წმინდა მოწამე მავრიკი და 70 მხედარი: ფოტინი, ფილიპე, თეოდორე და სხვანი (+დაახლ. 305) - 22 თებერვალი (7 მარტი ან 6 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა მოწამე მავრიკი და 70 მხედარი: ფოტინი, ფილიპე, თეოდორე და სხვანი (+დაახლ. 305) - 22 თებერვალი (7 მარტი ან 6 მარტი - ნაკიან წელს)
უკანონო და უპატიო მეფე მაქსიმილიანე ვარაუდობდა, რომ თუ თაყვანს სცემდა თავის ცრუ ღმერთებს, ამით შეძლებდა თავისი სამეფოს განდიდებას, ამიტომ გასცა ბრძანება, რომ ყველას შეეწირა მსხვერპლი კერპებისათვის. ის თავად ცდილობდა, გულმოდგინე მსახურების მაგალითი მიეცა სხვებისთვის, ამასთანავე სხვებსაც აიძულებდა მსხვერპლშეწირვას. მისთვის არ იყო საკმარისი, წინამორბედი მეფეების მსგავსად, მხოლოდ ბრძანებების დაგზავნა რეგიონების ხელმძღვანელებისათვის, რომელთაც ავალებდა კერპებისათვის, ის არ იზარებდა და პირადად შემოივლიდა სამეფოს და ატარებდა კერპთაყვანისცემის რიტუალებს. ის იმედოვნებდა, რომ ისევ დააბრუნებდა ხალხს ძველი სარწმუნოებისკენ. ამ განზრახვით მან დატოვა რომი და გაემართა აღმოსავლეთ რეგიონებისკენ. მან გაიარა სირიის აპამეაში. აქ მას შეხვდნენ ქურუმები და დაიწყეს ქრისტიანების ცილისწამება.

- მეფეო, რადგან ღმერთმა დაგვაჯილდოვა შენთან პირადად საუბრის საშუალებით, ამიტომ მოგახსენებთ, რომ თითოეული ჩვენგანი შიშითა და გულმოდგინებით პატივს მივაგებთ მამაპაპისეულ ღმერთებს, განსაკუთრებით ზევსს და მშვენიერ აპოლონს, ჩვენს ყველაზე მთავარ ღმერთებს, ჩვენს დამცველებს და შენი სამეფოს მფარველებს. მაგრამ მავრიკი, და მასთან ერთად სამოცდაათი ჯარისკაცი, აბუჩად იგდებენ ჩვენს ღმერთებს, ეწინააღმდეგებიან შენს დიდებულ და დაუმარცხებელ ძალაუფლებას, ისინი ქრისტიანობის ილუზიებში არიან.

ამის გაგონებაზე მეფე მაქსიმიანე ძალიან გაბრაზდა, განსაკუთრებით გააბრაზა იმან, რომ მის მხედრობაში აღმოჩნდნენ ასეთი მებრძოლები. ერთ-ერთ დღესასწაულზე მან ბრძანა, გაემართათ სასამართლო იმ ადგილზე, სადაც ეწყობოდა სანახაობები ქალაქის ჩრდილოეთ კარიბჭესთან, რომელსაც ერქვა ამაქსიკასი. ეს ადგილი მაქსიმიანემ საგანგებოდ შეარჩია, რათა ყველას შეძლებოდა ეყურებინა სასამართლოსთვის. ბრძანა, მოეყვანათ წმინდა მოწამენი. დათქმულ დღეს ბევრი ხალხი შეიკრიბა მითითებულ ადგილას. მეფე დაბრძანდა შემაღლებულ ადგილას. შეიარაღებულმა მხედრებმა მოიყვანეს სამოცდაათი ქრისტიანი მებრძოლი მათ მეთაურთან, წმინდა მავრიკისთან ერთად. შეხედა მათ მეფემ და მიმართა მავრიკის:

- მავრიკი, ვიმედოვნებდით, რომ თქვენ არ იყავით მოკლებული სამეფო პატივს, თავს ირჩენდით ჩვენი ჯამაგირით და სარგებლობდით დიდი პატივისცემით. ვიმედოვნებდით, რომ მიჰყვებოდით ჩვენს მაგალითს და თქვენი მამაცური საქციელით და ბრძნული დარიგებებით, გონს მოიყვანდით მცდარ გზაზე დამდგართ, გამოასწორებდით ყველაფერს, რასაც ჩვენ საწინააღმდეგოდ და ჩვენი სურვილის წინააღმდეგ აკეთებდნენ. ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენ მოქმედებთ სწორედაც საწინააღმდეგოდ. არა მხოლოდ ამშვიდებთ მათ, ვინც დგას ჩვენი კანონის წინააღმდეგ, არამედ თავად ხართ წინააღმდეგი ჩვენი ღმერთების. თქვენ აღარ სცემთ პატივს მათ, აღარ სწირავთ მსხვერპლს. გარდა ამისა, ცდილობთ სხვა ხელმძღვანელების დაღუპვასაც. მართალია თუ არა ეს ყველაფერი?

ამაზე წმინდა მავრიკიმ უპასუხა:

- მეფეო, ის წყენა, რომელიც ჩვენ თქვენს ღმერთებს მივაყენეთ, გვამზადებს ჩვენი ღმერთისათვის გამარჯვებისთვის. ჩვენ არ ვამცირებთ, არ ვაძაგებთ, როგორც შენ ფიქრობ, ჩვენს შემქმნელ ღმერთს, მაგრამ ვადიდებთ მას, რომელიც ერთი ჭეშმარიტი ღმერთია, ვინც შექმნა ცა და დედამიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია. არ შეეფერება დავუძახოთ ღმერთები უწმინდურ დემონებს, რომლებიც ღუპავენ ხალხს.


მაშინ მეფემ თქვა:

- მავრიკი, მაშ ასე სწყალობთ ღმერთებს, რომლებმაც ამხელა პატივით დაგაჯილდოეს და არმიაში პირველი ადგილი მოგანიჭეს?

წმინდა მავრიკიმ უპასუხა:

- არასოდეს არანაირი პატივი არ მიმიღია მე თქვენი ღმერთებისგან, მე არ მივაწერ მათ ჩემს მდგომარეობას. არც ერთ ადამიანს, ღმერთის შესახებ მცოდნეს, არ მოუნდება პატივი მიაგოს უსულო საგნებს. ამას გააკეთებს მხოლოდ უცოდინარი და პირუტყვივით უგუნური ადამიანი. მხოლოდ ასეთ ადამიანებს შეუძლიათ გააღმერთონ ქვები და ხეები, თითქოსდა მათ ჰქონდეთ გონება, და შემდეგ მიიღონ ისინი ღმერთებად.

მაშინ მეფემ თქვა:

- შენ დამსახურებული გაქვს პირველი ადგილი ჩვენს მსახურთა შორის, სწორედ ამიტომ გვპასუხობ ასე თამამად და უშიშრად. ამის შემდგომ მეფემ ბრძანა, მავრიკი ცალკე გამდგარიყო დანარჩენი სამოცდაათი მეომრისგან და ახლა მეომრებს მიმართა ტკბილი სიტყვით:

- ძმებო, ვინ შთაგინერგათ, რომ უკუგეგდოთ ჩვენი ღმერთები და გაგეზიარებინათ შეცდომაში შეყვანილი ხალხის აზრი, რომელთაც უპირატესობა მიანიჭეს და ირწმუნეს ჯვარცმული ავაზაკის?

მაშინ ნეტარმა თეოდორიტემ ფილიპესთან ერთად, წმინდა მოწამეების სახელით უპასუხეს:

- უღმერთო მწამებელო, ჩვენ არათუ შეცდომაში არ ვართ შეყვანილები, არამედ შენც გისურვებთ, რომ გათავისუფლდე მცდარი აზრისგან, რომლისგანაც ჩვენ უკვე გავთავისუფლდით და ვეთაყვანეთ ჭეშმარიტ ღმერთს - მამას ღმერთს ყოვლისშემძლეს, ძეს მისას იესო ქრისტეს და სულიწმიდას, რომელმაც შთაგვაგონა ცოდნა წმინდა სამების. ჩვენ შეცბუნებული ვართ შენი მცდარი რწმენით და ვტოვებთ სამხედრო სამსახურს იმ მოსაზრებით, რომ ჩვენ ვიყოთ ჭეშმარიტი სარწმუნოების დამცველები.

მაშინ მაქსიმიანემ თქვა:

- ვხედავ, ფილიპე, რომ წლები კი დააგროვე, მაგრამ შენზე უფრო ახალგაზრდები გჯობნიან ჭკუით. ჯობია მიმართო ჩვენს ღმერთებს და ამით მაგალითი მისცე შენს მეგობრებს, რათა მათაც იგივე გააკეთონ. ამის შედეგად შენ ჩვენგან მიიღებ დიდ პატივს და საჩუქრებს.

წმინდა ფილიპემ უპასუხა:

- იცოდე, მეფეო, რომ მე არ დავაყენებ ბოროტისაკენ მათ, ვინც თავისი ნებით აღიარეს ღვთის შიში, რადგან ნათქვამია "ვაი იმას, ვისგანაც ცდუნება მოდის."

მაშინ მაქსიმიანემ თქვა:

- ჩვენი მოთმინების წყალობით თამამი ხარ ფილიპე. მიატოვე შენი ცრურწმენა რათა არ გააღვიძო ჩვენში რისხვა, თქვენ გემუქრებათ მძიმე ტანჯვა თუ აღიარებთ კაცს, რომელსაც მიიჩნევთ ერთ-ერთ ღმერთად.

მაშინ სამოცდაათმა წმინდა მოწამემ უპასუხა მტანჯველს:

- შენი ამაო და ფუჭი მუქარა, მეფეო, ჩვენ უფრო გვაძლიერებს და სიმტკიცეს გვმატებს, ჩვენ არ გვეშინია არანაირი ტანჯვის, რადგან ვისაც სწამს ღმერთის, მას არ ეშინია ამქვეყნიური განსაცდელის.

მაქსიმიანე განრისხდა ამ პასუხზე ბრძანა, რომ მოეხს¬ნათ მათთვის აღჭურვილობა და სამოსი და თქვა:

- ნახეთ, რა სახელი და პატივი დაკარგეთ, და რა უპატივცემულობას მიაღწიეთ თქვენი დაუმორჩილებლობით.

წმინდა მოწამეებმა კი უპასუხეს:

- შენ გაგვხადე სამოსი და აღჭურვილობა, ამით ჩამოგვართვი სამხედრო ჩინი, მაგრამ ზეცაში არის ღმერთი, რომელსაც ჩვენ პატივს მივაგებთ: ის შეგვმოსავს სამოსით და აღჭურვილობით, ის მოგვანიჭებს დიდებას, რომლის დანახვის ღირსიც კი არ ხარ, რადგან შენში ლაპარაკობს და მოქმედებს ეშმაკი.


ამის შედეგად მეფე უფრო განრისხდა და უთხრა წმინდა მოწამეებს:

- წყეულებო და უღირსებო, თქვენ თავად დაიმსახურეთ უპატივცემულობა, დიდ პატივში გვყავდით და რადგან უპატივცემულობა გამოხატეთ ჩვენი ღმერთების მიმართ, ახლა მიიღეთ რასაც იმსახურებთ.

წმინდა მოწამეებმა კი უპასუხეს:

- შენს მეომრებად ყოფნა უშედეგო და წარმავალია, შენი პატივი - სირცხვილია, რადგან შენ დაივიწყე ღმერთი, რომელმაც მოგანიჭა სამეფო ძალაუფლება, შენი უგუნურობით პატივს მიაგებ ამაო და უსულო კერპებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ შენთვის არაფერი სარგებელი არ მოაქვთ.

მაშინ მეფემ ბრძანა:

- მსურს მოვიღო წყალობა თქვენზე და შეგინარჩუნოთ სიცოცხლე, ამიტომაც კიდევ გაძლევთ დროს მოფიქრებისთვის

ამის შემდეგ მან ბრძანა ჩაეყარათ ისინი დილეგში სამი დღით, რათა დაფიქრებულიყვნენ და გაეკეთებინათ არჩევანი. დაპატიმრებული და ბორკილდადებული წმინდა მოწამენი კი ამბობდნენ:

- ძვირფასო ძმებო, ვილოცოთ, რათა უფალმა სულიწმიდის საშუალებით მოგვანიჭოს სიბრძნე და გონება, ვთხოვოთ უფალს, რომ დაგვეხმაროს მეფისათვის პასუხის გაცემაში ისე რომ, ჩვენი მწამებელი გაოცდეს ჩვენი რწმენით და ერთხმად დაიწყეს ლოცვა:

- უფალო, იესო ქრისტე, ღმერთო ძლიერო, რომელი ყოველგან ხარ, მოგვანიჭე სულიწმიდა, დაე მან მოგვანიჭოს სიხარული და მხიარულება, დაე, მან მოგვანიჭოს გამარჯვება ბოროტზე და განგვამტკიცოს რწმენაში. ამქვეყნიური პატივის სანაცვლოდ, მოგვანიჭე უფლება, ვიყოთ მეომრები შენს ზეციურ ქალაქში. შენ ხარ ერთადერთი ღმერთი და შენ გეკუთვნის საუკუნოდ ძალა და დიდება.

სამი დღის შემდეგ მაქსიმიანე ისევ აბრძანდა იმავე ადგილას, ამაქსიკიის კარიბჭესთან და ბრძანა მოეყვანათ წმინდა მოწამენი. აქ შეიკრიბა ხალხიც, რათა ეყურებინათ სასამართლოსთვის. მწამებელმა დაიოკა სიბრაზე და ალერსით მიმართა წმინდანებს:

- კაცებო, თავად აირჩიეთ ის, რაც თქვენთვის სასარგებლოა: მოუახლოვდით და შეწირეთ მსხვერპლი ღმერთებს, თქვენ დაიმსახურებთ სიცოცხლეს და აგცდებათ მწარე სიკვდილი.

წმინდანებმა უპასუხეს:

- ჩვენ, მეფეო, ყველაფერი კარგად გავიაზრეთ. კარგად მოგვისმინე თუ შეიძლება და აღარ გვაიძულო მსხვერპლი შევწიროთ თქვენს ღმერთებს. ჩვენ მტკიცედ გადავწყვიტეთ, შევიძულოთ დროებითი ცხოვრება და ქრისტეს სიყვარულით გამოვარჩიეთ სიკვდილი, რომელიც გველოდება, რის შემდეგაც მივიღებთ საუკუნო სიცოცხლეს. ამიტომ მოგვექეცი ისე, როგორც გსურს. ჩვენ არასოდეს მივატოვებთ ჩვენს ღმერთს და არ ვცემთ პატივს შენს კერპებს. ამქვეყნიური სასიკვდილო განაჩენით, ვთავისუფლდებით სამუდამოდ გასამართლებისაგან.

ასეთი იყო წმინდა მოწამეების პასუხი. მწამებელმა შენიშნა ჭაბუკი მათ რიგებში და მიმართა:

- მითხარი, რა გქვია და სადაური ხარ?

ჭაბუკმა უპასუხა:

- ფოტინი მქვია, მე მებრძოლი ვარ ჩემი ქრისტესი. დაბადებით რომიდან ვარ, სულიერი და ხორციელი შვილი წმინდა მავრიკისა. მან გამაჩინა და მანვე მაზიარა ჭეშმარიტ ღმერთს, მან აღმზარდა ქრისტეს რწმენაში, რომელსაც შენ უკუაგდებ, მსგავსად უგუნური ცხოველისა.

მწამებელმა უპასუხა:

- უგუნური ხარ, ყმაწვილო, მაგრამ შენს უგუნურობას შენი ასაკი ამსუბუქებს. დროა, იცოდე, რა არის შენთვის სასარგებლო. მიდი, მსხვერპლი შეწირე ზევსს, შეინანე შენი ახალგაზრდობა.

ჭაბუკმა უპასუხა:

- უგუნურს მხოლოდ იმიტომ მიწოდებ, რომ არ ვასრულებ შენს სურვილს და არ ვეთაყვანები კერპებს. არა, მე ყველა თქვენგანზე ჭკვიანი ვარ, რადგან მწამს იესო ქრისტე, რომელიც არ გწამთ და გაგონებაც არ გსურთ.

მწამებელმა მიმართა წმინდანებს:

- როდემდე უნდა ვუცქიროთ თქვენს უგუნურობას? როდემდე უნდა გითმინოთ? თაყვანი ეცით კერპებს, რათა აიცილოთ მკაცრი სასჯელი.

წმინდა მოწამეებმა უპასუხეს:

- კერპების ურჯულო მსახურო, თუ მცირე გონება მაინც გაქვს, უნდა გაგეგო ჩვენი რწმენის სიძლიერე, თუნდაც, ფოტინისგან, მართალია, ის ახალგაზრდაა, მაგრამ შეძლო და შელახა შენი უღმერთობა ქრისტეს რწმენით. მიუხედავად ამისა, ჩვენ მივილტვით იმისკენ, რომ განვიცადოთ წამება, იმისათვის, რათა დავამარცხოთ ეშმაკი მამაშენი და განვადიდოთ ქრისტე ღმერთი ჩვენი.

გაბრაზებულმა მწამებელმა ბრძანა, განეძარცვათ სამოსისაგან წმინდანები და ეცემათ რკინის კეტებით. მსახურებმა დაიწყეს ბრძანების აღსრულება - ყველა გააშიშვლეს და დაუწყეს უმოწყალოდ ცემა. იქამდე ურტყეს, სანამ წმინდანების დაღვრილმა სისხლმა არ შეღება იქაურობა. წმინდანები კი მიმართავდნენ იესო ქრისტეს საშველად. უფალი არ ტოვებდა მათ თავისი უხილავი ძალით, უმსუბუქებდა ტკივილს, უძლიერებდა გულებს, ავსებდა მოთმინებით და ღვთის სიყვარულით. როდესაც მსახურები დაიღალნენ, მეფემ ისევ მიმართა წმინდანებს:

- მიხვდით, უგუნურებო და თავხედებო, თუ რა ადვილად შეგვიძლია გამოგასალმოთ სიცოცხლეს? ეთაყვანეთ ღმერთებს, რათა უარესი არ დაიტეხოთ თავზე!

წმინდანებმა უპასუხეს:

- იცოდე, მეფეო, როგორც შენ ხარ სიბნელეში და დემონების გავლენის ქვეშ, უფრო და უფრო დაშორდები ქრისტეს სიყვარულს და ჭეშმარიტებას, ისევე ჩვენ ვერ ვგრძნობთ წამებას, რომელიც შენ მოგვივლინე. ჩვენი გონება განათებულია ქრისტეს რწმენით და სიყვარულით. მოიფიქრე მწამებელო და კერპების მსახურო ახალი და უმძიმესი წამების ხერხები, რომლითაც ჩვენ გვაწამებ. ჩვენი სულები მიილტვიან ქრისტეს სიყვარულისკენ და მოუთმენლად ველოდებით როდის დავტოვებთ ჩვენს სხეულებს რათა ვიხილოთ უფალი, საუკუნო მბრძანებელი.

ამის გამგონე მწამებელი ძალიან გაბრაზდა და მათი დაწვა ბრძანა.

დაანთეს დიდი ცეცხლი. წმინდანები უშიშრად შევიდნენ ცეცხლის ალში, თითქოს წყალი ყოფილიყო. დადიოდნენ შუა ცეცხლში, მაგრამ ცეცხლი არაფერს ვნებდა. ამით აჩვენებდნენ მწამებელს თავისი ღმერთების უძლურებას. ყველა იქ მყოფი გაკვირვებული იყო ხილული სასწაულით. მაგრამ მწამებელს არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ წმინდანებს ეხმარებოდა ღვთიური ძალა, რომლითაც ისინი ამარცხებდნენ ცეცხლს. მეფემ ბრძანა, გამოეყვანათ წმინდანები ცეცხლიდან, რომელთაც ცეცხლის ალმა ვერაფერი დააკლო და გაეკრათ ფიცრებზე, რომლებზეც აწამებდნენ ხოლმე დამნაშავეებს და დაუნდობლად ეცემათ რკინის ხელკავებით. წმინდანებმა ამასაც მამაცურად გაუძლეს, არ ეშინოდათ სხეულის გვემის. ხალხი გაკვირვებული იყო მეფის ასეთი სიმკაცრით და უგუნურობით. მაშინ წმინდა მავრიკიმ მიმართა მეფეს და უთხრა:

- მწამებელო, ნუთუ ვერ გრძნობ შენს სისუსტეს, არარაობას. ფოტინიმ - ამ პატარა ჭაბუკმა, გაუძლო წამებას. ამით მან დაარღვია და გატეხა შენი უკანონო სამეფოს ძალა. როგორ შეძლებ, ჩვენ ყველას მოგვერიო პატარა ჭაბუკის მიერ დამარცხებულო?

განრისხებულმა მეფემ შეხედა წმინდანს და ბრძანა, მამის თვალწინ შუბით მოეკლათ წმინდა ფოტინი, ამით მას უნდოდა სამაგიერო გადაეხადა მავრიკისთვის. ის იმედოვნებდა, რომ შვილის სიკვდილით დაამწუხრებდა წმინდანს. მაგრამ წმინდანი გახარებული იყო შვილის ქრისტესათვის მამაცური სიკვდილით.

როცა შუბით განგმირულმა წმინდა ფოტინიმ მიაბარა სული უფალს, მავრიკი მიუტრიალდა მაქსიმიანეს და უთხრა:

- შენ შეასრულე ჩვენი სურვილი, ქრისტესთან ფოტინის გაგზავნით, უკანონო ჯალათო. ახლა უკვე უდავოდ მოახლოებულია ჩვენი ზეცაში ამაღლებაც. რომელი ჩვენგანი არ ისურვებს ქრისტეს მებრძოლი ფოტინის ბედის გაზიარებას, რომელმაც დაამარცხა ეშმაკი და უკვე საუკუნო სასუფეველშია. მოიფიქრე უფრო მკაცრი და სასტიკი წამების მეთოდები და ეცადე, გამოსცადო ისინი ჩვენზე, რათა დარწმუნდე ჩვენი რწმენის სიძლიერეში.

როცა ნახა მაქსიმიანემ, თუ რა სიმამაცით იტანდნენ წმინდანები ტანჯვა-წამებას და არ თმობდნენ სარწმუნოებას, მოიწვია მრჩევლები, რათა მოეფიქრებინათ, როგორ დაესაჯათ წმინდანები და როგორ ეწამებინათ, ისე რომ, ყველა ქრისტიანის ყურამდე მისულიყო მათი დასჯის ამბავი. ზოგი რას ურჩევდა, ზოგიც რას, ბოლოს ერთმა ყველაზე არაადამიანმა და ბოროტმა უთხრა მაქსიმიანეს:

- ახლა ზაფხულია, მეფეო, ივლისი, ჩვენი ქალაქის სიახლოვეს, დასავლეთით, ორ მდინარესა და ტბას შორის არის ჭაობიანი და ბალახით დაფარული ადგილი, სადაც ბევრი მწერია. იქ გავლაც კი ძნელია, არათუ ერთი საათით გაჩერება. უბრძანე, მანდ მიიყვანონ წმინდანები, გააშიშვლონ, მიაბან ხეებზე. გარდა ამისა წაუსვან თაფლი, რათა მწერებმა კარგად დაკბინონ ისინი. ეს არის ყველაზე საშინელი წამება, რაც კი შეიძლება მოიფიქრო. ამის შემდეგ ისინი მიხვდებიან, რომ არ შეიძლება შეურაცხყო ჩვენი ღმერთები.

რჩევა მოეწონათ მეფეს და მის მრჩევლებს და ასეც მოიქცნენ. მეომრებმა წაიყვანეს მითითებულ ადგილას წმინდანები, ჭაობის ახლოს, ხეებზე მიაბეს და შიშველ სხეულებზე თაფლი წაუსვეს. გარდა ამისა, მამის თვალწინ ჩაფლეს წმინდა ფოტინის სხეული. ამის შემდეგ დატოვეს წმინდანები და წავიდნენ. აუარება მწერი ნისლივით დაეხვია წმინდანებს და დაუნდობლად კბენდა. ასეთ აუტანელ წამებას წმინდანებმა გაუძლეს ათი დღე და ათი ღამე. ზეცას თვალმიბჯენილნი ასე ლოცულობდნენ:

- უფალო ღმერთო ჩვენო, შენ შეგვქმენი შენს ხატად და მსგავსად, ნება მოგვეცი, შეგვეცნო შენი ჭეშმარიტება, აღმოგვეჩინა ღვთაებრიობა შენი ძისა და წმიდა სულისა. გაბარებთ ჩვენს წმინდა სულებს და შეგთხოვთ, მოგვიხსენიე წმინდანთა შორის საუკუნოდ. ჩვენ შეგიყვარეთ შენ, მივისწრაფოდით შენკენ მთელი სულით, შენი გულისათვის გავწირეთ თავი საწამებლად. შენ ხარ ერთი ღმერთი მწყალობელი. დიდება შენ საუკუნოდ, ამინ.

ამის შემდეგ მიაბარეს სული უფალს და შეიმკნენ სამუდამო სახელით. მწამებელი მაქსიმიანე კი სიბრაზეს აფრქვევდა წმინდანების სიკვდილის შემდეგაც, ისინი კი უკვე ტკბებოდნენ სამუდამო სასუფეველში. გაიგო მაქსიმიანემ, წმინდანები დაიხოცნენო და ბრძანა, მათთვის დაეჭრათ თავები და არ დაემარხათ. მდელოზე მიმოფანტულ სხეულებს ნადირ-ფრინველი შეესია საჯიჯგნად. ზოგიერთი მორწმუნე მიდიოდა იმ ადგილას ღამით და შიშით მარხავდა მათ ნაწილებს. დიდება შენ, უფალო ჩვენო იესო ქრისტე, მამასთან და სულიწმიდასთან ერთად განდიდებულო საუკუნოდ, ამინ.

ხატის წყარო

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat