წმინდა მოწამენი ერმილე და სტრატონიკე - 13 (26) იანვარი
წმინდა მოწამენი ერმილე და სტრატონიკე - 13 (26) იანვარი
ლიცინიუსის მეფობის დროს (321 წელს აღმოსავლეთ ბიზანტიის სამეფოს იმპერატორი გახდა, რომელიც 324 წელს კონსტანტინე დიდმა სიკვდილით დასაჯა), რომელიც მეტად სასტიკი წარმართი იყო, ყველა ქრისტიანი დიდი განსაცდელის წინაშე იდგა. მათ მთელ ქვეყანაში დაეძებდნენ. თუ სადმე ქრისტიანს გადააწყდებოდნენ, მეფეს მიჰგვრიდნენ და მისგან უდიდეს ჯილდოს იღებდნენ. ამის გამო ქრისტიანებზე დიდი დევნა იყო გამოცხადებული. ერთხელ ლიცინიუსი ტახტზე იჯდა, როდესაც ერთი მეომარი ეახლა და უთხრა:

- აქ ერთი ქრისტიანია, სახელად ერმილე, რომელიც დიაკვნად მსახურობს. ქრისტეს სამსახურში მყოფი ჩვენს ღმერთებს დასცინის. შენც არაფრად გაგდებს.

ამის გაგონებაზე მეფემ ბრძანა, სასწრაფოდ მოეძებნათ და შეეპყროთ ერმილე. წმინდანი ლოცულობდა, როდესაც მასთან მეფის მეომრები მივიდნენ. იმის გაგონებაზე, რომ ქრისტეს გულისთვის უნდა გასამართლებულიყო და დასჯილიყო, გახარებულმა ხელები ზეცისკენ აღაპყრო, ღმერთს მადლობა შესწირა და მეომრებს სწრაფი ნაბიჯებით გაჰყვა, თითქოს რაღაც ჯილდოს მისაღებად მიდიოდა. მეტად უშიშრად და თავდაჯერებულად წარდგა მეფის წინაშე. მის დანახვაზე იმპერატორმა უთხრა:

- მითხარი, მართლა ქრისტიანი ხარ, როგორც ამბობ?

- დიახ, - უპასუხა ერმილემ, - არა მხოლოდ ვაღიარებ ქრისტეს სჯულს, არამედ ვემსახურები ჭეშმარიტ ღმერთს, როგორც დიაკვანი.

- დიაკვანი ხარ? მერე ჩვენს ღმერთებსაც ემსახურე, - თქვა მეფემ.

ამ შეთავაზებაზე წმინდანმა უპასუხა:

- მეფეო, ასე მგონია, ან ყრუ ხარ ან შეშლილი. მე გითხარი, რომ უხილავ ღმერთს ვემსახურები და არა კერპებს, რომლებიც თავად კი ჩანან, მაგრამ ვერაფერს ხედავენ და არც არაფერი ესმით. შენ ღმერთებად თვლი ადამიანების ხელით გამოჩორკნილ უსულო ქვისა და ხის ქმნილებებს. ისინი კი დაცინვას იმსახურებენ, ვიდრე თაყვანისცემას.

მეფეს აღარ შეეძლო მისი სიტყვების მოსმენა და მაშინვე ბრძანა სპეციალური იარაღებით ეწამებინათ. თან დაამატა:

- მეფეს პატივი ეცი, ერმილე, და ზედმეტს ნუ ყბედობ. მსხვერპლი შესწირე ღმერთებს და თავი გადაირჩინე.

წმინდანს წამების დროს ისე ეჭირა თავი, თითქოს ტკივილს არ განიცდიდა და ამასთანავე დასცინოდა მწვალებლებს უსასოობის გამო.

შემდეგ ხმა აიმაღლა და მეფეს მიმართა:

- იცოდე, შენც მრავალ იარას მიიღებ და უფლის ძალას საკუთარ თავზე გამოცდი იმის გამო, რომ ზურგი აქციე შენს დამბადებელს და ყრუ და მუნჯ ღმერთებს აღიარებ. იმისთვისაც დაისჯები, რომ მათი დაღუპვაც გინდა, ვინც ჭეშმარიტი ღმერთი იწამა.
ამის გაგონებაზე მეფემ ბრძანა, წმინდა ერმილე სამი დღე დილეგში ჩაეგდოთ, რადგან ეგონა, რომ გონს მოვიდოდა და მოინანიებდა თავის სიჯიუტეს. საპყრობილისკენ მიმავალი წმინდანი გალობდა: "უფალი ჩემთან არის - არ მეშინია, რას მიზამს კაცი?" (ფს. 117:6) ღმერთზე ვარ მინდობილი და არ მეშინია, რას მიზამს ხორციელი" (ფს. 55:5).

ბნელ ჯურღმულში შესვლისას კი წარმოთქვა: "მწყემსო ისრაელისა, ყური მომაპყარ: წინ რომ უძღოდი, ვითარცა ცხვარს, იოსებს, წამომართე შენი სიძლიერე და მოდი ჩვენს სახსნელად" (ფს. 79:2-3).

ღმერთმა თავისი მონა არ მიატოვა განსაცდელში. მის დასახმარებლად თავისი ანგელოზი გაგზავნა, რომელმაც უთხრა:

- ერმილე, ნუ გეშინია, რადგან მალე დაამარცხებ შენს მჩაგვრელს და ზეცაში ბრწყინვალე გვირგვინს მიიღებ ჯილდოდ.

უფალმა თავისი მეომარი ასე გაამხნევა და შეამზადა თავგანწირვისთვის, ძალა შემატა და საბრძოლველად განაწყო.

სამი დღის შემდეგ მეფემ კვლავ იხმო ერმილე და უთხრა:

- თანახმა ხარ თუ არა, ღმერთებს მსხვერპლი შესწირო, რათა მოსალოდნელი წამებისგან გათავისუფლდე? თუ კვლავ სიგიჟით ხარ შეპყრობილი და თავად იმზადებ სამარეს?

ქრისტეს მეომარმა, რომელიც უფლისგან იყო გამხნევებული, უპასუხა:

- მეფეო, ერთხელ უკვე გითხარი და კარგი იქნებოდა, თუ დაკმაყოფილდებოდი ჩემი პასუხით და კვლავ აღარ დამკითხავდი. მე ზეციურ ღმერთს ვაღიარებ და მზად ვარ მას მსხვერპლად შევეწირო. მისგან ველი უდიდეს შეწევნას.

- ვნახავ, ზეცაში მყოფი ღმერთი დაგეხმარება თუ არა, - თქვა მეფემ და მეომრებს უბრძანა, წმინდანი მიწაზე დაეწვინათ და უმოწყალოდ გაეშოლტათ.

წმინდანმა ისეთი მოთმინებით გაუძლო ტანჯვას, თითქოს მას არ სცემდნენ და ღმერთს ევედრებოდა:

- ღმერთო ჩემო! ჩემი გულისთვის მრავალი ტანჯვა და ცემა აიტანე. მეც მომეცი ძალა, შენთვის გადავიტანო ეს წამება და ღირსი გავხდე, რომ შენი დიდების თანამონაწილე ვიყო.

ლოცვის დროს ზეციდან ხმა შემოესმა:

- ამინ, ამინ, ერმილე! სამი დღის შემდეგ გათავისუფლდები ამ ვაებისგან და ტანჯვის სანაცვლოდ დიდ ჯილდოს მიიღებ.

ამის მოსმენის შემდეგ მოწამე მეტად გაძლიერდა, რამაც შიშის ზარი დასცა მწვალებლებს, მიწაზე დაცვივდნენ და არაფრის გაკეთების თავი აღარ ჰქონდათ. მეფეც აფორიაქდა, მაგრამ არ სურდა, უფლის ძალა ეღიარებინა. მისი ბრძანებით, წმინდანი კვლავ დილეგში ჩააგდეს.

წმინდანის დარაჯად სტრატონიკე დააყენეს. ის ყველასგან მალულად აღიარებდა ქრისტეს და ერმილეს მეგობარიც იყო. მისი წამების მომსწრეს გული ეკუმშებოდა, მაგრამ ამასთანავე ერთგვარ სიხარულს გრძნობდა, როდესაც ერმილეს თავდადებასა და სიმტკიცეს ხედავდა. საკუთარ თავში კი ძალას ვერ ამჩნევდა, რომ ასეთი წამებისთვის გაეძლო. დილეგში ჩაგდებული ერმილე გალობდა: "უფალი ჩემი შუქი არის და ხსნაა ჩემი - ვის შევუშინდე?" (ფს. 26:1).

ზეციურმა სხივმა გაანათა და კვლავ გაიგონა ხმა, რომელიც ამხნევებდა და ეუბნებოდა, რომ მისი წამება სამ დღეში დასრულდებოდა.

მეორე დღეს მეფემ კვლავ იხმო წამებული. როდესაც ერმილეს გაბრწყინებული და გახარებული სახე იხილა, მტარვალმა თავი გააქნია და დამცინავად უთხრა:

- მიპასუხე, რა სარგებელი მოგიტანა ბნელმა დილეგმა? დარწმუნდი თუ არა, რომ მეფის ბრძანებას უნდა დამორჩილდე? თუ ისევ გავაგრძელო შენი წამება?

- ბნელმა დილეგმა გონება გამინათა, - უპასუხა წმინდანმა, - გული დამიმშვიდდა, სიხარულითა და რწმენით ვარ სავსე. ამასთანავე გაოცებული ვარ, ოდნავადაც რომ არ გაფანტულა ის სიბნელე, რომელშიც ხარ ჩაფლული და რომელიც შენგან ჭეშმარიტებას მალავს.

ამის მოსმენაზე მეფემ შეჰყვირა:

- როგორც ჩანს, სხვა არაფერი გეხერხება გარდა იმისა, რომ შენი სითავხედითა და შეშლილობით ღიად მომაყენო შეურაცხყოფა. მიპასუხე, ჩემს ღმერთებს მსხვერპლს შესწირავ, თუ ვბრძანო, რომ შენი წამება განაგრძონ, რასაც ნამდვილად იმსახურებ!

- შენ უკვე მოისმინე ჩემი პასუხი, - თქვა წმინდა ერმილემ, - ჩემგან მეტს ვერაფერს გაიგონებ. გააკეთე ის, რაც ჩაიფიქრე.

განრისხებულმა მეფემ ბრძანა, მიწაზე დაეწვინათ წმინდანი და მუცელზე ერტყათ ჯოხები. წმინდანი წამების დროს მხოლოდ სიხარულს განიცდიდა და ამბობდა: "ისწრაფე, ღმერთო ჩემო, სახსნელად, უფალო, ჩემს დასახმარებლად" (ფს. 69:2).

წმინდანის მოთმინებამ მაწამებელი კიდევ უფრო განარისხა. მან ბრძანა, წამებულისთვის მუცელი გაეფატრათ.

- დაე, საკუთარი თვალით იხილოს თავისი შიგნეულობა.

წმინდანი კი ამბობდა:

- "გული ჩემი და სხეული ჩემი უმღერიან უკვდავ ღმერთს" (ფს. 83:3). "ვითარცა ცხიმით და სიმსუქნით დამსუყდეს სული ჩემი და მგალობელი ბაგეებით გაქებდეს პირი ჩემი" (ფს. 62:6).

სტრატონიკე ერმილეს არაადამიანურ წამებას რომ უყურებდა, ტირილი წასკდა.

ეს რომ დაინახეს, მაშინვე მეფეს მოახსენეს ყველაფერი:

- დილეგის მცველი სტრატონიკე არ მალავს თავის ქრისტიანობას და ერმილესთან მეგობრობას. მისთვის ტირის და დარდობს.

მეფემ სტრატონიკე იხმო და ჰკითხა:

- ერმილე შენი მეგობარია?

სტრატონიკეს არ სურდა, სიცრუე ეთქვა, იმასაც მიხვდა, რომ მისი წამების დროც დადგა და აღიარა, რომ ქრისტიანი და ერმილეს მეგობარი იყო. უარყო კერპები და ადიდა ჭეშმარიტი ღმერთი, ცისა და მიწის შემოქმედი. განრისხებულმა მეფემ ბრძანა, გაეშიშვლებინათ და გაეროზგათ სტრატონიკი. როდესაც აწამებდნენ, სტრატონიკემ წმინდა ერმილეს გადახედა და უთხრა:

- ჩემ გამო შეევედრე უფალს, რომ შემეწიოს და გამძლეობა მიწყალობოს.

ამავე დროს მეფეს არწმუნებდა, შეეწყვიტა ბრმა და უსულო კერპების თაყვანისცემა და შიში ჰქონოდა ჭეშმარიტი ღმერთის.

წმინდანს მანამდე სცემდნენ, სანამ არ დადუმდა ტკივილებისგან.

ამის შემდეგ მეფემ ბრძანა, სტრატონიკე და ერმილე დილეგში ჩაეყარათ. წმინდა სტრატონიკე ლოცულობდა და ამბობდა: "ნუ გაგვიხსენებ წინაპართა ცოდვებს" (78:8).

ორივე ღმერთს შეჰღაღადებდა:

- "დაგვეხმარე, ღმერთო ჩვენო მხსნელო, შენი სახელის ღირსებისათვის" (ფს. 78:9).

მათ საპასუხოდ უფლის ხმა გაისმა:

- თქვენ ჩემი ერთგულნი დარჩით, ამისთვის სიმართლის გვირგვინი დაიმსახურეთ, რომელსაც დილით მიიღებთ.

გათენებისთანავე ერმილე კვლავ მეფეს მიჰგვარეს, რომელმაც ჰკითხა:

- შესწირავ ღმერთებს მსხვერპლს?

- რასაც აქამდე ვამბობდი, ახლაც იმავეს გავიმეორებ, - უპასუხა წმინდანმა, - დამწვი, ნაკუწებად მაქციე, როგორც გინდა, ისე მაწამე, არ მეშინია მათი, "ვინც სხეულს კლავს, სულის მოკვლა კი არ ძალუძთ" (მათ. 10:28).
მწვალებელმა ბრძანა, წმინდანი ხეზე მიებათ და დანით დაესერათ. წამების დროს ერმილე ლოცულობდა და ამბობდა:

- ღმერთო ჩემო, ჩემი შემწე იყავი!

- ნუ გეშინია, შენ გვერდით ვარ! - შემოესმა ზეციდან.

მაშინ მეფემ წმინდა ერმილეს მდინარე ისტრეში (დუნაი) დახრჩობა ბრძანა.

ამის შემდეგ მწვალებელმა სტრატონიკეს უბრძანა, ღმერთებისთვის მსხვერპლი შეეწირა.

- ამას თუ არ გააკეთებ, წყეულო, შენი მეგობრის ბედს გაიზიარებ.

ნეტარმა სტრატონიკემ უპასუხა:

- მართლაც წყეული ვიქნები, თუ შენს გიჟურ ბრძანებას შევასრულებ. როგორღა ვიცოცხლებ, როცა ჩემი მეგობარი ქრისტეს შეეწირება?

- განა ერმილესთან ერთად გსურს, რომ მოკვდე? - ჰკითხა მეფემ.

წმინდა სტრატონიკემ უპასუხა:

- ძალიან მინდა! მეგობრები ჭირსა და ლხინშიც ერთად უნდა იყვნენ. იმაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს, რომ ქრისტესთვის მოკვდე.

მეფემ ყოველგვარი იმედი დაკარგა, რომ წმინდანს გადაიბირებდა და ბრძანა, ისიც ერმილესთან ერთად დაეხრჩოთ. ორივე წამებული მდინარისკენ წაიყვანეს. გზაზე ისინი გალობდნენ: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, მშვიდობა ქვეყანაზე და კაცთა შორის სათნოება!" (ლუკ. 2:14).

მეომრებმა ისინი მდინარესთან მიიყვანეს, ბადეში გაახვიეს და წყალში გადაყარეს. მდინარემ მათი სხეულები მიიღო, ზეცამ კი მათი სულები (დაახლ. 315 წ.). მესამე დღეს მორწმუნეებმა მდინარის ნაპირზე მათი წმინდა სხეულები იპოვეს და დიდი პატივით დაკრძალეს სინგიდონის (ბელგრადი) მახლობლად. ისინი ერთ კუბოში ჩააწვინეს, რათა ყველაფერი საერთო ჰქონოდათ: საერთო დილეგი, წამება, დახრჩობა, დაკრძალვა და რაც მთავარია, საერთო დიდება იესო ქრისტესგან.

ტროპარი:
მოწამეთა შენთა, უფალო, ერმილე სტრატონიკესათანა ღუაწლთა შინა თჳსსა გჳრგჳნი მოიგეს უხრწნელებისა, შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენმიერი ძალი და მძლავრი დაამჴუეს და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat