წმინდა მღვდელმოწამე პიონიოსი - სმირნელი ხუცი და სხვა მასთან წამებულნი (+250) - 11 (24) მარტი
წმინდა მღვდელმოწამე პიონიოსი - სმირნელი ხუცი და სხვა მასთან წამებულნი (+250) - 11 (24) მარტი
იმპერატორ დეციუსის მიერ ქრისტიანების დევნის დროს 250 წლის 26 თებერვალს ქალაქ სმირნაში წმინდა პოლიკარპე სმირნელის ხსენების დღეს აღნიშნავდნენ. სმირნელმა ხუცესმა პიონიოსმა წინა დღეს შეიტყო, რომ მათ დააპატიმრებდნენ, ამიტომაც ქრისტიანებთან - საბინასა და ასკლიპიადესთან ერთად მარხვა შეინახა, კისერზე მოქსოვილი ჯაჭვები დაიდეს, და სახლში ელოდებოდნენ ქრისტეს მოძულეებს.

წმინდა პოლიკარპეს ხსენების დღეს ლოცვის შემდეგ მცირეოდენი პური და წყალი იხმიეს, ამ დროს მათთან პოლემონი მოვიდა მეომრებთან ერთად, ეს კაცი წარმართული ტაძრის ქურუმი იყო. ის ქრისტიანებს ეძებდა, რათა ისინი კერპებთან მსხვერპლის შესაწირად წაეთრია. მან წმინდა პიონიოსს მიმართა:

- იცით, რომ მეფე ღმერთებისადმი მსხვერპლის შეწირვას გიბრძანებთ?

პიონიოსმა უპასუხა:

- ჩვენ ჩვენი ღმერთის მცნებები ვიცით, რომელიც მხოლოდ მის თაყვანისცემას გვიბრძანებს.

წმინდა საბინამ და ასკლიპიადემაც უპასუხეს:

- ჩვენ მხოლოდ ცოცხალ ღმერთს დავემორჩილებითო.

წმინდანები კისერზე ჯაჭვდადებულნი პოლემონს გაჰყვნენ, მათ უკან ბევრი სეირის მოყვარული გაჰყვა. პოლემონმა ისინი ქალაქის თავების შეკრებაზე მიიყვანა, იქვე უამრავი ელინი და ურია შეკრებილიყო. წმინდანები შუაში ჩაიყენეს და პოლემონმა უთხრა:

- პიონიოსს, სხვებსავით დაემორჩილე მეფის ბრძანებას, თორემ სასტიკად გაწამებთო.

მაშინ წმინდა პიონიოსმა განართხა ხელები და ნათელი სახით ელინებს და ურიებს, ვრცელი და ხატოვანი თავდასაცავი სიტყვით მიმართა.

როცა წმინდა პიონიოსი ამ სიტყვას ამბობდა, პოლემონი და ხალხი მდუმარედ უსმენდნენ. მერე კი ზოგიერთმა მათგანმა პოლემონთან ერთად ვედრება დაუწყო:

- გვისმინე, პიონიოს, ჩვენ გვიყვარხარ კეთილი ზნის გამო და გვინდა, ცოცხალი გადარჩე: არადა, მართლაც რა კარგია მზის სინათლის ცქერა.

წმინდანმა უპასუხა:

- მეც ვფიქრობ, რომ ეს მიწიერი ცხოვრება სასიამოვნოა, მაგრამ აღმატებულად სასიამოვნოა ის ცხოვრება, რომელიც ჩვენ, ქრისტიანებს გვსურს; ეს სინათლე სასიამოვნოა, ვაღიარებ ამას, მაგრამ უფრო სასიხარულოა და სასიამოვნოა ნათელი ჭეშმარიტი, რომლის ხილვის იმედიც გვაქვს. ველაფერი, რასაც ხორციელი თვალებით ვხედავთ, სასიამოვნოა; ჩვენ არ განვიკითხავთ, და არ გვძულს ღვთის ქმნილება; მაგრამ, არის სხვაც, უხილავი, რომელიც ჭეშმარიტად მშვენიერია და ყველა ხილულზე მაღლა ვაყენებთ.

ერთმა მკრეხელმა, მზაკვარმა კაცმა, სახელად ალექსან¬დრემ, მიმართა:

- მისმინე პიონიოს...

- ჯობია, შენ მომისმინო, რადგან ყველაფერი ვიცი, რაც შენ იცი და რაც არ იცი, ისიც ვიცი.

ალექსანდრემ წმინდანს ლანძღვა დაუწყო და ჰკითხა:

- ეს ჯაჭვები რაღად გადევს?

- რათა არ იფიქროთ, რომ თქვენი კერპების თაყვანისაცემად მივდიოდეთ. დარწმუნებით უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ საპყრობილეში მივდივართ, რათა ჩვენი ღმერთისთვის მოვკვდეთ.

ალექსანდრე დიდხანს ცდილობდა წმინდანის ცდუნებას, ბოლოს მოთმინებადაკარგულმა თქვა:

- ამდენს რატომ ველაპარაკებით, როცა სიცოცხლე აღარ უნდათ.

ხალხს სურდა, პიონიოსი გამოსაჩენ ადგილზე დაეყენებინათ, რომ ყველას გაეგონა მისი ნათქვამი; მაგრამ პოლემონმა ამის ნება არ მისცა, შეშინდა, ამას ხალხში არეულობა არ გამოეწვია.

- თუ მსხვერპლის შეწირვა არ გინდა, ტაძარში შედი მაინც, - უთხრა ქურუმმა.

- კერპებს ამით რა შეემატება, თუ მათთან მივალ, - უარი უთხრა წმინდანმა.

- დათანხმდი, პიონიოს, - გაუმეორა პოლემონმა.

- ეჰ, ნეტავ შემეძლოს თქვენი ქრისტიანად მოქცევა, - დანანებით თქვა წმინდანმა.

მათ გაეცინათ და უთხრეს:

- არა, გეთაყვა, ისე ნუ გააკეთებ, რომ ცოცხლად ცეცხლში ვიწვოდეთ.

წმინდანმა კი უთხრა:

- უფრო უარესია, სიკვდილის შემდეგ საუკუნო ცეცხლში იწვოდე.

ნეტარ საბინას გაეღიმა. პოლემონმა ჰკითხა:

- შენ რაღა გაცინებს?

წმინდანმა უპასუხა:

- მიხარია, რომ ქრისტიანი ვარ, რადგან ვინც ქრისტეს რწმენაში მტკიცე იქნება, ის საუკუნოდ გაიხარებს.

- შენ მაშინ გაიცინე, როცა ის შეგემთხვევა, რაც არ გინდა; ქალები, რომლებიც კერპებს თაყვანს არ სცემენ, გარყვნილების სახლებში მიჰყავათ.

მან უპასუხა:

- წმინდა ღმერთი იზრუნებს ჩემზე.

ამის მერე წმინდანების სახელები და დაკითხვის ოქმი ჩაიწერეს. როცა წმინდა საბინას სახელი უნდა ჩაეწერათ, წმინდა პიონიოსმა ჩუმად უთხრა, - თქვი, რომ თეოდოტია გქვიაო. ასე იმიტომ მოიქცა, რომ საბინას საქციელი მის ქალბატონს არ შეეტყო. საქმე ისაა, რომ წმინდა საბინა ერთი მდიდარი ბერძენი ქალის მონა იყო, რომელმაც რამდენიმე წლით ადრე, გორდიანეს მეფობისას, ნეტარი საბინას ქრისტეს რწმენისგან განყენება სცადა, როცა არაფერი გამოუვიდა, ხელებშეკრული მთებში გააგდო, სადაც ჩუმად ჰკვებავდნენ მორწმუნეები, შემდეგ პიონიოსის ძალისხმევით ბორკილებისგან და იმ ქალის კლანჭებისგან დაიხსნეს.
ამიტომაც ეშინოდა, რომ ქალბატონს საბინას ამბავი არ შეეტყო და კვლავ თავისთან არ წაეყვანა. ამიტომაც პოლემონს უპასუხა:

- თეოდოტია მქვია.

- ქრისტიანი ხარ? - ჰკითხა პოლემონმა.

- დიახ, ქრისტიანი ვარ.

- რომელ ღმერთს ეთაყვანები?

- ყოვლადძლიერ ღმერთს ვეთაყვანები, - მიუგო წმინდა საბინამ, - რომელმაც შექმნა ცა და ქვეყანა; რომელიც ჩვენ მისი სიტყვის, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ შევიცანით, რომელიც ქალწული მარიამისაგან განკაცდა.

წმინდანების სახელები ჩაიწერეს და საპყრობილეში წაიყვანეს, უკან ხალხი მიჰყვებოდა. ზოგი იძახდა, - უნდა ვაწამოთ, თუ ღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვა არ უნდათო.

- მერე ვინ გიშლით, მეომრები ჩვენ არ გვიცავენ, თქვენს ხელში ვართ და გვაწამეთ, - უპასუხა მათ წმინდა პიონიოსმა.

ვიღაცამ ასკლიპიადეზე მიუთითა, - მაგან ღმერთებს მსხვერპლი შესწირაო.

- ცრუობთ, - უპასუხა წმინდა პიონიოსმა, - არც ერთი ჩვენგანი მაგას არ გააკეთებს.

ზოგი ქრისტესგან განდგომილების სახელებით იხსენებდნენ და ამბობდნენ, ამათ მსხვერპლი შესწირეს და შენ არ გინდა შესწიროო. რაზეც წმინდანმა უპასუხა:

- ყველას თავის ნება აქვს, სხვებთან რა მესაქმება. მე პიონიოსი ვარ.

ხალხი ისე გაბრაზდა, კინაღამ საპყრობილეში მიყვანამდე ჩაქოლეს წმინდანები. ციხეში მათ სხვა ქრისტეს აღმსარებლები დახვდნენ: წმინდა ლინა, საკათედრო ტაძრის მღვდელი და მაკედონია, ქრისტიანი დედაკაცი სოფელ კარინიდან. მათთან მორწმუნეები მიდიოდნენ და საჭირო ნი¬ვთები მიჰქონდათ, წმინდანები მათ არ იღებდნენ და ციხის დარაჯებს ურიგებდნენ. წმინდანებთან ზოგიერთი ელინი მიდიოდა, რომ ისინი ქრისტესგან განეყენებინათ, მაგრამ მათი სიმტკიცით გაოცებულები მიდიოდნენ. წმინდანებთან ის ყოფილი ქრისტიანებიც შედიოდნენ, რომლებმაც ტანჯვის შიშით კერპებს მსხვერპლი შესწირეს. ისინი დილიდან დაბინდებამდე იდგნენ საპყრობილეში წმინდანების წინ და მწარედ დაიტირებდნენ თავიანთ დაცემას. ტიროდა წმინდა პიონიოსიც და ტუქსავდა მათ, და თან გაამხნევებდა, რომ სასო არ წარეკვეთათ და კვლავ გულით მოქცეულიყვნენ ქრისტესკენ, რომელიც მოწყალეა და სიხარულით მიიღებს მასთან სინანულით მისულებს.

ისინი ბევრს ტიროდნენ და ბოლოს კვლავ ქრისტეს უბრუნდებოდნენ.

ამის შემდეგ საპყრობილეში პოლემონი, მაგისტრატი თეოფილე მოვიდა ჯარითა და ხალხით და წმინდანებს უთხრა:

- თქვენმა ეპისკოპოსმა ევქტიმონმა ღმერთებს მსხვერპლი შესწირა; დაგვიჯერეთ და თქვენც ასე მოიქეცით, თუ არადა, ქურუმი ლეპიდონი და ევქტიმონი განგსჯიან ღმერთების ტაძარში.

წმინდანმა უპასუხა:

- თუ ეპისკოპოსმა ევქტიმონმა მსხვერპლი შესწირა კერპებს, ეს მისი ნებაა, ჩვენ რა გვესაქმება. განსჯით კი ანტვიპატმა (მხარის მმართველი) უნდა განგვსაჯოს და არა სხვებმა. თქვენ ანტვიპატს არ უცდით და ძალაუფლებას ხელში იღებთ?

მოსულებმა ბოღმა წმინდანებზე გადმოანთხიეს და წავიდნენ, მერე კი დაბრუნდნენ და უთხრეს:

- ანტვიპატის ბრძანებით ეფესოში უნდა წაგიყვანოთ განსასჯელად.

- დაე ანტვიპატის გამოგზავნილმა კაცმა წაგვიყვანოს, - უპასუხა წმინდა პიონიოსმა.

თეოფილე მაგისტროსი გაბრაზდა, - როგორ არ მიჯერებო და წმინდანს კისერზე თოკი გადააცვა და ჯარისკაცებს უბრძანა ყველანი კერპებთან წაეყვანათ.

წმინდანებს არ უნდოდათ წასვლა, მაგრამ ჯარისკაცებმა ძალით, ცემა-ტყეპით მიიყვანეს ბომონთან, სადაც მოღალატე ეპისკოპოსი ევქტიმონი კერპებს მსხვერპლს სწირავდა.

- რატომ არ სწირავ, პიონიოს, ღმერთებს მსხვერპლს?

- იმიტომ, რომ ქრისტიანები ვართ.

- რომელ ღმერთს სცემთ თაყვანს?

- ყოვლისშემძლე ღმერთს, რომელმაც ყოველივე შექმნა.

- მაშ ჯვარს ვინ აცვეს, - ჰკითხა ლეპოდონმა.

- ის აცვეს ჯვარს, ვინც მამა ღმერთმა გამოგზავნა სოფლის ცხონებისათვის, - უპასუხა წმინდანმა.

თავადმა გაიცინა, მერე ბრძანა, წმინდანებისთვის თავზე გვირგვინები დაედგათ, რომელთაც მსხვერპლშეწირვის დროს იდგამდნენ თავზე. ასევე, წმინდანებს ნაკერპავი ხორცის შეჭმას აიძულებდნენ. წმინდანებმა გვირგვინები მიწაზე დაყარეს და დაამსხვრიეს, ხოლო ბომონს შეაფურთხეს. წარმართებმა ყვირილით და ცემით წაიყვანეს ისინი საპყრობილეში.

შემდეგ უკვე ანტვიპატი კვინტილიანე მოვიდა სმირნაში, დაჯდა სამსჯავროში და დასაკითხად წმინდა პიონიოსი მოაყვანინა. როცა მიხვდა, წმინდანი არ დაემორჩილებოდა, ბრძანა, წმინდა პიონიოსი გაეშიშვლებინათ, ჩამოეკიდათ და მისი სხეული რკინის კავებით გაერანდათ.

აწამებდნენ წმინდანს და ეუბნებოდნენ:

- რაო, სიკვდილისკენ ისწრაფვი?

- არა სიკვდილისკენ, არამედ საუკუნო სიცოცხლისკენ.

ამის შემდეგ წმინდანს სიკვდილი მიუსაჯეს და განაჩენი წაუკითხეს:

- პიონიოსი, რომელმაც თავი ქრისტიანად აღიარა, ვბრძანებ, ჯვარს ეცვას და ცოცხლად დაიწვას.

მიიყვანეს დასჯის ადგილას, წმინდანმა სამოსი თვითონვე გაიხადა, შეხედა თავის სხეულს და გახარებულმა მადლობა შესწირა უფალს, რომ სიცოცხლის ბოლომდე უმწიკვლოდ შეინახა მისი ხორციელი სიწმინდე. მიწაზე ჯვრის მსგავსი ხე იდო, რომელზეც ის უნდა გაეკრათ. წმინდანი დაწვა ხეზე და ხელები განართხო. ჯარისკაცებმა ხეზე მიალურსმეს და უთხრეს:

- დაგვიჯერე, პიონიოს, დაემორჩილე მეფის ბრძანებას, მაშინ ჩვენ ლურსმნებს ამოგაძრობთ და ექიმები გამოგაჯანმრთელებენ.

წმინდანმა უპასუხა:

- მინდა მივიძინო, რათა უკეთესი აღვდგე საყოველთაო აღდგომისას.

წმინდანი მიალურსმეს, ხე წამოწიეს და მყარად ჩაარჭეს მიწაში. გარშემო შეშა შემოუწყეს და ცეცხლი შეუნთეს. ცეცხლმა მოიცვა წმინდანი. მან თვალები დახუჭა, ღმერთს ევედრებოდა და არ დაიწვა. უცქერდნენ მას თვალებდახუჭულს და იფიქრეს, მოკვდაო. საკმაო ხნის მერე, როცა ცეცხლი მინელდა, წმინდანი მორჩა მდუმარე ლოცვას და თვალები გაახილა. მხიარული სახით წარმოთქვა: "ამინ!" და შემდეგ ღმერთს შესთხოვა: "უფალო, მიიღე ჩემი სული" და ამ სიტყვების წარმოთქმის მერე გარდაიცვალა.

ცეცხლი ჩაქრა და აღმოჩნდა, რომ წმინდანს თმაც კი არ შეტრუსოდა. ნათელი სახე ღვთაებრივი მადლისგან უბრწყინავდა, ეს იყო ნიშანი მისი წმინდა სულის სიხარულისა, რომელიც შევიდა ზეციურ სიხარულში და ქრისტემ მას თავზე გვირგვინი დაადგა.

ეს მოხდა იმპერატორ დეციუსის მმართველობის ჟამს.

წმინდა პიონიოსთან შეპყრობილმა ქრისტიანებმაც მოწამეობით დაასრულეს თავიანთი ღვაწლი.

ხატის წყარო

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat