მღვდელმოწამე ერმოგენი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი, საკვირველმოქმედი (+1612) - 17 თებერვალი (2 მარტი ან 1 მარტი - ნაკიან წელს)
მღვდელმოწამე ერმოგენი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი, საკვირველმოქმედი (+1612) - 17 თებერვალი (2 მარტი ან 1 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა ერმოგენი დაიბადა 1530 წელს ღარიბ ოჯახში. აღიზარდა ყაზანის ფერისცვალების მონასტერში. მღვდლად მსახურობდა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში. წმინდანის ყაზანში მსახურების წლებში მოხდა ყაზანის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის გამოჩინება. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ის მონაზვნად აღიკვეცა, და ფერისცვალების მონასტრის იღუმენი გახდა. 1589 წელს მას ყაზანის ეპისკოპოსად ხელი დაასხეს და განაგრძო ადგილობრივი თათრების ქრისტეს რწმენაზე მოქცევა. ამის გარდა წმინდა ერმოგენი წერდა წმინდანთა ცხოვრებას და საღვთისმეტყველო ტრაქტატებს მართლმადიდებლობის დასაცავად. ბორის გოდუნოვის სიკვდილის შემდეგ ტახტს მემკვიდრე არ დარჩა და სამეფო ტახტი გრიგოლ ოტრეპევმა მიისაკუთრა - თავი ივანე მრისხანეს ბოლო შვილად გამოაცხადა, რომელიც საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა და მოისურვა პოლონეთის მეფის ასულის ცოლად შერთვა. ეპისკოპოსთაგან ერთადერთი წმინდა ერმოგენი შეეწინააღმდეგა ამ ქორწინებას მართლმადიდებლობის სახელით, რისთვისაც დააპატიმრეს და ერთი წელი იჯდა ციხეში ცრუ-დიმიტრის სიკვდილამდე. ტახტზე თავადი ივანე შუისკი ავიდა, მის დროს წმინდა ერმოგენი რუსეთის პატრიარქად აკურთხეს. მან უპირველესად აღადგინა მოსკოვის დამწვარი სტამბა და ბერძნული ტექსტების მიხედვით შესწორებული ლიტურგიკული წიგნების გამოშვება დაიწყო.

მიუხედავად პატრიარქის ყოველმხრივი დახმარებისა, აჯანყებულმა კაზაკებმა პატრიარქი ჩამოაგდეს და მის ნაცვლად ვინმე დიმიტრი დაადგინეს. მდგომარეობით ისარგებლა პოლონეთის მეფე სიგიზმუნდმა და მოსკოველებს თავისი ვაჟის, ვლადისლავის გამეფება შესთავაზა. დაჰპირდა, - მართლმადიდებლობას მიიღებსო. პატრიარქმა ერმოგენმა მოითხოვა, ტახტზე ასვლამდე მიეღო მართლმადიდებლობა. მან დაუგზავნა წერილები რუსულ ქალაქებს და ოკუპანტებისა და მოჯანყეთაგან მოსკოვის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ოკუპანტებმა 1611 წელს პატრიარქი ციხეში ჩააგდეს. ამასობაში რუსეთის ჯარები მოსკოვის საიერიშოდ ემზადებოდნენ. პოლონელებმა პატრიარქი ციხიდან გამოიყვანეს და ამ თავდასხმის თავიდან აცილება მოსთხოვეს. პატრიარქი უარზე დადგა: "რას მემუქრებით? მე მხოლოდ ღვთისა მეშინია. თუ თქვენ გახვალთ მოსკოვიდან, მოვუწოდებ რუს მხედრობას, დატოვონ ქალაქი, მაგრამ თუ დარჩებით, ვაკურთხებ მათ, რომ წინ აღგიდგნენ და მართლმადიდებლური სარწმუნოების დასაცავად სისხლი დასთხიონ". თუმცა შიდა უთანხმოების გამო რუსები დამარცხდნენ. ნიჟნი-ნოვგოროდში ახალი რაზმები შეიკრიბა. პატრიარქმა მათ მისწერა: "თუ თქვენ რწმენისთვის ეწამებით, ღმერთი შეგინდობთ ცოდვებს, როგორც ამ ცხოვრებაში, ასევე მომავალ საუკუნო სიცოცხლეში". რაც უფრო უახლოვდებოდა ჯარი მოსკოვს, მით მეტად მძიმდებოდა ციხეში მისი ყოფნის პირობები. წმინდა ერმოგენი შიმშილისა და წყურვილისაგან გარდაიცვალა 1612 წლის 17 თებერვალს, მოსკოვის გათავისუფლებამდე რამდენიმე თვით ადრე. მღვდელმოწამის ცხედარი მადლიერმა ხალხმა ჩუდოვის მონასტერში დაკრძალა, 1652 წელს მისი უხრწნელი სხეული მიძინების ტაძარში გადაასვენეს. რუსეთის ეკლესიის უწმინდესმა სინოდმა 1913 წლის 12 მაისს იგი წმინდანად შერაცხა და მისი მოსახსენიებელი დღეებიც დაადგინა: 17 თებერვალი - მიცვალება (ცნობები წმინდა ერმოგენის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ამ დღის საკითხავშია ჩართული) და 12 მაისი - კანონიზაციის დღე. 
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
შობიდან მერვე დღეს, მოსეს რჯულის მიხედვით, ღვთიურ ყრმაზე წინადაცვეთის წესი აღასრულეს და, როგორც ღვთის მიერ იყო ნაუწყები, სახელად იესო უწოდეს.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat