წმინდა ნიკოლოზი დაიბადა 1510 წელს თესალიის ქალაქ იანინაში. მშობლები ალბანელი ქრისტიანები ჰყავდა - მარტინე და ევფროსინია.
კარგი აღზრდა-განათლება მიიღო და გახლდათ ლამაზი გონიერი ჭაბუკი. მშობლების სიკვდილის შემდეგ მეწაღეობა დაიწყო. შემდეგ ქრისტესთვის მწირობა მოისურვა და ქალაქ სერდეცში (დღევანდელი სოფია) ჩამოვიდა და აქ ღვთისმოშიშად ცხოვრობდა. მეგობრების დაჟინებით დაქორწინდა. მაგრამ ერთხელ, შუაღამისას, მალულად სახლი დატოვა და ისევ მიმომწირობა დაიწყო. დუნაი გადალახა და უნგრეთ-ვლახეთში დასახლდა, ძველებურად მეწაღეობას შეუდგა და ღვთისთვის მიცემულ აღთქმას აღასრულებდა. როგორც კარგმა ხელოსანმა, სახელი გაითქვა. მალე მმართველამდეც მიაღწია მისმა ქებამ. სასახლეში სამუშაოდ ვლახეთის მმართველმა მირჩო ჩობანულმა მიიწვია.
მაგრამ სასახლეში ცხოვრება ამძიმებდა ნიკოლოზს, მით უმეტეს იმით, რომ მმართველი მირჩო ძალზე სასტიკი, უსჯულო და ღვთის უშიში იყო. ერთხელ დრო იხელთა, სერდეცში გამოიპარა (1554) და ოჯახს დაუბრუნდა.
ერთხელ მუსლიმანებმა დაპატიჟეს და უზომო ღვინო შეასვეს (სხვა ვარიანტით - ძილის წამალი გაურიეს ყურძნის წვენში) და წინადაცვითეს - ამგვარად სცადეს თავიანთ რწმენაზე მისი მოქცევა. ამ მზაკვრობამ აღაშფოთა და დაამწუხრა ნიკოლოზი. განმარტოვდა და მთელი წელი მოუკლებლად ლოცულობდა და ცდილობდა ცოდვის გამოსყიდვას.
ამაღლების დღესასწაულის მეორე დღეს მასთან ერთი თურქი მივიდა - ისლამის დადგენილებას რატომ არ იცავო. ნიკოლოზმა უთხრა, მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, ჩემი რწმენისთვის არასოდეს მიღალატიაო. ამან ძალზე აღაშფოთა თურქები. სასტიკად სცემეს, აწამეს, მსაჯულს მიუყვანეს. რადგან თურქებმა ვერ დაამტკიცეს, რომ ნიკოლოზმა ისლამი თავისი ნებით მიიღო, ყადიმ მისი გამართლება სცადა, მაგრამ ბრბო "რწმენის მოღალატის" სისხლს ითხოვდა.
1555 წლის 17 მაისს მუსლიმანებმა წმინდა ნიკოლოზი გაიყვანეს ქალაქგარეთ და ჩაქოლეს. ერთმა ქრისტიანმა, რომელიც მის დასჯას უყურებდა, მოახერხა წმინდა ნიკოლოზის მცირე ნაწილის გადამალვა. თურქებმა წმინდანის სხეული დაწვეს და ფერფლი მიმოფანტეს. ადგილობრივმა მიტროპოლიტმა იაკობმა მოიწვია ეპარქიის კრება და ნიკოლოზ მეწაღე წმინდანად შერაცხა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი