მღვდელმოწამე ბასილი ანკვირიელი (+362) - 22 მარტი (04 აპრილი)
მღვდელმოწამე ბასილი ანკვირიელი (+362) - 22 მარტი (04 აპრილი)
მღვდელმოწამე ბასილი ანკვირიელი ხუცესი, მოღვაწეობდა ანკვირიაში (ანკარა) IV საუკუნეში. მისი ხსენების დღეებია 22 მარტი. მისი მოღვაწეობის შესახებ ცნობები შემოინახა მეტაფრასულმა თხზულებამ "ღუაწლი წმიდისა და დიდებულისა მღვდელმოწამისა ბასილისი".

მეტაფრასი გვამცნობს, რომ ბასილი იყო კაცი, რომელიც ყოველ ადამიანს ქრისტეს ჭეშმარიტ სარწმუნოებას შეაგონებდა და "საეშმაკოსა გზიდან მოაქცევდა". მას მძიმე დროში მოუხდა მოღვაწეობა, რადგან გამრავლდნენ ქრისტიანობის წინააღმდეგ მებრძოლნი. წარმართები და არიანელები ერთდროულად უტევდნენ მართლმადიდებლურ რწმენას. მღვდელი ბასილი დადიოდა მთელ ქალაქში და ცდილობდა, განემტკიცებინა მოქალაქეთა რწმენა, რომ მათ ჰქონოდათ "სისრულე სარწმუნოებისა" და ამგვარად აეცილებინა მათთვის ბოროტი სატანჯველი. ბასილი პრესვიტერი ებრძოდა წარმართებს, ხოლო, მეორე მხრივ, ებრძოდა იმ ქრისტიანებსაც, რომლებიც ნიკეის საეკლესიო კრების დოგმატებს არ იზიარებდნენ.

მეტაფრასული ცხოვრებიდან ვიგებთ, რომ ბასილი ხუცესმა შეაფერხა კონსტანტინოპოლის კრებაზე ვინმე ევდოქსიოსი, მაკარი და ევგენი (იყო ამ სამი კაცის "დამაყენებელი", ანუ შემაჩერებელი, შემაფერხებელი, "დამმორჩილებელი", ხელის შემშლელი). უფლის მოყვარულმა მორწმუნემ ასევე დიდი წინააღმდეგობა გაუწია პალესტინის კრებაზე თავმოყრილ ორას ოცდაათ ეპისკოპოსს. მკვლევართა აზრით, კონსტანტინოპოლისა და პალესტინის კრებებში უნდა იგულისხმებოდეს 335-336 წლებში გამართული კრებები და შეკრებები, რომლებზეც ერთმანეთს მკვეთრად დაუპირისპირდნენ მართლმადიდებლები და არიანელები, გამარჯვება კი ამ უკანასკნელთ დარჩათ.

განსაკუთრებით გაძლიერდა ქრისტიანთა დევნა იულიანე განდგომილის დროს. იულიანემ საიმპერატორო ტახტზე ასვლისთანავე მთავარ მიზნად დაისახა ქრისტიანობის დამხობა და წარმართობის აღდგენა, რისთვისაც დაუყოვნებლივ გამოაცხადა თავი ბერძენთა და რომაელთა ღმერთების თაყვანისმცემლად და ბრძანა, ყველა ქალაქში წარმართული ბომონები დაედგათ; სადაც ისინი ქრისტიანებმა დაანგრიეს, ამ უკანასკნელთა ხარჯზე ახალი აეგოთ. იულიანე თავადაც გულმოდგინედ მონაწილეობდა ყველა წარმართულ ზეიმში და ამბობდა, რომ მისთვის უმაღლესი ქურუმის წოდება იმპერატორის ტიტულზე უფრო საპატიო და ძვირფასი იყო. მიუხედავად განსწავლულობისა და ცოდნისა, უკიდურესად ცრუმორწმუნე იულიანეს სჯეროდა ყველანაირი შელოცვებისა და მისნობისა, საკუთარი ბედისწერის გამოცნობას სამსხვერპლო ცხოველების შიგნეულობაზე მკითხაობით ცდილობდა, უდიდეს პატივად მიიჩნევდა წარმართულ ცერემონიალში მონაწილეობას, თავისი ხელით კლავდა მსხვერპლს, მიჰქონდა შეშა, აჩაღებდა ცეცხლს... ღამით დგებოდა კერპების წინაშე სალოცავად, დღეს იწყებდა მსხვერპლშეწირვით მზის პატივსაცემად; განაახლა ძველი, თითქმის მივიწყებული რიტუალები, თანაბარ პატივს მიაგებდა ბერძენთა, რომაელთა და აღმოსავლეთის ხალხთა ღმერთებს. საიმპერატორო სასახლე და ბაღები მათი ქანდაკებებით გაავსო. პალატები წარმართულ სამსხვერპლოებს მოგაგონებდათ - ყველგან ხრჩოლავდა გუნდრუკი. იგებოდა ახალ-ახალი სამსხვერპლოები, აღესრულებოდა მდიდრული მსხვერპლშეწირვები...

ანკვირიაში ბასილი ღმერთს ადიდებდა და შესთხოვდა ბნელის განქარვებას. ერთხელ ის გაკიცხა "ეშმაკთა მსახურების" ერთ-ერთმა აღმსრულებელმა მაკარი შევლდომილმა, რომელმაც საკადრისი პასუხი მიიღო მართლმორწმუნისაგან. უსჯულოებმა შერისხული ბასილი მიჰგვარეს მთავარ სატორნინეს, რომელმაც სცადა მისი გადაბირება, მაგრამ ამაოდ. ბასილის პოზიციით შეშფოთებულმა მთავარმა ბრძანა, ეწამებინათ ხუცესი. ბასილი ღმერთს მადლობდა, მას ხომ ამ გვემისა და წამების წყალობით შეეძლო ეხილა აღთქმული სამკვიდრებელი. როდესაც წამებით ვერას გახდნენ, სატორნინეს ბრძანებით, მოწამე საპყრობილეში ჩააგდეს. საპყრობილეში მიყვანისას ბასილის შეხვდა ვინმე ფელიქსი, რომელმაც ხუცესს ურჩია თვითმპყრობელისა და ღმერთების ერთგულება, მაგრამ ვერც მან აცთუნა მარტვილი. მთავარმა მეფე იულიანეს აცნობა ბასილის შესახებ. მან კი ბასილის გადასაბირებლად გაგზავნა თავისი თანამოაზრენი, ელპიდი და პიღასიოსი. მათ ნიკომიდიიდან წაიყვანეს მღვდელი ასკლიპიონი და მიაშურეს ანკვირიას, სადაც შეიტყვეს, რომ დაპატიმრებული ხუცესი დილეგში დღე და ღამე გალობით ღმერთს ადიდებდა. მეორე დილით პიღასიოსი დილეგში მივიდა ბასილისთან, მაგრამ მან ამხილა პიღასიოსი, რომელსაც განეგდო ღვთის ნათელი და იმჟამად წარმართებს ემსახურებოდა, თან ღმერთს კვლავ შესთხოვა მფარველობა და შემწეობა ბოროტებასთან ბრძოლაში. მეფის მოციქულებისთვის აშკარა გახდა ბასილის შეუვალობა, სამაგიეროდ, მთავარმა სატორნინემ, მეფის დამქაშთა მომადლიერების მსურველმა, მოინდომა მისი მკაცრად დასჯა. ბასილი მოაყვანინეს. მოწამემ პირჯვარი გადაისახა და სატორნინეს მიმართა, ემოქმედა სურვილისამებრ. მან კი ბრძანა, რომ ხეზე დაეკიდათ და მაგრად გაეშოლტათ, რომ ტკივილებს გაეტეხა მისი სიმტკიცე. წმინდა ბასილი არც ამ სასჯელს შეშინებია. უმოწყალოდ ნაწამებ ხუცესს სატორნინეს ბრძანებით, მძიმე ჯაჭვი დაადეს და დილეგში ჩააგდეს.

ამ დროს ანტიოქიაში მიმავალმა იმპერატორმა იულიანემ ანკვირიაში შეიარა. ელპიდიმ აუწყა მას ბასილის შესახებ. იულიანემ ბრძანა ურჩი ქრისტიანის მიყვანა. იმპერატორის წინაშე წარმდგარმა ბასილიმ დაუფა-რავად ამცნო მას თავისი პირუთვნელი დამოკიდებულება და "სალმობიერი სიკუდილი" უწინასწარმეტყველა. თავდაპირველად იმპერატორს სურდა პრესვიტერის გათავისუფლება, მაგრამ ამგვარი წინასწარმეტყველებით განრისხებულმა ბრძანა შვიდი საშოლტე ტყავის გაძრობა.

ბრძანების აღსრულების შემდეგ წამებულმა ითხოვა იულიანეს ნახვა. მეფე დათანხმდა მასთან შეხვედრას - ეგონა, ბასილი გონს მოეგოო, მაგრამ მისგან კვლავ მოისმინა ყრუ, უსიტყვო და "მორწუნეთა ჯოჯოხეთში" ჩამყვანებელი კერპების აუგი. განრისხებულმა იულიანემ ბრძანა, კვლავ ეწამებინათ ხუცესი. ბასილი ლოცვით იქარვებდა ფიზიკურ ტკივილებს. როდესაც მოსაღამოვდა, მარტვილი წაიყვანეს დილეგში. იმპერატორმა დატოვა ანკვირია და დაიბარა, მანამ ეტანჯათ ბასილი, სანამ კერპებს არ იწამებდა, წინააღმდეგობის შემთხვევაში, სიკვდილით დაესაჯათ. ასეც მოხდა, გაშოლტვის შემდეგ დადაღეს გახურებული შანთებით. ასეთი საშინელი წამით წარდგა უფლის წინაშე ხუცესი ბასილი, დაიმკვიდრა სამუდამო სასუფეველი და შეიმკო მღვდელმოწამის გვირგვინით.

წმინდა ბასილი ანკვირელის წინასწარმეტყველება იმპერატორ იულიანეს სიკვდილზე, ძალიან მალე ახდა. იულიანე ანტიოქიიდან სპარსელებთან სალაშქროდ გაემართა. გზად მოინახულა ცნობილი წარმართული ბომონები, გულმოდგინედ აღასრულა მსხვერპლშეწირვები და კერპებს მომავლის წინასწარმეტყველება სთხოვა. ყველგან უხვად არიგებდა შესაწირს დანგრეული წარმართული ბომონების აღსადგენად და დაბრუნებისას მათ საზეიმოდ გახსნას ჰპირდებოდა. სპარსელებზე პირველი გამარჯვებებით შეგულიანებულმა ევფრატი გადალახა და უკან დარჩენილი თავისი ფლოტი დაწვა. გადმოცემის თანახმად, იგი სასიკვდილოდ დაჭრა მტრის ნატყორცნმა ისარმა. იგრძნო რა სიკვდილის მოახლოება, ჭრილობიდან გადმონადენი სისხლი პეშვში მოაგროვა, ჰაერში მოისროლა და შესძახა: "შენ გაიმარჯვე, გალილეველო!" და გარდაიცვალა. ეს მოხდა 363 წელს.

მღვდელმოწამე ბასილი ანკვირის ეკლესიის ხუცის კონდაკი

ცხორებაი სჯულიერი აღასრულე და სარწმუნოებაი დაიმარხე, მღვდელმოწამეო ბასილი; ამისთვისცა წამებისა გვირგვინსა ღირს-იქმენ და გამოსჩნდი ეკლესიისა სუეტად შეურყეველად, ძე მამისა თანა დაუსაბამოდ, და სული აღიარე სამებით განუყოფელად, რომელსა ევედრე, რაითა გვიხსნეს განსაცდელთაგან პატივისმცემელნი შენნი, რაითა გიღაღადებდეთ: გიხაროდენ, ბასილი ღმრთივგანბრძნობილო.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
შობიდან მერვე დღეს, მოსეს რჯულის მიხედვით, ღვთიურ ყრმაზე წინადაცვეთის წესი აღასრულეს და, როგორც ღვთის მიერ იყო ნაუწყები, სახელად იესო უწოდეს.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat