მღვდელმოწამე ზენონ ვერონელი (+დაახლ. 360) წარმოშობით ბერძენი იყო და სირიაში ცხოვრობდა. სიყრმეშივე ბერად აღკვეცილი წმინდანი მონასტრების მოლოცვის შემდეგ ვერონაში ჩავიდა.
სათნო ცხოვრებისათვის ვერონელებმა იგი ეპისკოპოსად აირჩიეს.
მაშინდელი იმპერატორები - კონსტანცი (353-361) და ვალენტი (364-378) მფარველობდნენ პირველი მსოფლიო კრების (325 წ.) მიერ დაგმობილ არიოზის ერესს. წმინდა ზენონმა მრავალი შევიწროება გადაიტანა ერეტიკოსების მხრიდან. ქადაგებებსა და ეპისტოლეებში წმინდა ეპისკოპოსი მტკიცედ იცავდა მართლმადიდებლურ სწავლებას. წმინდა ზენონმა დაწერა 16 ვრცელი და 77 მცირე სწავლება და დარიგება. გარდაიცვალა დაახლ. 360 წელს.
წმინდა გრიგოლ დიოლოღოსი (ხს. 12 მარტს) აღწერს სასწაულს, რომელიც წმინდა ზენონის ხსენების დღეს მოხდა 558 წელს: "ამას წინათ ტრიბუნმა იოანემ ერთ სასწაულზე მომითხრო. ეს ამბავი შეეტყო გრაფ პრონულფისგან, რომელიც მეფე ათალარისთან ერთად იყო იმ ადგილას, სადაც ეს საკვირველი მოვლენა მოხდა. ტრიბუნმა იოანემ, სახელდობრ ასეთი რამ მომითხრო: - დაახლოებით ხუთი წლის წინ მდინარე ტიბრი ადიდდა, ქალაქის კედლებს გადაუარა და დიდი ფართობი დაფარა. ქალაქ ვერონაშიც გადმოვიდა მდინარე ატაზი და წმინდა მღვდელმოწამე ზენონის ტაძრამდე მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ტაძრის კარი ღია იყო, წყალი ტაძარში არ შესულა, ნელ-ნელა მოიმატა, ეკლესიის სარტყლამდე ააღწია, რომელიც თითქმის სახურავის ქვეშ იყო. ამგვარად, წყალი კედელივით აღიმართა ეკლესიის კარის წინ და თითქოს გაქვავდა. ტაძარში ამ დროს ბევრი ხალხი იყო. წყალი ეკლესიას გარს ერტყა. გარეთ გამოსვლა შეუძლებელი გახდა. ტაძარში მყოფთ შიმშილით სიკვდილისა შეეშინდათ. მიდიოდნენ ეკლესიის კართან და დასალევად იღებდნენ წყალს, რომელიც შეჩერდა ეკლესიის ზღურბლთან, რათა ყველასთვის დაემოწმებინა სიწმინდე მოწამისა. წყალი მოსახმარად ვარგისი იყო, მაგრამ თითქოს იგი არც ყოფილიყო, ტაძარი არ დატბორილა"
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი