წმინდა დედოფალი ალექსანდრა და მისი ასული ვალერია - 23 აპრილი (6 მაისი)
წმინდა დედოფალი ალექსანდრა და მისი ასული ვალერია - 23 აპრილი (6 მაისი)
ძველი სტილით 23 აპრილს (ახალი სტილით 6 მაისს) ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგისთან ერთად იხსენიებს წმინდა დედოფალ ალექსანდრასა და მის ასულ ვალერიას. მათზე დიდი შთაბეჭდილება და გავლენა მოახდინა წმინდა გიორგის მარტვილობამ.

როდესაც დედოფალ ალექსანდრას წმინდა გიორგის დიდი და საკვირველი საქმენი ესმა, ირწმუნა უფალი იესო ქრისტე, წარდგა მეფესთან და კადნიერად განუცხადა: "მე ქრისტიანი ვარ და გიორგის ღმერთის მხევალი". მეფის მეგობარმა მაგნეტიოსმა ჰკითხა მას: "გვითხარი, დედოფალო, რისთვის იწამე ქრისტე და უარყავი ღმერთები?" ჭეშმარიტი ღმერთის სარწმუნოებით განმტკიცებულმა დედოფალმა მიუგო მათ: "რადგან ვისურვე წარმატება და დავგმე სულიერი ნაკლულევანება". მეფე განრისხდა და ბრძანა, წმინდა გიორგი მხურვალე საკირეში ჩაეგდოთ და მცველები დაეყენებინათ. სამი დღის შემდეგ კი უბრძანა მხედრებს, ამოეკრიფათ მკვდრის ძვლები და დაემარხათ - ეშინოდა, ქრისტიანებს პატივი არ ეცათ მისი ნეშტისთვის, რადგან იცოდა მათი ჩვეულება მოწამეთა განდიდებისა. გაოცებულმა მხედრებმა გიორგი სრულიად უვნებელი იხილეს და იწამეს იესო ქრისტე. ერის დიდმა სიმრავლემ და ასევე იქ მისულმა დედოფალმა ალექსანდრამაც აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი და ერთხმად ღაღადებდნენ: "დიდია ქრისტიანთა ღმერთი, რომელიც დაიხსნის თავის მონებს გასაჭირისაგან".

ხოლო როდესაც დედოფალმა ალექსანდრამ წმინდა გიორგის ლოცვით კერპების შემუსრვა შეიტყო, მსწრაფლ მივიდა მეფესთან და შესძახა: "უძლეველი მხედრის, გიორგის ღმერთო, ნუ გამიხსენებ უმეცრებით ჩადენილ ცოდვებს, უფალო ღმერთო, გაიხსენე ჩემი უკანასკნელი მოქცევა შენდამი და ადგილი მიმიჩინე ქრისტიანებთან და შენს ერთგულ მონა გიორგისთან". გამძვინვარებულმა მეფემ უკანასკნელად მიმართა წმინდა გიორგის: "უკეთურო გიორგი, შენ შეაცდინე დედოფალი და მიზეზი გახდი მისი დაღუპვისა, ამიტომ ვბრძანებ, რომ მახვილით თავი წარგეკვეთოთ შენც, გალილეველთა მღვდელსა და დედოფალსაც". მხედრებმა მაშინვე წაიყვანეს ისინი ქალაქგარეთ. სიხარულით აღვსილი დედოფალი გულში გამუდმებით ლოცულობდა, ხოლო თვალები ზეცისაკენ ჰქონდა აღპყრობილი. გზაში მხედრებს სთხოვა მისთვის დასვენების ნება მიეცათ, მიეყრდო ერთ-ერთ შენობის კედელს და მშვიდად აღესრულა. ეს მოხდა 303 წლის 21 აპრილს, თუმცა მას წმინდა გიორგისთან ერთად იხსენიებს მართლმადიდებელი ეკლესია.

სხვა წყაროთი კი მან მოწამებრივი გვირგვინი მიიღო მოგვიანებით, 314 წელს;

როდესაც დედოფალი ალექსანდრა წმინდა გიორგისთან ერთად დიოკლეტიანეს ბრძანებით სიკვდილით დასასჯელად ქალაქგარეთ გაიყვანეს, მოწამეს ფიზიკურმა ძალებმა უღალატეს. ქალი საშინელმა დაღლილობამ შეიპყრო და იძულებული გახდა დამჯდარიყო. ის იყო ჩამოჯდა და თავი კედელს მიაყრდნო, რომ გონებაც დაკარგა. ყველას ეგონა, რომ მოკვდა. გიორგიმ ღმერთს მადლობა აღუვლინა, რომ მან თავის აღმსარებელს იოლი სიკვდილი არგუნა და სასჯელის ადგილზე მარტო მივიდა, სადაც როგორც უკვე მოგითხრეთ, თავი მოჰკვეთეს.

დედოფლის გაცივებული, უსიცოცხლო სხეული სასახლეში წაასვენეს და იმპერატორის კარის მთავარმა მინისტრმა ლუკიანემ, რომელიც ქრისტიანი იყო, ის ცნობისმოყვარეთაგან დამალა, თუმცა კი ის, რაც ყველას სიკვდილი ეგონა, მარტოოდენ გონების დაკარგვა იყო. წმინდა მოწამეს კიდევ ელოდა სიცოცხლესთან დაბრუნება, რათა მწუხარების თასი ბოლომდე შეესვა.

ლუკიანემ დედოფალს ურჩია დიოკლეტიანეს რისხვას ცოტა ხნით გარიდებოდა. ეს იმ მხრივ იყო მოსახერხებელი, რომ 304 წლის სექტემბერში იმპერატორი ნიკომიდიიდან რომს გაემგზავრა, რათა იქ თავისი იმპერატორობის ოცი წლისთავი აღენიშნა.

დიოკლეტიანემ შემდეგ შეიტყო, რომ მისი ცოლი ცოცხალი გადარჩა, ისიც გაიგო, სად იმყოფებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, დევნის საშინელებებმა თავადაც შეძრა და ის აღარ უდევნია. მას ხელისუფლების მძიმე ტვირთი ქანცავდა. დეკემბერში იმპერატორი ავად გახდა. გამოჯანმრთელების არანაირი იმედი არ იყო, მაგრამ ბუნებრივად ჯანმაგარმა დიოკლეტიანემ გაუძლო ავადმყოფობას და 1 მარტს კვლავ გამოვიდა ხალხთან, მაგრამ ეს უკვე ფერმკრთალი, გალეული, გატეხილი ბერიკაცი იყო.

1–ელ მაისს დიოკლეტიანემ ტახტის დატოვებაზე ხელი მოაწერა და მშობლიურ დალმაციაში გაემგზავრა. მასთან ერთად ხელისუფლებიდან მისი თანამმართველი მაქსიმიანეც უნდა წასულიყო. ის რომის იმპერიის დასავლეთ ნაწილს მართავდა.

აღმოსავლეთში მთელი ხელისუფლება გალერიუსის ხელში აღმოჩნდა. მისი მეუღლე იყო წმინდა ალექსანდრა დედოფლის ასული წმინდა მოწამე ვალერია, რომელიც დიოკლეტიანემ მისი სურვილის გარეშე გაათხოვა. წმინდა ალექსანდრა ქალიშვილს ქრისტიანული ღვთისმსახურებით ზრდიდა. გალერიუსმა თანამმართველად ლიცინიუსი დააყენა, ხოლო დასავლეთში იმპერატორი გახდა კონსტანცი, მისი თანამმართველი კი - მაქსიმიანე. დიოკლეტიანემ გალერიუსი თავის დამხმარედ სამხედრო ნიჭის გამო აირჩია. და მართლაც, გალერიუსი, უპირველეს ყოვლისა, ჯარისკაცი იყო. იგი, იმპერატორად ქცეული, ისეთივე უხეში და სასტიკი დარჩა, როგორიც ბრძოლის ველზე იყო თავის ქვეშევრდომებთან და ჯარისკაცებთან.

ქრისტიანთა მოძულე გალერიუსი მათ დევნას აგრძელებდა, რაც მის დროს განსაკუთრებულად სასტიკი გახდა. თანამედროვეთა თქმით, ის საერთოდ მძვინვარებით გამოირჩეოდა. დასჯისას ჩვევად ჰქონდა: დაწვა, ჯვარზე გაკვრა, მხეცებისაგან დაფლეთა. ადვილი წარმოსადგენია ქრისტიანთა მდგომარეობა!

და უცებ, 311 წელს ქრისტიანთა ამ შეურიგებელმა მტერმა გამოსცა განკარგულება: "ჩვენ, ჩვენი კაცთმოყვარეობის გამო, ადამიანებისათვის მიტევების ჩვეულების გამო, კე¬თილ ვინებეთ მათზე წყალობა მოგვეღო. ამიტომ ნებას ვრთავთ აღიარონ ქრისტიანული სარწმუნოება და შეიკრიბონ, ოღონდ არ ჩაიდინონ რაიმე უკანონობა. დაე, ისარგებლონ ჩვენი შემწყნარებლობით და თავიანთ ღმერთს ჩვენი ჯანმრთელობა, იმპერიის კეთილდღეობა და თავიანთი სიკეთე შესთხოვონ, რათა იმპერია მარადჟამ ყვაოდეს და მათაც მშვიდად იცხოვრონ".

გალერიუსის აზროვნებაში ეს გარდატეხა იმან გამოიწვია, რომ რაღაც საშინელი სნეულება შეეყარა, მისმა სხეულმა ლპობა დაიწყო. იგი საშინელი ტანჯვით გარდაიცვალა.

წმინდა დედოფალ ალექსანდრას, რომელიც თავისი ქალიშვილის მფარველი იყო ბავშვობასა და ყრმობაში, მისთვის მხარის დაჭერა ისევ მოუწია. ამჯერად ისინი სიკვდილამდე აღარ დაშორებიან ერთმანეთს. თუკი ვალერიას კიდევ მრავალი მწარე წუთის გადატანა მოუხდა, ამის გამო კიდევ უფრო მეტად ალექსანდრას გული იტანჯებოდა. გალერიუსის სიკვდილს შემდეგ ორივემ მფარველობა და თავშესაფარი მაქსიმიანესგან ითხოვა, რომელსაც გალერიუსი ერთ დროს მრავალ სიკეთეს უკეთებდა.

მაქსიმიანემ, ნაცვლად იმისა, რომ მარტოხელა ქალებისათვის მფარველობა გაეწია, ვალერიას ცოლად გაყოლა მოსთხოვა. ვალერია უარზე იდგა: მას ჯერ სამგლოვიარო კაბაც არ ჰქონდა გახდილი და მეორედ გათხოვებაზე ფიქრიც არ შეეძლო. მაშინ მაქსიმიანემ დედა-შვილი სირიის ერთ მიყრუებულ სოფელში გადაასახლა. ოდესღაც დიდ პატივში მყოფი ქალები ახლა აქეთ-იქით დაეხეტებოდნენ.

ისინი ვერც გადასახლებამ, ვერც მარტოობამ, ვერც აკრძალვებმა შეაშინა: მათთან იყო უფალი, რომელიც მათ მძიმე ცხოვრებისათვის ძალებს აძლევდა. დიოკლეტიანემ თავისი ცოლ-შვილის საბრალო მდგომარეობა შეიტყო და მაქსიმიანეს მოსთხოვა მასთან გაეშვა ისინი, მაგრამ ამისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.

მაქსიმიანეს სიკვდილის შემდეგ ორივე საიდუმლოდ ჩამოვიდა ნიკომიდიაში და დახმარება ითხოვა. ლიცინიუსი ქრისტიანთა მფარველი ჩანდა და თავიდან ისინი ალერსიანად მიიღო. მაგრამ მალე გამომჟღავნდა მისი ნამდვილი განწყობა: მან მოკლა გალერის ვაჟი კანდიდიანე, რომელსაც ვალერია დედობრივი სიყვარულით ექცეოდა. დედოფალი ალექსანდრა და ვალერია სასახლიდან შეძრწუნებულნი გამოიქცნენ.

კიდევ რამდენიმე ხანი გავიდა და ლიცინიუსი უკვე აღარ ფარავდა ქრისტიანებისადმი თავის სიძულვილს, დაიწყო მათი გაძევება და დევნა. დედოფალი ასულთან ერთად ექვსი თვე იმალებოდა, ბოლოს ორივენი შეიპყრეს. მათი ტანჯვის გზა დასასრულს მიუახლოვდა. წმინდა დედოფალ ალექსანდრას შვილთან ერთად სიკვდილი მიუსაჯეს. ხალხი ტირილით მიაცილებდა მათ სასჯელის აღსრულების ადგილისაკენ, ისინი კი სიკვდილთან შესახვედრად მამაცურად და სიხარულით მიაბიჯებდნენ, ისე როგორც ათი წლის წინ.

დედოფალმა ალექსანდრამ სრულიად უშიშრად, ბაგეზე ლოცვით დახარა კუნძზე თავისი მეფური თავი და სული ქრისტე ღმერთს მიაბარა. მასთან ერთად ვალერიაც დასაჯეს სიკვდილით. მათი სხეულები ზღვაში გადაყარეს.

* * *

ძველი სტილით 23 აპრილს (ახალი სტილით 6 მაისს) ეკლესია ასევე იხსენიებს გიორგი ალამანელს და ღირს სოფიოს (ხოტოკურიდუ, +1974)

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2022
იმპერატორ ვესპასიანეს დროს რომში ერთი სენატორი ცხოვრობდა, სახელად ანდრიანე, კაცი სასტიკი, უმოწყალო, და ყოველგვარი ბოროტების შემოქმედი.
29.06.2022
წმინდა მილანი 1874 წელს დაიბადა ბოსნიაში. 1899 წელს დაამთავრა რელევის სემინარია და იმავე წელს ჯერ, დიაკვნად, ხოლო მალევე მღვდლად აკურთხეს.
29.06.2022
წმინდა ფილონიდო დაიბადა დაახლოებით 250 წელს კუნძულ კვიპროსზე. იგი გახლდათ უძველესი ქალაქის კურიონის ეპისკოპოსი, რომლის ნანგრევებიც ლიმასოლის სიახლოვეს არის აღმოჩენილი.
29.06.2022
ჩაებმებოდნენ ქართველნი ფერხულში და "შავლეგოს" სიმღერას დასძახებდნენ: "შავლეგ, შენი შავი ჩოხა, შავლეგო, შავად გაგიხამებია, შავლეგო"...
29.06.2022
წმინდა მოწამენი მანუელი, საბელი და ისმაილი ღვიძლი ძმები იყვნენ და სპარსეთის სამეფოში ცხოვრობდნენ, მამა წარმართი ჰყავდათ, ხოლო დედა - ქრისტიანი,
29.06.2022
ზოგიერთ ხელნაწერში წმინდა მარკოზი წმინდა მოციქულ ბარნაბას ძმისშვილადაა მოხსენიებული.
29.06.2022
მღვდელმოწამე ტიგრიოს ხუცესი და ევტროპიოს წიგნის მკითხველი წმინდა იოანე ოქროპირის თანამედროვენი და მისი სამღვდელო დასის წევრები იყვნენ.
27.06.2022
მათ ბიზანტიური სვინაქსარი მოიხსენიებს. "გრაი" წმინდანის სახელი "მოხუც ქალს" ნიშნავს.
27.06.2022
წმინდა გრიგოლი ვოლოგდის მხარეში დაიბადა XIV საუკუნეში. შემონაზვნების და სამღვდელო ხარისხის მიღების შემდეგ ის ვოლოგდის გაუვალ ტყეებში სამოსაგრეოდ თან წაიყვანა
27.06.2022
წმინდა დულე ცხოვრობდა III-IV საუკუნეების მიჯნაზე. მისი მშობლები კილიკიის ქალაქ პრეტორიადაში ცნობილი ხალხი იყო, თავიანთი კეთილშობილებით და შვილიც ღვთის რწმენით გაზარდეს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ახალციხელი ძმები სულითაც ძლიერნი იყვნენ
ჩაებმებოდნენ ქართველნი ფერხულში და "შავლეგოს" სიმღერას დასძახებდნენ: "შავლეგ, შენი შავი ჩოხა, შავლეგო, შავად გაგიხამებია, შავლეგო"... მარტო ფერხულში კი არა, საფიხვნოში, სუფრაზე, ლხინსა თუ ჭირში ისმოდა შალვა ახალციხელის ამბავი.

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu tahincioglunakliyat.com.tr aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org pdf indir casino siteleri casino siteleri deneme bonusu veren siteler deneme bonusu slot siteleri