წმინდა მოწამე ელიკონიდა (+244) - 28 მაისი (10 ივნისი)
წმინდა მოწამე ელიკონიდა (+244) - 28 მაისი (10 ივნისი)
წმინდა მოწამე ელიკონიდა III საუკუნეში ქრისტიანთა დევნას შეეწირა და მოწამის გვირგვინი დაიდგა. უფალმა ქრისტიანობის საქადაგებლად კორინთოში ჩასული ქალწული ჯერ გახურებული ღუმლის ცეცხლისაგან, შემდეგ კი მშიერი ლომის ხახისგან იხსნა, თუმცა ბოლოს კორინთოს წარმართმა მმართველმა მას თავი მოჰკვეთა. წმინდა მოწამე ელიკონიდა ცხოვრობდა ქალაქ თესალონიკში III საუკუნეში. ქრისტიანთა დევნის დროს წმინდანი კორინთოში ჩავიდა წარმართთა შორის ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო. როდესაც კორინთოში ჩასულმა ელიკონიდამ დაინახა როგორ სწირავდნენ იქაურები უსულო კერპებს მსხვერპლს, მაღალ ადგილზე ავიდა და შესძახა:

- უაზრო და უგულო კორინთელნო! მარადიულ ღმერთს აქციეთ ზურგი და უსულო კერპებს სცემთ თაყვანს. შეხედეთ მაღლა ზეცას და დაბლა მიწას. დაფიქრდით, ვინ შექმნა ის?! ვინ შექმნა მიწისგან ადამიანი და შთაჰბერა მას უკვდავი სული?! ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი ზეცაში მკვიდრობს. დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს: "რადგან ხალხთა ყველა ღმერთი კერპებია, ხოლო უფალმა შეჰქმნა ცანი" (ფს.95.5).

წარმართმა კორინთელებმა ელიკონიდა შეიპყრეს და ქალაქის მმართველ პერინიუსს მიჰგვარეს. ის შეეცადა, ტკბილი სიტყვით დაეყოლიებინა ქალწული მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის და ზურგი ექცია ქრისტესთვის. რომ არაფერი გამოუვიდა, ბრძანა, სასტიკად ეცემათ. ვერც ცემამ გატეხა წმინდა ქალწული. მაშინ ის კორინთოს მმართველის ბრძანებით გახურებულ ღუმელში ჩააგდეს, მაგრამ ცეცხლიდან უვნებელი გამოვიდა. ამის მხილველმა მმართველმა ჯადოქრობა დასწამა წმინდანს და კვლავ სატანჯველად გადასცა ჯალათებს, შემდეგ ბრძანა, შეეწყვიტათ წამება და ელიკონიდას პატივსა და ქურუმების წოდებას დაჰპირდა, თუ კერპთაყვანისცემის რიტუალს აღასრულებდა. მოულოდნელად წმინდანი დათანხმდა. გახარებულმა ქურუმებმა და ხალხმა ყიჟინით წაიყვანეს მოწამე სამსხვერპლოში და მისივე თხოვნით მარტო დატოვეს. ღვთის ნებით ელიკონიდა უეცრად გოლიათური ძალით აღივსო და ყველა კერპი დალეწა. შეძრწუნებულმა ქურუბიმებმა მისი სიკვდილით დასჯა მოითხოვეს. სასჯელის მოლოდინში საპყრობილეში გამომწყვდეულ წმინდა აღმსარებელს მაცხოვარი გამოეცხადა წმინდა მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების თანხლებით და წყლულებისაგან განკურნა. ხუთი დღის შემდეგ ელიკონიდასთან სამი დამშეული ლომი შეუშვეს, მაგრამ მხეცები მორჩილად მიუახლოვდნენ მას და ფეხები აულოკეს. გამხეცებული წარმართთა ბრბო მოითხოვდა, მოეკვდინებინათ წმინდანი. ლომები გამოცვივდნენ საკნიდან და ხალხს დაერივნენ. პერინიუსის ბრძანებით, წმინდანს თავი მოჰკვეთეს. ეს მოხდა 244 წელს. ქრისტიანებმა პატივით დაკრძალეს მოწამის ნეშტი.
......................................

წმინდა მოწამენი: კრისკენტი, პავლე და დიოსკორიდე (+326)

წმინდა მოწამენი: კრისკენტი, პავლე და დიოსკორიდე რომში ეწამნენ ქრისტესთვის 326 წელს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
შობიდან მერვე დღეს, მოსეს რჯულის მიხედვით, ღვთიურ ყრმაზე წინადაცვეთის წესი აღასრულეს და, როგორც ღვთის მიერ იყო ნაუწყები, სახელად იესო უწოდეს.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat