361 წელს იულიანე განდგომილმა ქრისტიანთა დევნა ბრძანა, მოკლე ხანში კი-გერმანელ ტომებთან საბრძოლველად გაემართა.
მტერმა დაპირისპირების დასრულება ორივე მხარის საუკეთესო მეომართა ორთაბრძოლით შესთავაზა.
მთავარსარდალმა რომაული არმიის ღირსების დასაცავად ერთი ქრისტიანი, ღირსებითა და ძალით გამორჩეული კაცი, სახელად ბარბარი აირჩია. ბარბარმა მხურვალედ ილოცა და როგორც კი მტერს შეება, ამ უკანასკნელს ხელიდან იარაღი გაუვარდა და ანგელოსისგან მოწყლული მიწაზე უსულოდ დაენარცხა.
გახარებულმა მთავარსარდალმა გამარჯვებულს სთხოვა, მადლობის ნიშნად კერპთათვის მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ ბარბარმა იუარა,-ქრისტიანი ვარ, ქრისტეს ნათელი იმ მღვდელმთავრის ხელით მივიღე, მცირე ხნის წინ იულიანემ რწმენის გამო სიცოცხლეს რომ გამოასალმაო!
ბარბარი მაშინვე შეიპყრეს და წამება უწყეს. მაშინ მის შესაწევნად თვით Gაბრიელ მთავარანგელოსი გარდამოხდა ზეცით.
ამის მხილველმა სარდალმა, ბაქოსმა და ორმა მეომარმა,-კალიმაქემ და დიონისემ ადიდა ქრისტეს, რის გამოც სამივეს თავები წარკვეთეს.
ციხის საკანში ბარბარს თვით ქრისტე გამოეცხადა, მომდევნო დღეს კი ახალ სატანჯველს მისცეს:-ჯერ გავარგარებულ ქურაში შეაგდეს, საიდანაც უვნებელი გამოვიდა, ეს რომ იხილეს, მაშინ ჯადოსნობაში დასდეს ბრალი და გველებით სავსე ადგილას გამოკეტეს, მაგრამ ქვეწარმავლებმა ფეხების ლოკვა უწყეს.
შემდეგ მხურვალე სპილენძის ხარში შეაგდეს, მაგრამ იქიდანაც უვნებლად გამოიხსნა უფალმა.
მაშინ გაცოფებულმა იულიანემ მისთვის თავის წარკვეთა ბრძანა.
წმინდა მარტვილის სხეული ეპისკოპოსმა ფენიქსმა ჰპოვა.
წმინდა დიონისეს ხატის წყარო
* * *
ხსენება მოწამისა ბუკაშინისა (1943 წელი)
* * *
ხსენება ღირსი იობისა, პოჩაევოელისა
* * *
ხსენება ღირსთა მამათა: მამანტისა და ილარიონისა, რომელთაც მშვიდობით შეჰვედრეს სული უფალს
* * *
ხსენება წმინდათა მოწამეთა დიმიტრიონისა და დონატისა, ისრებით განგმირულთა, აგრეთვე დანაკტასი, თერინისა და მესირასი, მახვილით განგმირულთა
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი