წმინდა მოწამე კალუთა ეწამა იმპერატორ მაქსიმიანე ჰერკულესის, დიოკლეტიანეს თანამმართველის დროს (285-305). ის წარმოშობით ეგვიპტელი იყო,
თებედან. ქრისტეს აღსარებისათვის იგი შეიპყრეს და ქალაქის მთავარს მიჰგვარეს. მისი ბრძანებით წმინდანი თავდაყირა დაკიდეს, მძიმე ლოდი გამოაბეს ყელზე და სასტიკად ცემეს. წმინდანი კი გაიძახოდა:
- მე მსურს მომავალი ცხოვრების ნეტარება და მისი გულისთვის დავითმენ ცემას და ტანჯვასო.
ამის შემდეგ კალუთა ხიდან ჩამოხსნეს და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღეს, გამძვინვარებულმა წარმართებმა იგი ცეცხლში დაწვეს.
სურათზე:
დანგრეული ტაძარი ჰერმოპოლისში............................
წმინდა მოწამე კვირიკე და წმინდა მოწამე თეოტიმა
მათ ბიზანტიური სვინაქსარი მოიხსენიებს.