28 მარტს ეკლესია იხსენიებს VIII საუკუნის მოღვაწეს, პელიკიტის მონასტრის იღუმენს ილარიონ ახალს. ილარიონი ხატმებრძოლეობის ერესს შეეწირა.
იმ დროს ბიზანტიის იმპერიის საიმპერატორო ტახტი ტახმებრძოლ კონსტანტინე კოპრონიმოსს ეკავა. კონსტანტინეს ოცდათხუთმეტწლიანი (741-775 წწ.) მმართველობა ქრისტიანებისთვის საშინელ განსაცდელად იქცა; ბევრმა თავისი რწმენა მოწამებრივი სიკვდილით დაბეჭდა. ასეთი გახლდათ ილარიონ ახალიც. კონსტანტინემ თრაკისიონის ახალ სტრატეგოსად ხატმებრძოლი მიქაელ ლახანოდრაკონი დანიშნა. ლახანოდრაკონმა ხატთაყვანისმცემელთა სასტიკი დევნა დაიწყო. მას ბერმონაზვნობის აღმოფხვრა სურდა. 754 წელს დიდ ხუთშაბათს მიქაელ ლახანოდრაკონი პელიკიტის მონასტერს თავს დაესხა. ლიტურგიისას შეიჭრა ტაძარში, შეაწყვეტინა მსახურება, წმინდა ძღვენი მიწაზე დაყარა, 42 ბერი შეიპყრო, ეფესოში გაგზავნა და დაახრჩობინა. დარჩენილი ბერმონაზვნები სასტიკად ცემეს, წვერები ცეცხლით შეუტრუსეს, ზოგიერთი კი ცხვირისა და ყურების მოჭრით დაასახიჩრეს. ამ თავდასხმის დროს ხატთა თაყვანისცემისათვის მოწამებრივად აღესრულა ღირსი ილარიონი.
წმინდა ილარიონ ახალი თურმე სიყრმიდან უფალს ემსახურებოდა და მრავალი წელი დაყუდებულად ცხოვრობდა. უბიწოებისა და სიწმინდისათვის ჯერ ხუცესად აკურთხეს, შემდეგ კი პელიკიტის მონასტრის იღუმენად (დარდანელის სრუტესთან). ღირსი ილარიონი უფლისაგან წინასწარჭვრეტისა და სასწაულმოქმედების ნიჭით დაჯილდოვდა. მისი ლოცვით გვალვაში წვიმა მოდიოდა, ყანას საქონელი არ ეკარებოდა, მეთევზურთა ბადეები თევზით ივსებოდა. გარდა ამისა, იგი ავადმყოფებს კურნავდა და ბოროტ სულებს განასხმიდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი