დეციუსის მმართველობის მეოთხე წელიწადს, 251 წელს, მისი მეომრები რომელიღაც აღმოსავლურ ქალაქში შეიჭრნენ, იქაური ქრისტიანები შეიპყრეს და საზარელ სატანჯველს მისცეს.
მეომართაგან ერთ-ერთი, ტომით-ბარბაროსი, სახელად-რეპროვი, ძალზე ახოვანი, მაგრამ შეუხედავი, ამ სანახაობამ ძლიერ შეძრა. იმ დრომდე არც ქრისტიანებთან ურთიერთობის საშუალება ჰქონია და არც-მათი ენა ესმოდა, მაგრამ მუხლნი მოიდრიკა და ღვთის წინაშე გულითადად ილოცა.
ამ დროს მის ბაგეებს ანგელოსი შეეხო და რომაელთა ენაზე აამეტყველა.
რეპროვი რომში შევიდა და ქრისტეს ქადაგება, მორწმუნეთა მდევნელების მხილება და ყვედრება იწყო.
ამ დროს ვინმე ბაკხოსი ეცა და სახეში ხელი უთავაზა, თუმცა, რეპროვს წარბიც არ შეუხრია, ისე უპასუხა:
-შენს მუშტებს ოდენ ქრისტეს მცნებათადმი მორჩილების გამო ვიტან, მაგრამ თუ ჩემს რისხვას პირს მოვხსნი, წინ თქვენი გარყვნილი სამეფოც კი ვერ აღმიდგებაო!
ამის გამგონე იმპერატორმა მეამბოხის შესაპყრობად ორასი მეომარი გაგზავნა. დიდხანს ეძებეს რეპროვი და ბოლოს ერთ ტაძართან მუხლმოყრით მლოცველს წააწყდნენ. გოლიათს მახვილი გვერდით, მიწაში ჩაერჭო, რომელიც სასწაულებრივად გაყვავებულიყო.
წმინდანმა მოსანათლად მცირე დრო ითხოვა, ხოლო მეომართათვის უფლის ძალმოსილების დასამოწმებლად მათი საგზალი განამრავლა, რის შემდგომაც უკლებლივ ყველა მეომარი მოიქცა და რეპროვთან ერთად ანტიოქიას გასწიეს, სადაც წმინდა ბაბილამ ყველა მონათლა.
რეპროვმა სახელად ქრისტეფორე მიიღო, რაც-ქრისტეს მტვირთველს ნიშნავს.
როდესაც წმინდა მოწამე იმპერატორს წარუდგა, მისი გარეგნობით ზარდაცემულმა ხელმწიფემ გონი დაკარგა, სული რომ მოითქვა, მისი დარწმუნება სცადა,-ქრისტე უარყავ და ისევ გადმოჩვენიანდიო!
იმპერატორმა, რომელმაც კარგად უწყოდა, ქრისტეფორეს ფიზიკურად ვერაფრით დააშინებდა, ორი მეძავი,-კალენიკე და აკილინა მიუგზავნა, რომელთაც ნეტარი ჯერ უნდა ეცთუნებინათ, შემდეგ კი-კერპთა თაყვანისცემაზე დაეყოლიებინათ.
მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად აღსრულდა:-ქრისტეფორემ იქით მოაქცია ქალები, რომელთაც ყოველი შეინანეს და მომდევნო დღეს მსაჯულის წინაშე დაამოწმეს,-ქრისტიანები ვართო!
გაცოფებულმა დეციუსმა მაშინვე ბრძანა:-ორივე თმით ჩამოკიდეთ, ფეხებზე კი მძიმე ქვები მიაბითო!
აკილინა 1 აპრილს აღესრულა. ერთი დღის შემდგომ კალენიკემ მსაჯულს თავი მოაჩვენა,-თქვენს მუქარას დავყევი და წარმართუ ტაძარში მიმიყვანეთ და ზევსის გამოსახულება მიჩვენეთო, შემდეგ კერპს თავისი ქამარი შემოახვია, ძალა მოიკრიბა და ძირს დასცა.
ჰერკულესისა და აპოლონის ქანდაკებებსაც იგივე ბედი ეწიათ, რის შემდგომაც მოწამებრივად აღესრულა.
ხუთი დღის შემდგომ გამწარებულმა ტირანმა ჯავრი ქრისტეფორეს მიერ გაქრისტიანებულ მეომრებზე იყარა,-ჯერ თავები წააცლევინა, შემდეგ-სხეულები ქალაქგარეთ დააყრევინა, მარამ, ღვთის წყალობით, არც ერთი მათგანი არ დაზიანებულა და ქრისტიანებმა პატივით მიაბარეს მიწას.
თუმცა, ჯავრის ჩასაცხრობად დეციუსმა ეს არ იკმარა:-მთავარ "დამნაშავეს",-ქრისტეფორეს უარესი სატანჯველი განუმზადა:-გავარვარებულ სპილენძის ჭურჭელში გამოკეტა და ცეცხლი შეუგზნო, თუმცა, მარტვილი დამწვრობას ვერც გრძნობდა.
ამის მხილველმა ათასზე მეტმა წარმართმა ერთხმად იყვირა:
-დიდია ქრისტიანთა ღმერთი! შემდეგ მოწამის ფერხთით დაემხნენ და შესთხოვეს:
-ჭეშმარიტად შეგჰერის ეგ სახელი, ქრისტეფორე, რამეთუ, გულით ქრისტეს ატარებ და მისთვის ტანჯვა არად გიღირს!
ცეცხლმოდებული მარტვილი თავისი მადლმოსილი სიტყვით განუმარტავდა ახლადმოქცეულთ ღვთის სიტყვას, რომელთაც ქრისტეფორე გაათავისუფლეს.
თუმცა, მომდევნო დღეს დეციუსმა წარმართული დღესასწაული მოიმიზეზა და ყველა იმ ქრისტიანის დასჯა ბრძანა, ვინც კერპთათვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი თქვა, ქრისტეფორე წისქვილის მძიმე ქვაზე მიაბა და ჭაში ჩააგდებინა, საიდანაც წმინდა მამა ღვთის ანგელოსმა აღმოიყვანა.
შემდეგ გავარვარებული რკინის ჯავშანი ჩააცვეს, მაგრამ ქრისტეფორეს ტკივილი არ უგრძვნია, 9 მაისს კი მას თავი წარკვეთეს.
მოკლე ხანში მისი წმინდა სხეული ატალელმა მღვდელმთავარმა გამოისყიდა და თავის ქალაქში გადააბრძანა.
ტროპარი: სამოსლითა სისხლითა მიერ შენთა შემკობილთა შუენიერად მდგომარე ხარ შენ წინაშე მეუფისა ძალთასა, ქრისტეფორე, მარადის სახსენებელო, და შენცა უხორცოთა თანა და მოწამეთა გუნდსა უგალობ სამწმინდათა და საშინელითა ტკბილითა მით ხმითა; ამისთვისცა მეოხებითა შენითა აცხოვნე სამწყსო შენი.
კონდაკი: მაღლით ბრძენო, მადლისა მომღებელმან ქრისტეს ღმრთისა თანა მოსახლე იქმენ, ქრისტეფორე დიდებულო, მოღუაწეთა საღმრთო სამკაულო, რომელთა თანა მეოხ გუეყავ შეცოდებათაგან ხსნისა მონიჭებად ჩუენდა.
* * *
ხსენება მღვდელმოწამისა დიმიტრისა, ვოსკრესენსკისა (1938 წელი), პრესვიტერისა, მღვდელმოწამისა ვასილი კოლოსოვისა (1939 წელი), პრესვიტერისა
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი