეთუ შიმშილით სურდა ნეტარის მოდრეკა.

ის კი კვლავ სიხარულევანი ადიდებდა შემოქმედს, შუაღამისას კი უფლის ანგელოზი ეჩვენა და ნუგეშინი სცა.

სამი დღის შემდგომ ეპარქმა იარაღიანი ხალხი მიუგზავნა, რომელთაც ხელთ ზევსის ქანდაკი ეპყრა და უბრძანა:

- ან ზევსს ეცი თაყვანი, ან - თავს წარგკვეთო!

მაშინ ფრიად განიხარა ნეტარმა, უფალმა მისთვის მოწამეობის ღირსი რომ გახადა და ზევსს შეანერწყვა. ამან ისე განარისხა წარმართნი, ერთმა მათგანმა მახვილი იშიშვლა და მარტვილს თავი წარკვეთა.

ქრისტიანებმა წმინდა კონკორდის სხეული გააპატიოსნეს და ქალაქ სპოლეტოს მახლობლად, წყარომრავალ ალაგას დაკრძალეს. მის სამარესთან ათასგვარი სნებით შეპყრობილმა მიიღო კურნება.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
17.10.2023
ღვთის ეს რჩეული მცირე აზიის ქალაქ ატალიიდან (თანამედროვე ანტალია) გახლდათ, მშობელთა გარდაცვალების შემდგომ მთელი ქონება გლახაკთ დაურიგა,
17.10.2023

ეს წმინდა დედა, ზოგიერთი წყაროს მოწმობით, მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა და არტემიდას ტაძრის ქურუმი იყო.

17.10.2023
ეს ღირსსაკვირველი მოღვაწე III საუკუნეში ცხოვრობდა და ორიგენეს მოწაფე გახლდათ, 231 წელს კი ალექსანდრიის სახელგანთქმულ სკოლას ჩაუდგა სათავეში.
17.10.2023
წმინდა ქალწული კილიკიაში დიოკლეტიანეს ზეობისას ცხოვრობდა და ერთ კაცს, სახელად კლავდიუსს ემსახურებოდა.
26.09.2023
ცოტა რამ ვიცით წმინდა თერაპონტეს ცხოვრების შესახებ. წმინდა ანდრია კრიტელს კონსტანტინოპოლში,
24.09.2023
წმინდა სილუანე წარმოშობით ღაზის გარეუბნიდან იყო და თავიდან მეომრად მსახურობდა. შემდეგ მიწიერი მეომრობა დაუტევა
24.09.2023
წმინდა ნაზარი რომში დაიბადა. მამა ებრაელი ჰყავდა, დედამისი, პერპენტუა, ქრისტიანი იყო: ის თვით პეტრე მოციქულმა მონათლა.
21.09.2023
წმინდა პაფნუტი ტომით ეგვიპტელი იყო. იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ გამოცხადებული ქრისტიანთა დევნისას განმგებელმა არიალემ ბრძანა,
14.09.2023
ეს ახოვანი მოღვაწე დაახლოებით 283 წელს, ნუმერიანეს ჟამს იშვა.
14.09.2023
ეს მოღვაწე სებასტიაში ლიცინიუსის მმართველობისას (307 - 324 წლები) ცხოვრობდა, ქრისტიანი გახლდათ,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ილარიონ ქართველი, საკვირველმოქმედი, მთელ ქრისტიანულ სამყაროში ცნობილი და პატივსაცემი პიროვნება იყო.
1კ1

Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beikta sex shop ehirler aras nakliyat ofis tama medyalarge.org/ atvcenter.org kamyonet.biz.tr tuzcuolu nakliyat malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com hot air balloon cappadocia

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canl casino

casino siteleri