მცირე მისიის ზღვისპირა ქალაქ პარიონში ქრისტიანობის გავრცელებისთანავე დაარსდა ეპისკოპოსის კათედრა, რომელიც კიზიკიის მიტროპოლიტს ემორჩილებოდა.
პარიონის ეპისკოპოსებს შორის ირიცხებოდა წმინდა ბასილიც, რომელიც თავისი ღვთივსათნო ცხოვრებისთვის აირჩიეს მღვდელმთავრად. ხატმებრძოლობის ერესის გავრცელებისას, წმინდა ბასილიმ თავი გამოიჩინა, როგორც ქრისტეს ჭეშმარიტმა აღმსარებელმა: ის გაურბოდა ერეტიკოსებთან ყოველგვარ ურთიერთობას, მათ ნებას არ რთავდა მის ეპარქიაში ემოქმედათ. მიუხედავად ყველანაირი იძულებისა, მან ხელი არ მოაწერა ხატების განადგურების ბრძანებას. ასეთი მოშურნეობის გამო ის იძულებული გახდა დაეთმინა ერეტი-კოსების მხრიდან დევნა და შეურაცხყოფა. პავლე მოციქულის მსგავსად მრავალი შეჭირვება, შევიწროება დაითმინა, მუდმივად ერთი ადგილიდან მეორეში გადადიოდა. იგი ღვთისმოშიშებითა და გულმოდგინებით სიცოცხლის ბოლომდე წმინდად იცავდა მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატებს.
კონდაკი
საღმრთოთა ნათლითა განბრწყინდი, ნეტარო, და განანათლებ ყოველთა, რომელნი სურვილით აქებენ პატიოსანთა ღუაწლთა შენთა, მამაო მღვდელმოწამეო ბასილი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი