მოწამენი: თეოდორე და დედა მისი ფილიპია, დიოსკორე, სოკრატე და დიონისე (II) - 21 აპრილი (4 მაისი)
მოწამენი: თეოდორე და დედა მისი ფილიპია, დიოსკორე, სოკრატე და დიონისე (II) - 21 აპრილი (4 მაისი)
წმინდა მოწამე თეოდორე II საუკუნეში, იმპერატორ ანტონინე პიუსის (138-161) დროს ცხოვრობდა პაფილიის ქალაქ ბერღამში. ამ მხარის მმართველი მხედართმთავარი თეოდორიტე სამხედრო სამსახურისთვის ლამაზ და ჯანმრთელ ყმაწვილებს არჩევდა. მათ შორის თვრამეტი წლის თეოდორეც მოხვდა. იგი აღმსარებლობით ნათელღებული ქრისტიანი გახლდათ. პამფილიის მხედართმთავარმა ყველა ყმაწვილს, მათ შორის თეოდორესაც სამხედრო ნიშანი დაადო. აღშფოთებული ყმაწვილი მიწაზე დაემხო და იყვირა: "ბავშვობიდან მე ვიყავი მხოლოდ ზეციური მეფის სიაში აღნიშნული და ნათლობით მხოლოდ მისი ნიშანი მედო, არ მსურს სხვა მეფის მეომარი ვიყო და მისი სამეფო ნიშანი მქონდეს".

- რომელი მეფის მეომარი ხარ? - ჰკითხა თეოდორეს თეოდორიტემ.

- მე იმ მეფის მეომარი ვარ, რომელმაც ცა და მიწა შექმნა.

მხედართმთავარი მიხვდა, რომ თეოდორე ქრისტიანი იყო და ჰკითხა:

- არ შესწირავ მსხვერპლს ჩვენს ღმერთებს?

- მე არასდროს შემიწირავს და არც ახლა შევწირავ მსხვერპლს უწმინდურ დემონებს, - უპასუხა ყმაწვილმა მხედართმთავარს.

მაშინ თეოდორიტემ ბრძანა სასტიკად ეცემათ თეოდორე. ცემის შემდეგ მხედართმთავარმა კვლავ თავისთან იხმო ქრისტიანი ახალწვეული და ჰკითხა:

- არ გადაიფიქრე? თანახმა ხარ თაყვანი სცე ჩვენს ღმერთებს და დაგვემორჩილო?

- თუკი თავად აღიარებთ და ირწმუნებთ ჭეშმარიტ ღმერთს, მაშინ მხოლოდ მას სცემთ თაყვანს, - უპასუხა თეოდორემ თეოდორიტეს.

ქრისტიანი ყმაწვილის გადაბირებას მხედართმთავარი ხან ტკბილი სიტყვით, ხანაც მუქარით ეცადა, მაგრამ ამაოდ. ამის შემდეგ თეოდორიტემ ბრძანა, თეოდორე გახურებულ ქვაბში ჩაესვათ და ადუღებული ფისი გადაესხათ, მაგრამ, როგორც კი ბრძანებით შესრულება დაიწყეს, მოხდა სასწაული: მიწა იძრა და ნაპრალიდან ამოხეთქილმა წყალმა ცეცხლი ჩააქრო. უვნებლად გადარჩენილი წმინდა თეოდორემ ღმერთი ადიდა და მხედართმთავარს შესთავაზა, კერპების მეშვეობით გაემეორებინა ეს სასწაული.

მხედართმთავარი დათანხმდა და სასწრაფოდ იხმო ერთ-ერთი ქურუმი, სახელად დიოსკორე.

- რა ჯადოსნური მცენარეების საშუალებით ახერხებენ ქრისტიანები გავარვარებული ცეცხლიდან უვნებლად გამოსვლას? - ჰკითხა ქურუმს მხედართმთავარმა.

- ქრისტიანები ჯადოქრები არ არიან,- უპასუხა დიოსკორემ თეოდორიტეს, - უბრალოდ მათი რწმენა იმდენად ძლიერია, რომ თავიანთი ღმერთის, ქრისტეს სახელით ყოველგვარ ჯადოსნურ ძალაზე და ეშმაკზეც კი იმარჯვებენ.

- ნუთუ, - გაიკვირვა მხედართმთავარმა, - ქრისტე ჩვენს ზევსზე ძლიერია?

- ზევსიც და სხვა დანარჩენი ღმერთებიც უსულო კერპები არიან. მათ არაფერი ესმით ჩვენი. გთხოვთ არ მაიძულოთ გახურებულ ღუმელში შესვლა. მაგრამ თუ მაინც გსურთ ზევსის ყოვლისშემძლეობაში დარწმუნდეთ, ღუმელში თავად მისი კერპი შედგით, - თქვა დიოსკორემ.

- მერე და ვინ გაბედავს ღმერთის ცეცხლში ჩაგდებას? - იკითხა მხედართმთავარმა

- მიბრძანეთ და მე თავად გავაკეთებ ამას. თუკი ზევსი წინააღმდეგობას გამიწევს, ვირწმუნებ მის ღმერთობას და მეცოდინება, რომ ცეცხლიდანაც დაიხსნის თავს.

- ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, შენ უკვე აღარ ხარ ზევსის ქურუმი, დიოსკორე! - თქვა განრისხებულმა თეოდორიტემ.

- ყმაწვილი თეოდორეს სასწაულის შემდეგ მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი მისი ღმერთის ჭეშმარიტებაში და ვირწმუნე იგი.

გაბრაზებულმა მხედართმთავარმა გახურებულ ქვაბში ჩაწოლა უბრძანა აწ უკვე ქურუმყოფილს. მაშინ მოწამე დიოსკორე ფეხებში ჩაუვარდა წმინდა თეოდორეს და სთხო¬ვა, ელოცა მისთვის, თვითონ კი ქვაბში ჩადგა ფეხი ლოცვით: "გმადლობ შენ, უფალო იესო ქრისტე, რამეთუ შემრაცხე მონათა შენთა თანა. მიიღე მშვიდობით სული ჩემი".

დიოსკორეს მოწამებრივი სიკვდილის შემდეგ პამფილიის მხედართმთავრის ბრძანებით ყმაწვილი თეოდორე ერთხანს საპყრობილეში ჰყავდათ. შემდეგ ახალი წამებისთვის გაამზადეს: თეოდორე ველურ ცხენებს გამოაბეს და ათრევინეს. ქალაქის კედლებთან რბევისგან ქანცგამწყდარი ცხენები დავარდნენ, მოწამე კი უვნებლად გადარჩა. ორმა მხედარმა - სოგრაფტიმ და დიონისემ იხილეს, თუ როგორ აამაღლა წმინდა თეოდორე ზეციდან გადმოსულმა ცეცხლოვანმა ბორბალმა. მათ გაოცებისაგან შესძახეს: "დიდ არს ღმერთი ქრისტიანთა!" ახალი აღმსარებლები მაშინვე დაიჭირეს და მეორე დღეს წმინდა თეოდორესთან ერთად გახურებულ ქვაბში ჩაყარეს. ზეციურმა ცვარმა ქვაბი გააგრილა და წმინდანები უვნებლად დაიცვა. დილით მხედართმთავარმა ჯარისკაცებს უბრძანა, მოწამეთა დამწვარი ძვლები ქვაბიდან გადმოეყარათ, მაგრამ გაოცებულმა მსახურებმა თეოდორიტეს აუწყეს, რომ ჭაბუკები უვნებელნი იყვნენ. სასწაულებრივ გადარჩენილ წმინდა თეო¬დორესთან მივიდა მისი დედა - ფილიპია და გაამხნევა.

თეოდორიტემ ქალს ურჩია, მსხვერპლი შეეწირა კერპებისათვის და ამით შვილი გადაერჩინა. წმინდა ფილიპიამ კი უპასუხა, ძის შობამდე მაუწყაო უფალმა, რომ იგი ჯვარზე აღესრულებოდა. მაშინ თეოდორიტემ ბრძანა, თეოდორე ჯვარზე გაეკრათ, სხვებისთვის კი თავი მოეკვეთათ.

წმინდა მოწამე თეოდორე სამი დღე ეკიდა ჯვარზე და სულის ამოხდომამდე უფალს განადიდებდა.

ძველი სტილით 21 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს წმინდა თეოდორეს, მის დედას ფილიპიას, ქურუმყოფილ დიოსკორეს და მხედრებს სოკრატესა და დიონისეს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat