მოწამე კონონ ისავრიელი (I) - 5 (18) მარტი
მოწამე კონონ ისავრიელი (I) - 5 (18) მარტი
წმინდა კონონი იმ დროს იშვა, ოდეს წარმართთა მომაქცეველმა, მოციქულთა თავმა პავლემ თავისი ერთ-ერთი მოგზაურობისას მცირე აზი¬ის მთიანი ნაწილი, ისავრია განანათლა.

წმინდანის მშობლები, ნესტორი და ნადო, ისავრიის ახლოს, ქალაქ ბეთანიაში (სხვაგვარად - ბიდანში) ცხოვრობდნენ.

რომ წამოიზარდა, მშობლებმა დანიშნეს ერთ მშვენიერ ქალწულზე, რომელსაც ანა ერქვა. თუმცა, მანამდე კონონს ელვარე სამოსით შემოსილი მთავარანგელოზი მიქაელი გამოეცხადა, ჭეშმარიტი სარწმუნოება განუცხადა, შემდეგ მდინარეში მონათლა, ღვთის სისხლსა და ხორცს აზიარა და უჩინო იქმნა, თუმცა, მთავარანგელოზის დიდ შეწევნას ჭაბუკი შემდგომაც, მთელი ცხოვრების მანძილზე გრძნობდა.

კონონი მშობელთა ნებას დაჰყვა და იქორწინა, ხოლო ოდეს სტუმრები დაიშალნენ და ახალშეუღლებულნი განმარტოვდნენ, სიძემ ანთებულ ლამპარს ჭურჭელი დააფარა და პატარძალს ჰკითხა:

- მითხარ, სინათლე უკეთესია, თუ სიბნელე?

- რაღა თქმა უნდა, სინათლე.

მაშინ კი განხსნა თვისი სულიწმიდით აღვსილი ბაგენი კონონმა და საცოლე დაარწმუნა, რომ ქალწულობა ღვთისთვის სათნო იყო და უბიწოება ცხოვრების ბოლომდე დაემარხათ.

მისმა სიტყვამ ნოყიერი ნიადაგი პოვა - ქალი მოიქცა და დარჩენილი ცხოვრება ორივემ ისე გაატარეს, ვითარცა ღვთის ანგელოზებმა.

გამოხდა ხანი და კონონმა წარმართ მშობელთა მოქცევაც შეძლო. მოგვიანებით მამამისი, ნესტორი, წარმართთა მხილებისთვის მოწამებრივი სიკვდილით აღესრულა.

მეუღლის მიცვალების შემდგომ დედამისმა, ნადამაც შეჰვედრა სული უფალს, მცირე ხანში კი კონონის კეთილმორწმუნე მეუღლემ, ანამაც მიიძინა. ჭაბუკმა სამივე გვერდიგვერდ მიაბარა მიწას.

მისი ცხოვრება, ურწმუნოთათვის - წარმოუდგენელი სულიერი სიქველეებით აღსავსე, ღვთის დიდებას, გამუდმებულ ლოცვაში გაატარა, მხცოვანებაში კი ღვთისგან დიდი მადლი მიიღო, ყრმობიდანვე რომ თანამყოფობდა მასში და წლებთან ერთად დიდი ღვაწლით განამრავლა.

იმ მხარეში, მიუვალ მთებში მდებარე ქვაბულში წარმართთ თავიანთი "ღმერთის", აპოლონის უშველებელი გამოსახულება გამოეკვეთათ, ისავრიელნი განსაკუთრებულ პატივს რომ მიაგებდნენ. ყოველწლიურად იკრიბებოდნენ და აპოლონს მსხვერპლს სწირავდნენ.

დღესასწაულის დღეს, როდესაც მთელი ქალაქი ქვაბულისაკენ უნდა დაძრულიყო, წმინდა კონონი ქალაქში ჩამოვიდა და შეიარაღებული ხალხის ხილვისას ხმამაღლა იკითხა:

- ისავრიელნო, ასე რად შეჭურვილხართ, ნუთუ მტერი დაგეცათ და მათთან საომრად მიემართებით?

- არა, ჩვენს ღმერთს, აპოლონს უნდა შევწიროთ მსხვერპლი!

- ეგ აპოლონი ვინღაა, ან რა ძალა აქვს?

- ჩვენი მეუფეა და ყოველივეს მომცემელი,

- გსმენიათ კი ოდესმე, ხმა ან თუნდ ერთი სიტყვა გამოეღოს თქვენს ღმერთს?

- არა, მაგრამ ჩვენმა მამებმა მისი თაყვანისცემა გვიანდერძეს!

- თქვენი მამანი თავადვე იყვნენ შეცთომილნი და ჭეშმარიტი ღმერთისა არა უწყოდნენ. თავადაც აქაური გახლავართ, მაგრამ თქვენს საქმეებს არასოდეს ვეზიარები, ნება მომეცით, თვალნი აგიხილოთ და დაგარწმუნოთ, თუ ვის ეთაყვანებით, ან ვინ არის ჭეშმარიტი შემოქმედი, რომელსაც სისხლიანი მსხვერპლი არ სჭირდება!

მაშინ კი აღელდნენ ისავრიელნი, ერთნი კიდეც წაეტანნენ მოსაკლავად წმინდა კონონს, სხვანი კი - ამათ წინ აღუდგნენ, რადგან სურდათ, კიდევ რამე მოესმინათ მისგან. ბოლოს, როდესაც შფოთი ჩაწყნარდა, მოქალაქეთა ნაწილმა წმინდანს ამ სიტყვებით მიმართა:

- რითი შეგიძლია დაგვიმტკიცო, რომ ჩვენს ღმერთზე აღმატებული უზენაესი ძალა არსებობს? ან რა ნიშანს მოგვცემ, რომ შენი ღმერთის ძალა ვირწმუნოთ?

ისმინა რა წარმართთა სიტყვა, უფალს მინდობილმა კონონმა უპასუხა:

- აჰა, თქვენ ახალგაზრდანი ხართ, თანაც, ქვაბულისკენ წასვლას ცხენებით აპირებთ, მე კი - მხცოვანი. მოდით, ერთურთს სიტყვა მივცეთ: - თუ ქვაბულს თქვენ ჩემზე უადრეს მიაღწევთ, თქვენი აპოლონი ყოფილა ჭეშმარიტი ღმერთი, ხოლო თუ მე, მაშინ ჩემგან ნაქადაგები უფლის უნდა ირწმუნოთო!

- ეს მოხუცი ოთხი დღის მანძილზეც ვერ მიაღწევს მღვიმეს, რამეთუ გზა გრძელია, უკაცური, მთებსა და საშიშ კლდეებზე გამავალიო, - გადაულაპარაკეს ერთურთს ისავრიელებმა და სამსხვერპლოსკენ გასწიეს, უკან კი - მხცოვანი კონონი მიჰყვათ ლოცვით.

მცირე ხნის შემდგომ კონონი, ღვთის ძალით, მთავარანგელოზ მიქაელის მიერ იქნა ატაცებული და წამში აპოლონის მღვიმის წინ გაჩნდა, წარმართთ კი ღმერთმა გზა ისე აურიათ, ეჭვიც კი შეეპარათ - ეგებ, მხარი გვეცვალა და სხვა მიმართულებით წავედითო!

კარგა ხნის წვალების შემდგომ ისავრიელებმაც მიაღწიეს საკერპოს და რაოდენ დიდი იყო მათი გაოცება, როდესაც მღვიმის წინ მოღიმარი კონონი იხილეს.

- ახლა კი დროა, სიტყვა შეასრულოთ და ჭეშმარიტი ღმერთი ირწმუნოთ, - უთხრა ნეტარმა,

- ჩვენი ღმერთის ბრალი არ არის, - აყვირდნენ ისავრიელნი, - გზა თავად დაგვებნა და ამიტომ დავიგვიანეთ!

მაშინ ფრიად განრისხდა კონონი და წარმართთ უთხრა:

- თუ თქვენს პირობას ახლავე უარყოფთ, არც იმას ერწმუნებით, თუ თქვენი "ღმერთი" ხმას დაძრავსო!

- ახლა უწინდელზე უმტკიცეს ფიცსა ვდებთ, რომ თუ ჩვენი ღმერთის ხმას გავიგონებთ, რასაც გვაუწყებს, აღვასრულებთო!

მაშინ წმინდანი ქვაბულის კართან დადგა და კერპს უბრძანა:

- იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, მაგ ქვაბულიდან გამოხვიდე და ჩემთან მოხვიდე!

დიონისეს უსულო გამოსახულება დაიძრა, მიწას დაენარცხა, გორვით მიეახლა წმინდა კონონს და ხმა ჰყო:

- ერთია ჭეშმარიტი ღმერთი - ქრისტე, რომელსაც შენ ესავ! შემდეგ კი ნამსხვრევებად იქცა.
ამ სანახაობამ ხალხს ისეთი თავზარი დასცა, თავქუდმოგლეჯილი გაიქცნენ, მაგრამ წმინდანმა უკან მოუხმო, ამჯერად ყველამ აღიარა, რომ კონონის ღმერთი - ჭეშმარიტი შემოქმედია, კონონის ღმერთმა გაიმარჯვაო!

როგორც ამბობენ, მთავარანგელოზ მიქაელის შეწევნით, ღირსმა მამამ იმხელა მადლი მოიხვეჭა, შეეძლო, ეშმაკთაგან ზოგიერთი ყანაში მონასავით ემუშავებინა, ზოგისთვის კი - თიხის ჭურჭელში ებრძანებინა გამოკეტვა, რომელიც შემდგომ თავისი საცხოვრისის საძირკველში ჩამარხა.

გარკვეული ხნის შემდეგ იმპერატორის მიერ ნაბრძანებ ქრისტიანთა საწინააღმდეგო ედიქტთა განსახორციელებლად ისავრიაში ვინმე მაგნიუსი ჩამოვიდა. წმინდა კონონი შეიპყრეს და მას მიჰგვარეს, დაუნდობლად აწამეს, მაგრამ ვერა გააწყეს რა.

ეს რომ იქაურებმა შეიტყვეს, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ წმინდა მამამ გააქრისტიანა, ხელში იარაღი აიღეს და კონონის დასაცავად გაემართნენ.

სახალხო ჯანყის შიშით ჯალათებმა იქაურობა მიატოვეს და გაიქცნენ, ისავრიელებმა წამების ადგილას კი სიკვდილ-სიცოცხლის პირას მყოფი, გასისხლიანებული ღირსი მამა იხილეს, რომელიც ძალზე წუხდა, რომ მოწამებრივი გვირგვინის ღირსი არ შეიქნა.

ორი წლის შემდგომ წმინდა კონონმა ღვთივ განისვენა. გავიდა დრო და ქრისტიანებმა იმ ადგილას, სადაც იგი მოსაგრეობდა, ტაძრის აგება განიზრახეს, მიწის თხრისას კი თიხის იმ ჭურჭელს მიაგნეს, რომელშიც წმინდა მამამ ბოროტი სულნი გამოკეტა. რამდენადაც ჭურჭელი საკმაოდ ემძიმათ, იფიქრეს, მასში ოქროაო და როგორც კი გახსნეს, ჭურჭლიდან საშინელ ცეცხლად იფეთქეს ავსულებმა, იქაურობა გადაბუგეს და დააქციეს.

იმ დღიდან ეშმაკნი იქ დაფუძნდნენ და კაცთა მოდგმას ისეთ შიშის ზარს სცემდნენ, მზის ჩასვლის შემდგომ იქაურობას ვერავინ ეკარებოდა.

მაშინ ქრისტიანები მარხვას შეუდგნენ და შეწევნისთვის წმინდა კონონს უხმეს, რომელმაც ის ადგილი განწმინდა.

კონდაკი:

ვითარცა რა ანგელოზი, სცხორებდი ქუეყანასა ზედა სიწმინდითა და მათ თანავე მზრახველ იქმენ, და მშობელთა ქრისტეს მეცნიერებად მოუწოდე, და ერთი ღმერთი სამებით აღიარე, და ივნე ვიდრე სისხლთამდე, მოწამეო კონონ, მას ევედრე ჩუენ ყოველთათვის.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat