აბელი - ხატი და მსგავსი ღვთისა
აბელი - ხატი და მსგავსი ღვთისა
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეხუთე
აბელისა და კაენის განსხვავებული მსოფლმხედველობა. ბიბლია აბელისა და კაენის შესახებ ღრმა ზნეობრივი შინაარსის ისტორიას მოგვითხრობს. მასში იმ კატასტროფის შედეგებს ვხედავთ, რომელმაც ადამიანი სიცოცხლის ხეს დააშორა და რომელიც დღემდე მოქმედებს. ყოველი ადამიანი ღმერთის შეცნობისათვის და ღმერთთან დაახლოებისათვის იბადება. ამასთან, როგორც კვინტ სეპტიმიუს ფლორენს ტერტულიანემ (155-220 წწ.) ბრძანა: "ყოველი სული თავისი ბუნებით ქრისტიანია" და ეს სული ადამის დაცემის შემდეგ, ცოდვის გამოა დაზიანებული. ადამიანთან ერთად მთელმა ქვეყანამ სახე იცვალა. რაც გადარჩა - ღვთის კეთილი ნებით იქნა შენარჩუნებული. ყოველი პიროვნება, რომელიც საკუთარ თავს აბელის მოდგმის ნაწილად მიიჩნევს, იმით არის გამორჩეული, რომ პასუხისმგებლობას ღვთის მთელი ქმნილების გამო გრძნობს. ადამის ყოველ შთამომავალს ასეთი შეგრძნება უნდა ჰქონოდა. შესაბამისად, მკვლელობა, რომელიც კაენმა ჩაიდინა, ადამიანისათვის არაბუნებრივი საქციელი იყო და კაცობრიობის ისტორიაში ძმათამკვლელობის დაწყების ნამდვილი მიზეზი ადამის შთამომავლობის ერთი ნაწილის მიერ ღმერთის სიტყვის უარყოფასა და მასთან კავშირის გაწყვეტაში უნდა ვეძებოთ. მაცდურმა მხოლოდ იმის გამო შეძლო ძმათა შორის მესამე პირად დამკვიდრებულიყო, რომ კაენმა ღმერთის მოწოდების ნაცვლად, სატანას მიაპყრო ყური.

ჩადენილი მკვლელობის შემდეგ კაენის შთამომავლობამ სიკვდილის ძალა შეიგრძნო და უკვდავებაში დამკვიდრების მრავალი წარუმატებელი მცდელობა განახორციელა. ესენი იყო: ღვთის შვილებთან ქორწინება, ბაბილონის გოდოლის მშენებლობა, უზარმაზარი იმპერიების შექმნა, წინასწარმეტყველთა წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლები, გაუთავებელი ომები, სულ ახალი, მეტი ადამიანების გამანადგურებელი იარაღის წარმოება, სხვადასხვა სახის "ტიტანიკის" მშენებლობა; ახალი ტიპის სახელმწიფოების, პოლიტიკური ლიდერების, დიქტატორების, უზურპატორების, ტირანების, დესპოტების და ა. შ. წარმოქმნა. ყოველივე ამან და ღვთის მიერ ბოძებული მცნებების ახალი, "კაცთმოყვარე" იდეებით ჩანაცვლებამ საზოგადოებაში ხალხისა და ღმერთის მიმართ ფარისევლური დამოკიდებულება დაამკვიდრა. ტყუილმა ადამიანსა და ღმერთთან მიმართებით ჩვეულებრივი სახე შეიძინა. დასაწყისში კაენის არსში იქედნეს შხამი შურმა აამოქმედა და კონფლიქტმა მოქმედება მაშინ დაიწყო, როდესაც: "მოჰხედა უფალმა აბელს და მის ძღვენს" (დაბ. 4:4). ამ მომენტის შემდეგ კაენისათვის აბელი ხელისშემშლელ ძალად იქცა. მან მოტყუებით გაიყვანა აბელი ველად "და როცა ველად იყვნენ, დაეცა კაენი აბელს და მოკლა" (დაბ. 4:8). დღევანდელ ადამიანს ტყუილი სიტყვა და ტყუილის ქმნა უმტკივნეულო საქმედ მიაჩნია. სინამდვილეში კი ტყუილი თავისი შინაარსით მომაკვდინებელი ძალაა და ტყუილისმქმნელი კაენის შთამომავალი და მკვლელია. კაენმა საკუთარი ძმა მკვლელობით ვერ ჩამოიშორა. მისი გეგმა - ღმერთის ერთადერთ მსგავსებად დარჩენილიყო - არ განხორციელდა. სამაგიეროდ ძმის მკვლელობის დღიდან კაენისათვის უფლის სიტყვები: "ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე!" (დაბ. 3:15), რეალობად იქცა. კაენის ყველა მიმდევარს უფალი ასე მიმართავს: "ბრმა წინამძღვარნო,... გარეგნულად მართალნი ჰგონიხართ ხალხს, შიგნით კი სავსენი ხართ თვალთმაქცობითა და ურჯულოებით... წინასწარმეტყველთა მკვლელების ნაშიერნი ხართ... გველნო, იქედნეს ნაშიერნო, როგორ გაექცევით გეენის სასჯელს? ამიტომ, აჰა... მოიწიოს თქვენზე ამქვეყნად დათხეული ყოველი მართალი სისხლი, აბელ მართლის სისხლიდან ვიდრე სისხლამდე ბარაქიას ძისა, ზაქარიასი, რომელიც მოჰკალით ტაძარსა და საკურთხეველს შორის. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ყოველივე ეს მოიწევა ამ მოდგმაზე" (მათ. 23:24-36).


კაენის გაჭეჭყილი თავი. მოდგმა, რომლის შესახებაც უფალი ბრძანებს, კაენის მოდგმაა. "ამ მოდგმამ" იცის ღმერთის არსებობის შესახებ, მაგრამ მისი გული ღვთის სასუფევლისკენ არ არის მიდრეკილი. ამ მოდგმის ხალხი, პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო, როგორც ნამდვილი თვალთმაქცები, ხანდახან ეკლესიაშიც შედიან და რადგან ისინი ცდილობენ ღმერთს თავი მორწმუნეებად მოაჩვენონ, მათი ურწმუნოება სწორედ ამ განზრახვაში ვლინდება. ამ მოდგმამ ისიც იცის, რომ მისი არსებობა მანამდეა შესაძლებელი, სანამ ქვეყნად აბელის მოდგმა დაყოვნდება, ანუ კაენის მოდგმის უდრტვინელი არსებობა მხოლოდ მაცხოვრის მეორედ მოსვლამდე გაგრძელდება. ამიტომ ეშმაკის მსახური კაენი ცდილობს ამქვეყნად დაამკვიდროს: ამპარტავნება, ანგარება, სიძვა, მრისხანება, ნაყროვანება და სასოწარკვეთილება. ის შურითაა აღვსილი და სურს საკუთარი ძმის ქუსლი ეშმაკის შხამით დაგესლოს, რათა აბელი ამქვეყნიურობას შემორჩეს, რათა იგი "მიწიერ სიკეთეებს" შეეზარდოს და ღმერთს უფრო მეტად აღარ მიუახლოვდეს, ხოლო ის, თუ რას ნიშნავს კაენის "გაჭეჭყილი თავი", წმინდა წერილშია განმარტებული.

აბელისა და კაენის ამბიდან საკმაოდ დიდი დრო იყო გასული, როდესაც ელია წინასწარმეტყველს ბაალის, ანუ ყალბი ღმერთის ქურუმებთან დაპირისპირება მთელი ქვეყნის თვალწინ მოუხდა. ელია კერპთაყვანისცემის გამო ხალხს ამხელდა და ეუბნებოდა: თუ არ მოიქცევით, სამ წელიწადს და ექვს თვეს არც წვიმა იქნება, არც ნამიო, ხალხმა არ შეინანა და განაგრძო კერპების თაყვანისცემა. დადგა სამწლიანი გვალვა, დაშრა წყლები და ხალხი შიმშილ-წყურვილით იხოცებოდა. ელიამ ბაალის ქურუმებს (ისინი ოთხასნი იყვნენ) ასეთი რამ შესთავაზა: "მოგვცენ ორი კურატი; ერთი მაგათ ამოირჩიონ, შუა გაკვეთონ და შეშაზე შემოდონ, ოღონდ ცეცხლს ნუ შეუნთებენ. მეც გავამზადებ მეორე მოზვერს, შეშაზე შემოვდებ და ცეცხლს არ შევუნთებ. ახსენეთ თქვენი ღმერთის სახელი და მეც ვახსენებ უფლის სახელს; და ღმერთი, რომელიც ცეცხლით გაგვცემს პასუხს, ნამდვილად ღმერთი იქნება... დილიდან შუადღემდე ახსენებდნენ ბაალის სახელს და უხმობდნენ... ხტოდნენ სამსხვერპლოს წინ... დიდ ხმაზე გაჰყვიროდნენ და თავიანთი ჩვეულებისმებრ თავს ისერავდნენ მახვილებითა და შუბებით, ისე, რომ სისხლი ჩამოსდიოდათ ტანზე... მაგრამ არც ხმა ისმოდა, არც პასუხი, არც ჩქამი. უთხრა ელიამ მთელ ხალხს: ახლოს მოდით... და ააშენა ლოდებისგან სამსხვერპლო უფლის სახელზე... მსხვერპლშეწირვის დრომ რომ მოაწია, ახლოს მოდგა ელია წინასწარმეტყველი და თქვა: უფალო, ღმერთო აბრაამისა, ისაკისა და ისრაელისა! გაცხადდეს დღევანდელ დღეს, რომ შენა ხარ ღმერთი ისრაელში, მე კი შენი მორჩილი ვარ, და რომ შენი სიტყვის წყალობით გავაკეთე ეს ყველაფერი... ჩამოვარდა უფლის ცეცხლი და შთანთქა აღსავლენი მსხვერპლი, შეშა, ქვები და მტვერი; ამოლოკა წყალიც, არხში რომ ესხა" (3 მეფ. 18:24-38). როგორც ვხედავთ: ღმერთი ცეცხლით პასუხობს მორწმუნეს და ცეცხლითვე უპასუხა აბელს, როდესაც "უფალმა აბელს და მის ძღვენს" მოხედა და როგორც დაწერილია: "თვითეულის საქმე გამომჟღავნდება, რადგანაც ცხადყოფს დღე; ვინაიდან ცეცხლით მჟღავნდება და ცეცხლითვე გამოიცდება, ვინ რას აკეთებს" (1 კორ. 3:13), "რადგანაც ჩვენი ღმერთი არის შთანმთქმელი ცეცხლი" (ებრ. 12:29). ეს ცეცხლი იყო: "ორმოცდაათობის დღე რომ სრულდებოდა... ანაზდად იგრგვინა ზეცით, თითქოს გრიგალი აგუგუნდაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ. და მოევლინა მათ ენები, თითქოს ალისანი, და სათითაოდ მოეფინა ყოველ მათგანს. ყველანი აღივსნენ სულით წმიდით და სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ, როგორც სული ამეტყველებდა მათ" (საქმ. 2:1-4). ამრიგად, ამ ცეცხლით ერთნი სულიწმინდით ივსებიან, მეორენი გამოიცდებიან, სხვანი კი ამ ცეცხლით შთაინთქმებიან.


ცხონების ერთადერთი გზა და საბოლოო გამარჯვების ნიშანი. იოანეს სახარების მესამე თავში ვკითხულობთ: ერთხელ ღამით მაცხოვართან იუდეველთა მთავარი, სახელად ნიკოდიმოსი მივიდა. ნიკოდიმოსმა აღიარა: "მათ", ანუ ფარისევლებმა "იციან", რომ იესო ღმერთისგან არის და აინტერესებთ, როგორ იხილავს ადამიანი სასუფეველი. "ხოლო იესომ მიუგო: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება ხელახლა, ვერ იხილავს ღმრთის სასუფეველს" (იოან. 3:3). მაცხოვრის სიტყვებიდან გამომდინარე, ადამიანმა უარი უნდა თქვას ყველაფერზე, რაც იქედნეს ცხოვრების წესით მოიპოვა, ანუ ყოველგვარ მიწიერზე, რაც მას ღმერთთან არ აახლოებს და ხელახლა დაიბადოს; სხვაგვარი თვალი და ყური უნდა გამოიბას, რადგან ნათქვამია, "... რომ მხედველნი ვერას ხედავენ, მსმენელნი ვერას ისმენენ, და არც არა გაეგებათ რა" (მათ. 13:13). მაგრამ აქვე ჩნდება კითხვა: შეუძლია კაენის შთამომავალს ისე იცხოვროს, რომ მის საზრდოდ ღმერთის ნების აღსრულება, მაცხოვრის სისხლთან და ხორცთან ზიარება იყოს და მაცხოვრის სიტყვები: "ჩემი საჭმელი ის არის, რომ ვყო ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე" (იოან. 4:34) სინამდვილედ აქციოს. საუბრის დროს უფალმა რიცხვთა წიგნში აღწერილი, ნიკოდიმოსისთვის კარგად ცნობილი, ერთი მაგალითი მოიყვანა: "როგორც მოსემ აღმართა გველი უდაბნოში, ასევე უნდა აღიმართოს ძეც კაცისა... რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე" (იოან. 3:14-16).

რიცხვთა წიგნის მოცემულ ეპიზოდში ხალხი სწორედ იმ საზრდოს გამო გამოხატავს უკმაყოფილებას, რითაც მათ ღმერთი კვებავდა. დაწერილია: "საყვედურით დაუწყო ხალხმა ლაპარაკი უფალს და მოსეს: რისთვის ამოგვიყვანე ეგვიპტიდან მოსაკლავად ამ უდაბნოში? რადგან არ არის პური და არც წყალი, შეგვაღონა უყუათო საჭმელმა" (რიცხ. 21:5). "უყუათო საჭმელს" ხალხი ზეციურ მანანას უწოდებდა, რომელიც ზეციურ არსებათა საკვები იყო და "თაფლიანი პურის გემო ჰქონდა" (გამ. 16:31). ასეთია კაენის სენით შეპყრობილი და სატანის მონობას მიჩვეული ადამიანების დამოკიდებულება ღვთის მიერ გაღებული მადლისადმი. როგორც თავის დროზე კაენი დაიგესლა გველის შხამით, ისე მუდმივად იგესლებიან მისი მიმდევრები, მაგრამ ამას მხოლოდ გვიან, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ხვდებიან. ისრაელის ხალხმაც მხოლოდ მაშინ შეიგრძნო განსაცდელი, როდესაც შხამიანი გველები შეესივნენ და სასიკვდილოდ დაკბინეს. დაწერილია: "ბევრი გაწყდა ისრაელში" (რიცხ. 21:6). ასეთმა სასჯელმა ებრაელები გონს მოიყვანა, მოსეს დახმარებით ღმერთს ლოცვითა და ვედრებით მიმართეს: "უთხრა უფალმა მოსეს: გააკეთე უნასი და დაამაგრე კეტზე. შეხედავს თუ არა მას ნაკბენი, განიკურნება. გააკეთა მოსემ სპილენძის გველი და დაამაგრა იგი კეტზე. როცა კი უკბენდა გველი ვინმეს, შეხედავდა კაცი ამ სპილენძის გველს და იკურნებოდა" (რიცხ. 8-9). სწორედ ეს ეპიზოდი შეახსენა უფალმა ნიკოდიმოსს. მოციქული პავლე ამ ნიშნის შესახებ ბრძანებს: "ყოველივე ეს ნიმუშად დაიდო მათთვის და დაიწერა ჩვენს შესაგონებლად, რომელთაც მივაღწიეთ ჟამთა დასასრულს" (1 კორ. 10:11). და თუ ნიმუში კაენის მოდგმისათვის ადვილად ასახსნელია, ისმის კითხვა: რას მიანიშნებს იგი აბელის მოდგმას?

აბელისა და კაენის ცხოვრებიდან მესიის მოსვლამდე არაერთი ათასწლეული გავიდა და სულიერ შვილთა გამოსახსნელად განკაცებულმა მაცხოვარმა ნათლად გვიჩვენა, თუ რა დიდი გაშორიშორებაა ადამის შთამომავლობაში. უფალი ბრძანებს: "იქნებ გგონიათ, რომ მოველ, რათა მშვიდობა მომეტანა ამქვეყნად? არა, გეუბნებით თქვენ, არამედ განხეთქილება. რადგანაც ამიერიდან ერთ სახლში ხუთი განუდგება ერთმანეთს: სამი - ორს და ორი - სამს; დიახ, განდგება მამა ძისაგან და ძე - მამისაგან; დედა - ასულისაგან და ასული - დედისაგან; დედამთილი - რძლისაგან და რძალი - დედამთილისაგან" (ლუკ. 12:51-53). წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სიტყვებით რომ ვთქვათ, კაცობრიობის ცხოვრებაში დამკვიდრდა: "...დიდი ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელსაც ჰქვია ეშმაკი და სატანა, მთელი საწუთროს მაცდური (გამოცხ. 12:9), მაგრამ ღვთისმორწმუნე ხალხის წინააღმდეგ ეშმაკისა და კაენის ყველა მცდელობა ყოველთვის წარუმატებელი იყო, დაწერილია: "იმძლავრეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით, და არ შეიყვარეს მათი სული, თვით სიკვდილამდე" (გამოცხ. 12:9-11). მაცხოვრისათვის ყოველი წამებული საბოლოოდ მაინც გამარჯვებული გამოდიოდა.


კაენის პირველი უბედურება. პირველი შეცდომა კაენის მოდგმისა ის არის, რომ მას საკუთარი თავი თავისუფალი ჰგონია და აბელს ასეთად არ მიიჩნევს. აბელის მოდგმას ესმის ადამის ცოდვის შინაარსი, ის ღმერთში მხსნელს ხედავს და ღმერთს არის მინდობილი. ამ მდგომარეობას მოციქული პავლე შემდეგნაირად განგვიმარტავს: "...ვიცით, რომ რჯული სულიერია, მე კი ხორციელი ვარ და ცოდვას მიყიდული. ვინაიდან... იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას, რაც მძულს... ასე რომ, მე კი არ ვაკეთებ ამას, არამედ ცოდვა, რომელიც მკვიდრობს ჩემში... როგორც შინაგანი კაცი, ღვთის რჯულით ვტკბები. მაგრამ ჩემს ასოებში სხვა რჯულსა ვხედავ, რომელიც ეურჩება ჩემი გონების რჯულს, და ცოდვის იმ რჯულის ტყვედ მაქცევს, რომელიც არის ჩემს ასოებში. ვაიმე, ბედკრულს! ვინ დამიხსნის სიკვდილის ამ სხეულისაგან? ვმადლობ ღმერთს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. ამრიგად, მე, ერთი და იგივე კაცი, გონებით ღვთის რჯულს ვემონები, ხორცით კი ცოდვის რჯულს" (რომ. 7:14-25). ადამიანს კვლავაც ის გველი გესლავს, რომელმაც ღვთის პირველი ხატება და მსგავსება სამოთხეში აცდუნა. ყოველი ადამიანი, რომელიც შეიგრძნობს, რომ მისი ქუსლი გველმა დაგესლა და ხსნას უფლისადმი სასოებაში ხედავს, ქრისტეში შემდგარი და და- ძმაა და ეს და-ძმანი არ განიყოფიან. მას შემდეგ, რაც ადამმა საკუთარი ნებით თავი მოიტყუა, გველს ადამიანში თავისი ნების განხორციელების ძალა მიეცა, ხოლო ადამიანს ღმერთმა ამ სატანური ძალის თავისი ნებით უარყოფის შესაძლებლობა შეუნარჩუნა. კაენი შხამს ვერ გრძნობს, ღვთის მიერ მინიჭებულ ძალას არ ცნობს და გველს მინდობილი, საკუთარ თავს თავისუფლად მიიჩნევს. აბელის შთამომავლობაში კი მაცხოვრის სიტყვები ცოცხლობს: "როგორც მოსემ აღმართა გველი უდაბნოში, ასევე უნდა აღიმართოს ძეც კაცისა... რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე" (იოან. 3:14-16). ამრიგად, ებრაელი ხალხი სპილენძის გველის გამოსახულების საშუალებით უდაბნოს გველის შხამისაგან თავისუფლდებოდა, ხოლო ჩვენ, ქრისტიანები, შევცქერით უფალს: "რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა. და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა. და აღსდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა. და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა. და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ".

ერთ წმინდა მამას უთქვამს: სპილენძის გველი ნამდვილს ჰგავდა, ოღონდ მასში შხამი არ მოიპოვება, იესო ქრისტე კი სრული ადამიანია და მასში ცოდვის ნატამალიც არ არის. როდესაც ქრისტიანი ჯვარცმულ მაცხოვარს რწმენით შესცქერის, იესო ქრისტეს ცოდვისგან სრულ თავისუფლებაში საკუთარ თავისუფლებასაც ხედავს და ქრისტეს რწმენით აღვსილ მორწმუნეში შხამი თავის ადგილს ვეღარ პოულობს.


კაენის მეორე უბედურება. კაენის შთამომავლობის მეორე დიდი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი საკუთარ თავს შემოქმედად, ანუ ღვთაებრივი თვისების მატარებლად მიიჩნევენ, ხოლო აბელს ასეთად არ თვლიან. და მართლაც, პირველი ქალაქების მშენებლობა, ტექნიკისა და ხელოვნების დარგების შექმნა კაენმა და მისმა შთამომავლებმა დაიწყეს. ღმერთს მოწყვეტილი ხელოვნება გარეგნულად მომხიბვლელია, მაგრამ ეს უკანასკნელი, თავისი მაგიური ძალით, საკუთარ თავშია ჩაკეტილი და მხოლოდ ის არის, რასაც ყოფიერებისაკენ მიმართული შემოქმედება ჰქვია. ამასთან, კაენის შთამომავლობის ცოდვა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ მას თვითსრულყოფა ან ახალი ცოდნის მიღება სურს, არამედ, როგორც კაენი, ისე მისი მოდგმა ყოველთვის იქითკენ მიილტვოდა, რომ ყველაფრისა და ყველას ბედის განმკარგავი და პატრონი იყოს. ცხოვრებისადმი ასეთი დამოკიდებულებით კაენის მოდგმა ღმერთს უპირისპირდებოდა და ამავე დროს ისინი, უწინარეს ყოვლისა, ღმერთის ერთგული ადამიანების მიმართ ყოველთვის შურსა და დაუნდობლობას იჩენდნენ.

ვინაიდან კაენი მთავარ შემოქმედს თავის თავში ხედავდა, ის ღვთის ნების კარგი აღმსრულებელი არასოდეს ყოფილა. კაენმა იცოდა, რომ ადამის შთამომავლობას ღვთისგან მიწათმოქმედებაზე ჰქონდა კურთხევა. უფალმა ადამს უთხრა: "მიწა დაიწყევლოს შენს გამო: ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე. ძეძვი და ეკალი აღმოგიცენოს და მინდვრის ბალახი იყოს შენი საზრდო" (დაბ. 3:17-18). ამიტომ კაენი აბელის მიერ მირთმეული ძღვნის გამო ღმერთისგან აბელის გაკიცხვას ელოდა. კაენმა, რომელსაც საკუთარი პიროვნება თავისუფალ შემოქმედად მიაჩნდა, ვერ გაითვალისწინა, რომ ღმერთს ადამიანისათვის ცხოველის მოშენება არ აუკრძალავს და რომ უფალი თავისი ხატებისა და მსგავსებისგან ყოველთვის მაქსიმუმს ელის. ადამიანმა არ უნდა დაარღვიოს ღვთის მცნება და ამავე დროს, როგორც განღმრთობისათვის განმზადებულმა ქმნილებამ, უწინარეს ყოვლისა, ღმერთს უნდა მიაპყროს გულისყური და უფლის სიტყვა მოთმინებით ისმინოს. იოანეს სახარებაში ვკითხულობთ: "მოხდა ისე, რომ გზად მიმავალი (იესო ქრისტე (რ.ჩ.)) ერთ სოფელში შევიდა და ვიღაც ქალმა, რომელსაც სახელად ერქვა მართა, თავის სახლში შეიპატიჟა იგი. ამ ქალს ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით ჩამოჯდა და ისმენდა მის სიტყვას. მართა კი დაფუსფუსებდა, ვინაიდან ბევრი საზრუნავი ჰქონდა სამასპინძლოდ; მივიდა და უთხრა მას: უფალო, ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩემმა დამ მარტო მე მომანდო მასპინძლობა? უთხარი, ხელი შემაშველოს. მიუგო იესომ და უთხრა მას: მართა, მართა, ბევრ რამეზე ზრუნავ და შფოთავ; მაგრამ საჭიროა მხოლოდ ერთი რამ. მარიამმა კი უკეთესი წილი ირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას" (ლუკ. 10:38-42). ეს მაგალითი იმას მოწმობს, რომ მთავარი და უმნიშვნელოვასი შემოქმედებითი საქმე ღვთის სიტყვის ჭვრეტა და სასოებაა, აბელის მსგავსად საკუთარი ცოდვიანობის შეგრძნება და ღვთისმსახურებაა.

სხვა შინაარსს ვხედავთ კაენის შემთხვევაში. მის მიერ მირთმეული ძღვენი მიწის ნაყოფი იყო და კაენი იმ ცუდი მონის მსგავსად მოიქცა, რომელიც მივიდა ბატონთან და უთხრა: "ბატონო, აჰა, შენი მნა, რომელსაც ხელსახოცში გამოკრულს ვინახავდი, რადგანაც მეშინოდა შენი, რაკიღა ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ: იღებ, რაც არ დაგიდევს, და მოიმკი, რაც არ დაგითესავს. უთხრა მას: შენივე პირით განგიკითხავ, უკეთურო მონავ! იცოდი, რომ სასტიკი კაცი ვარ: ვიღებ, რაც არ დამიდევს, და ვიმკი, რაც არ დამითესავს. მერედა, რატომ ვაჭრებს არ მიეცი ჩემი ვერცხლი, რათა დაბრუნებულს მიმეღო ჩემი სესხი მონაგებითურთ? და უთხრა მის წინაშე მდგომთ: წაართვით მნა და მიეცით ათი მნის მქონეს. მათ უთხრეს: ბატონო, მას ხომ ათი მნა აქვს. გეუბნებით, რომ ყველა მქონეს მიეცემა, ხოლო არმქონეს წაერთმევა ისიც, რაცა აქვს" (ლუკ. 19:20-26).


აბელის მოდგმის უკეთესი წილი. უწინარეს ყოვლისა უნდა უარვყოთ მოსაზრება თითქოს აბელი ხორცს საკვებად იყენებდა, ამიტომ მოაშენა ფარა და თავისი ფარის ნათავარი და რჩეული პირუტყვი უფალს მიართვა. წმინდა წერილიდან ვიცით, რომ ნოემ კიდობნიდან გადმოსვლის შემდეგ ჯერ მსხვერპლშეწირვის რიტუალი შეასრულა და მხოლოდ ამის შემდეგ, კაცობრიობის ისტორიაში პირველად, ასეთი კურთხევა მიიღო: "ყოველი იძვრისი, რაც კი ცოცხლობს, საჭმელად გქონდეთ; როგორც მწვანე ბალახს, ისე გაძლევთ ყველაფერს" (დაბ. 9:3).

ამრიგად, სწორედ აბელია ჭეშმარიტი შემოქმედი, რადგან ის არ არღვევს ღვთის მცნებას, უსმენს ღმერთს და ზრუნავს იმისათვის, რათა ქვეყნად ღვთის მიერ დანერგილი სიკეთე ამრავლოს. ეჭვს არ იწვევს, რომ მიწათმოქმედებას აბელიც ეწეოდა. სხვაგვარად ის ვერ იარსებებდა, მაგრამ უფალს თავისი შემოქმედების სწორედ ის ნაყოფი მიართვა, რომელიც მას, როგორც შემოქმედს, ღვთის ხატად და მსგავსად წარმოაჩენდა. აბელმა სწორად განჭვრიტა თავისი შემოქმედებითი ფუნქცია. ის არ დაკმაყოფილდა მხოლოდ საკუთარი სხეულის გამოკვებით, არ შეუდგა მიწიერი სიამოვნებების ძიებას. სამების მეორე იპოსტასის - ძე ღვთისას მსგავსად ზეცად აღავლინა: "მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის" (იოან. 10:11) და თავისი ხელით გამოზრდილი ნათავარი მიართვა უფალს. ამ საქციელით ის საკუთარი ძმის ცოდვიანი ყოფიდან გამოხსნის საქმეს თავად შეეწირა მსხვერპლად.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.01.2014
წმინდა წერილი მოგვითხრობს, რომ ძველ ისრაელში, მეფობის დაარსებამდე, მსაჯულთა სისტემა მოქმედებდა.
12.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეოთხე
მშვინვიერი კაცის ამქვეყნიური "მონაგარი"
29.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მესამე
სულიერი ადამიანი და მშვინვიერი კაცი
როდესაც აბელისა და კაენის ამბავს ვაკვირდებით
15.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეორე
ცოდვის გამო შეწირული მსხვერპლი თუ ღმერთის სიყვარულისა და საქმის ერთგულების გამომხატველი კეთილი ნიჭი და საბოძვარი
01.03.2012
თავი პირველი
უმნიშვნელოვანესი ღვთაებრივი ქმნილება და მადლიერების შინაარსი
ადამიანი, როგორც ღმერთის უმნიშვნელოვანესი ქმნილება
16.02.2012
ადამმა, სამყაროს მამამ, სამოთხეში შეიცნო ღმერთის სიყვარული. ხოლო როდესაც ცოდვებისათვის სამოთხიდან განიდევნა და მოაკლდა ღმერთის სიყვარულს, მისი სული მწარედ იტანჯებოდა ერთი ფიქრით:
12.05.2011
ღვთისგან სამოთხიდან განდევნილი ადამისადმი მიცემული აღთქმის თანახმად, მესია ქალწულისგან უნდა შობილიყო. როდესაც აღთქმული მხსნელის მოვლინების ჟამი მოახლოვდა, მართალი იოაკიმესა და ანასგან იშვა ქალწულიც - წმინდა მარიამი.
12.04.2011
როგორც ვიცით, პალესტინაში რომის იმპერიის გაბატონების შემდეგ, ისრაელის მმართველი გახდა წარმოშობით იდუმელი (არაბი) ანტიპატრე, რომელმაც ცოლად შეირთო ებრაელი ქალი.
31.03.2011
ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ ისრაელი სელეკვიდებმა დაიმორჩილეს, რასაც მოჰყვა ისრაელიანთა მასობრივი აჯანყებები.
17.03.2011
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სპარსთა მორGილების, ქვეშევრდომობის ქვეშ მყოფ ისრაელიანებს, როგორც ვიცით, ჰქონდათ სარწმუნოებრივი თავისუფლება.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat