კვიპროსის ეპისკოპოსი თერაპონტე IV საუკუნეში ქრისტიანთა დევნისას მოწამებრივად აღესრულა. იმ დროს ბიზანტიის იმპერიის სათავეში იმპერატორი დიოკლეტიანე იყო.
მღვდელმოწამის წმინდა ნაწილები კვიპროსზე განისვენებდა და მრავალ სასწაულს აღასრულებდა, 806 წელს კი, სარკინოზთა თავდასხმების შიშით კონსტანტინოპოლში გადაასვენეს. გზაში წმინდა ნაწილებიდან მირონმა იწყო დენა. აღსრულდა სასწაულიც: წმინდანის მეოხებით ხომალდი საშინელ ქარიშხალს გადაურჩა. სიწმინდე ღვთისმშობლის ხატის ელეუსას (დღესასწაული - 12 ნოემბერს) სახელობის ტაძარში დააბრძანეს. 806 წელსვე წმინდა ნაწილები წმინდა თერაპონტეს სახელობის ტაძარში გადაიტანეს, სადაც კვლავ გაგრძელდა სასწაულების აღსრულება. წმინდა მღვდელ-მოწამის მიმართ აღვლენილი ლოცვით და მის წმინდა ნაწილებთან მიახლებით სნეულნი იკურნებოდნენ, მომაკვდავნი სიცოცხლეს უბრუნდებოდნენ.
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი