ელია წინასწარმეტყველი ძველი აღთქმის პერიოდში ყველაზე მაღალსულიერი პიროვნება გახლდათ
ელია წინასწარმეტყველი ძველი აღთქმის პერიოდში ყველაზე მაღალსულიერი პიროვნება გახლდათ
როგორც ვიცით, უფალი ხშირად უგზავნიდა რჩეულ ერს წინასწარმეტყველებს, განსაკუთრებით - ისრაელის სამეფოში. ისინი მოუწოდებნენ ხალხს, მობურნებულიყვნენ ჭეშმარიტი ღვთისკენ, აფრთხილებდნენ ღვთის მოსალოდნელი სასჯელის შესახებ. სწორედ ეს იყო წინასწარმეტყველთა მისია და დანიშნულება... მოგითხრობთ რამდენიმე წინასწარმეტყველის შესახებ, რომლებიც გაყოფის შემდგომ მოუვლინა უფალმა ისრაელიანებს.


არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

ელია წინასწარმეტყველი
- ელია წინასწარმეტყველი დაიბადა არაბეთის ქალაქ თესბში, ამიტომაც თესბიტელადაც იწოდება. გადმოცემით, მისი შობისას მამამისს ხილვა ჰქონდა: ყრმას ნათლით შემოსილმა კაცმა მოაკითხა, ცეცხლოვან სახვევში გაახვია და ცეცხლის ალი აჭამა. შეშფოთებული მამა იერუსალიმში წავიდა და ყოველივე მღვდელმთავარს მოუყვა. მღვდელმთავარმა ხილვა ამგვარად აუხსნა: ნათელში დამკვიდრდება შენი შვილი, მისი სიტყვა მკაფიო იქნება და ისრაელს მახვილითა და ცეცხლით განსჯის.

ელია წინასწარმეტყველი ისრაელის სამეფოში ცხოვრობდა უღმერთო მეფის დროს, რომელიც თაყვანს სცემდა ბაალის კერპებს. წინასწარმეტყველი სასტიკად ამხელდა მეფესა და ერს კერპების თაყვანისცემის გამო. იწინასწარმეტყველა, თუ ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემას არ დაუბრუნდებოდნენ, გვალვითა და შიმშილით დაისჯებოდნენ. ხალხმა მისი არ ისმინა. ელიას წინასწარმეტყველება ახდა. შიმშილიანობის დროს ელია ღვთის ბრძანებით ერთხანს უდაბნოში ცხოვრობდა, სადაც ყორანს მიჰქონდა საზრდო ყოველ დილა-საღამოს, შემდეგ ერთ ქალაქში წავიდა და ღარიბი ქვრივის სახლში დასახლდა. იქ მრავალი სასწაული აღასრულა. ბოლოს მკვდრეთით აღადგინა ამ დედაკაცის შვილი.

გვალვისა და შიმშილიანობის დასრულების შემდეგ, ღვთის ბრძანებით, ელია კვლავ დაბრუნდა ისრაელის სამეფოში და კიდევ უამრავი სასწაული აღასრულა.

ბოლოს იგრძნო, რომ მთავრდებოდა მისი მიწიერი ცხოვრება და ზეცად იქნებოდა ატაცებული. მას მარტო დარჩენა სურდა, მაგრამ მისმა მოწაფე ელისემ შეჰფიცა, რომ არ განეშორებოდა... როდესაც მდინარე იორდანეს მიადგნენ, ელიამ თავისი ხალენი დაკეცა და წყალს დაჰკრა, წყალი ორად გაიყო და ორივე მშრალად გავიდა მეორე ნაპირზე. ამ სასწაულის ხილვის შემდეგ ელიამ ელისეს უთხრა: "ითხოვე ჩემგან, რა გიყო შენ, სანამ ავმაღლდებოდე". ელისემ მიუგო: ღვთის მადლი, რომელიც შენზეა გადმოსული, ჩემზეც გადმოვიდეს ორწილ მეტი. "ძნელს მთხოვ, მაგრამ თუ დაინახავ ჩემს ატაცებას, გეყოს შენ ეგრე". ამ დროს გამოჩნდა ცეცხლოვანი ეტლი ცეცხლოვანი ცხენებით და ელია ზეცად იქნა ატაცებული. ელისე გაოცებული შესცქეროდა ამ სასწაულს. მოულოდნელად მის წინ ხალენი დაეცა. ელისემ ხალენი აიღო, იორდანესთან მივიდა და წყალს დაჰკრა. წყალი ორად გაიყო და მეორე ნაპირზე გავიდა. იგი მიხვდა, რომ მისი სურვილი აღსრულდა - მიეცა ნიჭი წინასწარმეტყველებისა.

გადმოცემით, ელია წინასწარმტყველის ხალენი საქართველოში, მცხეთაშია დავანებული. სიწმინდე ისრაელისა და იუდეველთა სამეფოების დაცემის შემდეგ დევნილ ებრაელებს ჩამოუბრძანებიათ.

ელისე წინასწარმეტყველი
ელისე წინასწამტყველი ელია წინასწარმეტყველის მოწაფე იყო. ისიც მოუწოდებდა ისრაელიანებს, მობრუნებულიყვნენ ჭეშმარიტი ღვთისკენ.

ელისე წინასწარმეტყველიც აურაცხელ სასწაულს სჩადიოდა. ერთხელ კეთრისგან განკურნა ასურეთის მხედართმთავარი ნემანი. ნემანს კეთრი შეეყარა და ვერაფრით განიკურნა. მას თავისმა მოსამსახურემ, ტყვე ებრაელის ცოლმა, ურჩია, წინასწარმეტყველ ელისესთან წასულიყო და ის განკურნავდა. ნემანი მართლაც გაემგზავრა წინასწარმეტყველთან, მივიდა და მის სახლის კართან გაჩერდა. ელისემ მოსამსახურის პირით შეუთვალა: წადი, შვიდჯერ დაიბანე იორდანეში და განიწმინდებიო. ნემანი გაჯავრდა, რადგან ფიქრობდა, რომ წინასწარმეტყველი მის შესახვედრად გამოვიდოდა, ღმერთს მის განკურნებას სთხოვდა, ხელს სხეულზე დაადებდა და ასე განკურნავდა. თქვა: "განა სირიის მდინარენი უმჯობესნი არ არიან? არ შემეძლო მათში ბანაობა და განწმენდა?" გადაწყვიტა, უკან გაბრუნებულიყო, მაგრამ ელისეს მსახურებმა დაარწმუნეს, შეესრულებინა მისი ნათქვამი. ნემანიც დაჰყვა წინასწარმეტყველის სიტყვას. როდესაც კურნება მიიღო, ელისესთან დაბრუნდა და უთხრა: "ახლა ვხედავ, რომ არ არის ქვეყანაზე სხვა ღმერთი გარდა ისრაელის ღმერთისა. ის არის ჭეშმარიტი ღმერთი". მადლიერების ნიშნად კი დიდძალი საბოძვარიც მიართვა, მაგრამ ელისე წინასწარმეტყველმა არ მიიღო და მხედართმთავარი შინ ლოცვა-კურთხევით გაისტუმრა.

ელისემ კიდევ უამრავი სასწაული აღასრულა ღვთის ნებით, რათა ისრაელიანები ჭეშმარიტ გზაზე დაეყენებინა, მაგრამ ებრაელებმა არც მისი ისმინეს.

გარდაცვალების შემდეგ ის გამოქვაბულში დაკრძალეს.

იონა წინასწარმეტყველი
ელისეს სიკვდილის შემდეგ ღმერთმა ისრაელის სამეფოში იონა წინასწარმეტყველი მოავლინა. იონამ ისრაელიანებს ჭეშმარიტი ღმერთი უქადაგა, მაგრამ მათ არ ისმინეს მისი. ისრაელიანთა ურწმუნოების სამხილებლად ღმერთმა იონას უბრძანა, მათი მტრების, ასურელების დედაქალაქ ნინევიაში წასულიყო და იქ ექადაგა, რომ თუ არ მოინანიებდნენ, დაიღუპებოდნენ. იონას მტრების გადარჩენა არ სურდა და ღვთის ბრძანებას არ დაემორჩილა, ხომალდში ჩაჯდა და სხვა ქვეყანაში გაქცევა დააპირა, მაგრამ მოულოდნელად საშინელი ქარიშხალი ამოვარდა და ხომალდს ზღვაში მოგზაურობა გაუჭირდა. ამ დროს იონას ღრმად ეძინა. ხომალდში მყოფნი შეშინდნენ, თავ-თავიანთ ცრუ ღმერთებს სთხოვდნენ შეწევნას... როდესაც იონას გაეღვიძა, მიხვდა, რომ ქარიშხალი ღვთის რისხვა იყო იმის გამო, რომ მან არ აღასრულა ღვთის ნება. მეზღვაურებს უთხრა: ჩამაგდეთ ზღვაში და ქარიშხალიც დაცხრებაო. მართლაც ასე მოხდა. ღვთის ბრძანებით, იონა გველეშაპმა გადაყლაპა. წინასწარმეტყველმა მის მუცელში სამი დღე დაჰყო უვნებლად. ხელები ჯვრის სახით განიპყრნა და ღმერთს ხსნას ევედრებოდა. უფალმა იონას ვედრება შეისმინა და ვეშაპის მუცლიდან გაათავისუფლა.

მას კვლავ ებრძანა ღვთისგან, ნინევიაში წასულიყო და ექადაგა სინანული.

ამჯერად იონა წინასწარმეტყველი დაემორჩილა ღვთის ბრძანებას. ნინევიელებმა მისი ისმინეს და ცოდვები მოინანიეს. უფალმაც მიუტევათ და ღვთის მსჯავრს გადაურჩნენ.

იონა წინასწარმეტყველის ხელით კიდევ არაერთი სასწაული აღასრულა უფალმა.

მისი სამი დღის მანძილზე ვეშაპის მუცელში ყოფნა და გამოხსნა მოასწავებდა უფალ იესო ქრისტეს სამ დღეს საფლავში დაფვლას და მესამე დღეს ბრწყინვალე მკვდრეთით აღდგომას.

ესაია წინასწარმეტყველი
იგი იუდეველთა სამეფოში ცხოვრობდა და წინასწარმეტყველებდა. ესაია ანგელოზთა გამოცხადებით განწმინდა უფალმა ცოდვათაგან და გაგზავნა ხალხთან საქადაგებლად.

ესაია აფრთხილებდა იუდეველებს, შეენანათ და მობრუნებულიყვნენ ღვთისკენ. თუ არ მოინანიებდნენ და კვლავ ჭეშმარიტ ღმერთს არ მიუბრუნდებოდნენ, ღვთისგან ტყვეობაში ყოფნით დაისჯებოდნენ. მან იწინასწარმეტყველა იერუსალიმის დაქცევა, სოლომონის ტაძრის დანგრევა, ებრაელების ბაბილონის ტყვეობაში ყოფნა და ტყვეობიდან დაბრუნებაც.

ესაიამ ყველა წინასწარმტყველზე ცხადად იქადაგა მაცხოვრის, მხსნელის მოვლინებაზე. იწინასწარმეტყველა ისიც, რომ მესია იქნებოდა დავითის ტომიდან და იშვებოდა ქალწულისგან. წინასწარ განაცხადა ყოველივე, რაც მაცხოვრის მოსვლას მოჰყვებოდა თან, თანაც იმდენად ცხადად ქადაგებდა მოვლენებზე, რომლებიც საუკუნეების შემდგომ უნდა აღსრულებულიყო, თითქოს მის თვალწინ ხდებოდა ყველაფერი.

გადმოცემის თანახმად, ესაია მოწამებრივად აღესრულა. იუდეველთა უსჯულო მეფემ მისი მოკვლა ბრძანა. ესაიამ ხის ფუღუროს შეაფარა თავი, მაგრამ იპოვეს, ხე მოჭრეს, გახერხეს და წინასწარმეტყველიც მასთან ერთად გადახერხეს.

იერემია წინასწარმეტყველი
იერემია წინასწარმეტყველიც იუდეველთა სამეფოში ქადაგებდა იმ დროს, როდესაც იუდეველთა გულები მთლიანად დაშორებოდა უფალს. ებრაელები არ უჯერებდნენ წინასწარმეტყველს, უფრო და უფრო ეფლობოდნენ კერპთაყვანისმცემლობაში და ამრავლებდნენ უსჯულოებას.

უფლის ბრძანებით, იერემია ერთ მექოთნესთან მივიდა, რათა მისი შრომა ეხილა. ძალზე მოიხიბლა ოსტატის მონდომებით და საქმის სიყვარულით. მაშინ ღვთის ხმა ესმა: "იმაზე მეტად ვზრუნავ ჩემს ქმნილებაზე - ადამიანზე, ვიდრე მექოთნე თავის ქმნილებაზე. ახლა აიღე თიხის ჭურჭელი, წადი და უქადაგე ჩემს ხალხს".

წინასწარმეტყველი ღვთის ნებას დაემორჩილა. ქადაგებისას წარმოთქვა: "უფალი ბრძანებს: აჰა, როგორც თიხა მეთუნის (მექოთნის) ხელში, ისე ხართ ჩემს ხელში..." შემდეგ თიხის ქოთანი ძირს დაანარცხა, ნამსხვრვებად აქცია და განაგრძო: "ასე შეიძლება დაემართოს ღმერთის უმშვენიერეს ქმნილებასაც - ადამიანებს, რადგან გაიმრუდეს გზა, რომ ევლოთ გაუთელავი ბილიკებით". წინასწარმეტყველი მოუწოდებდა ებრაელებს, მოქცეულიყვნენ ჭეშმარიტი ღვთისკენ, თორემ ბაბილონელთა ტყვეობაში ჩავარდნით დაისჯებოდნენ.

მრავალგზის ამხილა იერემიამ იუდეველები. მის ქადაგებასა და მხილებას თან აურაცხელი სასწაული ახლდა. გაბოროტებულმა იუდეველებმა წინასწარმეტყველი ეგვიპტეში ჩაქოლეს.

იუდეველთა გადმოცემის თანახმად, როდესაც წინასწარმეტყველება ახდა და ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმი დაიპყრო, იერემიამ მოასწრო იერუსალიმის ტაძრიდან სჯულის კიდობნის, მოსეს მოძრავი კარვისა და საკმევლის სამსხვერპლოს გატანა და მთის გამოქვაბულში გადამალვა.

- წინასწარმეტყველთაგან ყველაზე გამორჩეულად ელიამ დაასრულა მიწიერი ცხოვრება. როგორც ვიცით, ის ცოცხლად იქნა ატაცებული ზეცად. რატომ გამოარჩია უფალმა სწორედ ელია წინასწარმეტყველი?

- ეს მოხდა თავად ელია წინასწარმეტყველის ცხოვრებიდან გამომდინარე. კაცობრიობის ისტორიაში ორი ასეთი შემთხვევა მოხდა - ზეცად ცოცხლად იქნენ ატაცებული ძველი აღთქმის პატრიარქი ენუქი და ელია წინასწარმეტყველი. უფალმა ღირსყო ისინი, არ განეცადათ ხორციელი სიკვდილი. როგორც აპოკალიფსშია ნათქვამი, მეორედ მოსვლის ჟამს ისინი ანტიქრისტეს მიერ იქნებიან მოკვდინებულნი და მესამე დღეს მკვდრეთით აღდგებიან განახებული, უხრწნელი ხორცით.

ელიასა და ენუქს ისეთივე ხრწნადი ხორცი აქვთ, როგორიც ჩვენ, მაგრამ, ღვთის განგებულებით, მათი სხეული დაცული იქნება მეორედ მოსვლამდე, ბუნების კანონებს არ დაემორჩილება. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ კი ექნებათ უხრწნელი ხორცი, ისეთი, როგორიც მკვდრეთით აღმდგარ მაცხოვარს ჰქონდა. "ბიბლიაში" ენუქზე წერია - ენუქი სათნო ეყო უფალს და ამის გამო ცოცხლად იქნა ზეცად ატაცებული. ელია წინასწარმეტყველიც სათნო ეყო უფალს თავისი ცხოვრებით. ძველი აღთქმის პერიოდში იგი ყველაზე მაღალსულიერი პიროვნება გახლდათ. ელია წინასწარმეტყველი მოიაზრება ბერმონაზვნური ცხოვრების ერთ-ერთ ფუძემდებლად. ვიცით, რომ იგი უდაბნოში, გამოქვაბულში ცხოვრობდა განმარტობით, მცირედს იხმევდა... ცხადია, ყველა წინასწარმეტყველი ღვთის ნების აღსრულებითა და მორჩილებით ცხოვრობდა, მაგრამ ელიას ღვთისადმი მსახურება და მოღვაწეობა განსაკუთრებით გამორჩეული იყო. მისი ხელით აურაცხელი სასწაული ქმნა უფალმა. სწორედ ღვთის სარწმუნოებისა და უფლის მცნებების აღსრულების, უფალზე სრულად მინდობის გამო შეიქმნა ღირსი ზეცად ცოცხლად ატაცებისა.

როგორც ვიცით, ზეცად ატაცების დროს ელია წინასწარმეტყველმა ხალენი ელისეს დაუტოვა. დატოვება იყო ნიშანი იმისა, რომ მასზე გადავიდა ღვთის მადლი და ის მისია, რომელიც ელია წინასწარმეტყველს ჰქონდა, ელისეს უნდა გაეგრძელებინა. უფალმა ელისეში გააგრძელა და ელისეთი გააგრძელა ის საქმენი, რომელთაც ელია აღასრულებდა, გარეგნული გამოხატულება ამისა იყო ხალენის დატოვება. წარმართულ სამყაროში არსებობდა ჩვეულება - ფილოსოფოსები თავიანთ მოსასხამს საუკეთესო მოწაფეებს გადაულოცავდნენ. როგორც ჩანს, სწორედ ელიასგან მომდინარეობდა ეს ტრადიცია, რადგან წინასწარმეტყველი მათზე გაცილებით ადრე ცხოვრობდა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.01.2014
წმინდა წერილი მოგვითხრობს, რომ ძველ ისრაელში, მეფობის დაარსებამდე, მსაჯულთა სისტემა მოქმედებდა.
26.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეხუთე
აბელისა და კაენის განსხვავებული მსოფლმხედველობა. ბიბლია აბელისა და კაენის შესახებ ღრმა ზნეობრივი შინაარსის ისტორიას მოგვითხრობს.
12.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეოთხე
მშვინვიერი კაცის ამქვეყნიური "მონაგარი"
29.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მესამე
სულიერი ადამიანი და მშვინვიერი კაცი
როდესაც აბელისა და კაენის ამბავს ვაკვირდებით
15.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეორე
ცოდვის გამო შეწირული მსხვერპლი თუ ღმერთის სიყვარულისა და საქმის ერთგულების გამომხატველი კეთილი ნიჭი და საბოძვარი
01.03.2012
თავი პირველი
უმნიშვნელოვანესი ღვთაებრივი ქმნილება და მადლიერების შინაარსი
ადამიანი, როგორც ღმერთის უმნიშვნელოვანესი ქმნილება
16.02.2012
ადამმა, სამყაროს მამამ, სამოთხეში შეიცნო ღმერთის სიყვარული. ხოლო როდესაც ცოდვებისათვის სამოთხიდან განიდევნა და მოაკლდა ღმერთის სიყვარულს, მისი სული მწარედ იტანჯებოდა ერთი ფიქრით:
12.05.2011
ღვთისგან სამოთხიდან განდევნილი ადამისადმი მიცემული აღთქმის თანახმად, მესია ქალწულისგან უნდა შობილიყო. როდესაც აღთქმული მხსნელის მოვლინების ჟამი მოახლოვდა, მართალი იოაკიმესა და ანასგან იშვა ქალწულიც - წმინდა მარიამი.
12.04.2011
როგორც ვიცით, პალესტინაში რომის იმპერიის გაბატონების შემდეგ, ისრაელის მმართველი გახდა წარმოშობით იდუმელი (არაბი) ანტიპატრე, რომელმაც ცოლად შეირთო ებრაელი ქალი.
31.03.2011
ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ ისრაელი სელეკვიდებმა დაიმორჩილეს, რასაც მოჰყვა ისრაელიანთა მასობრივი აჯანყებები.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat