გამოჩნდა მაცხოვარი და კაცობრიობამ იხილა, რა იყო ჭეშმარიტება
გამოჩნდა მაცხოვარი და კაცობრიობამ იხილა, რა იყო ჭეშმარიტება
როგორც ვიცით, პალესტინაში რომის იმპერიის გაბატონების შემდეგ, ისრაელის მმართველი გახდა წარმოშობით იდუმელი (არაბი) ანტიპატრე, რომელმაც ცოლად შეირთო ებრაელი ქალი. სწორედ მისგან შეეძინა ისრაელის, იუდეის მომავალი მეფე ჰეროდე, რომელიც ისრაელის 25-წლიანი მმართველობის შემდეგ ანტიპატრემ გალილეის მმართველად დანიშნა. უფროს ძეს კი იუდეის მხარის მმართველობა ერგო. მამისა და უფროსი ძმის გარდაცვალების შემდეგ ჰეროდე რომში წავიდა. მლიქვნელობითა და ქრთამით მიაღწია, რომ რომის სენატს იუდეველების მეფედ გამოეცხადებინა. ისრაელში დაბრუნების შემდეგ მან დაიპყრო იერუსალიმი და ძალით გამეფდა იუდეაში...

გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

- როგორც ვიცით, რომის იმპერიის პალესტინაში შემოსვლა და აღთქმულ მიწაზე გაბატონება მოხდა რომის იმპერიის სარდლის - პომპეუსის ხანაში. მაკაბელებმა სწორედ მას მიმართეს დახმარებისთვის. ამდენად, რომმა უბრძოლველად დაიმორჩილა ისრაელი. რომის იმპერია ყველაზე მეტად სწორედ ამ პერიოდში - ქრისტეშობამდე I საუკუნეში გაფართოვდა. იმ დროს რომაელები ებრძოდნენ მითრიდატე პონტოელს, რომლის წინააღმდეგ ბრძოლის შემდეგ პომპეუსი საქართველოშიც გადმოვიდა თავისი არმიით. დასავლეთ საქართველო მაშინ შედიოდა რომის იმპერიის შემადგენლობაში, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველო ყოველთვის ახდენდა ზეგავლენას დასავლეთ საქართველოზე. თავად იბერიის სამეფოს მინიჭებული ჰქონდა რომის იმპერიის მეგობარი ქვეყნის სტატუსი. პომპეუსის ლაშქრობის შემდეგ ხელი მოეწერა რომის იმპერიისა და იბერიის სამეფოს მეგობრობის აქტს. საქართველოს დაევალა რომის იმპერიის ჩრდილოეთ საზღვრების დაცვა დარიალის ხეობიდან, რათა ბარბაროსები არ დასხმოდნენ თავს რომის იმპერიას. რომთან ამგვარი ურთიერთობა საქართველოს ხელს აძლევდა, რადგან რომის მეზობლობის გამო საქართველოს უკვე სამხრეთიდანაც აღარ ელოდა საფრთხე... პომპეუსის საქართველოში ლაშქრობის შემდეგ რომის იმპერიამ იერიში მიიტანა ალექსანდრიაზე და ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე, მაცხოვრის შობამდე ცოტა ხნით ადრე ეგვიპტის დამორჩილებაც მოახერხა... დასავლეთით კი თავის მაქსიმალურ საზღვრებს რომის იმპერია უკვე ახალი წელთაღრიცხვის II საუკუნეში, იმპერატორ ადრიანეს დროს აღწევს.

ჰეროდეს მმართველობის ხანა
ჰეროდეს მმართველობის ხანა უშუალოდ მხსნელის, მაცხოვრის შობის პერიოდს ემთხვევა. როგორც ვიცით, ჰეროდე იყო ნახევრად ებრაელი - დედით ებრაელი, მამით კი არაბი. უფალს წინასწარმეტყველთა პირით ჰქონდა ნაუწყები ისრაელის ერისთვის, რომ მესია მოვიდოდა იმ დროს, როდესაც ისრაელს აღარ ეყოლებოდა წინამძღოლი თავისი ტომიდან. ამიტომ, თავად იმ ფაქტმა, რომ იუდეველებს აღარ ჰყავდათ მმართველები თავიანთი ტომიდან - ჯერ ანტიპატრეს, შემდეგ ჰეროდეს სახით, ჭეშმარიტად სჯულის მეცნიერ იუდეველებში მესიის მოსვლის მოლოდინი აღძრა. ის, რომ ჰეროდე არ იყო იუდეველი მმართველი, იყო ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ უკვე მესია უნდა მოსულიყო. ამ დრომდე ისრაელიანებს ყოველთვის, ყველა ხანაში თავიანთი ტომის მმართველები ჰყავდათ.

რომის იმპერიაში არსებული წესით, იმპერიაში გაერთიანებულ ქვეყნებს ჰყავდათ რომის ნებართვით დანიშნული თავიანთი მეფეები, მაგრამ მათ ჰქონდათ მხოლოდ გარკვეული უფლებები და არა აბსოლუტური დამოუკიდებლობა თავიანთი ქვეყნების მართვისას. მთელ იმპერიას ძირითადად რომი განაგებდა. ერთ-ერთი ასეთი მეფე იყო ჰეროდეც.

ჰეროდეს, ძალიან სასტიკ და იმპულსურ ადამიანს, რახან მიტაცებული ჰქონდა ისრაელის მეფობა, ფანატიკურად ეშინოდა ტახტის დაკარგვისა. სწორედ ამ შიშმა დაახოცვინა თავისი იუდეველი ცოლი მარიამი (იოანე II მაკაბელის შვილთაშვილი) და მისგან შობილი შვილები. ფიქრობდა, რომ იუდეველი ხალხი მათ დაუჭერდა მხარს და გაამეფებდა. ეს კი შესაძლოა თავად ჰეროდეს სიცოცხლეშიც მომხდარიყო.

განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა ჰეროდეს მმართველობის ბოლო პერიოდი - მან ახალშობილი მაცხოვრის განადგურების მიზნით, რომელშიც მიწიერ მეფეს, ისრაელიანთა მიწიერ მხსნელს ხედავდა, 14 ათასი ყრმა ამოხოცა ბეთლემსა და მის შემოგარენში. მათთან ერთად ამოხოცა მთელი სინედრიონიც, რადგან ჩათვალა, რომ სინედრიონიც აუმხედრდა და ბეთლემში შობილი ყრმის შესახებ რაღაცას უმალავდა. მან კიდევ უამრავი წარჩინებული იუდეველი მოაკვდინა.

ჰეროდემ იცოდა, რომ იუდეველები მისი სიკვდილით გაიხარებდნენ და თავის დას და სიძეს ანდერძად დაუბარა, რომ მისი სიკვდილის დღეს ყველა წარჩინებული იუდეველი შეეკრიბათ და ამოეხოცათ, რადგან ეს დღე გლოვის დღედ ქცეულიყო იუდეველებისთვის, მისი სიკვდილით გამოწვული სიხარული არ განეცადათ. საბედნიეროდ, მისმა დამ და სიძემ ანდერძი არ აღასრულეს.

- საინტერესოა, რატომ დაუშვა უფალმა რჩეულ ერზე ჰეროდეს მეფობა, საერთოდ სამეფო ხელისუფლება იმ დროს, როდესაც მოახლოებული იყო ჟამი აღთქმული მესიისა, მაცხოვრის მოვლინებისა? ვიცით, რომ მანამდე საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო შეწყვეტილი რჩეულ ერზე სამეფო მმართველობა...

- სამეფო მმართველობის შეწყვეტის შემდეგ ისრაელის ერისთვის უკეთესი მმართველობის ხანა დადგა - ისრაელის ერს მღვდელმთავრები მართავდნენ და საღვთო სჯული მეტი მოშურნეობით აღესრულებოდა. შემდგომ, მაკაბელთა ხანის დასასრულისკენ, იუდეველთა დიდი ნაწილი ნელ-ნელა დაშორდა უფალს - მათი სარწმუნოება განქარდა. ამასთან, უფალმა ინება, რომ სხვა ერის წარმომადგენელი გამხდარიყო იუდეველთა მეფე, რაც ერთ-ერთი ნიშანი უნდა ყოფილიყო იმისა, რომ მესიის მოსვლის ჟამი მოახლოვდა.

ვიცით, რომ რომაელები თვითონ მოიწვიეს იუდეველებმა თავიანთ საბატონოდ, როდესაც მღვდელმთავრის ტახტის ორ მაძიებელს შორის დაპირისპირება სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდა და ერთ-ერთმა მათგანმა, იოანე II მაკაბელმა, რომის სარდალს სთხოვა დახმარება. რომის იმპერია შემდგომში მაინც დაიპყრობდა ისრაელს, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ თვითონ ებრაელებმა (მათმა ერთ-ერთმა მღვდელმთავარმა) მოიწვიეს ისრაელში გარეშე ძალა, იყო ნიშანი იმისა, რომ ისრაელიანები ღირსნი აღარ იყვნენ, თავიანთი წინამძღოლი ჰყოლოდათ. ამის გამო უფალმა მთლიანად წაართვა მათ ეს უფლება და მისცა უცხო ტომის წარმომადგენლებს - ჯერ ჰეროდეს მამას, შემდეგ კი ჰეროდეს.

ცხადია, ისრაელში ამ პერიოდშიც ცხოვრობდნენ ჭეშმარიტი ღვთის მადიდებელი იუდეველები, მაგრამ საერთო ჯამში ერის აზროვნება ისეთი იყო, რომ ერი იმსხურებდა უკვე ჰეროდეს მორჩილებაში ყოფნას.

უფალი ერს ყოველთვის ისეთ ხელისუფლებას აძლევს, როგორსაც იმსახურებს, როგორი ხელისუფლების ღირსიცაა იგი. შესაძლოა უკეთესი ხელისუფალი მოუვლინოს, უარესს არც ერთ შემთხვევაში არ დაუდგენს მმართველად, მაგრამ ღვთის ნებისმიერ ნებას და ქმედებას, თუნდაც ადამიანებისთვის სასჯელის სახით მოვლენილს, ყოველთვის აქვს კეთილი მხარეც. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჰეროდეს, თუნდაც მის მსგავს მმართველებს, უფალი იმის გამო მოუვლენს ერებს, ან დაუშვებს, რომ უსჯულოების მიმდევარმა ქვეყნებმა დაიპყრონ ჭეშმარიტი ღვთის მადიდებელი ქვეყნები, რომ ადამიანები დაფიქრდნენ თავიანთ ცოდვებზე, შეინანონ და ღვთისკენ შემობრუნდნენ.

კაცობრიობის საყოველთაო მოლოდინი
- იმ პერიოდში, როდესაც უფლის განკაცების, მაცხოვრის მოსვლის ჟამი მოახლოვდა, არა მარტო ისრაელიანები, მთელი კაცობრიობა, წარმართული სამყაროც კი, რომელსაც უკვე ამოწურული ჰქონდა თავისი მიწიერი შესაძლებლობები, ელოდა, რაღაც უნდა შეცვლილიყო, მართალია, სხვადასხვაგვარად, მაგრამ მთელი კაცობრიობა ელოდა მხსნელს...

- მართლაც, თავად იუდეველებში საყოველთაო მოლოდინი იყო აღძრული მათი სჯულის სწავლებიდან და წინასწარმეტყველთა წინასწარმეტყველებიდან გამომდინარე. სხვა საკითხია, ვინ როგორ მხსნელს ელოდა. რაც შეეხება წარმართობას, მათი გონება და შინაგანი სულიერი მდგომარეობა იმ დონეზე იყო მისული, ხვდებოდნენ, რომ წარმართობა არ იყო ჭეშმარიტება. იმ პერიოდის უდიდესი წარმართი ფილოსოფოსებიც კი მიხვდნენ - არ შეიძლებოდა სამყაროში ყოფილიყო მრავალი ღმერთი - სამყარო იმდენად ჰარმონიულია, ეს უნდა იყოს ერთი ღმერთის შემოქმედება, ერთი ღმერთის შექმნილიო, - თვლიდნენ. ამასთან, მიაჩნდათ, რომ შეუძლებელი იყო ღმერთებს ჰქონოდათ ისეთი თვისებები, რომლებიც ადამიანებშიც კი სამარცხვინოდ მიიჩნეოდა... ამგვარი მოსაზრებებით წარმართული სწავლების ავანგარდში მყოფი ადამიანები ლოგიკურად მიდიოდნენ იმ დასკვნამდე, რომ შეუძლებელი იყო ისე მარტივად ყოფილიყო ყველაფერი, როგორც მათ წარმართობა ასწავლიდა და გრძნობდნენ, რაღაც უნდა შეცვლილიყო. ადამიანთა, კაცობრიობის ზნეობრივი გამომხსნელი უნდა გამოჩენილიყო. მართლაც გამოჩნდა ჭეშმარიტება - მაცხოვარი და კაცობრიობამ იხილა, რა იყო ჭეშმარიტება.

- ვიცით, რომ იმდროინდელი საზოგადოება, კაცობრიობა ზნეობრივად უკიდურესად დაცემული იყო...

- სწორედ იმის გამო, რომ ადამიანებს ამისკენ უბიძგებდა წარმათული სწავლება. თავად წარმართული ღმერთები იყვნენ ასეთები და ადამიანები არც ფიქრობდნენ, ე.წ. ღმერთებზე უკეთესი თვისებები ჰქონოდათ და უკეთესი ეკეთებინათ. თავად რიტუალური მსახურებებიც კი მასობრივად შეიცავდა გარყვნილების და ადამიანის ხორციელებაში დაცემულობის ელემენტებს თავისი მრავალსახეობებით, რამაც საბოლოოდ წარმართებშიც კი გამოიწვია უკმაყოფილება. რაღაც ეტაპზე წარმართობა აკმაყოფილებდა ადამიანების სურვილებს: როდესაც ისინი დაშორდნენ ჭეშმარიტ ღმერთს, თითქოსდა თავისუფლება იგრძნეს და გზა მისცეს თავიანთ ვნებებს, მაგრამ შემდგომ იმდენად აღმოჩნდნენ ხორციელი ვნებების ტყვეობაში, თავადვე მიხვდნენ, რომ ეს არ იყო ჭეშმარიტება, სწორედ ამის გამოც იყო, რომ ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში უამრავი წარმართი ექცეოდა ქრისტეს სჯულზე.

- როგორც ვიცით, მაცხოვრის დედამიწაზე მოსვლის ჟამის მოახლოებისას რჩეული ერის, ისრაელის მხოლოდ მცირე ნაწილი ელოდა ჭეშმარიტ მესიას - ცოდვის და მარადიული სიკვდილის ტყვეობიდან გამომხსნელს, ერის დიდ ნაწილს კი მიჭიერი მხსნელის მოლოდინი ჰქონდა. რატომ გამიწიერდა რჩეული ერის ძირითადი ნაწილი?

- მათი გამიწიერება იყო მხოლოდ ადამიანის თავისუფალი ნების შედეგი. ფიქრადაც კი არ შეიძლება გავივლოთ, რომ ეს უფალმა დაუშვა და ვიკითხოთ - რატომ დაუშვა. ეს იყო მხოლოდ მათი, თითოეული ადამიანის თავისუფალი ნება. უფალი არ ერევა ადამიანის თავისუფალ ნებაში, რადგან თვითონ უბოძა მას ის. თუკი უფალი ადამიანს თავისუფალ ნებას შეუზღუდავს, თავის ქმედებაზე ამბობს უარს. ადამიანს თუ თავისუფალი ნება შეეზღუდება, ადამიანიც აღარ იქნება. ადამიანის უპირობო თვისება და განმასხვავებელი ნიშანი სხვა ცოცხალი არსებებისგან სწორედ თავისუფალი ნებაა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.01.2014
წმინდა წერილი მოგვითხრობს, რომ ძველ ისრაელში, მეფობის დაარსებამდე, მსაჯულთა სისტემა მოქმედებდა.
26.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეხუთე
აბელისა და კაენის განსხვავებული მსოფლმხედველობა. ბიბლია აბელისა და კაენის შესახებ ღრმა ზნეობრივი შინაარსის ისტორიას მოგვითხრობს.
12.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეოთხე
მშვინვიერი კაცის ამქვეყნიური "მონაგარი"
29.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მესამე
სულიერი ადამიანი და მშვინვიერი კაცი
როდესაც აბელისა და კაენის ამბავს ვაკვირდებით
15.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეორე
ცოდვის გამო შეწირული მსხვერპლი თუ ღმერთის სიყვარულისა და საქმის ერთგულების გამომხატველი კეთილი ნიჭი და საბოძვარი
01.03.2012
თავი პირველი
უმნიშვნელოვანესი ღვთაებრივი ქმნილება და მადლიერების შინაარსი
ადამიანი, როგორც ღმერთის უმნიშვნელოვანესი ქმნილება
16.02.2012
ადამმა, სამყაროს მამამ, სამოთხეში შეიცნო ღმერთის სიყვარული. ხოლო როდესაც ცოდვებისათვის სამოთხიდან განიდევნა და მოაკლდა ღმერთის სიყვარულს, მისი სული მწარედ იტანჯებოდა ერთი ფიქრით:
12.05.2011
ღვთისგან სამოთხიდან განდევნილი ადამისადმი მიცემული აღთქმის თანახმად, მესია ქალწულისგან უნდა შობილიყო. როდესაც აღთქმული მხსნელის მოვლინების ჟამი მოახლოვდა, მართალი იოაკიმესა და ანასგან იშვა ქალწულიც - წმინდა მარიამი.
31.03.2011
ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ ისრაელი სელეკვიდებმა დაიმორჩილეს, რასაც მოჰყვა ისრაელიანთა მასობრივი აჯანყებები.
17.03.2011
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სპარსთა მორGილების, ქვეშევრდომობის ქვეშ მყოფ ისრაელიანებს, როგორც ვიცით, ჰქონდათ სარწმუნოებრივი თავისუფლება.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat