მათ არც ის მოსწონდათ, რომ მამა ბესარიონი ღვთისმსახურებას უსასყიდლოდ ასრულებდა
მათ არც ის მოსწონდათ, რომ მამა ბესარიონი ღვთისმსახურებას უსასყიდლოდ ასრულებდა
წამებული ბერი - ბესარიონ ფავლენიშვილი
ქართულმა მატიანეებმა არაერთი საინტერესო ფურცელი შემოგვინახა სარწმუნოებისა და სამშობლოსთვის წამებულთა შესახებ. ისტორიული ბედუკუღმართობის გამო ზოგიერთი თავდადებული პირის სახელი წყაროებში არ აისახა. ეს განსაკუთრებით ითქმის XIX საუკუნის პერიოდზე, როდესაც საუკუნის დასაწყისში ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაკარგა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასაც ავტოკეფალიის უფლება წაერთვა. ჩრდილოელი დამპყრობლები ყოველმხრივ ცდილობდა ოფიციალურ-წერილობითი წყაროებიდან ამოეშანთა იმ პირთა თავდადება, რომლებიც დაკარგული სახელმწიფობრიობისა და ავტოკეფალიაწართმეული ეკლესიის უფლებების დაცვისთვის იბრძოდნენ; ამ მცდელობის მიუხედავად, ხალხის მეხსიერებამ (ზეპირმა გადმოცემებმა) და რუს მოხელეთა საიდუმლო მიმოწერამ საინტერესო მასალები დაგვიტოვა მათ შესახებ.

ასეთ პირთა რიცხვს მიეკუთვნება ბერი ბესარიონ ფავლენიშვილი, რომლის ცხოვრებასა და მოწამებრივ აღსასრულს ფართო საზოგადოება ნაკლებად იცნობს; მის შესახებ XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში შიდა ქართლისა და ხევის მოსახლეობაში უამრავი ლეგენდა არსებობდა. ხევში დაცული გადმოცემების საფუძველზე მწერალმა ალექსანდრე ყაზბეგმა მისი სახელი უკვდავყო მოთხრობით "მოძღვარი", რომლის მთავარი გმირი, მღვდელი ონოფრე წარმოადგენდა ბესარიონ ფავლენიშვილის წმინდა სახეს. მკვლევარი ვ. სიდამონიძე ბესარიონ ფავლენიშვილს ილია ჭავჭავაძის განდეგილის პროტოტიპად თვლის, რაც ჩვენ საეჭვოდ მიგვაჩნია. ილია ჭავჭავაძის პოემა "განდეგილის" ხალხური წყაროების შესწავლამ დაადასტურა, რომ ბესარიონ ფავლენიშვილის მოღვაწეობას არაფერი აკავშირებდა ბეთლემის გამოქვაბულში განმარტოებულ მწირ ბერთან. განდეგილის პროტოტიპი სულ სხვა პიროვნება იყო.

ჩვენი საუკუნის დასაწყისში მღვდელმა პოლიევქტოს კარბელაშვილმა ბესარიონ ფავლენიშვილის მოღვაწეობას მცირე მოცულობის ნარკვევი მიუძღვნა. ნაშრომის გამოქვეყნების მიზანი იყო, ერს არ დაევიწყებინა სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის წამებულის ღვაწლი. გარდა ამისა, მისი მოღვაწეობა ზნეობრივი მაგალითი უნდა გამხდარიყო მომავალი თაობებისთვის.

ბესარიონ ფავლენიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ არსებული ზეპირი თუ წერილობითი მასალების მოძიებას დიდი ამაგი დასდო ეპისკოპოსმა (შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქმა) კირიონ საძაგლიშვილმა. რუსეთში გადასახლებულ კირიონს ბერის საქმიანობაზე საინტერესო ცნობები მიაწოდა თბილისში მოღვაწე ბერმა იოსებ ჩიჯავაძემ. ამ მასალების საფუძველზე კირიონმა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა. მას განსაზღვრული ჰქონდა ბესარიონ ბერის მოწამებრივ ცხოვრებაზე უფრო ვრცელი გამოკვლევა დაეწერა, მაგრამ არ დასცალდა. კირიონის ნაშრომისა და მის მიერ მოძიებული მასალების მიმოხილვას საინტერესო წერილი მიუძღვნა ს. მერკვილაძემ.

წყაროების სიმწირის გამო ბესარიონ ფავლენიშვილის ბიოგრაფიის სრულყოფილად წარმოჩენა გაძნელებულია. სამწუხაროდ, მისი მშობლებისა და ახლობლების შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება. არც ის ვიცით, ერისკაცობაში რა სახელს ატარებდა. ბესარიონი მისი ბერობის სახელია. ბესარიონ ფავლენიშვილის მოღვაწეობის დახასიათება შესაძლებელია მხოლოდ იმ ვრცელი მოხსენების საფუძველზე, რომელიც მან 1819 წლის 3 სექტემბერს საქართველო-იმერეთის სინოდურ კანტორას წარუდგინა. ბუნებრივია, რომ აღნიშნული მოხსენებითი ბარათი სრულყოფილ წარმოდგენას ვერ შეგვიქმნის ბესარიონ ბერის ღვაწლზე. თუმცა მასზე დაყრდნობით შესაძლებელია აღვადგინოთ მისი ბიოგრაფიის ზოგიერთი მომენტი.

ბესარიონ ფავლენიშვილი დაიბადა 1774 წელს შიდა ქართლში, სოფელ ერედვში, ფავლენიშვილთა წარჩინებულ ოჯახში. დაწყებითი განათლება მას ოჯახში მიუღია. თორმეტი წლისა სასწავლებლად მიუბარებიათ თბილისში, ანჩისხატის ტაძართან არსებულ სასულიერო სემინარიაში, სადაც ცოდნას ეუფლებოდა დეკანოზ მიქაელ ალექსი-მესხიშვილის მეთვალყურეობით, რომელიც მის მოძღვრად ითვლებოდა. შემდეგ სწავლას აგრძელებს იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს არქიმანდრიტ ეფთვითმესთან. ორი წლის განმავლობაში ბესარიონი დიდად გაიწაფა ხუცურის კითხვაში და კარგად შეისწავლა საეკლესიო მწერლობა. 1799 წელს აქვე აღიკვეცა ბერად. 1803 წელს ეპისკოპოს სტეფანე რუსთველის ხელდასხმით ბესარიონი ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ - მღვდელმონაზვნად. როგორც თვითონ გადმოგვცემს, ოთხი წელი "ვიყავ მონასტერსა შინა გამოუსვლელად". 1807 წელს ახალგაზრდა მღვდელმონაზონი ქვათახევის მონასტერში გადავიდა არქიმანდრიტ დოსითეოსთან. მალე მამა ბესარიონი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ის კურთხევით, ქრისტიანობის აღსადგენად და გასავრცელებლად მოძღვრად გაამწესეს შიდა ქართლის მთიანეთში - ხევსა და მთიულეთში. მოსახლეობისგან მოშორებით, გერგეტის ჩრდილოეთით, სტეფანწმინდიდან ორი ვერსის დაშორებით ბესარიონმა პიტალო კლდის ერთ-ერთ გამოქვაბულში გამოკვეთა ეკლესია, სენაკები, სასმელი წყლისთვის ამოჭრა ჭა, ეკლესიას გალავანი შემოავლო და იგი ნეოფიტე არქიმანდრიტს აკურთხებინა ღვთისმშობლის მიძინების სახელზე. ღვთისმსახურების დროს მას ეხმარებოდა სტეფანწმინდელი დიმიტრი ფიცხელაური, რომელსაც თვითონ შეასწავლა საღმრთო ლიტურგიკის წესები. თავისუფალ დროს იგი ქსნის ხეობაში ჩადიოდა და, ერისთავების ნებართვით, ლარგვისის მონასტერზე მიწერილი ყმებისა და მამულების საქმეებს განაგებდა.

მამა ბესარიონის მისიონერული მოღვაწეობის დაწყებამდე სარწმუნოებრივი და ზნეობრივი თვალსაზრისით მთიულეთ-ხევის მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. წილკნის ეპარქიას მიწერილ საქართველოს მთიანეთის ამ ნაწილში XVIII საუკუნის ბოლოს ქრისტიანობა საკმაოდ შესუსტებული იყო. ზოგიერთი თემი სასულიერო პირის გარეშე დარჩა. უპატრონოდ მიტოვებული ეკლესია-მონასტრები ფიზიკურად ნადგურდებოდა. მოსახლეობის უდიდეს ნაწილში უზნეობამ დაისადგურა. მთიულეთ-ხევის მოსახლეობის სარწმუნოებრივ დაქვეითებას და მისგან გამოწვეულ შედეგებს კარგად აღგვიწერს მამა ბესარიონი 1819 წლის 6 აგვისტოს საქართველოს ეგზარქოს თეოფილაქტესადმი წარდგენილ მიმართვაში. "მე რომ გიახელ და ამათ ყოფაქცევას დავხედე, დიდად გამიკვირდა. თუმცა რომ ნათელღებულნი იყვნენ, მაგრამ კერპიული ყოფაქცევა ჰქონდათ, რომ სწორედ მკვდრის დამარხვაც არ იცოდნენ, რომ მოკვდომოდათ რამე, რვა-ცხრა დღე შინ უნდა დებოდათ, მთელი თემი სულ უნდა მისულიყო და ეტირნათ კაცსა და ქალსა, მათრახთა და ჯოხის ცემით უნდა სისხლი დაედინათ და თმა დაეგლიჯათ და ზედ მკვდრისათვის ეყარათ... ამასდა გარდა, წელიწადზე მეტი უნდა ემარხულა ცოლსა, დედასა და დას, ვინც რომ უწინ დაიძახებდა, ქვრივი ჩემიაო, ის არავის დაანებებდა და ამაზე ჰქონდათ ერთი ხოცვა. ერთი ნათლისღება ჰქონდათ და სხვა არაფერი. არც აღსარება, არც ზიარება. სიკვდილის დღეს მღვდელი თუ მიუსწრებდა, აზიარებდა, თუ არა, ისე უზიარებელი და უაღსარებო უნდა მომკვდარიყო. მღველი თუნდა წირვაზედ და ლოცვაზედ მდგარიყო, ყურსაც არავინ ათხოვებდა. მარხვაც, ეგების, დიდმარხვა და ოთხშაბათ-პარასკევი შეენახათ. ოთხ დღეს თუ ხუთ დღეს - მარიამობის და ქრისტეშობისა შეენახათ და სხვას სულ სჭამდეს. მკვდრის სუფრა იცოდნენ ასეთი, რომ ვისაც შეეძლებოდა, მამული უნდა გაეყიდნა და მკვდარი ისე დაემარხა. მეუღლეს რომ ითხოვდნენ, მოიყვანდნენ, თუ ნებავდა, ჯვარსა დაიწერდა და თუ არა, ასე ჯვარდაუწერელი ყვანდა... და თუ არა ნებავდათ, თუნდაც ყელთამდისინ შვილებით სავსე ყოფილიყო, გააგდებდა და სხვას შეირთავდა, ნახევარი უფრო ჯვარდაუწერელი იყო".

მთიულეთ-ხევში ბესარიონ ბერის მისიონერად მისვლის შემდეგ მდგომარეობა სასიკეთოდ შეიცვალა, ოცი წლის განმავლობაში იგი ქრისტეს რწმენას ავრცელებდა მთის მოსახლეობაში. მცირე ხნის განმავლობაში მან ორიათასამდე კაცი მონათლა. ფეხით დაიარებოდა მთის სოფლებში: ჯუთაში, ოქროყანაში, აჩხოტში, სტეფანწმინდაში, ფაშეთში და სხვა. მოსახლეობას ანუგეშებდა. ხელმოკლეებს მატერიალურად ეხმარებოდა, სნეულებს კურნავდა. თავისი ღვთისმოსაობით მამა ბესარიონმა დიდი სიყვარული დაიმსახურა. მისი პიროვნება ზნეობრივ მაგალითად იქცა მთის მოსახლეობისთვის.

ბესარიონ ფავლენიშვილის განმანათლებლური მოღვაწეობა დიდხანს არ გაგრძელებულა. მისი გეგმების განხორციელებას ხელი შეუშალა შეცვლილმა პოლიტიკურმა ვითარებამ. 1801 წელს, ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ, რუსეთის ცარიზმმა მიზნად დაისახა საქართველოს ეკლესია თავისი პოლიტიკური მიზნების ასასრულებლად გამოეყენებინა. ამას ემსახურებოდა 1811 წელს მრავალსაუკუნოვანი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება და მისი დაქვემდებარება რუსეთის უწმინდესი სინოდისადმი. ეს უკანასკნელი რუსეთის სახელმწიფოს დიდმპყრობელური პოლიტიკის გამტარებელ ორგანოს წარმოადგენდა. ავტოკეფალიის გაუქმებით საქართველოს ეკლესიამ დაკარგა ისტორული დანიშნულება, რომელიც ერისა და ქვეყნის ინტერესების დაცვას გულისხმობდა. ახალი დამპყრობელი არ ზრუნავდა ქართველი ხალხის რწმენის განსამტკიცებლად. ლიტურგიკულ პრაქტიკაში სლავური წესის დამკვიდრებამ, წირვა-ლოცვის რუსულ ენაზე დაკანონებამ, ეპარქიების შემცირებამ და ეკლესია-მონასტრების გაუქმებამ ქართველ ერში სარწმუნოების დაქვეითება გამოიწვია.

საქართველოს პირველმა ეგზარქოსმა ვარლამ ერისთავმა რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით დაიწყო ავტოკეფალიაწართმეული საქართველოს ეკლესიის რეორგანიზაცია. 1814 წელს იმპერატორის მითითებით აღდგა ოსეთის სასულიერო კომისია, რომელიც მიზნად ისახავდა ქრისტიანობის განმტკიცებას საქართველოსა და კავკასიის მთიანეთში. კომისია რუსეთის იმპერიის პოლიტიკური ინტერესების განმამტკიცებელი იყო. ოსეთის კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა რუსული ორიანტაციის მქონე არქიეპოსკოპოსი დოსითეოს ფიცხელაური. მან მამა ბესარიონის სამწყსოში სამისიონერო მოღვაწეობის მიზნით სამი მღვდელი გაამწესა: სტეფანწმინდაში - ბართლომე ყაზიშვილი, გერგეტში - სპირიდონ სუჯიშვილი, სიონში - შიო ფაჯიშვილი. ეს სასულერო პირები ჯამაგირს სახელმწიფო ხაზინიდან იღებდნენ, ამიტომ ადგილობრივი მოსახლეობა მათ რუსეთის სახელმწიფო მოხელეებად მიიჩნევდა. ამას ემატებოდა ისიც, რომ ზემოთ დასახელებული ოსეთის კამპანიის წევრი მღვდლები სასულიერო პირებისთვის შეუფერებელ საქციელს სჩადიოდნენ - სამიკიტნოებისა და დუქნების ხშირი სტუმრები იყვნენ, ქეიფსა და დროსტარებაში ატარებდნენ დროს. მათი უმსგავსო საქციელით მთის მოსახლეობა აღშფოთებული იყო, რითაც ბესარიონ ფავლენიშვილის ავტორიტეტი კიდევ უფრო გაიზარდა. როცა ვარლამ ეგზარქოსის ყურამდე ბესარიონ ბერის ღვთისმოსაობამ მიაღწია, ბრძანა, სამივე მღვდელი ბესარიონს დამორჩილებოდა. მღვდლები უკმაყოფილონი იყვნენ ეგზარქოსის გადაწყვეტილებით. მათ არც ის მოსწონდათ, რომ მამა ბესარიონი ღვთისმსახურებას უსასყიდლოდ ასრულებდა. მაგრამ უკმაყოფილებას აშკარად ვერ გამოხატავდნენ და ხელსაყრელ დროს უცდიდნენ, რათა იგი თავიდან მოეშორებინათ. მალე ეს დროც დაუდგათ...

"საპატრიაქოს უწყებანის"
ელდარ ბუბულაშვილის სტატიის მიხედვით

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat