casino siteleri 2023
წმინდა მღვდელმოწამე პატრიკიოსი, პრუსელი ეპისკოპოსი, მასთან სამი ხუცესი: აკაკი, მენანდრე და პოლიენოსი (+100) - 19 მაისი (1 ივნისი) - კარიბჭე
წმინდა მღვდელმოწამე პატრიკიოსი, პრუსელი ეპისკოპოსი, მასთან სამი ხუცესი: აკაკი, მენანდრე და პოლიენოსი (+100) - 19 მაისი (1 ივნისი)
წმინდა მღვდელმოწამე პატრიკიოსი, პრუსელი ეპისკოპოსი, მასთან სამი ხუცესი: აკაკი, მენანდრე და პოლიენოსი (+100) - 19 მაისი (1 ივნისი)
წმინდა პატრიკიოსის სამღვდელმთავრო კათედრა მდებარეობდა ბითვინიაში (ქვეყანა მცირე აზიაში, ზღვის პირას) ქალაქ პრუსიადაში. ის უშიშრად ამხელდა წარმართთა ცდომილებას და ქადაგებდა ქრისტეს რწმენას; მისმა ქადაგებამ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტესკენ, რისთვისაც შეიპყრეს წარმართებმა სამ ხუცესთან - აკაკის, მენანდრესა და პოლიენოსთან ერთად და დასაკითხად მიიყვანეს ბითვინიის მხარის მმართველ იულიუსთან, რომელიც კერპთა გულმხურვალე მსახური იყო. ეს უკანასკნელი სამკურნალოდ თბილ წყლებზე გაემგზავრა და ბორკილდადებული ეპისკოპოსისა და ხუცესების თან წაყვანა ბრძანა. იულიუსი ჩავიდა წყლებზე, განიბანა, მსხვერპლი შესწირა მკურნალობის ღვთაება ასკლეპიოსს და ქალღმერთ სოტერს, მერე კი სამსჯავროში წმინდა პატრიკიოსისა და ხუცესების მოყვანა ბრძანა და მიმართა წმინდანს:

- უგუნურო, ქრისტეს მოუწოდებ და ცარიელი ზღაპრების გჯერა! შეხედე, რაოდენ დიდია ჩვენი ღმერთების ყოვლისშემძლეობა. ხედავ, როგორი სამკურნალო ძალა მისცეს წყლებს ჩვენს სასიკეთოდ. უპირველესად, გულისხმაჰყავ ჩვენი მამის, ასკლეპიოსის ძალა და მოწყალება! თუ გსურს წამებას თავი დააღწიო და მშვიდობიანად დაბრუნდე სამშობლოში, დაემხე, ლოცვით თაყვანი ეცი და მსხვერპლი შესწირე მას.

წმინდა პატრიკიოსმა უპასუხა:

- რამდენი ბოროტება თქვი შენს მცირე სიტყვაში, მმართველო!

მმართველი განრისხდა:

- განა ასეთი რა გითხარი? ან რაში უნდა მამხილო, უბედურო! შენ თვითონვე უნდა აღიარო ის, რაც აშკარაა, ცხადია: განა არ იხილე ჩვენი ყოვლისშემძლე ღმერთების მიერ თბილი წყლების ძალით განკურნებული ხალხი?

რაზეც წმინდა პატრიკიოსმა უპასუხა:

- ბრწყინვალე მმართველო, თუ გსურს გაიგო, როგორ გამოედინება, ანდა საიდან აქვს სამკურნალო ძალა თბილ წყლებს, მომისმინე მშვიდად და გეტყვი.

- თუმცა ზღაპრების გარდა, არაფერს მომიყვები, მაგრამ მაინც თქვი, რათა გავიგო, რისი თქმა გსურს.

- მე ზღაპრების კი არა, ჭეშმარიტების თქმა მსურს.

- მაშინ აბა, მითხარი, ჩვენი ღმერთების ძალის გარდა, სხვა რა ძალა აქვს თბილ წყლებს?

- მე ქრისტიანი ვარ და ყველა, ვინც აღიარებს ქრისტიანობის სიწმინდეებს და თაყვანის სცემს ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, შეუძლიათ შეიცნოს საღმრთო საიდუმლოებანი. თუმცა ცოდვილი ვარ, მაგრამ ქრისტეს მონა ვარ, ვიცი და შემიძლია სიმართლე გითხრა ამ წყლების შესახებ.

- ნუთუ იმდენად უგუნური ხარ, რომ ჩვენს ბრძენ ფილოსოფოსებზე ჭკვიანი გგონია თავი?

- რამეთუ სიბრძნე ამის სოფლისაჲ სიცოფე არს წინაშე ღმრთისა, რამეთუ წერილ არს: რომელმან შეიპყრნის ბრძენნი სივერაგითა მათითა. უფალი ჩვენი იესო ქრისტე განადიდებდა ზეციურ მამას, თქვა: "აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩჳლთა. ჰე, მამაო, რამეთუ ესრეთ სათნო-იყო შენ წინაშე".

- გაუგებრად ჰყვები. შენ ის მითხარი, როგორ მოედინება ეს სამკურნალო წყლები?

წმინდა პატრიკიოსმა უთხრა, რომ ყოველი ქმნილების შემოქმედი ქრისტეა. და აღუწერა, თუ როგორ გამოედინება ცხელი წყლები.

მოისმინა რა მმართველმა, ჰკითხა:

- მაშ, ქრისტეს უწოდებ ზეცის შემოქმედს.

წმინდა პატრიკიოსმა დაუდასტურა.

- თუ მე შენ ცხელ წყალში ჩაგაგდებ, რომლის შემოქმედადაც შენ ქრისტეს მიიჩნევ, მაშინ მან გადაგარჩინოს.

- მე ვიცი ძალა ჩემი ქრისტესი, მას, თუ მოისურვებს, შეუძლია საღსალამათი და უვნებელი გამომიყვანოს მაგ წყლებიდან. მე კი მინდა, რომ მაგ წყლების საშუალებით გავთავისუფლდე ამ წუთისოფლიდან და საუკუნოდ ვიცხოვრო ქრისტესთან; მიუხედავად ამისა, აღსრულდეს ჩემზე უფლის წმინდა ნება. დაე, იცოდეს ყველამ, ვინც ახლა მისმენს, ყველა, ვინც ეთაყვანება როგორც ღმერთს, უსულო ქვებს, ჯოჯოხეთის საუკუნო ცეცხლი ელის.

მმართველი განრისხდა და ბრძანა, გაშიშვლებული წმინდანი ცხელ წყალში ჩაეგდოთ. წმინდანმა ზეცას მიაპყრო თვალნი და უფალს შეწევნა სთხოვა. როცა წმინდა პატრი¬კიოსი წყალში ჩააგდეს, შხეფები იქ მყოფთ შეესხათ და საშინლად დასწვა. წმინდანი კი, თითქოს ცივი წყალი ყოფილიყო, უვნებელი დარჩა და ადიდებდა ღმერთს. ამან უარესად განარისხა მმართველი, ბრძანა, წყლიდან ამოეყვანათ და თავი მოეკვეთათ წმინდა პატრიკიოსისთვის. წმინდა პატრიკიოსმა უკანასკნელი ლოცვა წართქვა, ქედი წარუპყრა მახვილს და მოწამებრივად აღესრულა. მასთან ერთად თავები მოჰკვეთეს მის სამ ხუცესსაც. წმინდა მოწამეები ქრისტეს შობიდან 100 წელს აღესრულნენ ქრისტესთვის.

კონდაკი


ვითარცა რა ნათელი ბრწყინვალე მღვდელობისა შუენიერებითა და წამებისა სისხლითა ყოვლად განშუენებული, სდგა შენ წინაშე ქრისტესა თანა მოღუაწითურთ შენით, პატრიკი, მოგვიხსენენ ჩუენცა შემსხმელნი თქუენი, ვითარცა რა პატიოსანთა მოწამეთა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
17.10.2023
ღვთის ეს რჩეული მცირე აზიის ქალაქ ატალიიდან (თანამედროვე ანტალია) გახლდათ, მშობელთა გარდაცვალების შემდგომ მთელი ქონება გლახაკთ დაურიგა,
17.10.2023

ეს წმინდა დედა, ზოგიერთი წყაროს მოწმობით, მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა და არტემიდას ტაძრის ქურუმი იყო.

17.10.2023
ეს ღირსსაკვირველი მოღვაწე III საუკუნეში ცხოვრობდა და ორიგენეს მოწაფე გახლდათ, 231 წელს კი ალექსანდრიის სახელგანთქმულ სკოლას ჩაუდგა სათავეში.
17.10.2023
წმინდა ქალწული კილიკიაში დიოკლეტიანეს ზეობისას ცხოვრობდა და ერთ კაცს, სახელად კლავდიუსს ემსახურებოდა.
26.09.2023
ცოტა რამ ვიცით წმინდა თერაპონტეს ცხოვრების შესახებ. წმინდა ანდრია კრიტელს კონსტანტინოპოლში,
24.09.2023
წმინდა სილუანე წარმოშობით ღაზის გარეუბნიდან იყო და თავიდან მეომრად მსახურობდა. შემდეგ მიწიერი მეომრობა დაუტევა
24.09.2023
წმინდა ნაზარი რომში დაიბადა. მამა ებრაელი ჰყავდა, დედამისი, პერპენტუა, ქრისტიანი იყო: ის თვით პეტრე მოციქულმა მონათლა.
21.09.2023
წმინდა პაფნუტი ტომით ეგვიპტელი იყო. იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ გამოცხადებული ქრისტიანთა დევნისას განმგებელმა არიალემ ბრძანა,
14.09.2023
ეს ახოვანი მოღვაწე დაახლოებით 283 წელს, ნუმერიანეს ჟამს იშვა.
14.09.2023
ეს მოღვაწე სებასტიაში ლიცინიუსის მმართველობისას (307 - 324 წლები) ცხოვრობდა, ქრისტიანი გახლდათ,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ძველი სტილით 24 ნოემბერს (ახალი სტილით 7 დეკემბერს) მართლმადიდებელი ეკლესია დიდმოწამისა ეკატერინეს,
1კ1

Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beikta sex shop ehirler aras nakliyat ofis tama medyalarge.org/ atvcenter.org kamyonet.biz.tr tuzcuolu nakliyat malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com hot air balloon cappadocia

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canl casino

casino siteleri