ძველი სტილით 21 მაისს (3 ივნისი) ეკლესია იხსენიებს ანტიოქიის პატრიარქს წმინდა ქრისტეფორეს, რომელიც არაბებმა მოკლეს.
საერთოდ, ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთია ოთხი უძველესი აღმოსავლური ეკლესიიდან. დაარსებულია დაახლოებით 37 წელს ანტიოქიაში პეტრე და პავლე მოციქულების მიერ. მალევე ეკლესია შევიდა ქრსტიანების დევნის ეპოქაში, რომელიც გრძელდება 324 წლამდე, მანამ სანამ იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა ღიად არ დაიწყო ქრისტიანების მფარველობა. V-VI საუკუნეების მიჯნაზე ანტიოქიის ეკლესია დასუსტებული იყო ნესტორიანული (სპარსეთში) და მონოფიზიტური (სომხეთში) არეულობებით.
637 წელს სირია არაბების მმართველობის ქვეშ მოექცა. მართლმადიდებელთა მდგომარეობა ძალიან გართულდა. გარდა იმისა, რომ არაბები მათ "ურწმუნოებს" უწოდებდნენ, მათში ხედავდნენ ბიზანტიის მოკავშირეებს. ანტიოქიის პატრიარქები იძულებულნი იყვნენ ეცხოვრათ დევნილობაში (კონსტანტინოპოლში). მხოლოდ 742 წელს ხალიფა ჰიშამმა ნება დართო ანტიოქიის პატრიარქად აერჩიათ სირიელი ბერი სტეფანე, მისი ლოიალურობის გამო. ანტიოქიის საპატრიარქო ტახტი X საუკუნის შუა წლებში ეკავა ღირს ქრისტეფორეს. იგი დაიბადა X საუკუნეში ქალაქ ბაღდადში. ახალგაზრდობიდანვე გამოირჩეოდა ნათელი და ცოცხალი გონებით, კარგად იყო განსწავლული არაბულ დამწერლობაში. სწავლის დამთავრების შემდეგ ქრისტეფორე გაემგზავრა სირიის მთებში, ალეპოში და იქაური მმართველის სამსახურში ჩადგა. მმართველს ძალიან უყვარდა ლიტერატურა. მან ქრიტეფორე ჩრდილოეთ სირიის ხალიფის ემირ ბინ ჯინდის მდივნად დანიშნა.
როდესაც 762 წელს ხალიფა მანსურმა ქალაქი ბაღდადი დააარსა და აქცია აბასიანთა სახალიფოს დედაქალაქად, მართლმადიდებელი ქრისტიანები გააძევეს სპარსეთში. დროთა განმავლობაში ქრისტიანები თანდათან ბრუნდებოდნენ ბაღდადში და ითხოვდნენ ჰყოლოდათ მიტროპოლიტი. მაშინდელმა ანტიოქიის პატრიარქმა ბაღდადელ ქრისტიანებს ქრისტეფორე გაუგზავნა მწყემსად. მალე ქრისტეფორემ ანტიოქიის საპატრიარქო ტახტი დაიკავა. მღვდელმთავარი მკაცრი ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა, იცავდა მარხვას, წირვის ჩატარებამდე, მთელ შაბათის ღამეს ლოცვაში ატარებდა. მან ორი ეპისკოპოსი დანიშნა, ერთი ალეპოში ბაღდადის ეპარქიის მმართველად, ხოლო მეორე მღვდელმთავარი სპარსეთიდან დაბრუნებული ქრისტიანებისათვის. ეპისკოპოსების დანიშვნისას, ის მხოლოდ მორწმუნე მრევლის აზრს ითვალისწინებდა. ის მკაცრად იცავდა ქრისტიანულ კანონიკას, მიუხედავად მუსლიმური ხელისუფლების ზეწოლისა.
მიუხედავად იმისა, რომ თავად ბევრ ქონებას არ ფლობდა, იგი ყოველთვის გასცემდა მოწყალებას, ღარიბებს საჭმელს და ტანსაცმელს ურიგებდა, ინახულებდა პატიმრებს. ანტიოქიაში ჩამოვარდნილი შიმშილობის დროს ყველაფერს აკეთებდა მოსახლეობის დასახმარებლად. მან შექმნა თორმეტკაციანი ჯგუფი ახალგაზრდა თავადებისა და მათ დაავალა ორმოცდაათი ღარიბი ბავშვის მზრუნველობა.
მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ვერ ახერხებდა მუსლიმების მიერ დაწესებული ხარკი ეხადა, ისლამს ღებულობდა. ასეთი ხალხის გადარწმუნებას ცდილობდა მღვდელმთავარი. მან მოახერხა დაერწმუნებინა თავისი ყოფილი უფროსი ხალიფა ემირ ბინ ჯინდი, რომ შეემცირებინა ქრისტიანებისთვის ყოველწლიური ხარკი. ამის შემდეგ აღარც ერთ ქრისტიანს აღარ მიუღია ისლამი.
ბიზანტიის იმპერატორმა ნიკიფირე II–მ (963–969 წწ.) მრავალ წარმატებას მიაღწია არაბებთან ბრძოლაში, აიღო სირია, ანტიოქიელებმა ამით ისარგებლეს და ამხედრნენ ხალიფა ემირ ბინ ჯინდის წინააღმდეგ. ამ არეულობაში წმინდა ქრისტეფორე არ მონაწილეობდა, მას არ სურდა უმადური ყოფილიყო ყოფილი უფროსის, იმპერატორ ნიკიფირე II-ის ყოველ გამარჯვებას არაბებთან ბრძოლაში მოსდევდა ქრისტიანების დევნა პალესტინასა და სირიაში. მთავარი მსხვერპლი ამ დევნისა იყო სწორედ ანტიოქიის პატრიარქი ქრისტეფორე, რომელიც არაბებმა მოკლეს 967 წელს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი