აბელი - ხატი და მსგავსი ღვთისა
აბელი - ხატი და მსგავსი ღვთისა
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეორე
ცოდვის გამო შეწირული მსხვერპლი თუ ღმერთის სიყვარულისა და საქმის ერთგულების გამომხატველი კეთილი ნიჭი და საბოძვარი

სამოთხის გარეთ დარჩენილი ადამიანის საქმე
აბელი და კაენი ადამისა და ევას შვილები იყვნენ, მათ ერთი შინაარსის ცოდნა ჰქონოდათ ღმერთის შესახებ. ძველი აღთქმა არ გვაძლევს საბაბს, ვიფიქროთ, რომ ცოდვით დაცემის შემდეგ ღმერთს რომელიმე ადამიანისადმი რაიმე ისეთი პიროვნული დამოკიდებულება შეიძლებოდა ჰქონოდა, როგორიც, მაგალითად, ცოდვით დაცემამდე ან მაცხოვრის განკაცების შემდეგ. ვლადიმერ ლოსკის სიტყვებით რომ ვთქვათ: ადამიანის ღმერთთან ურთიერთობა შინაგანი ერთობა ვერ იქნებოდა და ეს ურთიერთობა მხოლოდ გარეგანი კავშირი შეიძლებოდა ყოფილიყო. ღვთის სული კაცთა მოდგმას ზოგად ცოდნას აწვდიდა, ცოდნა კი მხოლოდ იმ პიროვნებას შეიძლებოდა მიეღო, ვის გულშიც ღვთის სიყვარული ღვიოდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, წმინდა სამებასა და ადამიანს შორის შუამავალი არც ძე ღმრთისა და არც სულიწმინდა არ იყო. ღმერთის სიტყვა ყველას ესმოდა და მიიღებდა თუ არა პიროვნება ღმერთისგან ცოდნას, ყოველი ცალკეული ადამიანის კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული.

აბელსაც და კაენსაც კარგად ესმოდათ, რას ნიშნავდა დაკარგული სულიერი ცხოვრება, რა იყო ამ მარცხის მიზეზი, რას წარმოადგენდა მდგომარეობის გამოსწორების საშუალება, დაბოლოს, რას მოელოდა უფალი ადამიანისგან. წმინდა წერილი გვასწავლის, რომ, ერთი მხრივ, "ყოველი კეთილი საბოძვარი და ყოველი კეთილი ნიჭი ზეგარდმო გადმოდის ნათელთა მამისგან, ვისთვისაც უცხოა ცვალებადობა და ცვლილებების ჩრდილი" (იაკ. 22:17) და "ვინც ამბობს, რომ შეიცნო იგი, მაგრამ არ იმარხავს მის მცნებებს, ცრუა და ჭეშმარიტება არ არის მასში" (1 იოან. 2:4), ხოლო, მეორე მხრივ, მიგვითითებს: "მაშ, იყავით სიტყვის აღმსრულებელნი და არა მხოლოდ მსმენელნი თავის მოსატყუებლად" (იაკ. 2:22). თუ ცოდვით დაცემამდე ადამს ქვეყნისათვის, როგორც მხოლოდ კარგ პატრონს, უნდა მოევლო, დაცემის შემდეგ ადამიანს ღვთისა და მოყვასის სიყვარულით საკუთარ პიროვნებასთან ერთად დედამიწის დაზიანებული ბუნების გაჯანსაღებაზეც უნდა ეზრუნა.

საკუთარი ნებით გაკეთებული არჩევანი
დასაბამიდან ცნობილია, რომ არსებობენ მორწმუნე და ურწმუნო ადამიანები. ადამის ორი შვილის, აბელისა და კაენის ისტორიაში ეს სხვადასხვაობა გამოჩნდა და შემდგომ ისტორიულ პროცესებში გაყოფის ტენდეცია სულ უფრო ნათლად გამოიკვეთა. როდესაც ვამბობთ, რომ საქმის გარეშე რწმენა მკვდარია, ადამიანის ერთ-ერთ უმთავრეს საქმედ სწორედ სამყაროს გაჯანსაღებისათვის მზრუნველობა უნდა დავინახოთ. სამოთხის დატოვების პირველი დღეებიდანვე საჭირო იყო, ადამიანს ძალისხმევა გამოეჩინა, რათა შერყვნილი სამყაროს აღდგენაში პირადი წვლილი შეეტანა, ანუ ღვთის მადლით აღდგენილი სასუფეველი განემზადებინა, ეს კი მხოლოდ ღვთისმორწმუნე ადამიანს შეუძლია.

ლევიტური თვალსაზრისით, როგორც აბელის, ისე კაენის მიერ გაღებული მსხვერპლი უფლისათვის მისაღები უნდა ყოფილიყო, მაგრამ აბელის მიერ მირთმეული ნათავარი უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა (დაბ. 4:4). დაწერილია: "და გახდა აბელი ცხვრების მწყემსი, ხოლო კაენი იყო მიწათმოქმედი. და გავიდა დღეები და მიართვა კაენმა მიწის ნაყოფთაგან ძღვენი უფალს. და აბელმაც მიართვა თავისი ცხვრების პირმშოთაგან და მათი ცმელიდან. და გადმოხედა ღმერთმა აბელს და მის ძღვენს, ხოლო კაენს და მის მსხვერპლს არ მიხედა. და დაღონდა კაენი ძლიერ და შეეჭმუხნა სახე" (დაბ. 4:2-5). წმინდა მამათა განმარტებებში ტრადიციულად მიჩნეულია, რომ ძღვენი კაენმა უგულოდ შეარჩია და ღმრთისადმი მის დამოკიდებულებაშიც ასეთივე უგულისყურობა გამოვლინდა. გული პიროვნების ბუნების სარკეა, ამიტომ უფალიც არა ძღვენს, არამედ გულს უმზერს, "რადგანაც ღმერთმა ჩაუდო გულში, აღასრულონ მისი ნება" (გამოც. 17:17). მიუხედავად ამისა, გამოვლენილი დამოკიდებულების გამო ღმერთს კაენი არ დაუსჯია, არ დაუწყევლია და არ განუდევნია. შეწირული ძღვნისადმი თავისი დამოკიდებულებით უფალმა კაენი გააფრთხილა და აგრძნობინა, რომ ასეთი უგულისყურობით იგი ვერც საკუთარი დაცემული პიროვნებისა და ვერც სამყაროს განწმენდის საქმეში დადებით როლს ვერ შეასრულებდა, ამიტომ მის მიერ ამგვარად გაღებულ მსხვერპლს ღმერთისათვის ყოველგვარი მნიშვნელობა დაკარგული ჰქონდა.

აბელისა და კაენის გამორჩეული ნიჭი და აბელის რწმენა
მშობლების მსგავსად აბელი და კაენი ისეთი ადამიანები იყვნენ, რომელებსაც სიკვდილის ბუნება ჯერ კიდევ შეცნობილი არ ჰქონდათ. ამიტომ ისინი ღვთის სიტყვებს დროში გაწელილ სინამდვილედ კი არ აღიქვამდნენ, არამედ ისევე, როგორც წმინდანები - ღმერთის ნათქვამში აზრის აღსრულებას ხედავდნენ. მიუხედავად ამ საერთო ნიჭისა, აბელს და კაენს ღვთის სიტყვისადმი სხვადასხვა დამოკიდებულება ჰქონდათ. კაენი, როგორც ბიბლიური ისტორიიდან ჩანს, მიწიერებაზე იყო კონცენტრირებული და "ამა ქვეყნის მთავრის" სამფლობელოში საკუთარ ადგილს ეძებდა და პირადი ცხოვრების მოწყობით იყო დაკავებული. მისი ამგვარი ინტერესები აბელის მოკვლის შემდეგ აშკარად გამოვლინდა. აბელის მოკლე ბიბლიური ისტორია კი გვიჩვენებს, რომ მისი პიროვნული ინტერესები მთლიანად ღვთის ნების აღსრულებაზე იყო კონცენტრირებული.

აბელის მსხვერპლის უპირატესობას მოციქული პავლე მის რწმენაში ხედავს: "რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს უკეთესი მსხვერპლი, ვიდრე კაენმა; რწმენით მიიღო მოწმობა, რომ მართალი იყო, როგორც უმოწმა ღმერთმა მის მსხვერპლს" (ებრ. 11:4). აბელს უფალი იესო ქრისტე მართალს უწოდებს (მათ. 23:35), ასევე იხსენიებს აბელს მოციქული პავლეც (ებრ. 11). მეორე მხრივ, ისიც ნათელია, რომ არც აბელი და არც კაენი თანამედროვე ადამიანები არ იყვნენ, რომ მათ ღმერთის არსებობაში ეჭვი შეჰპარვოდათ, ამიტომ საინტერესოა, რას გულისხმობენ წმინდა მამები აბელის რწმენაში:

* უწინარეს ყოვლისა, აბელს გაცნობიერებული ჰქონდა და ესმოდა, რომ ცოდვის გამო სამყაროს თავისი ნამდვილი სახე დაკარგული ჰქონდა და ადამიანის სულსა და ღმერთს შორის ცოდვა, ანუ გველის შთამომავლობა იდგა;

* აბელს ესმოდა, რომ მას გველის თესლთან, ანუ ცოდვის შედეგებთან ბრძოლა და სამყაროს ცოდვისაგან განწმენდა დაუყოვნებლივ უნდა დაეწყო;

* აბელი საკუთარ ცოდვიანობასაც გრძნობდა; მან იცოდა, რომ კაცთა მოდგმა ღვთისა და ქვეყნის წინაშე დამნაშავე იყო; იცოდა ღმერთის აღთქმა, რომ გველის თესლსა და აბელის შთამომავლობას შორის მტრობა იყო და გრძნობდა ღმერთის სიტყვის ჭეშმარიტ შინაარსს, ხედავდა, რომ გველი საბოლოოდ უნდა განადგურებულიყო;

* ქრისტიანულ ეგზეგეტიკაში აბელი იესო ქრისტეს (ტყპოს) პირველსახეა, ის პირველი ადამიანია, რომელმაც ქვეყნის გაჯანსაღება და ღმერთთან შესახვედრად განმზადება დაიწყო. იცოდა აბელმა, რომ ღმერთი სიყვარულია და კაცთა მოდგმას მხსნელი მოევლინებოდა. აბელს ესმოდა მისი სიტყვები: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მე ვარ კარი ცხვართა... ვინც ჩემით შევა, ცხონდება...";

* აბელმა იცოდა, რომ სამყაროში ჯერ მაცდური იყო გამეფებული და აბელს, როგორც ცოდვით დაცემულს, ბოროტთან საბრძოლველად ძალისხმევა უნდა გამოეჩინა, სიკეთის ძალა მოეკრიბა და ქვეყანას ღვთისაკენ გასძღოლოდა: "მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის...";
* აბელი იცნობდა ღმერთს და მისთვის ყველაფერზე უმნიშვნელოვანესი ღმერთის ნების აღსრულება იყო: "მე ვარ მწყემსი კეთილი... როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას...";

* აბელი ღვთის სიტყვით ცათა სასუფეველში შესვლას ელოდა: "ეს მცნება მიმიღია მამაჩემისგან";

* აბელმა იცოდა, რას ნიშნავდა მისი პიროვნული სული, რომელმაც ადამის დაცემის შედეგად ღმერთთან ერთიანობა დაკარგა. მას ესმოდა, რომ თავისი სული უნდა დაეთმო და ღვთის სასუფეველში კვლავდაბადებული შესულიყო: "იმიტომ ვუყვარვარ მე მამას, რომ დავდებ ჩემს სულს, რათა კვლავ დავიბრუნო იგი...";

* ასეთი მცნებებით უნდა ყოფილიყო აბელი განმსჭვალული, რადგან მაშინ, როდესაც "შვების სამოთხის პირდაპირ" ცხოვრობდა, არ შეიძლებოდა მისი გული სამოთხეში დაბრუნების მოლოდინით და მაცხოვრის სიყვარულით არ ყოფილიყო აღვსილი. ამ მცნებების შესახებ საუბარია იოანეს სახარებაში (იოან. 10:7-18).

ვისაც აქვს, მიეცემა და მიემატება...
გველი - აბელისა და სამყაროს მტერი - ჩასაფრებული იყო, რათა ადამიანის ტერფი დაეგესლა და სამყარო, რომელიც უფალმა ადამიანს განსაკარგავად მისცა ("მოიყვანა უფალმან ღმერთმან კაცი, რომელი შექმნა, და დაადგინა იგი სამოთხესა მას საშვებელისასა საქმედ მისა და დაცვად" (დაბ. 2:15)), საბოლოოდ გაენადგურებინა. როგორც წმინდა იოანე დამასკელის სწავლების შესაბამისად აღვნიშნეთ, აბელი - ღმერთის ხატება და მსგავსება თვითუფლებრივი, გონისმიერი, ღვთის კანონის მორჩილი და შემოქმედებითი პიროვნება იყო. ღმერთი შემოქმედია და ადამიანიც მუდმივად შემოქმედებით პროცესში უნდა იყოს ჩართული. ადამიანმა, როგორც შემოქმედმა, ღმერთის მცნებების გათვალისწინებით, ქვეყნის გაკეთილშობილებისა და სამოთხეში დაბრუნების გზები თავად უნდა ეძებოს, იმ სიკეთის განსაკარგვად და გასამრავლებლად უნდა იზრუნოს, რომელიც ღმერთისაგან მიიღო. ამიტომ, როდესაც აბელი ღვთის მიერ დავალებულ საქმეს აკეთებდა, მისი სული, გული და გონება ღმერთზე იყო კონცენტრირებული და უფლის მიერ დავალებული საქმის საუკეთესოდ შესრულებაზე ფიქრობდა. მათეს და ლუკას სახარებებში ორი ერთმანეთის მსგავსი იგავია წარმოდგენილი:

ერთმა ბატონმა შორს გამგზავრებისას მონები დაიბარა და თავისი მონაგები ჩააბარა. ლუკას იგავის მიხედვით, ყველა მონა ერთნაირი რაოდენობის ვერცხლს ღებულობს, მათი მონაგები კი განსხვავებული აღმოჩნდა, ამიტომ ყოველმა მათგანმა იმის შესაფერისი ჯილდო მიიღო, რაც შეიძინა. იგავი გვასწავლის, რომ უფლის ქონების არც ერთი ნაწილი არ უნდა დარჩეს გამოუყენებელი, თორემ მას ეშმაკი დაეპატრონება. იმან, ვინც უფლის მიერ ბოძებული სიკეთის გასამრავლებლად და განსაკარგავად უფლის მსგავსად შემოქმედებითად არ იღვაწა, იმისათვის, რათა უფლის საქმე კარგად განხორციელდეს, თავისი წილიც მას უნდა გადასცეს, ვინც უფლის ნება აღასრულა და კარგად იღვაწა. "ვინც მიიღო ნიჭი სიყვარულისა და სწავლებისა სხვათა სიკეთისათვის, და არ ასარგებლებს მათ, იგი თავად ღუპავს ნიჭიერებას... იმისათვის მოგვცა ღმერთმა ნიჭი სიტყვისა, ხელი, ფეხი, სიძლიერე სხეულისა და გონება, რათა ყოველივე ეს საკუთარი ხსნისათვის და მოყვასის სასიკეთოდ გამოვიყენოთ. სიტყვა და ძალა გვჭირდება ჩვენ არა მხოლოდ გალობისა და მადლიერებისათვის, არამედ სხვათა სწავლებისა და ნუგეშისათვის. თუ სიკეთით ასე ვსარგებლობთ, მაშინ მივემსგავსებით უფალს, ხოლო თუ პირიქით, - ვემსგავსებით ეშმაკს", - გვასწავლის წმინდა იოანე ოქროპირი.

როდესაც კაენის მიერ განხორციელებულ მსხვერპლშეწირვას წმინდა მამების განმარტებით ვსწავლობთ, მათეს და ლუკას სახარებაში წარმოდგენილ ზარმაც მონას ვხედავთ, რომელიც თავს იმით იწონებს, რომ ვერცხლს მთლიანად უბრუნებს ბატონს. დაწერილია: "მოვიდა ისიც, ვინც ერთი ტალანტი მიიღო, და უთხრა: ბატონო, ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ შენ: იმკი, სადაც არ დაგითესავს და კრებ, სადაც არ დაგიბნევია; და შემეშინდა, წავედი და დავფალი შენი ტალანტი მიწაში; აჰა, შენი შენთან არის. მიუგო მისმა ბატონმა და უთხრა მას: ბოროტო მონავ და ზარმაცო, იცოდი, რომ ვიმკი, სადაც არ დამითესავს და ვკრებ, სადაც არ დამიბნევია. ამიტომ უნდა მიგეცა შენ ჩემი ვერცხლი ვაჭრებისთვის, და როცა მოვიდოდი, ავიღებდი ჩემსას მონაგებითურთ. ამიტომ წაართვით მაგას ეგ ტალანტი და მიეცით, ვისაც აქვს ათი ტალანტი. რადგან ყველას, ვისაც აქვს, მიეცემა და მიემატება; ხოლო ვისაც არა აქვს, რაც აქვს, წაერთმევა მას. და ეგ ურგები მონა გააგდეთ ბნელ გარესკნელში; იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭიალი" (მათ. 25:24-30). იმისათვის კი არ გვაძლევს ღმერთი ნიჭს, რომ შემოვინახოთ, არამედ იმისათვის, რომ გავამრავლოთ, კეთილი მოყვასს გავუნაწილოთ და ამ მხრივ გავამრავლოთ ღმერთის დიდება, ანუ იმისათვის კი არ ვღებულობთ უფლისაგან გონებას, სიტყვას, ძალასა და ნიჭიერებას, რომ ადამიანმა არაფერი გააკეთოს, არამედ იმისათვის, რომ ყველაფერი სასიკეთოდ გამოიყენოს და ამ გზით ეს ღვთაებრივი სიკეთე ღვთისავე დიდებისათვის, საკუთარი თავისა და მოყვასის გადარჩენისათვის კიდევ უფრო განამტკიცოს.

რაში გამოიხატა ის, რომ აბელი "კარგი და სანდო მონა" აღმოჩნდა, ხოლო კაინი "უკეთური და მცონარა", ამის შესახებ მომდევნო ნაწილში ვისაუბრებთ.
(გაგრძელება იქნება)
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.01.2014
წმინდა წერილი მოგვითხრობს, რომ ძველ ისრაელში, მეფობის დაარსებამდე, მსაჯულთა სისტემა მოქმედებდა.
26.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეხუთე
აბელისა და კაენის განსხვავებული მსოფლმხედველობა. ბიბლია აბელისა და კაენის შესახებ ღრმა ზნეობრივი შინაარსის ისტორიას მოგვითხრობს.
12.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეოთხე
მშვინვიერი კაცის ამქვეყნიური "მონაგარი"
29.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მესამე
სულიერი ადამიანი და მშვინვიერი კაცი
როდესაც აბელისა და კაენის ამბავს ვაკვირდებით
01.03.2012
თავი პირველი
უმნიშვნელოვანესი ღვთაებრივი ქმნილება და მადლიერების შინაარსი
ადამიანი, როგორც ღმერთის უმნიშვნელოვანესი ქმნილება
16.02.2012
ადამმა, სამყაროს მამამ, სამოთხეში შეიცნო ღმერთის სიყვარული. ხოლო როდესაც ცოდვებისათვის სამოთხიდან განიდევნა და მოაკლდა ღმერთის სიყვარულს, მისი სული მწარედ იტანჯებოდა ერთი ფიქრით:
12.05.2011
ღვთისგან სამოთხიდან განდევნილი ადამისადმი მიცემული აღთქმის თანახმად, მესია ქალწულისგან უნდა შობილიყო. როდესაც აღთქმული მხსნელის მოვლინების ჟამი მოახლოვდა, მართალი იოაკიმესა და ანასგან იშვა ქალწულიც - წმინდა მარიამი.
12.04.2011
როგორც ვიცით, პალესტინაში რომის იმპერიის გაბატონების შემდეგ, ისრაელის მმართველი გახდა წარმოშობით იდუმელი (არაბი) ანტიპატრე, რომელმაც ცოლად შეირთო ებრაელი ქალი.
31.03.2011
ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ ისრაელი სელეკვიდებმა დაიმორჩილეს, რასაც მოჰყვა ისრაელიანთა მასობრივი აჯანყებები.
17.03.2011
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სპარსთა მორGილების, ქვეშევრდომობის ქვეშ მყოფ ისრაელიანებს, როგორც ვიცით, ჰქონდათ სარწმუნოებრივი თავისუფლება.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat