XVII საუკუნის ძალადობრივი ისლამიზაციის შემდეგ, ბულგარული სოფელი თითქმის ორი საუკუნე ქრისტიანულ კუნძულად დარჩა მუსლიმანურ სოფლებს შორის.
1876 წელს ოსმანთა იმპერიის წინააღმდეგ ბულგარელთა აჯანყებას ბატაკელებიც შეუერთდნენ, რისთვისაც სასტიკად გაუსწორდნენ.
აჯანყების ჩახშობის შემდეგ მრავალი ბატაკელი ქრისტეს აღდგომის სახელობის ეკლესიაში ჩაიკეტა და რამდენიმე დღე მამაცურად თავს იცავდა. ოსმალებმა გადაწვეს ტაძარი, რამდენიმე დღის შემდეგ შეკრიბეს შემთხვევით გადარჩენილი ქალები და ბავშვები (სხვადასხვა გარდამოცემით, 1750-5000-მდე იყვნენ) და ამოხოცეს. ისტორიამ მხოლოდ რამდენიმე მოწამის სახელი შემოინახა "ბატაკის სასაკლაოსი": მღვდლები: პეტრე და ნეიჩო, ტრიადაფილ ტოშევები, ივანე, ილია და სხვანი. "ბატაკის სასაკლაო" სიმბოლოდ იქცა ოსმალთა უღელქვეშ ბულგარელი ხალხის ტანჯვისა. 2011 წელს ბულგარეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა ბატაკელი მოწამეები წმინდანად შერაცხა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი