წმინდა ღირსმოწამე კონონი და ძე მისი, კონონი (+270-275 წლები) - 6 (19) მარტი
წმინდა ღირსმოწამე კონონი და ძე მისი, კონონი (+270-275 წლები) - 6 (19) მარტი
წმინდა ღირსმოწამე კონონი მცირე აზიაში, იკონიაში უსჯულო აურელიანეს ზეობისას ცხოვრობდა. მეუღლეც ისეთივე ღვთისმოშიში ჰყავდა, როგორიც - თავად იყო და მიწიერზე უმეტეს ზეციურს ესწრაფვოდნენ.

ცოლ-ქმარს შვილი მრავალი წლის მანძილზე არ ჰყავდათ და უფალს მხურვალედ შესთხოვდნენ, მემკვიდრე ეჩუქებინა.

ზეცამ ისმინა ამ ზნეკეთილი წყვილის ვედრება და ვაჟი მისცა, თუმცა, ქალი მშობიარობას გადაჰყვა.

დაქვრივებული კონონი განუწყვეტელ ლოცვას მიეცა, ხოლო როდესაც ვაჟიშვილს, მასაც სახელად კონონს, შვიდი წელი შეუსრულდა, მთელი ქონება გლახაკთ დაურიგა და შვილითურთ მონასტერში განმარტოვდა.

მისი გული და გონება ლოცვით სუნთქავდა. გარკვეული ხნის შემდეგ სულიერად ისე წარემატა, ღვთისგან სნეულთა კურნების მადლი მიიღო, - ეშმაკთ განასხამდა, ბრმებს თვალისჩინს უბრუნებდა, ხეიბართ - განმართავდა და მრავალ საკვირველ და კაცთათვის დაუჯერებელ საქმეებს იქმოდა.

ერთხელ მდინარემ, რომელიც ხშირად ადიდდებოდა ხოლმე, იმ წელს იმაზე მეტი სოფელი წაიღო, ვიდრე უწინ. შეწუხებული სოფლელები მაშინვე კონონს მიადგნენ და შეჰვედრეს:

- კონონ, ღვთის მონავ, გვიშველე, რადგან მდინარემ ყოველი წალეკა, იქითა ნაპირას დარჩენილნი კი აქეთ ვეღარ გადმოდიანო!

- მე, ცოდვილს და უღირსს განა თქვენი შეწევნა რამით ძალმიძსო? - შეეპასუხა ნეტარი, მაგრამ მისი მოიმედე გლეხები კვლავ ჯიუტად სთხოვდნენ:

- კონონ, ღვთის მონავ, გვიშველეო.

მაშინ წარვიდა ადიდებული მდინარის ნაპირისკენ წმინდანი, თვალნი ზეცად აღაპყრო და მხურვალედ ილოცა.

უეცრად ყველამ იხილა, თუ როგორ გაიყო სტიქია ორ ნაკადად და თანდათან დაცხრა.

ღირსმა მამამ ბევრი წარმართული სალოცავი დაანგრია და მრავალი სული შესძინა უფალს.

როდესაც მის შესახებ ქრისტიანთა უავესმა მტერმა, დომეტიანემ შეიტყო, იკონიას ჩავიდა და იქაურთ იმგვარი შიშის ზარი დასცა, მრავალი იმის აღიარებას ვეღარ ბედავდა, რომ ქრისტიანი იყო, მრავალი კი, რომელთაც ღვთის ღალატი არ სურდა, მთებს შეეხიზნენ და ველურ ნადირთა შორის განაგრძეს ცხოვრება.

დომეტიანეს უპირველესი სამიზნე კი კონონი იყო, ამიტომ დრო აღარ დაუკარგავს და მისი მოყვანა ბრძანა.

- გამარჯობა, კეთილშობილო მოხუცო, - პირღიმილიანი, ფარისევლურად მიესალმა კონონს მმართველი, - ვხედავ, რაც შენ შესახებ მსმენია, სიმართლეა, - სახე ერთიანად გიბრწყინავს, თვალები - ვარსკვლავებს მიგიგავს და შენი სიჭარმაგეც პატივს იმსახურებს, მაგრამ შევიტყვეთ, რომ ქრისტიანობის მომაკვდინებელი შხამით მოწყლულხარ და სხვებსაც სწამლავ.

ამას არ ვერწმუნეთ, რადგანაც ვუწყით, რომ კეთილშობილი კაცი ბრძანდები და თავად ვისურვე შენი ხილვა.

- როგორც ამბობენ, ოდენ კეთილი რჩევების შეწყნარება გვმართებს, - უთხრა კონონმა, - რად უარჰყოფ უფალს ჩვენსას, რომელი ჯვარზე გაეკრა და დაეფლა, ქალწულისგან იშვა და ღვთისმშობელი უწინდებურად ქალწულად დარჩა?! ვინაც ორი თევზით და ხუთი პურით ხუთი ათასი კაცი დააპურა, ბრმას თვალნი აღუხილა, კაცთა ცოდვების გამო ხორცით შეიმოსა, ჯვარს ეცვა, დაეფლა, აღდგა და თავისი აღდგომით საუკუნო სიკვდილისაგან გამოგვიხსნა?!

- შენ რომ მართლაც ჭეშმარიტებას ამოწმებდე, თქვენს ღმერთს ყველა იწმუნებდა და ზევსს თაყვანს აღარავინ სცემდა, - მიუგო პასუხად დომეტიანემ.

- ასეც იქნება, - აღმოთქვა წმინდა კონონმა, - რამეთუ ქრისტე თქვენს ცრუ ღმერთებს დაანაცრებს, რამეთუ ბრძანებს: - მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიმართლე!

მაშინ კი განრისხდა მტარვალი და მოხუცის სასტიკად ტანჯვა ბრძანა.

- ნუ დააყოვნებ იმის აღსრულებას, რასაც მიპირებ და ყველაზე საზარელი სასჯელით გამისწორდი, რამეთუ ზეცად უფლისგან ჯილდო მელოდება! - პასუხობდა ნეტარი,

- მე კი გირჩევ, გონს მოუხმო, რასაც მე გირჩევ, დამჯერდე და თავი იხსნა, - მიუბრუნდა დომეტიანე,

- მე ხორცის კი არა, სულის ხსნა მწყურის, შენ კი, უსჯულოვ, თუ არ მოიქეც, ჯოჯოხეთის ცეცხლში გელის დაღუპვა, - პასუხობდა მოხუცი.

- მღვდელი ხარ? - კვლავ დაეკითხა მტარვალი,

- უბრალო კაცი გახლავართ, მაგრამ - ქრისტეს ერთგული,

- თანამეცხედრე თუ გყოლია?

- დიახ, მყავდა, მაგრამ ღვთივ განისვენა.

- შვილი?

- დიახ, ვაჟი მყავს და მსურს, შენი სამსჯავროს წინაშე ისიც წარდგეს, - უბრძანა მოხუცმა,

- ნუთუ, ისიც შენსავით მტკიცეა?

- როგორიც ხეა, ტოტებიც ისეთი ასხია, გთხოვ, მოაყვანინო, რომ მოწამებრივი აღსასრული ერთად მივიღოთ, - აღმოთქვა კონონმა, - ხუთი წლისა იყო, მონასტერში განსასწავლად რომ მივაბარე, თორმეტი წლისა - წმინდა წიგნთა მკითხველად დაადგინეს, ახლა კი ჩვიდმეტი წლისაა და დიაკვანია, - უპასუხა ნეტარმა.

მაშინ დომეტიანე უმცროს კონონს მიუბრუნდა და ჰკითხა:

- მამაშენი უკვე მხცოვანია, ამქვეყნად მრავალი წელი იცხოვრა და გასაკვირი არ არის, თუ სიკვდილი სურს, მაგრამ შენ ჯერ ძალზე ახალგაზრდა ხარ, ნუთუ, მამაშენის სიტყვას ერწმუნები?

- მამაჩემმა ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემა, სიწმინდეში ცხოვრება და ხსნის გზა მასწავლა და მითხრა, რომ ეს ცხოვრება - წარმავალია და წარმართნი სამუდამო სიკვდილს მიეცემიან...

- თუკი მამაშენს სასტიკ სიკვდილს მივცემ, მისი ხვედრის გაზიარებას მაინც ისურვებ?

- რაღა თქმა უნდა, რადგან მსურს, მასთან ერთად აღვიხილო თვალნი სასუფეველში!

- უკანასკნელად გეუბნებით, - თქვენი სიშმაგე დაუტევეთ და ჩვენგან უხვ ჯილდოს და სიცოცხლეს მიიღებთ, - შესთავაზა დომეტიანემ, - ნუთუ არ გახსოვს, რაც გითხარ, უსჯულოვ? - გაიმეორა კონონმა.

მაშინ მტარვალმა მამა-შვილის სასტიკად ტანჯვა ბრძანა, - ჯერ გახურებულ გრდემლზე დააწვენინა და ზედ ადუღებული ზეთი დაასხმევინა, შემდეგ, როდესაც ხუცესმა სათხოვარი შეახსენა, - ასეთი ტანჯვა გვეიოლება და უარესს შეგვამთხვიეთო, - გამლღვალი კალით სავსე ქვაბში ჩააყრევინა და თავდაყირა დააკიდებინა, მაგრამ მარტვილნი, ღვთის მადლით, უვნებლად გადარჩნენ.

ბოლოს გადაწყვიტეს, ხის ხერხით გაეხერხათ მამა-შვილი. მათ ლოცვისთვის დრო ითხოვეს და უფალს შეჰღაღადეს: - "გმადლობ შენ, უფალო, რამეთუ შენი სახელისთვის ტანჯვის ღირსად შეგვრაცხე. გავედრებთ შენს წმინდა ეკლესიას, შემუსრე მბრძოლნი მათნი, დაამტკიცე და გააძლიერე შენი თაყვანისმცემელნი, მიიღე სული ჩვენი და მოგვმადლე მშვიდობა".

შემდეგ პირჯვარი გარდაისახეს და სული უფალს შეჰვედრეს.

მაშინ უძლიერესმა მიწისძვრამ შეარყია ქალაქი, ყველა წარმართული ტაძარი და კერპი დაემხო და დანაცრდა, შიშით თავზარდაცემულმა დომეტიანემ კი გაქცევით უშველა თავს...

როდესაც წმინდა მარტვილთა აღსასრულის შესახებ მათი სავანის მამებმა შეუტყვეს, მათი წმინდა ნაწილნი მონასტერში წააბრძანეს და პატივით დაფლეს, მოგვიანებით კი იტალიაში, ქალაქ აცერუში გადაასვენეს.

წმინდა მამანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
შობიდან მერვე დღეს, მოსეს რჯულის მიხედვით, ღვთიურ ყრმაზე წინადაცვეთის წესი აღასრულეს და, როგორც ღვთის მიერ იყო ნაუწყები, სახელად იესო უწოდეს.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat