ძმები - პასიკრატე და ვალენტინი III საუკუნის მოწამეები არიან. ისინი იმიზიის ქალაქ დოროსტოლიდან იყვნენ და მმართველი აბსოლანის კარზე მსახურობდნენ.
ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი კერპთაყვანისმცემელი იყო, ნაწილს კი ხელისუფლება აიძულებდა კერპებისთვის შეეწირა მსხვერპლი. ქალაქში მცხოვრები ქრისტიანები მალავდნენ თავიანთ აღმსარებლობას, იმალებოდნენ. პასიკრატე და ვალენტინიც ქრისტიანები გახლდნენ, თუმცა ისინი დევნის შიშით როდი მალავდნენ თავიანთ აღმსარებლობას, პირიქით, დაუფარავად ადიდებდნენ ქრისტეს. კერპთაყვანისმცემლებმა ქრისტიანი ძმები ქალაქის სამსჯავროს გადასცეს. პასიკრატემ და ვალენტიმ სამსჯავროზეც საჯაროდ აღიარეს ქრისტიანობა. წარმართებმა ძმებს მოსთხოვეს კერპების-თვის გუნდრუკი ეკმიათ. იქვე იდგა აპოლონის კერპი, რომელსაც პასიკრატემ შენერწყვა, თან ხმამაღლა განაცხადა: ასეთი პატივი ეკუთვნის თქვენს უსულო ღმერთსო.
პასიკრატეს მძიმე ჯაჭვი დაადეს და საპყრობილეში ჩააგდეს, მასთან ერთად მისი ძმაც დააპატიმრეს. მეორე დღეს ძმები ისევ წარდგნენ სამსჯავროზე. მათ ისევ მოსთხოვეს კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა, რაზეც სიკვდილის შიშით დათრგუნული ვალენტი დათანხმდა. იგი ტიროდა და ევედრებოდა პასიკრატეს, მოჩვენებით მაინც შეეწირა მსხვერპლი ბომონებისთვის, მაგრამ მოწამემ ქრისტესთვის სიკვდილი არჩია სიცრუით შენარჩუნებულ ამაო სიცოცხლეს. მალე ძმის თავგანწირვა და სიმამაცე ვალენტისაც გადაედო, მანაც განაცხადა, რომ მზად იყო ქრისტესთვის აღსრულებულიყო. წარმართმა ჯალათებმა ორივე ძმა მახვილით განგმირეს. იმ დროს პასიკრატე 22 წლისა იყო, ვალენტინი - ოცდაათის. დედამ ქრისტიანული წესით მიაბარა მიწას მოწამეების ცხედრები.
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი