მცირე სვინაქსარის მიხედვით წმინდა ელეფთერი წარმოშობით სპარსი იყო. მან ქრისტე იწამა და სარწმუნოებაში დამოძღვრისთვის წმინდა ეპისკოპოს სიმონ სელევკიელთან მივიდა.
შინ დაბრუნებულმა ელეფთერიმ გარშემო მყოფ წარმართებს უქადაგა ქრისტეს რწმენა და მრავალი მოაქცია კიდეც და მონათლა. ამის შესახებ შეატყობინეს მეფეს (შაბურ II-ს), რომელმაც წმინდანის შეპყრობა ბრძანა. დაკითხვაზე როცა მისი სიმტკიცე ნახა, მეფემ ის უმაღლეს ქურუმს გადასცა და უბრძანა, ელეფთერი ქრისტეს რწმენის უარყოფაზე დაეთანხმებინა. დიდი ხნის წამების შემდეგ მას თავი მოჰკვეთეს. თავი მოჰკვეთეს წმინდა თეოდოსისაც.
წმინდა მოწამე ზოილე რომის იმპერიაში დაიბადა სპარსეთის საზღვართან. რწმენისთვის ის ბოძზე ჩამოკიდეს და ისრებით განგმირეს.
"ბასილი II-ის მონოლოგია, ამ წმინდანებს ერთად 13 აპრილს მოიხსენიებს", ხოლო "კონსტანტინოპოლის სვინაქსარი" ცალ-ცალკე. დიდ ლავრაში დაცული XIV საუკუნის ხელნაწერის მიხედვით, წმინდა ზოილესაც თავი მოჰკვეთეს.
ბოლანდისტი პ. პეტერსი წმინდა ელეფთერს აიგივებს წმინდა მოწამე აზატ საჭურისთან (აზადი, ქუსტაზადი), რომელიც წმინდა სიმონ სელევკიელის ცხოვრებაში მოიხსენიება (იხ. 17 აპრილის საკითხავი). სახელი აზატი ბერძნულ ენაზე შეესაბამება ელეფთერს (რომელიც თავისუფალს ნიშნავს). და შემადგენელი ნაწილია ქუსტაზადის, რომლის პირველი ნაწილიც "კარგს" ნიშნავს. ამ გაიგივების საფუძველი გახდა ფრაგმენტი მარტვილობა მახდუტის, ადხურპარვის და მიხნერსერსისა, რომლებიც ქრისტესთვის 318 წელს აწამეს. მათ დევნას თავი ბერაინის მთაზე ერთ მღვიმეს შეაფარეს, მეფე შაპურმა მათ მოსაძებნად საჭურისი ქუსტაზადი გაუშვა. თუმცა წმინდანებმა ის ქრიტეს რწმენაზე მოაქციეს და მოწამებრივი აღსასრულიც უწინასწარმეტყველეს, შემდეგ კი სიმონ სელევკიელთან გააგზავნეს მოსანათლად.
გიორგი მთაწმინდელის სვინაქსარი მათთან ერთად მოიხსენიებს წმინდა გერონტის და წმინდა ვასილიდოსს.
.......................................
ღირსმოწამე მართა (ტესტოვა, +1941)
წმინდა ახალმოწამე მართა მონაზონს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი