წმინდა მღვდელმოწამე არტემონი (+303) - 13 (26) აპრილი
წმინდა მღვდელმოწამე არტემონი (+303) - 13 (26) აპრილი
დიოკლეტიანეს მეფობისას, როცა ქრისტიანების საშინელი დევნა დაიწყო, მთელ იმპერიაში დააგზავნეს ჯალათები, რომლებიც ქრისტიანებს რწმენის ღალატს და კერპების თაყვანს აიძულებდნენ, თუ არადა, საშინლად სტანჯავდნენ. ვიდრე სიკვდილამდე.

ერთი ჯალათი, სახელად პატრიკიოსი ლაოდიკიის ოლქშიც ჩავიდა და დაუყოვნებლად შეუდგა მეფის ბრძანების ასრულებას. პატრიკიოსის ჩამოსვლამდე, ლაოდიკიის ეპისკოპოსმა ნეტარმა სისინიოსმა, მღვდელ წმინდა არტემონისა და ზოგიერთი ქრისტიანის თანხლებით შეიპარა ქალღმერთ არტემიდას ტაძარში, და იქ არსებული კერპები ჯერ დაამსხვრია, მერე დაწვა. შემდეგ დაბრუნდა ქრისტიანულ ტაძარში, რომელიც ქალაქიდან ხუთ სარბიელზე იყო აგებული და იქ ჩვეულებისამებრ წირვა ჩაატარა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მრევლს მიმართა:

- შვილნო ჩემნო, ამბობენ, რომ მალე ქალაქში ანტიქრისტე ჩამოვა ქრისტიანების საწამებლად: ნურაფრის შეგეშინდებათ - ვერც ცეცხლი, ვერც მახვილი, ვერც მხეცნი, და ვერც ათასგვარი სატანჯველნი თქვენ ქრისტეს სიყვარულს ვერ განგაშორებთ.

როცა პატრიკიოსი ჩამოვიდა, ჯერ აპოლონის კერპს შესწირა მსხვერპლი, მერე, იმავე დღეს, ხალხისთვის სანახაობა მოაწყო და მეფის ბრძანება გააცნო, რომელიც ქრისტიანობის აღსარებას კრძალავდა. ხუთდღიანი გართობისა და ნადირობის შემდეგ, მსხვერპლის შესაწირად არტემიდას ტაძარში შევიდა და იქ კერპები რომ ვერ ნახა, გაოცებულმა იკითხა, - სად არიანო.

გარემოცვიდან უპასუხეს, რომ არტემიდას ქანდაკება და სხვა კერპები ეპისკოპოსმა სისინიოსმა გაანადგურა, მღვდელ არტემონისა და ზოგიერთი ქრისტიანის დახმარებითო. და ახლა თავიანთ ეკლესიაში არიან შეკრებილნიო. პატრიკიოსი მაშინვე შეჯდა ცხენზე და შეიარაღებული ჯარისკაცების თანხლებით ქრისტიანების ეკლესიისკენ გაემართა, რათა ქრისტიანები დაეხოცათ, ხოლო სისინიოსი და არტემონი ასო-ასო აექნათ. მაგრამ, როგორც კი პატრიკიოსი ტაძარს ერთ სარბიელზე მიუახლოვდა, უეცრად ისეთმა საშინელმა კანკალმა აიტანა, რომ ცხენიდან ჩამოვარდა. კანკალი უზომო ცხელებამ შეცვალა და იძულებული გახდნენ პატრიკიოსი საკაცით პირველივე შემხვედრ სახლში შეიყვანეს. ღამე, სიკვდილის პირას მისულმა პატრიკიოსმა ყველაზე დაახლოებულ მსახურებს უთხრა:

- ქრისტიანებმა დამწყევლეს და მათი ღმერთი მტანჯავს.

მათ უპასუხეს:

- ძლიერი ღმერთები და ნათელი ქალღმერთი არტემიდა ჯანმრთელობას დაგიბრუნებენ.
საშინელი ტკივილებისგან გატანჯულმა პატრიკიოსმა ჯარისკაცებს უთხრა:

- წადით ქრისტიანთა ტაძარში და უთხარით ეპისკოპოსს სისინიოსს: ასე ამბობს მეფის ელჩი პატრიკიოსი: დიდია ქრისტიანთა ღმერთი! შეევედრე მას, რომ მძიმე სნეულებისგან გამათავისუფლოს; მაშინ ოქროსაგან შენს გამოსახულებას ჩამოვასხმევინებ და შუა ქალაქში დავდგავ.

- ჯარისკაცებმა სისინოსს პატრიკიოსის სიტყვა გადასცეს, მან პასუხად შემდეგი რამ დაავალა:

- შენი ოქრო შენთან იყოს; თუ ირწმუნებ ჩვენს უფალს იესო ქრისტეს, გამოჯანმრთელდები.

პატრიკიოსმა ეპისკოპოსთან მეორედ გააგზავნა ელჩები, რომელთაც უთხრეს:

- მწამს შენი ღმერთი, ოღონდ განვიკურნო.

ეპისკოპოსმა მისთვის ილოცა და პატრიკიოსი მაშინვე განიკურნა.

გამოჯანმრთელებიდან რამდენიმე დღეში პატრიკიოსი პალესტინის ქალაქ კესარიისკენ გაემართა. როცა ლაოდიკიას დაახლოებით სამ სარბიელზე დასცილდა, მას გზად წმინდა არტემონი შეხვდა, რომელიც ლოცვით მოდიოდა: მას უკან გარეული ცხოველები მოჰყვებოდნენ, რომლებიც ქრისტეს სახელის ხსენებით შეეპყრო - ორი ირემი და ექვსი გარეული ვირი. წმინდა არტემონს ისინი ეპისკოპოსს სისინიოსთან მიჰყავდა, რომელსაც ძალზე სურდა ბაღში გარეული ცხოველები ჰყოლოდა. პატრიკიოსმა ეტლი გააჩერებინა და ღვთის მონა არტემონს ჰკითხა:

- როგორ შეიპყრე ეს ცხოველები?

- მე ისინი ჩემი ქრისტეს სახელით შევიპყრე, - უპასუხა მან.

- მე ვფიქრობ, ბერიკაცო, რომ ქრისტიანი უნდა იყო, - კვლავ ჰკითხა პატრიკიოსმა.

რაზეც წმინდა არტემონმა უპასუხა:

- ყრმობიდანვე ქრისტიანი ვარ.

მაშინ პატრიკიოსმა ბრძანა წმინდანი შეეპყროთ, ორი ჯაჭვით შეეკრათ. შემდეგ ის ორ მეომარს გადასცა და უბრძანა, კესარიამდე წამოეყვანათ. რადგანაც თვითონ ვეღარ მიიყვანდა, წმინდანმა ცხოველებს უბრძანა სისინიოსთან წასულიყვნენ. ცხოველები შეუჩერებლად წავიდნენ და ეკლესიის ეზოს კარიბჭემდე მივიდნენ. ეპისკოპოსმა მეკარეს ჰკითხა:

- ეს ცხოველები საიდან მოვიდნენ?

ერთმა ირემმა, რომელსაც ღმერთმა მეტყველების უნარი მისცა, ადამიანის ხმით უპასუხა:

- მონა ღვთისა არტემონი შეიპყრო უწმინდურმა მეფის ელჩმა და ახლა შეკრული კესარიაში მიჰყავს; ჩვენ კი წმინდა არტემონმა შენთან გამოგვგზავნაო.

ეპისკოპოსი შეძრწუნდა, როცა ადამიანის ენით ამეტყველებული ირემი დაინახა და ამასთან ძალზე შეწუხდა, როცა არტემონის შეპყრობა შეიტყო. მოუხმო დიაკვან ფილეას და უთხრა:

- ახალი სასწაული მოხდა! აი იმ ცხოველებიდან ერთერთმა შენ რომ ხედავ, ირემმა, ადამიანის ხმით მამცნო, რომ მონა ღვთისა არტემონი უწმინდურმა პატრიკიოსმა შეიპყრო და ახლა კესარიაში მიჰყავთ; ვძრწი როცა ამეტყველებულ ირემსა ვხედავ და ვჯავრობ მასზე, რაც არტემონს შეემთხვა. აიღე სეფისკვერი და მსახურთან ერთად კესარიაში წადი, გამაგებინე, მართალია თუ არა, რაც ირემმა მითხრა.

დიაკვანმა აიღო სეფისკვერი, ილოცა და მსახურთან ერთად გზას გაუდგა. კესარიაში მართლაც ნახა საპყრობილეში დამწყვდეული არტემონი. მას უთხრა:

- მონაო ღვთისა მაღლისა და მწყემსო პირმეტყველ ცხოვართა. ჩვენ აქამდე არ ვიცოდით, თუ როგორ ჩავარდი ჯალათის ხელში, რომ არა ირემი, რომელმაც ამის შესახებ ეპისკოპოსს უთხრა. მან კი ირმის ნათქვამის სიმართლის შესამოწმებლად მე გამომგზავნა; ეპისკოპოსი ბევრს ჯავრობს შენზე.

წმინდა არტემონმა უპასუხა: - წადი, მონაო ღვთისა და აუწყე ჩემს მეუფეს, წმინდა ეპისკოპოსს, რომ ქრისტესთვის საწამებლად შემიპყრეს და საპყრობილეში ვზივარ; დაე ილოცოს ჩემთვის, რათა შევძლო ვძლიო ქრისტესმოძულე ჯალათის ხრიკებს და ამგვარად თანამოზიარე ვიქმნე ქრისტესი.

ეამბორნენ ერთმანეთს და დაცილდნენ: წმინდა არტემონი საპყრობილეში დარჩა, დიაკვანი კი უგან დაბრუნდა და მისი ნათქვამი ეპისკოპოსს გადასცა. ამ უკანსკნელმა აცრემლებულმა ილოცა და უფალს არტემონისთვის შეწევნა სთხოვა, მიეცი ძალა პატრიკიოსის სატანჯველებს გაუძლოს და წმინდანთა დასში შეირაცხოსო.

ერთხელ, როცა კესარიაში სანახაობა მოაწყო, პატრიკიოსმა ბრძანა მასთან წმინდა არტემონი მიეყვანათ. მან ჰკითხა წმინდანს:

- მითხარი ბერიკაცო, რა გქვია?

- მე ჩემი ქრისტე ღმერთის მონა მეწოდება და არტემონი მქვიან, - უპასუხა წმინდანმა.

- შენ დაამსხვრიე დიდი ქალღმერთის ქანდაკება? - ჰკითხა პატრიკიოსმა.

- სწორედ მე დავამსხვრიე, - მხნედ უპასუხა წმინდანმა.

- მითხარი, როგორ სძლიე ქალღმერთის ძალას და არ დაინდე მისი გამოსახულება? როგორ არ შეგეშინდა დასჯის: მან ხომ თავისი სიმშვიდით ჯერ სიცოცხლე არ წაგართვა, - კვლავ ჰკითხა პატრიკიოსმა.

- ვევედრები ჩემს ღმერთს, - უპასუხა წმინდანმა, და შენ და შენს სატანჯველებზეც გავიმარჯვებ, მით უმეტეს შემიძლია ვსძლიო მკვდარსა დ მუნჯ კერპებს.

პატრიკიოსმა უთხრა:

- შენი სახელი არტემონი როცა გავიგონე, ვიფიქრე, რომ ქალღმერთ არტემიდას მონა იყავი; ვფიქრობ, რომ სწორედ თავისი სეხნიაობის გამო შეგინარჩუნა სიცოცხლე.

წმინდა არტემონმა ამაზე შესძახა:

- უსჯულო, უწმინდურო, და გონაბადაბნელებულო ეშმაკის ნაშიერო, თუ ჩემი სახელის შესახებ გინდა შეიტყო, იცოდე, რომ ღმერთმა ჯერ კიდევ დედის მუცელში მიწოდა ეს სახელი.

პატრიკიოსი კი მის ჭკუის სწავლებას განაგრძობდა:

- შეიბრალე შენი სიბერე, ჭაღარა და მსხვერპლი შესწირე ამ ქალაქის უდიდეს ღმერთს ასკლეპიოსს (მკურნალობის ღვთაება).

რაზეც წმინდანმა უპასუხა:


- თექვსმეტი წელი ჩემი უფლის ეკლესიაში წიგნის მკითხველი ვიყავი, ოცდარვა წელი დიაკვანი გახლდით და წმინდა სახარებას ვკითხულობდი; ოცდაცამეტი წელი მღვდლის ხარისხი ვატარე და ადამიანებს ქრისტეს შეწევნით ცხონების გზაზე ვაყენებდი და ახლა გინდა მე შენ მოგბაძო და მსხვერპლი შევწირო უსულო კერპში დაბანაკებულ ეშმაკს? მაგრამ, მაინც მინდა შევხედო შენს ღმერთს და გამოვცადო მისი ძალა.

პატრიკიოსმა უთხრა:

- დიდ ძალას ფლობს ღმერთი ასკლეპიოსი, ვინც ლოცვით მისი ტაძრის კართან არ აკმევს, ის ვერ შეძლებს შიგნით შესვლას.

ასკლეპიოსის ტაძარში გველები ცხოვრობდნენ, რომელთათვისაც ქურუმებს წელიწადში ერთხელ ტკბილი საჭმელი მიჰქონდათ.

- წავიდეთ ასკლეპიოსის ტაძარში, - უთხრა წმინდა არტემონმა, თუ შიგნით შესვლის ნებას არ მომცემს, მაშინ ვუკმევ. და აი, წმინდა არტემონი პატრიკიოსისა და ხალხის თანხლებით ასკლეპიოსის ბომონს მიუახლოვდა. გველებმა, უფრო სწორად, მათში მყოფმა ბოროტმა სულებმა ვერ დაითმინეს წმინდანის მიახლოება, და ისეთი ხმაური ატეხეს, რომ ტაძარი ლერწამივით ირხეოდა. თავზარდაცემული ხალხი მიმოიფანტა. პატრიკიოსმა წმინდანს უთხრა:

- ნახე, რაოდენ ძლიერია ასკლეპიოსი, რომელიც კმევის გარეშე შიგნით არავის უშვებს.

- უბრძანე შენს ქურუმს, ტაძრის კარი გააღოს, რომ შიგნით შევიდე, - სთხოვა წმინდა არტემონმა პატრიკიოსს.

მან ერთ-ერთ ქურუმს, სახელად ვიტალის, ტაძრის კარის გაღება უბრძანა. ვიტალიმ პატრიკიოსს უთხრა:

- მოგახსენებ შენ, უბრწყინვალეს ხელისუფალს, რომ კმევისა და ლოცვის გარეშე ტაძარს ვერ გავაღებ, რამეთუ დიდად განრისხებულია ღმერთი ასკლეპიოსი.

მან საკმეველი აკმია, კარი გააღო და შეშინებული უკან გამოიქცა. შორსმდგარმა პატრიკიოსმა შესძახა:

- ბერიკაცო, თუ შეგიძლიან, მაშინ შედი!

წმინდა არტემონი მიუახლოვდა კარს, ზედ ჯვრის ნიში გამოსახა და უშიშრად შევიდა. გველები ერთ ადგილას გაქვავდნენ. წმინდა არტემონმა ღმერთს მიმართა და შეევედრა, რომ შეემუსრა გველების თავები, რათა განდიდებულიყო მისი წმინდა სახელი. ამის შემდეგ მან გველებს აუკრძალა ვინმესთვის ზიანის მიყენება და უბრძანა მას გაჰყოლოდნენ. წმინდანი გარეთ გამოვიდა. გარეთ გამოსული გველები რომ დაინახეს, პატრიკიოსი და ხალხი შეშინებულები გაიქცნენ. წმინდა არტემონმა მათ მიაძახა:

- სად გარბიხართ? შეჩერდით და მომხედეთ, ნახეთ თუ როგორ მოკვდებიან ეს გველები ჭეშმარიტი ღმერთის ძალით.

წმინდანმა გველებს შეჰბერა და თითქოს მეხი დაეცათო, ერთიანად დაიხოცნენ. წმინდა არტემონმა პატრიკიოსს უთხრა:

- ხედავ, როგორ დაიხოცნენ თქვენგან პატივმიგებული ღმერთები, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამისა და ღვთის ძალით. ხალხი და პატრიკიოსი შეშინებულნი უცქერდნენ დახოცილ გველებს, რომელთაგან ერთი ხუთი წყრთის სიგანის და ოცდახუთი წყრთის სიგრძის იყო. ქურუმმა ვიტალიმ ხმამაღლა წამოიძახა:

- დიდია ქრისტიანთა ღმერთი, და დიდი ძალა აქვს ამ კაცს, რომელმაც სულის შებერვით დახოცა ეს გველები!

შემდეგ კი წმინდანს მუხლებში ჩაუვარდა და უთხრა:

- უფლის მონავ, აღარ განგეშორები და გევედრები: გადამსახე ჯვარი შენი უფლის ძალით, რათა შენი სამწყსოს სრულყოფილი წევრი გავხდე; აქამდე შემცდარი ვიყავი, მწამდა კერპების და ამ გველების, და ახლა შევიცანი ჭეშმარიტი ღმერთი.

უბედური პატრიკიოსი კი ისე იყო სულით დაბრმავებული, რომ ამდენი სასწაულის ხილვის შემდეგაც არ უნდოდა ჭეშმარიტი ღმერთის შეცნობა. ის ფიქრობდა, რომ წმინდა არტემონმა გველები არა ღვთის ძალით, არამედ ჯადოქრობით მოკლა. ვეღარ დაითმინა სირცხვილი და გველების სიკვდილით რისხვით ავსებულმა ბრძანა წმინდა არტემონი კვლავ შეეპყროთ და მასთან სამსჯავროში მიეყვანათ. იქ მან რისხვით ჰკითხა წმინდანს:

- თუ არ გამიმხელ რა ძალით მოკალი ქალღმერთი არტემიდა და ნათელცისკროვანი აპოლონი, ასო-ასო აგჭრი.

- ქრისტეს ძალით, და ღვთისაგან გამოგზავნილი მთავარანგელოზი რაფაელის თანაშეწევნით მოვკალი თქვენი გველები, - უპასუხა წმინდა არტემონმა.

- განა შეიძლება ურიებისაგან ჯვარცმულს ამგვარი ძალა ჰქონდეს? - დაეჭვდა პატრიკიოსი.
წმინდანმა წამოიძახა:

- ბოროტებისგან გონებამიღებულო, მემკვიდრევ ჯოჯოხეთისა და ძველი გველისა, მე უკვე გითხარი და კიდევ გაგიმეორებ, რომ ჩემი უფლის ძალით მოვკალი შენი გველები.
გამძვინვარებულმა პატრიკიოსმა ბრძანა და გაშიშვლებული წმინდანი გავარვარებულ ტაფაზე დააწვინეს და სხეული ცხელი რკინის წნელებით დაუჩხვლიტეს, და ბასრი რკინით ასო-ასო აქნა დაუწყეს. ჯალათმა უთხრა წმინდანს:

- ხედავ, ურჩო ბებერო, როგორ იტანჯება შენი სხეული?

წმინდანმა შეწევნა და გაძლიერება უფალსა სთხოვა, რათა ბოლომდე დაეთმინა წამება. ლოცვის დროს მოირბინა ირემმა, რომელმაც ლაოდიკიაში ადამიანის ენით ეპისკოპოსს მიმართა, ახლა კესარიაში ჩამოსულიყო. ის შევიდა ხალხით სავსე მოედანზე, დაემხო წმინდანის ფეხებთან და ლოკვა დაუწყო, შემდეგ კი ღვთისაგან კვლავ ადამიანივით ამეტყველდა, დადგა პატრიკიოსის წინ და მიმართა:

- შეიცან, უწმინდურო, რომ ღვთისთვის შეუძლებელი არაფერია, მას შეუძლია მეტყველების უნარი პირუტყვს მიანიჭოს. იცოდე, მონა ღვთისა არტემონი მალე გათავისუფლდება სატანჯველისგან, ხოლო შენ ორი ფრინველი შეგიპყრობს და ადუღებულ ქვაბში ჩაგაგდებენ, რადგან ასე უმოწყალოდ აწამებ ღვთის კაცს, და უღალატე უფალს, რომელიც იწამე და ჭეშმარიტ ღმერთად აღიარე.

პირუტყვის ნათქვამიც ჯადოქრობად ჩათვალა პატრიკიოსმა და მეომრებს ირმის მოკვლა უბრძანა. ერთმა მათგანმა შუბი ესროლა ირემს, მან გადახტომა მოასწრო, ხოლო შუბი მუცელში მოხვდა პატრიკიოსის ახლობელს და იქვე მოკვდა. შეწუხებული პატრიკიოსი შინ წავიდა, ხოლო წმინდანი საპყრობილეში ჩააგდებინა.

მეორე დილით პატრიკიოსის ბრძანებით დიდი ქვაბით ფისი აადუღეს, რათა მასში თავდაყირა ჩაეგდოთ წმინდანი. პატრიკიოსს მოახსენეს ყველაფერი მზად არისო. ის ცხენზე შეჯდა და ქვაბისკენ წავიდა. ამ დროს ციდან არწივების სახით ჩამოეშვა ორი ანგელოზი, მათ აიტაცეს პატრიკიოსი და ადუღებულ ფისში ჩააგდეს, რომელიც ისე იყო გაცხელებული, რომ პატრიკიოსის ძვლებიც კი ჩაადნო. ჯარისკაცები და სეირის მაყურებელი ხალხი შეშინებულები მიმოიფანტნენ, ქვაბთან მიყვანილი წმინდა არტემონი კი მარტო დარჩა. მან მუხლნი მოიდრიკა და მადლობა შესწირა უფალს. იმ ადგილას, სადაც წმინდანი იდგა, მიწიდა წყარომ ამოხეთქა. წმინდანთან მივიდნენ ქურუმი ვიტალი და მრავალი სხვა და წმინდა არტემონის ხელთაგან მოინათლნენ.

იმავე ღამეს წმინდანს ხმა მოესმა, რომელმაც მას მოუწოდა წასულიყო ასიაში, ზღვის პირას მდებარე დაბა ვულში, სადაც ის ნახავდა, ვინმე ალექსანდრეს და დედამის პირონიას. მათთან ყოფნისას, მრავალს განკურნავდა როგორც ხორციელი, ისე სულიერი სნეულებისგან. დილით წმინდანის გარშემო ახალმოქცეულები შეიკრიბნენ, წმინდანმა ისინი უფლის სისხლსა და ხორცს აზიარა, დამოძღვრა, რომ ქრისტეს სიყვარულისთვის არ ეღალატათ და თვითონ ასიასკენ წასასვლელად გაემზადა. კესარიის ეპისკოპოსმა წმინდა არტემონის სასწაულების ადგილი მოინახულა და შემდეგ იქ ტაძარი ააგო. ნათელღებულთაგან მრავალს დაასხეს ხელი დიაკვნად და მღვდლად, ვიტალი კი პალესტინის ეპისკოპოსად დაადგინეს. ხოლო მღვდელმოწამე არტემონი ღვთის მოწოდებით ასიაში წავიდა საქადაგებლად, გზად უფლის ანგელოზმა აღიტაცა და სოფელ ვულში დასვა, სადაც მრავალი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. მალე წარმართებმა შეიპყრეს წმინდანი და თავი მოჰკვეთეს. ეს მოხდა დაახლოებით 303 წელს.

ხატის წყარო

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat