წმინდა იოსები დაიბადა 1579 წელს ქალაქ ასტრახანში. აღიკვეცა მონაზვნად და 52 წლისა ასტრახანის წმინდა სამების მონასტრის არქიმანდრიტად დაადგინეს.
1656 წელს ჩავიდა მოსკოვში, რის მერეც ასტრახანის პირველ მიტროპოლიტად აკურთხეს. წმინდა იოსები 1672 წლის 11 მაისს, სტეფანე რაზინის ჯანყის დროს, მოწამებრივად აღესრულა: კაზაკებმა აიღეს ასტრახანი, ტაძარი ალყაში მოაქციეს და მღვდელმთავრის გამოსვლა მოითხოვეს. წმინდა იოსების ბრძანებით დარეკეს ზარები და იგი სამღვდელოებასთან ერთად შემოსილი გამოვიდა. კაზაკებმა მას მოსკოვთან და რაზინს განდგომილ კაზაკებთან კავშირი დააბრალეს და შესამოსლის გახდა უბრძანეს. მღვდელმთავარმა უარი განაცხადა. წმინდა იოსებს ტანსაცმელი ძალით გახადეს, დიდხანს აწამეს, მერე კი ტაძრის სახურავიდან გადმოაგდეს. მღვდლებმა აიღეს მღვდელმოწამის ცხედარი, სამღვდელმთავრო შესამოსლით შემოსეს. ათი დღის განმავლობაში პანაშვიდებს უხდიდნენ და თითქოს დასაკრძალად არ ეთმობოდათ. შემდეგ კი წმინდა იოსები აკლდამაში ჩაასვენეს და მალევე განდიდდა სასწაულმოქმედებით. მისი კანონიზაცია მოხდა 1918 წლის აპრილში, რუსეთის ეკლესიის ადგილობრივ კრებაზე.
.......................................
წმინდა თეოფილაქტე (გუბინი)
წმინდა თეოფილაქტეს (1818-1872), კავკასიის და ეკატერინოდარის ეპისკოპოსს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში, სტავროპოლის ეპარქიაში მოიხსენიებენ.
.............................
მღვდელმოწამე მიქაელ ბელოროსოვი, დეკანოზი (+1920), მღვდელმოწამე ალექსანდრე (პეტროვსკი), ხარკოვის მთავარეპისკოპოსი (აღესრულა 1940 წლის 11 მაისს)
მათ მოიხსენიებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი