ეს წმინდა კაცი VIII საუკუნეში ცხოვრობდა. 12 წლისა ერთ დამასკელ ხუროს მიაბარეს, რომელსაც ქრისტე უარეყო და ისლამი მიეღო.
ერთხელ ილია, გარემოებათა გამო, იძულებული შეიქმნა, პატრონის სახლში მოწყობილ ღრეობას დასწრებოდა და თანამესუფრეებთან ერთად ეცეკვა, რამაც არაბთ აფიქრებინა, - ისიც გაჩვენიანდაო. ყმაწვილს სხვა რაღა დარჩენოდა, თუ არა გაქცევა და მშობლიურ ჰელიოპოლისში დაბრუნება?!
დამასკოს ცხრა წლის შემდგომღა დაუბრუნდა, თუმცა, ყოფილმა პატრონმა ილია იცნო და იქაურ მმართველს მყის აუწყა, - მუჰამედის მოღალატე დაბრუნდაო!
ბოროტმა მმართველმა ნეტარი სასტიკად ტანჯა, თუმცა, ვერაფერს გახდა. ილია კი წამებისას გამუდმებით იმეორებდა:
- ქრისტეს არასოდეს ვუღალატებ, თქვენ ჩემი ტანჯვა გევალებათ, მე კი - მისი დათმენაო!
779 წლის 1 თებერვალს წმინდა მოწამეს მტარვალებმა თავი წარკვეთეს.
.................................
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი