წმინდა მოწამე სოლოქონი წარმოშობით ეგვიპტელი ქრისტიანი იყო და მაქსიმიანეს მეფობისას (284-305) ცხოვრობდა. იგი ჯარისკაცის ჩინით მსახურობდა ტრიბუნ კამპანთან,
რომელიც 3000 მეომარს მეთაურობდა. როცა კამპანი მეფის ბრძანებით თავის პოლკთან ერთად ეგვიპტიდან ქალკედონში ჩამოვიდა, ყველა მთავარსარდალს ებრძანა, თავის ჯარისკაცებთან ერთად ღმერთებისთვის მსხვერპლი შეეწირათ.
იმ დროს, როცა კამპანის ჯარისკაცები კერპებს მსხვერპლს შესწირავდნენ, წმინდა სოლოქონმა, ორ მეომართან - წმინდა პამფამირესა და წმინდა პამფალონთან ერთად ქრისტიანობა აღიარა. მათ საჯაროდ განაცხადეს, - თუნდ წამებით სული ამოგვხადოთ, ქრისტეს არ ვუღალატებთო.
წმინდანები ათასგვარ სატანჯველს მისცეს და სასტიკად სცემეს. წმინდა პამფამირემ და წმინდა პამფალონმა სული თვისი უფალს ჩააბარეს.
წმინდა სოლოქონი კი ხმამაღლა მხნედ ქადაგებდა ქრისტეს სახელს. განრისხებულმა ტრიბუნმა ბრძანა, ხმლით გაეღოთ პირი სოლოქონისათვის და ნაკერპავი სისხლი ჩაესხათ. წმინდანმა კი ისე დააჭირა კბილები, რომ ხმალი გატეხა. ბორკილები დაამსხვრია და წარდგა ჯალათის წინაშე, კვლავ ადიდა ქრისტეს სახელი და გაკიცხა კამპანის უწმინდურება. ამ დროს ზეციდან მოესმა ხმა, რომელიც გაამხნევებდა, გააძლიერებდა და წამების ბოლომდე დათმენას მოუწოდებდა. ის სასტიკად აწამეს: ჯერ უმოწყალოდ ცემეს, შემდეგ ფეხებში ხელი მოჰკიდეს და დამსხვრეულ კრამიტებსა და ბასრ ქვებზე ათრიეს. შემდეგ მარჯვენა ხელით ხეზე ჩამოკიდეს და მარცხენა ფეხზე მძიმე ქვა შეაბეს. ასე ეკიდა სამი საათი. საღამოს ჩამოხსნეს. ფეხზე საღ-სალამათი წამოდგა. რომ ვერაფერი გააწყო, განრისხებულმა კამპანმა ლერწმის კალამი ყურებში გაუტარა. როცა ჯარისკაცები წავიდნენ, ცოცხალ-მკვდარი წმინდანი ქრისტიანებმა ერთი ქვრივი ქალის სახლში შეიყვანეს. აქ წმინდანმა პური ჭამა და წყალი დალია, ცოტათი რომ მოძლიერდა, ქრისტიანებს გაესაუბრა, შთააგონებდა, რომ მტკიცენი და შეურყეველნი ყოფილიყვნენ ქრისტეს რწმენაში. შემდეგ კი თვალები ზეცისკენ აღაპყრო, საკმაოდ დიდხანს ილოცა და სული თვისი ჩააბარა უფალს.
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი