წმინდა მნასონი მოციქულთა დროს ცხოვრობდა კვიპროსზე და წარმართულ ოჯახში დაიბადა.
მან რომიდან იერუსალიმამდე იმოგზაურა და ღირს თეოდორესთან ერთად (ხს. 4 ოქტომბერს), შემდეგ კი კვიპროსზე დაბრუნდა და წმინდა ჰერაკლიდეს (ხს. 17 სექტემბერს) დაემოწაფა. ერთხელ მან ტამასოსში წარმართულ ტაძარში ასკლეპიოსის კერპი უფლის სახელის მოხმობით დაამხო. როცა განრისხებული წარმართები მიცვივდნენ, მან მათ შეუბერა, ყველა დაბრმავდა. ამ ამბავმა წარმართები გონს მოიყვანა და ქრისტეს ძალმოსილება იწამეს. წმინდანმა სამასი კაცი განკურნა და მონათლა.
მნასონი თან ახლდა წმინდა ჰერაკლიდეს სამისიონერო მოგზაურობაში ქალაქ პაფოსში, სადაც იმდენივე სასწაული მოახდინა, რამდენიც მისმა სულიერმა ძმამ. ჰერაკლიდეს გარდაცვალების შემდეგ მნასონი ტამასოსის ეპისკოპოსი გახდა. წმინდა მნასონი ხანდაზმული მშვიდობიანად აღესრულა. იგი არ იხსენიება წმინდა ნიკოდიმოსის "სვინაქსარში", მაგრამ პატივს მიაგებენ კვიპროსზე.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი