წმინდა მოწამე ნიკოლოზ ახალი - 09 (22) მაისი
წმინდა მოწამე ნიკოლოზ ახალი - 09 (22) მაისი
ეს წმინდა მამა IX-X საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და წარმოშობით აღმოსავლეთიდან გახლდათ.

ადრეულ სიჭაბუკეშივე გამოავლინა ღვთის სიყვარული, სამხედრო სამსახურში კი იმგვარი სიმამაცე გამოავლინა, იმპერატორ ლეონ მეექვსემ, ბრძენმა (886-912 წლები), მისი სიჭაბუკის მიუხედავად, ათასკაციანი დანაყოფის მეთაურობა მიანდო.

ხსენებული ქვედანაყოფი თესალიას მიავლინეს ქალაქ ლარის დასაცავად, თავად ნიკოლოზი კი მუდამ იმას ესწრაფვოდა, მეომრებს საბრძოლო ხელოვნებასთან ერთად ღვთის შიშიც ჰქონოდათ.

901 წლის აპრილში არაბნი, რომელნიც ბიზანტიის განაპირა მხარეებს შიშის ზარს სცემდნენ, ქალაქი დიმიტრიადა დაიპყრეს და ვითარცა გარეული მხეცნი, თესალიის შუაგულისკენ მოსახლეობის რბევით და გზადაგზა ყველაფრის განადგურებით გასწიეს.

როგორც კი ქალაქს მიუახლოვდნენ, ნიკოლოზი მიხვდა, რომ შესაბამის წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა და იქიდან მოახლეობის დროულად გაყვანა მოახერხა, შემდეგ რამდენიმე მეომრითურთ ქალაქიდან 16 კილომეტრში მდებარე ტირნავის მთის მახლობლად მოღვაწე ბერებს მიაშურა.

უმკაცრესი მარხვით და ლოცვით ის მშვიდობა მოიმუშაკა, ვერც ერთი ამქვეყნიური საფასე რომ ვერ შეედრება.

ერთხელ, ნიკოლოზს და მის მეგობრებს ლოცვისას ღვთის ანგელოსი გამოეცხადათ და მოახლოებული მოწამებრივი აღსასრულის შესახებ აუწყათ.

რამდენიმე დღეში მტერი იქაურობასაც მისწვდა. ნიკოლოზი თანამოძმეთ განამხნევებდა და თავიდან სძლია კიდეც მომხვდურს, მაგრამ მოლე ხანში ალყაში აღმოჩნდა.

უსჯულოებმა ნეტარნი შეიპყრეს და უმოწყალოდ ტანჯეს,-ქრისტე უარჰყავითო, მაგრამ მოწამენი, თითქოს მათ ნაცვლად სხვანი ევნენო, კლდისებრ უდრეკად დახვდნენ ამ ხვედრს.

აი, ისინიც: არდომი (არმოდი), გრიგოლი, იოანე, დიმიტრი, მიქაელი, აკინდინი, თედორე, პანკრატი (ბაგრატი), პავლე, ქრისტეფორე, პანტოლეონე, ევოდი და ემილი, აგრეთვე ორი ქალი-ირინე და პელაგია.

გაქცევა მხოლოდ ნიკოლოზმა მოახერხა და ვუნენის ტყიან მთაზე, გამოქვაბულში დასახლდა, სადაც მდუმარებაშემოსილი ერკინებოდა სულიერ მტერს და ღვტისა და ანგელოსთა წინაშე განბრწყინდა.

მტერი კი თავისას არ იშლიდა და მოსახლეობას ძველი ჟინით ანადგურებდა, თან ნიკოლოზის ჯავრს ვერ ინელებდა და გამუდმებით დაეძებდა მოსაკვდინებლად.

Bბოლოს და ბოლოს, იპოვეს, თავს მოულოდნელად დაეცნენ, შეიპყრეს და ძალით ცდილობდნენ გადარჯულებას, თუმცა, ვერა მიიღეს.

Bბოლოს, გააფთრებულებმა საკუთარი მახვილით განგმირეს იგი.

როგორც კი ბარბაროსებმა იქაურობა დატოვეს, ლარის ეპისკოპოსი ქალაქს გადარჩენილი მოსახლეობითურთ დაბრუნდა და ტირნაველ მოწამეთა წმინდა ნაწილნიც თან წააბრძანა. წმინდა ნიკოლოზის სხეული კი მღვიმის სიახლოვეს, უზარმაზარი მუხის ფუღუროში, უხრწნელად შენარჩუნდა და არც გარეული ნადირი გაჰკარებია.

მრავალი წლის შემდგომ, დაახლოებით, 985 წელს, უკურნებელი სენით შეპყრობილი თესალონიკის მმართველი კურნებას წმინდანთ შეევედრა, გამოცხადებით ეუწყა, რომ ბუნენის მთაზე იმ წყაროში უნდა განბანილიყო, წმინდა ნიკოლოზის სხეულის განსვენების სიახლოვეს რომ აღმოჩქეფდა.

კარგა ხნის შემდგომ მართლაც ჰპოვა ეს ადგილი და წმინდა ნიკოლოზის უხრწნელი სხეულიც.

ამ ადგილას შემდგომ უზარმაზარი ტაძარი ააგო, სადაც მარტვილის წმინდა ნაწილნი გადააბრძანა..

ახალი გამოცხადების შემდგომ კი წყაროც იპოვა, ყოვლადწმინდა სამების სახელზე სამგზის განიბანა და სნებისაგან სრულებით გათავისუფლდა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
შობიდან მერვე დღეს, მოსეს რჯულის მიხედვით, ღვთიურ ყრმაზე წინადაცვეთის წესი აღასრულეს და, როგორც ღვთის მიერ იყო ნაუწყები, სახელად იესო უწოდეს.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat