ისრაელიანთა მცირე ნაწილი ელოდა ჭეშმარიტ მესიას, დანარჩენები კი ელოდნენ ისეთ მხსნელს, რომელიც მათ რომაელთა ბატონობისგან გამოიხსნიდა
ისრაელიანთა მცირე ნაწილი ელოდა ჭეშმარიტ მესიას, დანარჩენები კი ელოდნენ ისეთ მხსნელს, რომელიც მათ რომაელთა ბატონობისგან გამოიხსნიდა
ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ ისრაელი სელეკვიდებმა დაიმორჩილეს, რასაც მოჰყვა ისრაელიანთა მასობრივი აჯანყებები. ის მაკაბელთა აჯანყებების სახელით არის ცნობილი, რადგან იუდეველთა ბუნტს სათავეში ედგნენ მღველმსახური მატათა მაკაბელი და მისი ვაჟები. განსაკუთრებული მხნეობა და სიმამაცე მატათას ორმა ძემ - იუდამ და სიმონ მაკაბელებმა გამოიჩინეს... რამ გამოიწვია მაკაბელთა აჯანყებები? რა მოჰყვა ამას? როდის და როგორ აღმოჩნდა ისრაელი რომის იმპერიის ქვეშევრდომი? რატომ დაუშვა უფალმა რჩეულ ერზე რომაელთა ბატონობა?.. გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).

- სელევკიდებს ისრაელზე გაბატონებისთანავე არ დაუწყიათ ებრაელთა შევიწროება სარწმუნოების გამო, მაგრამ მოგვიანებით შეუტიეს ჭეშმარიტ სარწმუნოებას...

- სელევკიდებმა იერუსალიმის ტაძარში კერპი დადგეს, იუდეველებს კი მოსთხოვეს, უარეყოთ სარწმუნოება და თაყვანი ეცათ კერპისთვის. ვინც უარს იტყოდა, სასტიკად აწამებდნენ. იუდეველები მტკიცედ იცავდნენ თავიანთ სარწმუნოებას, არ უარყოფდნენ ჭეშმარიტ ღმერთს. სასანიდებმა სასტიკად აწამეს ებრაელი ქალი სოლომონია და მისი შვიდი ვაჟი, მათთან ერთად კიდევ უამრავი ისრაელიანი. ამან მოამზადა აჯანყება. ანუ ისრაელიანთა აჯანყება იყო არა იმდენად ეროვნული, არამედ სარწმუნოებრივი, მიმართული ჭეშმარიტი სარწმუნოების დასაცავად, მაგრამ რადგან იუდეველებისთვის სჯული და ეროვნება განუყოფელი იყო, სჯულის დაცვით იცავდნენ ეროვნებასა და სამშობლოსაც.

ისრაელიანებს სათავეში ჩაუდგა მღვდელმსახურ მაკაბელთა ოჯახი. მაკაბელები ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ კერპთმსახურებას, მაგრამ მარტონი ვერას გახდებოდნენ, თუ ხალხი მხარს არ დაუჭერდა. სწორედ მთელი ერის მხარდაჭერით წამოიწყეს მაკაბელებმა აჯანყებები, რაც ათწლეულების მანძილზე გრძელდებოდა. მაკაბელთა აჯანყებებს პირველად სათავეში ედგა იუდა მაკაბელი და სელევკიდებიც განდევნეს. მაგრამ სელევკიდებს ასე ადვილად არ უღიარებიათ დამარცხება, ისრაელს კვლავ თავიანთ ქვეყნად თვლიდნენ და ამის გამო მათ შორის გამუდმებული ბრძოლები მიმდინარეობდა. ამ ბრძოლებს შეეწირა იუდა მაკაბელი. მის შემდეგ იუდეველთა მღვდელმთავარი და მხედართმთავარი მაკაბელების ერთ-ერთი ძმა, იონათანი გახდა. მას სელევკიდების მეფემ ბისონი გაუგზავნა - იონათანი იუდეველების მღვდელმთავრად და მხედართმთავრად აღიარა. ეს იყო ფაქტობრივი აღიარება სელევკიდების მიერ იუდეველთა სახელმწიფოსი.

მალე იონათანი მზაკვრულად მოკლეს. მის შემდეგ იუდეველთა მმართველი, მხედრთმთავარი იუდას და იონათანის უფროსი ძმა სიმონ მაკაბელი გახდა. მის დროს აიღეს ისრაელიანებმა ბოლო - სიონის ციხესიმაგრე, რომელიც მტერს ეპყრა და საბოლოოდ განდევნეს ისრაელიდან. სიმონის მმართველობის დროს სოლომონის მეფობის ხანას ადარებენ, ისეთი მშვიდობა დაიმკვიდრა ისრაელის ერმა. მთლიანად აღესრულებოდა ღვთისმსახურება.

სიმონის შემდეგ ისრაელიანთა მმართველი გახდა იოანე, რომელმაც მთელი ისრაელი გააერთიანა - დაიპყრო სირია, იდუმია... ისრაელი მშვიდობით ცხოვრობდა თითქმის ერთი საუკუნე. კიდევ უფრო განმტკიცდა საღვთო მოშურნეობა, საღვთო სიყვარული, სჯულის აღსრულება - უფალი იუდეველებს ნელ-ნელა ამზადებდა მესიის მოსვლისთვის. ისრაელიანთა შორის სჯულის დაცვამ მასობრივი ხასიათი მიიღო, მასზე მკაცრი კონტროლი იყო დაწესებული. ამან ხალხის ერთ ნაწილზე უარყოფითად იმოქმედა. სჯულის დაცვა, სჯულის აღსრულება მხოლოდ გარეგნულად დაიწყეს.

მალე იოანეს შვილიშვილებს - იოანე II-სა და არისტოტელეს შორის განხეთქილება მოხდა და დაიწყო შინაომები. იოანე II რომის მხედართმთავართან, პომპეუსთან წავიდა, რომელიც მაშინ სირიაში იჯდა და დახმარება სთხოვა. რომმა ისარგებლა თანამოძმეთა გათიშვით და ისრაელი დაიპყრო, იუდეველები რომის იმპერიას დაუმორჩილა. არისტოტელე და მისი ოჯახი რომში გადაასახლეს, იოანე II კი ისრაელის მღვდელმთავრად და მხედართმთავრად უკვე რომმა დანიშნა. ამის შემდეგ ისრაელში რომის ბატონობა იწყება. ეს ხდება ქრისტეშობამდე დაახლოებით 140 წელს.

რომის იმპერია აიძულებდა ადგილობრივ მოსახლეობას სარწმუნოების შეცვლას. როდესაც ესა თუ ის ტერიტორია ხდებოდა რომის იმპერიის შემადგენელი ნაწილი, უწესდებოდათ გადასახადი, ამასთან იმპერიის მორჩილების ქვეშ მყოფ ქვეყნებში იღებდნენ რომის იმპერიის მიერ დაწესებულ გადასახადებს.

რომაული წესით, ადამიანს რომის მოქალაქეობის მიღება შეეძლო შთამომავლობით, ასევე თავისი ცხოვრებით ან ქრთამით - სასყიდლით.

- რატომ მიმართავს იოანე II დახმარებისთვის რომის იმპერიას? როდის მოხდა იმპერიის გაძლიერება?

- ამ პერიოდში რომის იმპერია საკმაოდ ძლიერია. მას ეკუთვნის თავად იტალიის ნახევარკუნძულები, დაპყრობილი აქვს საბერძნეთის, ესპანეთისა და თურქეთის ტერიტორიები, მისულია სირიამდე - სპარსეთის იმპერიამდეც. ნელ-ნელა რომი ჯერ კარგ ურთიერთობას ამყარებს ეგვიპტესთან, შემდეგ კი ეგვიპტესაც იპყრობს. რომს მისი დაპყრობა უფრო გაუადვილდა, ვიდრე სელევკიდების სპარსეთისა, რადგან ეგიპტე უფრო ელინიზებული სახელმწიფო იყო, რომიც ლათინურ-ელინური ქვეყანა გახლდათ, ბევრი მმართველი ბერძნულად მეტყველებდა. ამიტომაც ალექსანდრია ანუ ეგვიპტე უფრო ადვილად შეერწყა რომის იმპერიას, ვიდრე სპარსეთი. რომის იმპერიამ ვერასოდეს მოახერხა სელევკიდების, სპარსეთის იმპერიის საბოლოო შემოერთება. რომის შემდგომ ბიზანტიის იმპერიასაც ყოველთვის სპარსეთთან ჰქონდა ბრძოლები. რომის იმპერიას ბრძოლები ჰქონდა დასავლეთთანაც - გერმანულ ტომებთან, ბრიტანელებთან, სახელმწიფოებრივი ბრძოლები კი ჰქონდა მხოლოდ სპარსეთთან, თუ არ ჩავთვლით რომის იმპერიის საწყის ეტაპზე კართაგენსა და მაკედონიასთან ბრძოლებს, რომლებიც რომმა შემოიერთა და ჩაყლაპა.

ისრაელიანები დახმარებას ყოველთვის ეგვიპტელებს ან სპარსეთს სთხოვდნენ, მაგრამ იოანე II მაკაბელმა რომს მიმართა, რადგან იმ პერიოდში სწორედ რომი გამოჩნდა ყველაზე ძლიერი და ჰუმანური სახელმწიფო, მმართველობის სტილითაც კი, ვიდრე ეგვიპტე და მით უფრო სპარსეთი. რომის იმპერიაში ნებისმიერ ადამიანს, თუ არ იყო მონა, შეეძლო გამხდარიყო ჯარისკაცი. ჯარისკაცს უკვე შეეძლო მიეღწია ნებისმიერ თანამდებობამდე, იმპერატორობამდეც კი. ეს დამოკიდებული იყო მის უნარსა და შესაძლებლობებზე. ე.ი. თუ კაცს ჰქონდა მონაცემები - იყო ძლიერი მეომარი, ჰქონდა სამხედრო თვისებები, მებრძოლი და მტკიცე ხასიათი, მისი დაკნინება არ ხდებოდა.

პალესტინაზე გაბატონების შემდეგ დიდ ქალაქებში ჩააყენა ასეულები და ქვეყანას ასისთავების მეშვეობით მართავდა. ადგილობრივ მმართველებს რომის გადაწყვეტილების გარეშე არ შეეძლოთ ადამიანისთვის სიკვდილის განაჩენის გამოტანა და საგარეო პოლიტიკის წარმოება, დანარჩენი, მათ შორის არც თავიანთი წეს-ჩვეულებებისა და სჯულის აღსრულება, არ ეკრძლებოდათ. ეს წესი ვრცელდებოდა რომის იმპერიის მთელ ტერიტორიაზე.

- რატომ დაუშვა უფალმა ისრაელის ერზე რომაელთა ბატონობა?

- რადგან თავად იუდეველებმა დაიწყეს ერთმანეთს შორის ბრძოლა. რომი რომ არ გაბატონებულიყო, მათ შორის სამარადისოდ გაგრძელდებოდა ბრძოლა და დაიწყებოდა ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტა, როგორც ეს ხდებოდა ისრაელის სამეფოში ორად გაყოფის შემდეგ.

ისრაელში ტახტის მოსაპოვებლად მეფობის მოსურნე გვირგვინოსანს კლავდა. ეს ისრაელის ერში გამოიწვევდა სარწმუნოების სრულად დაკარგვასაც. ხალხი შეხედავდა თანამოძმეთა ბრძოლას მმართველობის ხელში ჩასაგდებად და სარწმუნოებასაც დაკარგავდა.

ამასთან, როგორც უფალმა აუწყა ისრაელიანებს, მესია სწორედ იმ დროს მოვიდოდა, როდესაც ისრაელის ერი მოაკლდებოდა თავისი ტომის წინამძღვრებს. ისრაელი დაახლოებით ძვ. წ. აღ-ის I ს-ის 60-იან წლებში დაიკავა რომის იმპერიამ. ეგვიპტელთა წინააღმდეგ ლაშქრობაში მიმავალ რომაელებს ეხმარებოდა იდუმიელი ანტიპატრე (იდუმია არაბთა ერთ-ერთი შტოა). ანტიპატრე იყო ჰეროდეს მამა. რომაელებმა ანტიპატრე ისრაელის მმართველად დანიშნეს. მას ცოლად ებრაელი ქალი ჰყავდა. ე.ი. ჰეროდე იყო მამით იდუმიელი და დედით ებრაელი. ანტიპატრემ შემდგომ უფროსი ვაჟი იერუსალიმისა და მის გარშემო ადგილების მმართველად დაადგინა, უმცროსი, ჰეროდე კი გალილეის მმართველად. ფაქტობრივად, ამ დროს ისრაელი მოაკლდა თავისი ტომის წინამძღვრებს. პირველი წინამღვარი ისრაელის ერისა, რომელიც არ იყო წმინდა სისხლის ებრაელი, იყო ანტიპატრე და შემდეგ - ჰეროდე. ამან ადამიანებში მესიის საყოველთაო მოლოდინი აღძრა, მაგრამ, საუბედუროდ, მხოლოდ ისრაელიანთა მცირე ნაწილი ელოდა ჭეშმარიტ მესიას - კაცობრიობის მხსნელს, დანარჩენები კი ელოდნენ ისეთ მხსნელს, რომელიც მათ მტრების ხელიდან, რომაელთა ბატონობისგან გამოიხსნიდა და მთელ მსოფლიოზე გააბატონებდა. ებრაელები მიმოფანტულნი იყვნენ მთელ მსოფლიოში და შემდგომ სწორედ მათი მეშვეობით უნდა მომხდარიყო ღვთის სიტყვის გავრცელება. ამიტომაც ებრაელთა ნაწილი თვლიდა, რომ მესია მსოფლიოს მართვას მათ მიანდობდა.

- საინტერესოა, რატომ გამიწიერდა რჩეული ერის წარმომადგენელთა დიდი ნაწილის რწმენა. რატომ მოელოდა ისრაელიანთა დიდი ნაწილი მიწიერ მხსნელს?

- სჯულს ჭეშმარიტად ისრაელიანების მცირე ნაწილი იცავდა, დანარჩენები მხოლოდ გარეგნულად აღასრულებნენ სჯულის წესებს. რომაელების გაბატონების შემდეგაც ასე გაგრძელდა. მათთვის კი არ მომხდარა სჯულის გამიწიერება, ვინც ჭეშმარიტად იცავდა მას, არამედ ეს მოხდა ამ ადამიანებში, რომლებიც სჯულს მხოლოდ გარეგნულად იცავდნენ. იცოდნენ, მესია უნდა მოსულიყო, მაგრამ მათი გონება არ იყო ამაღლებული იმ სიმაღლეზე, რომ მესია, მაცხოვარი, მხსნელი ისეთად წარმოედგინათ, როგორიც ის ჭეშმარიტად იყო. მათ გონება სწვდებოდა მიწიერ მხსნელს და სურვილს იმისას, რომ თვითონ გამხდარიყვნენ მსოფლიოს მმართველები, მსოფლიოს ბატონ-პატრონნი - იმას ფიქრობდნენ და ისეთი სურვილი ჰქონდათ, რასაც მათი გონება სწვდებოდა.

- რატომ უშვებს უფალი თავის ერზე უცხოტომელთა ბატონობას, ხომ შეეძლო, ისე განეგო, რომ რჩეული ერი ყოფილიყო მიწიერი მმართველი და ბატონი?

- ისრაელის ერი მიწიერად რომ განმტკიცებულიყო, კიდევ უფრო გამიწიერდებოდა, სახელმწიფოებრივადაც დაუწყებდა ბრძოლას მაცხოვარს. უფალი სწორედ მტრების წინააღმდეგ ბრძოლებითა და უცხოტომელთა ბატონობის მეშვეობით აყენებდა ისრაელიანებს სულიერების კალაპოტში.

ისრაელი რომ უცხოტომელთა ხელში არ ყოფილიყო, მასაც გაუჩნდებოდნენ ჩვეულებრივი საერო მმართველები, ან მღვდელმთავრები გახდებოდნენ საერო მმართველები. მათ მიერ შეცვლილ-დამკვიდრებულ წეს-ჩვეულებებს უფრო ადვილად მიიღებდნენ ისრაელიანები, რადგან როდესაც წეს-ჩვეულებებს თავისი ქვეყნის წარმომადგენელი მმართველები ცვლიან, ამას გაცილებით ადვილად იღებენ ადამიანები, ვიდრე მტრის მიერ შეცვლილს. როდესაც ისრელში მეფეებმა შეიტანეს კერპთმსახურება, ამას ერის მხრიდან აჯანყებები არ მოჰყოლია, წინასწარმეტყველებიც მიდიოდნენ, აფრთხილებნენ, მაგრამ მათ დევნიდნენ და შეურაცხყოფდნენ, თუმცა როდესაც კერპთმსახურება შემოიტანეს მტრებმა - სელევკიდებმა, დადგეს კერპი იერუსალიმის ტაძარში და ისრაელიანებს წარმართობაზე მოქცევა მოსთხოვეს, მათ წინააღმდეგ გამოვიდნენ და აჯანყდნენ.

მაცხოვრის მოსვლის პერიოდში რომის იმპერიის ბატონობით კი უნდა გამოჩენილიყო, ვინ იყო ჭეშმარიტად სჯულის აღმსრულებელი, ვინ ელოდა ჭეშმარიტად მესიას და ვინ იყო სჯულის გარეგნულად აღმსრულებელი და მომლოდინე მიწიერი მხსნელისა. რომის იმპერიის მმართველობას ერთმანეთისგან უნდა გაეყო ჭეშმარიტად ღვთისმოსავი და გარეგნულად ღვთისმოსავი ისრაელიანები.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.01.2014
წმინდა წერილი მოგვითხრობს, რომ ძველ ისრაელში, მეფობის დაარსებამდე, მსაჯულთა სისტემა მოქმედებდა.
26.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეხუთე
აბელისა და კაენის განსხვავებული მსოფლმხედველობა. ბიბლია აბელისა და კაენის შესახებ ღრმა ზნეობრივი შინაარსის ისტორიას მოგვითხრობს.
12.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეოთხე
მშვინვიერი კაცის ამქვეყნიური "მონაგარი"
29.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მესამე
სულიერი ადამიანი და მშვინვიერი კაცი
როდესაც აბელისა და კაენის ამბავს ვაკვირდებით
15.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეორე
ცოდვის გამო შეწირული მსხვერპლი თუ ღმერთის სიყვარულისა და საქმის ერთგულების გამომხატველი კეთილი ნიჭი და საბოძვარი
01.03.2012
თავი პირველი
უმნიშვნელოვანესი ღვთაებრივი ქმნილება და მადლიერების შინაარსი
ადამიანი, როგორც ღმერთის უმნიშვნელოვანესი ქმნილება
16.02.2012
ადამმა, სამყაროს მამამ, სამოთხეში შეიცნო ღმერთის სიყვარული. ხოლო როდესაც ცოდვებისათვის სამოთხიდან განიდევნა და მოაკლდა ღმერთის სიყვარულს, მისი სული მწარედ იტანჯებოდა ერთი ფიქრით:
12.05.2011
ღვთისგან სამოთხიდან განდევნილი ადამისადმი მიცემული აღთქმის თანახმად, მესია ქალწულისგან უნდა შობილიყო. როდესაც აღთქმული მხსნელის მოვლინების ჟამი მოახლოვდა, მართალი იოაკიმესა და ანასგან იშვა ქალწულიც - წმინდა მარიამი.
12.04.2011
როგორც ვიცით, პალესტინაში რომის იმპერიის გაბატონების შემდეგ, ისრაელის მმართველი გახდა წარმოშობით იდუმელი (არაბი) ანტიპატრე, რომელმაც ცოლად შეირთო ებრაელი ქალი.
17.03.2011
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სპარსთა მორGილების, ქვეშევრდომობის ქვეშ მყოფ ისრაელიანებს, როგორც ვიცით, ჰქონდათ სარწმუნოებრივი თავისუფლება.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat