casino siteleri 2023
წმინდა მოწამენი ლუკილიანე და მოყვასნი მისნი: კლავდი, იპატი, პავლე, დიონისე და ქალწულმოწამე პავლა (+270-275) - 3 ივნისი (16 ივნისი) - კარიბჭე
წმინდა მოწამენი ლუკილიანე და მოყვასნი მისნი: კლავდი, იპატი, პავლე, დიონისე და ქალწულმოწამე პავლა (+270-275) - 3 ივნისი (16 ივნისი)
წმინდა მოწამენი ლუკილიანე და მოყვასნი მისნი: კლავდი, იპატი, პავლე, დიონისე და ქალწულმოწამე პავლა (+270-275) - 3 ივნისი (16 ივნისი)
იმპერატორ აურელიანეს (270-275 წლები) ზეობისას ნიკომიდიის მმართველს, სილვანს მოახსენეს, - მოქალაქეთა უმრავლესობამ ზევსის და არესის თაყვანისცემაზე უარი თქვა და ქრისტიანობა მიიღოო, მათი რიცხვი კატასტროფულ მასშტაბებს აღწევს და მათ მაგალითს თვით წარმართმა ქურუმმა, ლუკილიანემაც მიბაძა და მეორე წელია, რაც ჩვენს ღმერთებს აღარ ესავსო!

შლეგქმნილმა ხელმწიფემ მყისვე ბრძანა, - მსხვერპლ-შეწირვისთვის ყოველივე მოამზადეთ, ხოლო ვინც ლუკილიანეს აქ პირველი მომგვრის, პირველ ჩინოვნიკობას ვუბოძებო!

მაშინ ერთმა ფულით მოქრთამულმა იუდეველმა ის ადგილი უჩვენა, სადაც ნეტარი სხვა მორწმუნეებთან ერთად იკრიბებოდა.

ხელისუფალმა მყისვე აფრინა მრავალრიცხოვანი რაზმი ურჩთა შესაპყრობად.

მეორე დილისთვის ლუკილიანე სხვა ქრისტიანთაგან გა¬მოარჩიეს და სილვანს ბაზრის მოედანზე ცალკე წარუდგინეს.

ამ უკანასკნელმა საშინელი მუქარით უბრძანა:

- ქრისტე უარჰყავ და კვლავ გადმოჩვენიანდი, ღმერთებს მსხვერპლი საჯაროდ შესწირე, თორემ ვერა გიხსნისო!

- არა მიწიერი არ აღემატება ჩემს უფალს და იმ იმედს, რაც მასში ვპოვე, ამიტომ არც თქვენი მუქარა მიღირს რამედ და არც მაგ უსულო კერპთ ვცემ თაყვანს, ისეც მრავალი წელი დავკარგე მათ დამღუპველ სამსახურში. ახლა კი რაცა გსურს, ისა ჰქმენ და რაც შეიძლება, სწრაფად, რამეთუ გადაწყვეტილებას ვერაფერი შემაცვლევინებსო!

ხელმწიფის ბრძანებით ნეტარს სახე დაუსერეს და მიწაზე გართხმული ორ საათს გვემეს, შემდეგ კი - ფეხებით და¬კიდეს, თუმცა, მარტვილი წამებას თითქოს ვერ გრძნობსო, სილვანს კი სატანის მსახურად და ღვთის მტრად იხსენიებდა.
მაშინ ერთმა ფილოსოფოსმა, კრისპმა სილვანს შესთავაზა, - ეს საქმე, რაც შეიძლება, მალე მოვათაოთ, რომ სხვათათვის მაგალითად არ იქცესო.

მისივე რჩევით, ხელისუფალმა ლუკილიანე დილეგში გამოკეტა, სადაც ოთხი ბიჭუნა დახვდა: კლავდი, იპატი, პავლე და დიონისე, მასავით რწმენის გამო რომ შეეპყროთ.

ლუკილიანეს დანახვაზე ბავშვები ფეხებში ჩაუვარდნენ და სთხოვეს:

- ჩვენთვის ილოცე, რომ უფალმა შენთან ერთად ღირსგვყოს მოწამეობისაო!

განთიადისას ხუთივე არესის ტაძარში მიიყვანეს, სადაც სილვანი ელოდათ და კერპთათვის მსხვერპლის შეწირვა კიდევ ერთხელ უბრძანა, - თუ ამას არ იქმთ, კოცონზე ამოგბუგავთო!

ლუკილიანე კი მიუგებდა:

- რაცა გსურს, ის შემამთხვიე, ამქვეყნიური, განქარვებადი ცეცხლით ვერას მავნებო, რაც ბავშვებმაც გაიმეორეს.

მაშინ მტარვალმა მათთვის კოცონის განმზადება და ხუთივეს მდუღარე წყალში ჩაყრა ბრძანა, თუმცა, უფალმა ღუმელში ცეცხლი ჩააქრო და მარტვილთ ცეცხლით არა ევნოთ.

სილვანის ბრძანებით, ქრისტიანენი ზევსისთვის მსხვერ¬პლის შესაწირად ქალკედონს გაგზავნეს. ბავშვებს კი სანაცვლოდ მდიდრულ ძღვენს და ძვირფას სამოსს შეჰპირდა, თუმცა, ბიჭუნები იმეორებდნენ:

- დაე, შენი საჩუქრები შენთან ერთად დაინთქას ჯოჯოხეთშიო!

ცოფქმნილმა ტირანმა ისღა მოიფიქრა, მარტვილნი ბიზანტიას გაეგზავნა, სადაც ოთხ ბიჭუნას თავები წარკვეთეს, ლუკილიანე კი ხელებით, თავით, მუხლებით, გენიტალიებით და მკერდით მიწაზე დაალურსმეს.

ნორჩი, კეთილშობილი ქალწული, სახელად პავლა, წარმართთა დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად,...

ტყვედქმნილ ქრისტიანთ შეეწეოდა. იგი მყისვე დაასმინეს და ნიკომიდიას შეიპყრეს.

პავლამ დაუფარავად აღიარა, რომ ლუკილიანეს წყალობით გაქრისტიანდა.

მაშინ ათმა ადამიანმა მორიგეობით უწყო გვემა, ის კი ფსალმუნის სიტყვებს გალობდა...

ქალწული ვერაფრით მოდრიკეს და იქამდე ურტყეს, სანამ ხელ-ფეხი არ დაუმსხვრიეს.

პავლას ბაგეს ლოცვა და ღვთის სამადლობელი არ მოსცილებია, უფლის ანგელოზმა კი სასწაულებრივად განამრ¬თელა და აუწყა, რომ მის განსამტკიცებლად ცეზაში ოთხი მოწამე ლოცულობდა.

ქალწული კვლავ სილვანს მიჰგვარეს, სადაც კიდევ ერ¬თხელ დაამოწმა თვისი სიმტკიცე.

მას ყბები დაუმსხვრიეს და კვლავ დილეგს უკრეს თავი, შემდეგ კი ისევ ცეცხლს მისცეს, თუმცა, ანგელოზისგან დაცული მოწამე კვლავ უვნებელი რჩებოდა.

მაშინ მოწამე ბიზანტიის მახლობლად, იმ ადგილას მიიყვანეს, სადაც ლუკილიანე ევნო და თავი წარკვეთეს.

* * *

ხსენება ღვთისმოყვარე მეფისწულის, დიმიტრის (+1591) წმინდა ნაწილთა გადაბრძანებისა უგლიჩიდან მოსკოვს (+1606 წელს)

* * *

ხსენება ღირსისა პაპისა, რომელმან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს

* * *

ხსენება ღირსმოწამისა კვიპრიანესი (ნელიდოვი, მღვდელ-მონაზვნისა, +1934) და მღვდელმოწამისა მიხეილისა (მარკოვი, პრესვიტერი, +1938)

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
17.10.2023
ღვთის ეს რჩეული მცირე აზიის ქალაქ ატალიიდან (თანამედროვე ანტალია) გახლდათ, მშობელთა გარდაცვალების შემდგომ მთელი ქონება გლახაკთ დაურიგა,
17.10.2023

ეს წმინდა დედა, ზოგიერთი წყაროს მოწმობით, მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა და არტემიდას ტაძრის ქურუმი იყო.

17.10.2023
ეს ღირსსაკვირველი მოღვაწე III საუკუნეში ცხოვრობდა და ორიგენეს მოწაფე გახლდათ, 231 წელს კი ალექსანდრიის სახელგანთქმულ სკოლას ჩაუდგა სათავეში.
17.10.2023
წმინდა ქალწული კილიკიაში დიოკლეტიანეს ზეობისას ცხოვრობდა და ერთ კაცს, სახელად კლავდიუსს ემსახურებოდა.
26.09.2023
ცოტა რამ ვიცით წმინდა თერაპონტეს ცხოვრების შესახებ. წმინდა ანდრია კრიტელს კონსტანტინოპოლში,
24.09.2023
წმინდა სილუანე წარმოშობით ღაზის გარეუბნიდან იყო და თავიდან მეომრად მსახურობდა. შემდეგ მიწიერი მეომრობა დაუტევა
24.09.2023
წმინდა ნაზარი რომში დაიბადა. მამა ებრაელი ჰყავდა, დედამისი, პერპენტუა, ქრისტიანი იყო: ის თვით პეტრე მოციქულმა მონათლა.
21.09.2023
წმინდა პაფნუტი ტომით ეგვიპტელი იყო. იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ გამოცხადებული ქრისტიანთა დევნისას განმგებელმა არიალემ ბრძანა,
14.09.2023
ეს ახოვანი მოღვაწე დაახლოებით 283 წელს, ნუმერიანეს ჟამს იშვა.
14.09.2023
ეს მოღვაწე სებასტიაში ლიცინიუსის მმართველობისას (307 - 324 წლები) ცხოვრობდა, ქრისტიანი გახლდათ,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ილარიონ ქართველი, საკვირველმოქმედი, მთელ ქრისტიანულ სამყაროში ცნობილი და პატივსაცემი პიროვნება იყო.
1კ1

Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beikta sex shop ehirler aras nakliyat ofis tama medyalarge.org/ atvcenter.org kamyonet.biz.tr tuzcuolu nakliyat malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com hot air balloon cappadocia

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canl casino

casino siteleri