წმინდა მოწამე გიორგი ახალი (+1515) - 26 მაისი (8 ივნისი)
წმინდა მოწამე გიორგი ახალი (+1515) - 26 მაისი (8 ივნისი)
წმინდა გიორგის მშობლები - იოანე და მარიამი კეთილშობილი წარმომავლობისანი იყვნენ და ბულგარეთის დედაქალაქში ცხოვრობდნენ. როგორც ძველი აღთქმის აბრაამსა და სარას, მათაც დიდხანს არ ჰყავდათ შვილი. ცოლ-ქმარი ბევრს ლოცულობდა, ევედრებოდა უფალს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და დიდმოწამე გიორგის. მათმა მხურვალე ლოცვებმა ნაყოფი გამოიღო, ქვეყანას მოევლინა ვაჟი, რომელსაც დიდმოწამე გიორგის სახელი დაარქვეს. ყრმა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მოინათლა. ღვთისმოშიშებით გამორჩეულმა გიორგიმ კარგი განათლება მიიღო და ღრმად შეისწავლა წმინდა წერილი. გარეგნობითაც გამოირჩეოდა, ძალიან ჰგავდა ძველი აღთქმის წმინდა იოსებს. 25 წლის იყო, როცა მშობლები გარდაეცვალა. ამ დროს ბულგარეთი თურქებს ჰქონდათ დაპყრობილი და მძლავრობით ავრცელებდნენ მუსლიმანობას ქრისტიან მოსახლეობაში.

ერთხელ რამდენიმე თურქმა გიორგის გამაჰმადიანებაც გადაწყვიტა.

- გიორგი, დაგმე ქრისტიანობა, მიიღე ისლამი, ისმინე ალაჰის მოციქული მუჰამედის, - უთხრეს და ძალით დაახურეს მუსლიმის ჩალმა. გიორგიმ მოიგლიჯა ურჯულოთა თავსაბურავი, მიწას დაანარცხა და თქვა: - ქრისტიანებს არ გვმართებს თქვენი ჩალმის ტარება, ჩვენ არ ვაქცევთ ზურგს ქრისტეს, რომელიც არის ცისა და მიწის შემოქმედი, ჩვენ ვერ დავთმობთ წმინდა ნათლობით მოპოვებულ მადლს. მითხარით, როგორ შემიძლია ვირწმუნო მუჰამედის, რომელიც არ ყოფილა არც უფლის მოციქული და არც წინასწარმეტყველი, ის იყო უბრალო მეთაური სატანური პოლკისა. თვითონაც არ იცით, რისი და ვისი გწამთ. თავად ხართ აცდენილი ჭეშმარიტების გზასო. ფეხით გათელა მუსლიმური ჩალმა, ხმამაღლა განაცხადა ცისა და ქვეყნის შემოქმედი ღმერთის ერთადერთობის და ჭეშმარიტების შესახებ, ბოლოს კი თავის თავს უთხრა: "ოჰ, გიორგი, რას ელოდები, უფალი გიხმობს!"

განრისხებულმა თურქებმა იგი მმართველს მიჰგვარეს. მმართველი მოიხიბლა გიორგის ვაჟკაცური გარეგნობით. ის წმიდანს დიდებასა და სიმდიდრეს აღუთქვამდა სარწმუნოების უარყოფის ფასად, რაზეც გიორგიმ მტკიცე უარი განაცხადა და უშიშრად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება. მაშინ განრისხებულმა მმართველმა მისი წამება ბრძანა. გიორგი მმართველის ბრძანებით ხელჯოხებით უმოწყალოდ სცემეს. არ გატყდა წმინდანი. მმართველმა ბრძანა, - სხეული დანით დაუსერეთ და ჭრილობები ანთებული სანთლებით ამოუწვითო. ამ ტანჯვასაც გაუძლო გიორგიმ. ნაწამებს ქალაქის ქუჩებიც შემოატარეს, თან უყვიროდნენ, ნუ გმობ და შეურაცხყოფ მოციქულ მუჰამედს და ნუ უარყოფ ისლამსო. ღვთის შეწევნით გაძლიერებულმა წმინდანმა მხნედ აიტანა ყოველგვარი სატანჯველი. ბოლოს, თურქებმა გიორგის დასაწვავად ქალაქის შუაგულში დიდი კოცონი გააჩაღეს, მაგრამ წმინდანმა უკანასკნელი წამების ადგილამდე ვერ მიაღწია: ჭრილობებისაგან დაუძლურებული, გზაში ჩაიკეცა, მტარვალებმა მიათრიეს სულთმობრძავი ცეცხლამდე, შიგ ჩააგდეს და ზედ მკვდარი ძაღლები დააყარეს, რომ ქრისტიანებს ნეშტის მოძებნა გასჭირვებოდათ. მოულოდნელად კოკისპირულმა წვიმამ დაუშვა და ცეცხლი ჩააქრო. ღამით ზეციურმა ნათელმა გააბრწყინა ის ადგილი, სადაც გიორგის გვამი ესვენა. ერთ მღვდელს უფლება მისცეს, მოწამის ძვლები აეკრიფა და დაემარხა. როცა ეს ამბავი მიტროპოლიტმა იერემიამ გაიგო, სამღვდელოებასთან ერთად მივიდა დასჯის ადგილას. ნაკვერჩხლებიდან გადმოაბრძანეს გიორგის წმინდა ნაწილები და პატივით გადაასვენეს წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარში სოფელ სრედცაში (ახლანდელი სოფია). მისი წამებისა და აღსრულების დღე იყო 1515 წლის 11 თებერვალი.
რამდენიმე თვის შემდეგ წმინდანის საფლავი გათხარეს და მისი სხეული წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარში, ლუსკუმაში ჩაასვენეს. ეს მოხდა 26 მაისს.

ამგვარად წმინდა ახალმოწამე გიორგის ხსენება ორჯერ აღინიშნება: 11 თებერვალს, გარდაცვალების დღეს და 26 მაისს - წმინდა ნაწილთა აღმოყვანების დღეს.

აქვე წაიკითხეთ:

წმინდა ახალმოწამე გიორგი, კრატოველი, სოფიელი (XVI) - 11 (24) თებერვალი




ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat