ქრისტეს ეს მარტვილნი დაახლოებით 379 წელს აკეფსიმეს, იოსებსა და აითალასთან (ხსენება 3 ნოემბერს) ერთად, სოზომენეს "ეკლესიის ისტორიის" თანახმად, იმ დროს ევნენ,
როდესაც სპარსთა ხელმწიფის, შაბურ მეორის დევნა დასასრულს უახლოვდებოდა.
შვიდი თვის მანძილზე იტანჯებოდნენ უბნელეს დილეგში, შემდეგ კი - უმაღლეს მსაჯულს, კურკაშიდს წარუდგინეს.
მარტვილნი უსასტიკესად ტანჯეს - ცხვირის ნესტოებში მდოგვში აღრეული ძმარი ჩაასხეს, უმოწყალო გვემის შემდგომ კი - გააშიშვლეს ცივ ღამეში და ძელებზე ჩამოკიდეს.
დილით გარდამოხსნეს და იმედოვნებდნენ - ეს მწარე ღამე გონს მოიყვანთო, მაგრამ მოწამენი კვლავ მტკიცედ უარობდნენ მზისა და ცეცხლისთვის მსხვერპლის შეწირვას.
მაშინ მსაჯულმა "სამართალი აღასრულა" და ურჩთ თავები წარჰკვეთა. ხოლო როდესაც ჯალათმა სისხლიანი მახვილის იმ წყაროში განიზრახა გაწმენდა, ქალაქ არბელას რომ ამარაგებდა წყლით, წყარო ადუღდა, მთელი თვე სისხლმდინარებდა, შემდეგ კი - საბოლოოდ ამოშრა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი