ამორეველ 42-თა მოწამეთა მხედართა: კონსტანტინესი, აეტისა, თეოფილესი, თეოდორესი, მელისენესი, კალისტესი, ბასოსი, კრატეროსი, კირილესი და სხვათა მათ თანა (+845) - 6 (19) მარტი
ამორეველ 42-თა მოწამეთა მხედართა: კონსტანტინესი, აეტისა, თეოფილესი, თეოდორესი, მელისენესი, კალისტესი, ბასოსი, კრატეროსი, კირილესი და სხვათა მათ თანა (+845) - 6 (19) მარტი
იმ წელს, როდესაც ღმერთმა ხატმებრძოლი იმპერატორი თეოფილე (829-842 წლები) შერისხა, ბაღდადის ხალიფამ, სარკინოზთა უმძლავრესი არმიის წყალობით, ბიზანტიას სძლია და ფრიგიის ქალაქი ამორეა ჯერ ალყაში მოაქცია, სამი დღის შემდეგ კი იქაურ მოღალატეთა წყალობით, დაიპყრო კიდეც.

ქალაქის მოსახლეობა, დიდიან-პატარიანად ამოჟლიტა და მიმდებარე სოფელთა გლეხებიც ზედ მიაყოლა. მტარვალმა არავინ დაინდო, გარდა იქაური, წარმომავლობით - კეთილშობილი მხედრებისა - ქრისტეს 42 მხნე მეომრისა, რომელნიც მძიმე ჯაჭვებით შებორკა და სირიის გზას გაუყენა, სადაც ბნელ და მყრალ დილეგში გამოამწყვდია.

მხედრები წყლის ნაცვლად საკუთარი ცრემლებით იკლავდნენ წყურვილს, საზრდელად კი რამდენიმე ლუკმა პურს სჯერდებოდნენ, ციხის მცველნი დროდადრო რომ მიაწვდიდნენ ხოლმე, სხეულს და სამოსს მატლები უღრღნიდნენ, საკანში კი ისე ბნელოდა, ერთურთის ხილვაც კი არ შეეძლოთ. ამგვარმა პირობებმა მოწამენი უკიდურესად გამოფიტა და დააუძლურა, თუმცა, ყველაფრის მიუხედავად არც ერთ მათგანს არ დაუკარგავს მხნეობა და ვერც დაყვავებამ და ვერც მუქარამ რწმენაზე უარი ვერ ათქმევინა.

ხალიფას კი ახალ ქალაქთა დაპყრობა, ამათ სულების დაუფლებასთან შედარებით არად უღირდა, ამიტომ გათავისუფლებას და სიცოცხლეს იმ შემთხვევაშიც შეჰპირდა, თუ მხედარნი მოჩვენებითად უარყოფდნენ ქრისტეს, განაცხადებდნენ, რომ ისლამი მიიღეს და მათ გვერდით დადგებოდნენ ლოცვისას.

მოწამენი კი პასუხობდნენ:

- ჩვენს ადგილას თავადაც ასე მოიქცეოდითო?

- რაღა თქმა უნდა, - პასუხობდნენ მუსლიმანნი, - რამეთუ თავისუფლება ყველა საფასეს აღემატებაო!

- მაშ, რადგან საქმე რწმენას ეხება, თქვენებრ მერყევთ ვერ დავეყრდნობითო! - უპასუხეს მხედრებმა.

გავიდა რამდენიმე დღე და ხალიფას მსახურებმა კვლავ მიაკითხეს ტყვედქმნილებს, თითქოსდა, მოწყალების გადასაცემად, თან ცრუდ იცრემლებოდნენ, ვითომდა ისინი ეწყალვოდათ, თან რჩევასაც აყოლებდნენ - იხსენით თქვენი სიცოცხლე და მუჰამედის ქვეშევრდომნი გახდით, რომელიც თავის მიმდევართ ყოველგვარ მიწიერ სიკეთეს და სიტკბოებას ჰპირდებაო!

წმინდა მხედრებმა კი თვალნი ზეცად აღაპყრეს, უფალს უხმეს და არამკითხე "კეთილისმსურველთ" ეს უპასუხეს:

- მსგავსი დაპირებანი, უპირველესად, იმ რელიგიის ცრუდქმნილების ნიშანია, ჩვენს სულზე გაბატონება რომ სწყურია, რომელიც, სინამდვილეში, უფალმა თავის ხატად და მსგავსად შექმნა.

მაშინ მათ გადარწმუნებას მუსლიმი მისტიკოსნი შეეცადნენ, თუმცა, ამაოდ: წმინდანებმა მტკიცედ უპასუხეს, რომ მუჰამედს არც ერთი წინასწარმეტყველი არ ახსენებს, ქრისტეს მოსვლის შესახებ კი მთელი ძველი აღთქმა იუწყება.

შვიდი წელიწადი გაატარეს საპყრობილეში წმინდა მხედრებმა, მაგრამ მათ რწმენას მისხალი არ მოჰკლებია და დღედაღამ ლოცვითა და ფსალმუნთგალობით განიმტკიცებდნენ სულს, უფალს ადიდებდნენ და ჰმადლობდნენ, რომ მისთვის ტანჯვის დათმენის ღირსნი გახადა.

845 წლის 5 მარტს ხალიფას მოთმინების ძაფი გაუწყდა და ქრისტეს მხნე რჩეულთ განაჩენი გამოუტანა, მომდევნო დღეს კი, უთენია, ოფიცერმა გაძლიერებული დაცვითურთ საპყრობილიდან გამოიყვანა და სანამ სასჯელის ადგილს მიაღწევდნენ, კიდევ ერთხელ სცადა ქრისტეს მოწამეთა დარწმუნება, - ხალიფასთან ერთად ილოცეთო, მათ კი უპასუხეს:

- მტერთათვის კი ეგების ლოცვა, მაგრამ ისე, როგორც ამას ქრისტე გვასწავლისო, თან ჯალათთათვის უფლისგან შენდობას გამოითხოვდნენ.

ჯალათებმა წმინდა მხედრებს ხელები შეუკრეს და მდინარე ევფრატის ნაპირთან მიიყვანეს, სადაც სანახაობის სურვილს უამრავი სარკინოზისთვის მოეყარა თავი.

ოფიცერმა ერთ-ერთ მათგანს, თეოდორეს უხმო და უთხრა:

- ერთ დროს პრესვიტერი იყავ, მღვდლობაზე უარი თქვი, საიმპერატორო არმიას შეუერთდი, მაღალ სამხედრო წოდებასაც მიაღწიე, ხელში იარაღი გეპყრა, ხალხს ხოცავდი და ახლა რად დაგიჟინია, - ქრისტიანად უნდა მოვკვდე? სჯობს, საშველად მუჰამედს უხმო, რადგან ქრისტეს შეწევნის იმედი, რომელსაც ოდესღაც უღალატე, აღარ უნდა გქონდესო!

- სწორედ ამ ცოდვის გამოსასყიდად მმართებს, მისთვის სისხლი დავღვარო, რომ უფლისგან შენდობა მივიღოო, - უპასუხა თეოდორემ.

ეს თქვა, ილოცა, ჯვარი გარდაისახა და თავისი პატიოსანი თავი ჯალათის მოელვარე მახვილს შეუშვირა.

მის მაგალითს დანარჩენებმაც მიბაძეს და უშფოთველად მიიღეს მოწამებრივი აღსასრული.

მეოხ გვექმენით, წმინდა მამანო, უფლის უწმინდესი საყდრის წინაშე!

კონდაკი:
ქუეყანასა ზედა ქრისტესთვის იღუაწეთ და მიიღეთ ზეგარდამო დიდებისა იგი გვირგვინი, და უფლისა მიერ მადლი, განმაძლიერებელნი თქუენი, და ყოველნივე ზახებანი მტერთანი განაბნიეთ, და ქრისტე ღმრთისათვის ტკივილთა დათმენა და სისხლთა დათხევა მიითვალეთ, ხოლო მაქებელთა თქუენთა მარადის იხსნით განსაცდელთაგან.

სხვა კონდაკი:
ახალ გამოჩინებულნი ვარსკვლავნი სარწმუნოებისა გულსმოდგინედ ქრისტესთვის ვნებულნი, საქებელითა გვირგვინითა ღირსებით ყოველთა გვირგვინოსანვყვენეთ მვედრებელნი ჩუენთვის ქრიტსე მიმართ, ვითარცა სუეტნი და ზღუდენი ქრისტიანობილისა მთავრობისანი.

ხატის წყარო

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
შობიდან მერვე დღეს, მოსეს რჯულის მიხედვით, ღვთიურ ყრმაზე წინადაცვეთის წესი აღასრულეს და, როგორც ღვთის მიერ იყო ნაუწყები, სახელად იესო უწოდეს.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat