მართლმადიდებელი ეკლესია ძველი სტილით 30 ოქტომბერს (ახალი სტილით 12 ნოემბერს) იხსენიებს
III საუკუნის II ნახევარში მოღვაწე და-ძმას, ეგეოსის მღვდელმთავარ ზინობს და ზინობიას. ზინობი და ზინობია მართლმორწმუნე მშობლებმა ღვთისმოშიშებით აღზარდეს. მშობლების გარდაცვალების შემდეგ და-ძმამ მემკვიდრეობით მიღებული მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა.
წმინდა ცხოვრებისათვის ზინობი ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. ნეტარი მღვდელმთავარი დაუცხრომლად ქადაგებდა ქრისტიანულ სარწმუნოებას წარმართთა შორის და ღვთისგან ბოძებული ნიჭით უსასყიდლოდ კურნავდა სნეულებს. ამ დროს იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, წმინდა ზინობი შეიპყრეს და მმართველ ლისიუსის სამსჯავროზე წარადგინეს. უსჯულო ხელისუფალმა მღვდელმთავარს მიმართა: "სიტყვას არ გავაგრძელებ - გთავაზობ: სიცოცხლეს - თუ ჩვენს ღმერთებს თაყვანს სცემ და სიკვდილს - თუ არ სცემ თაყვანს".
ნეტარმა მიუგო: "ეს წარმავალი სიცოცხლე ქრისტეს გარეშე სიცოცხლე კი არა, სიკვდილია; მიჯობს, დროებითი სატანჯველები დავითმინო ჩემი შემოქმედისთვის და შემდგომ განუშორებლად მასთან ვგიებდე, ვიდრე უარვყო იგი წამიერი სიცოცხლის ფასად და ჯოჯოხეთის მარადიულ სატანჯველებს ვეზიარო".
ლისიუსის ბრძანებით, მღვდელმთავარი ჯვარზე გააკრეს. ეპისკოპოსის დამ, ზინობიამ, ამხილა მტარვალთა სისასტიკე და ახოვნად აღიარა ქრისტე. ამისთვის უღმრთოებმა მასაც მრავალგვარი სატანჯველები დაატეხეს თავს. მოწამეებს ბოლოს თავები მოჰკვეთეს. ხუცესმა ერმოგენმა უფლის რჩეულთა წმინდა ცხედრები მიწას მიაბარა. ეს მოხდა 285 წელს.
........................
მღვდელმოწამე ზინობის, ეგეოსის ეპისკოპოსის, და დისა მისისა ზინობიას კონდაკი:
ჭეშმარიტებისა მოწამეთა და ღმრთისმსახურებისა ქადაგთა ორობასა ღირსად პატივს ვსცემდეთ ღმრთისსულიერითა გალობითა ზინობს ბრძნისა თანა ზინობიას, ერთად ცხორებულთა და განსრულთა, რომელთა წამებითა მოიღეს გვირგვინი უხრწნელი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი