ეს ყოვლადკეთილი დედა დაახლოებით 291 წელს კალამუტაში, იტალიიდან პელოპონესს დევნილ ოჯახში დაიბადა.
ქსენია იშვიათი სილამაზის პატრონი გახლდათ, რაც ოდენ მკრთალი ანარეკლი გახლდათ მისი სულისა.
ნადირობიდან შინ მობრუნებისას იქაურმა პრეფექტმა, დომეტიანემ ქალწული შენიშნა და მისი უჩვეულო სილამაზით მოხიბლულმა მაშინვე ისურვა მასზე ქორწინება.
თავიდან ქსენიას გულის მონადირება ჯადოსნობით სცადა, მაგრამ ქალწულის ლოცვით ძლეული ვერაფერს გახდა, ხოლო როდესაც თავისთან უხმო და არშიყი უწყო, ქალწულმა განუცხადა, რომ ქრისტეს სასძლო იყო.
მაშინ დომეტიანემ ჯურღმულში გამოკეტა ქსენია, თუმცა, ვერც ამით მოდრიკა. ამით უარესად განრისხებულმა პრეფექტმა ქალწული თმით ითრია და საზარელ სატანჯველს მისცა, თუმცა, ღვთის შეწევნით, ნეტარი ვერავითარ ტკივილს ვერ გრძნობდა.
უფალმა იმავე საღამოს მოიხილა მოწამე და წყლულთაგან განათავისუფლა, ხოლო როდესაც მომდევნო დღეს წარმართულ ტაძარში შეიყვანეს, ქსენიას ლოცვით კერპები ძირს დაცვივდა და დაიმსხვრა.
მრისხანებისგან გონწართმეულმა დომეტიანემ ისევ ინება ქალწულის წამება, მაგრამ რაც მეტად ტანჯავდნენ ჯალათნი, მით მტკიცდებოდა და სიხარულით აღივსებოდა მარტვილი.
უფალმა მეორედ მოიხილა ქსენია და განამტკიცა, მომდევნო დღეს, 3 მაისს კი სიკვდილი მიიღო.
ჯალათმა თავწარკვეთილი მოწამის გული ლანგრით მიართვა დომეტიანეს, მისი სხეული კი დაანაწევრეს და ცეცხლს მისცეს. მისი ფერფლისგან კი შემდგომ უამრავმა მიიღო კურნება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი