casino siteleri 2023
წმინდა მოწამე ერმი კომანელი (II) - 31 მაისი (13 ივნისი) - კარიბჭე
წმინდა მოწამე ერმი კომანელი (II) - 31 მაისი (13 ივნისი)
წმინდა მოწამე ერმი კომანელი (II) - 31 მაისი (13 ივნისი)
წმინდა მოწამე ერმი ქრისტეს გამო მოწამებრივად აღესრულა მეორე საუკუნეში კომანში იმპერატორ ანტონინე პიუსის (138-161) დროს. ანტონინეს არ სძულდა ქრისტიანები, მაგრამ წინამორბედ მეფეთა ბრძანებების მიხედვით მის დროს ქრისტიანებს მაინც ხოცავდნენ და დევნიდნენ, მათი ქონების ხელში ჩასაგდებად ბილწად ირჯებოდნენ. ანტონინეს დროს ქრისტიანთა მთავარი მდევნელი და მსაჯული მისი მოხელე სებასტიანი გახლდათ. ერთხელ სებასტიანი კაპადოკიაში ჩავიდა და იქ ერთ ქრისტიან მოხუც მხედარს სახელად ერმის შეხვდა. სებასტიანემ ერმის უთხრა:

- მომივიდა იმპერატორის ბრძანება იმის შესახებ, რომ ყველა ქრისტიანს მოვთხოვე მსხვერპლი შეწირონ კერპებს. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, მაშინ ნაბრძანები მაქვს სასტიკად ვტანჯო. შენც შესწირე მსხვერპლი ღმერთებს, სანაცვლოდ დიდება და პატივი გელის ჩემგან.

- მე ვარ მხედარი ზეციური და უკვდავი ღმერთის. მისი მეუფება საუკუნოა. ამიტომ მე არ შევასრულებ მოკვდავი მეფის ბრძანებას. დღე ქრისტეს ფარულად ვემსახურებოდი, ახლა ღიად ვაცხადებ ამას, ეშმაკი ვერ დამამარცხებს მე. შენ მხოლოდ ჩემს სხეულზე გაქვს ძალაუფლება, ჩემს სულზე ძალაუფლება მხოლოდ უფალს აქვს, რომელიც მომანიჭებს მოთმინებას და საუკუნო ცხონებას.

სებასტიანე მხედარს კვლავ დაჰპირდა ამქვეყნიურ პატივსა და დიდებას, თუმცა მოხუცი ქრისტიანი ამით ვერ მოხიბლა.

- შენი ჭაღარისა და გონიერების გამო მზად ვარ შეგიწყალო და სიკვდილით არ დაგსაჯო, - უთხრა იმპერატორის მოხელემ ერმის.

- მე მოწყალებას შენგან არ ვითხოვ, მხოლოდ უფალს ვთხოვ შემიწყალოს.

- გამოდის, რომ სიკვდილს ირჩევ, - ჰკითხა გაოცებულმა სებასტიანემ.

- ეს სიკვდილი სიკვდილი არაა, ის საუკუნო სიცოცხლის დასაწყისია, თუკი მე ღირსეულად გადავიტან შენ მიერ მონიჭებულ ტანჯვა-წამებას.

ამ სიტყვების შემდეგ სებასტიანეს ბრძანებით ერმი ისე ცემეს, რომ სახიდან კანი გადაძვრა.

ნაწამები ერმი გახურებულ ღუმელში შეაგდეს, მაგრამ სამი დღის შემდეგ უვნებელი გამოვიდა ცეცხლიდან.

იმპერატორის მოხელემ მოგვი იხმო და შხამიანი სასმლის დამზადება უბრძანა ქრისტიანი მხედრისთვის. ვერც შხამიანმა სასმისმა დააკლო რამე წმინდანს. მეორედ უფრო ძლიერი საწამლავი დაამზადა მოგვმა და ვიდრე დასალევად ერმის გაუწოდებდა, უთხრა, - თუ არც ეს მოგკლავს, მაშინ მივატოვებ ჩემს საქმიანობას და მეც ვირწმუნებ შენს ღმერთსო. მოგვის სიტყვები გამართლდა, ერმი უვნებელი გადარჩა. ამის მხილველმა მოგვმა ხმამაღლა უთხრა მხედარს, - შენ გაიმარჯვე ჩემზე ერმი, ქრისტეს მსახურო. ჩემი სული ჯოჯოხეთისაგან იხსენი და მაიძულე ვემსახურო ჭეშმარიტ ღმერთს. მე ჩამოვირეცხავ ჩემს ძველ ცხოვრებას და ცოდვებს. მივმართავ ზეციურ მეუფეს, უფალს მომიტევოს და მიმიღოს. ილოცე ჩემთვის, როცა უფლის წინაშე წარდგები, ერმი!

ქრისტეს რჯულზე მოქცეული მოგვი წარმათებმა იქვე გამოასალმეს სიცოცხლეს.

წმინდა ერმი თავდაღმა დაკიდეს. სამი დღის შემდეგ მასთან მივიდნენ სებასტინის გამოგზავნილი კაცები და როცა კვლავ ცოცხალი იხილეს, სასწაულით გაოგნებულებმა შემწეობა ითხოვეს მისგან.

განრისხებულმა სებასტიანემ დანით გამოჭრა ყელი ქრისტეს აღმსარებელს. ქრისტიანებმა მალულად დამარხეს წმიდა მოწამის ნეშტი.

კონდაკი

რომელმან ქრისტესთვის გულსმოდგინედ იღუაწე და მხცოვანებასა შინა სიმხნე და ახოვანებაი მოიგე, მოწამეო ერმი, და უღმრთოთა იგი ბოროტ განზრახვანი დასრთგუნენ ძალითა ქრისტესითა, და მწვალებელთა სასუმელისაგან უვნებლად დაიცევ და ღაღადებდი: ღმერთი არს ჩემთან და ვერა რაი შემძლებელ არს ვნებად ჩემდა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
17.10.2023
ღვთის ეს რჩეული მცირე აზიის ქალაქ ატალიიდან (თანამედროვე ანტალია) გახლდათ, მშობელთა გარდაცვალების შემდგომ მთელი ქონება გლახაკთ დაურიგა,
17.10.2023

ეს წმინდა დედა, ზოგიერთი წყაროს მოწმობით, მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა და არტემიდას ტაძრის ქურუმი იყო.

17.10.2023
ეს ღირსსაკვირველი მოღვაწე III საუკუნეში ცხოვრობდა და ორიგენეს მოწაფე გახლდათ, 231 წელს კი ალექსანდრიის სახელგანთქმულ სკოლას ჩაუდგა სათავეში.
17.10.2023
წმინდა ქალწული კილიკიაში დიოკლეტიანეს ზეობისას ცხოვრობდა და ერთ კაცს, სახელად კლავდიუსს ემსახურებოდა.
26.09.2023
ცოტა რამ ვიცით წმინდა თერაპონტეს ცხოვრების შესახებ. წმინდა ანდრია კრიტელს კონსტანტინოპოლში,
24.09.2023
წმინდა სილუანე წარმოშობით ღაზის გარეუბნიდან იყო და თავიდან მეომრად მსახურობდა. შემდეგ მიწიერი მეომრობა დაუტევა
24.09.2023
წმინდა ნაზარი რომში დაიბადა. მამა ებრაელი ჰყავდა, დედამისი, პერპენტუა, ქრისტიანი იყო: ის თვით პეტრე მოციქულმა მონათლა.
21.09.2023
წმინდა პაფნუტი ტომით ეგვიპტელი იყო. იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ გამოცხადებული ქრისტიანთა დევნისას განმგებელმა არიალემ ბრძანა,
14.09.2023
ეს ახოვანი მოღვაწე დაახლოებით 283 წელს, ნუმერიანეს ჟამს იშვა.
14.09.2023
ეს მოღვაწე სებასტიაში ლიცინიუსის მმართველობისას (307 - 324 წლები) ცხოვრობდა, ქრისტიანი გახლდათ,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ილარიონ ქართველი, საკვირველმოქმედი, მთელ ქრისტიანულ სამყაროში ცნობილი და პატივსაცემი პიროვნება იყო.
1კ1

Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beikta sex shop ehirler aras nakliyat ofis tama medyalarge.org/ atvcenter.org kamyonet.biz.tr tuzcuolu nakliyat malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com hot air balloon cappadocia

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canl casino

casino siteleri