III საუკუნეში ქრისტიანთა ერთ-ერთ დევნას შეეწირა წმინდა მღვდელმოწამე, თერაპონტე, სარდიელი ეპისკოპოსი.
იმ დროს მეფობდა იმპერატორი ვალერიანე, რომლის მმართველობის ჟამსაც, ქრისტიანთა დევნამ ახალი ძალით იფეთქა. ეს დევნა უჩვეულო იყო იმით, რომ მისი ინიციატორი იყო არა იმპერატორი, არამედ ფინანსთა მინისტრი მაკრიანე. მაკრიანე ერთ–ერთი ეგვიპტურ-მისტიკური რელიგიის მიმდევარი იყო და საშინლად შურდა ქრისტიანობის სულ უფრო მზარდი პოპულარობისა და გავლენისა. რეპრესიები ყოველთვის სახელმწიფოს მხრიდან მოდიოდა, რათა ძველი ღმერთებისათვის ეამებინათ. ამ დევნამ საშუალება მისცა მას, მოეხდინა ეკლესიის ქონებისა და ქრისტიანთა პირადი საკუთრების კონფისკაცია. ბრძანება პირველ დევნაზე გამოვიდა 257 წელს. ეს ბრძანება კრძალავდა ქრისტიანულ ღვთისმსახურებას. ბრძანება უკრძალავდა ქრისტიანებს შეკრებას თაყვანისცემის ადგილას და ავალდებულებდა მათ მსხვერპლი შეეწირათ ღვთაებებისათვის. მეორე ბრძანებამ 258 წელს დაადგინა ყველა იმ ქრისტიანის დასჯა, რომელიც უარს იტყოდა ამგვარ მსხვერპლშეწირვაზე და აგრეთვე ართმევდა მათ ქონებას, მაშინ კი მრავალ ქრისტიანს თანამდებობის მაღალი ადგილი ეკავა.
ეპისკოპოსმა თერაპონტემ მრავალი წარმართი ელინი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ვალერიანეს სამსჯავროზე გამოცხადებულმა მღვდელმთავარმა უშიშრად აღიარა ქრისტიანობა, რისთვისაც საპყრობილეში ჩააგდეს და დიდხანს ტანჯავდნენ შიმშილითა და წყურვილით, შემდეგ კი სასტიკად აწამეს, მაგრამ წამებამ ვერ შეარყია მღვდელმოწამის რწმენა. ნაწამებ მღვდელმთავარს ბორკილები დაადეს და ჯერ ფრიგიის ქალაქ სინაონში, შემდეგ კი - ანკვირიაში ჩაიყვანეს. ამ ქალაქებში მას კვლავ აწამებდნენ. შემდეგ წმინდა¬ნი მდინარე ასტალესთან მიიყვანეს, შიშველი, ჯვრის სახით გააწვინეს მიწაზე, მიაბეს მიწაში ჩასობილ 4 პალოს და სასტიკად სცემეს. ბოლოს, ქრისტეს აღმსარებელს, სარდეს სამიტროპოლიტოს დაქვემდებარებულ სალატიის საეპისკოპოსოში ამოხადეს სული ტანჯვითა და წამებით. მოწამის სისხლით გაჟღენთილი გამხმარი პალოები, რომლებზეც წმინდანი იყო მიბმული, აყვავდა, ხოლო მისმა ფოთლებმა მაკურნებელი თვისება მიიღო.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი