მეფეთა მირონცხება ძველ აღთქმაში
მეფეთა მირონცხება ძველ აღთქმაში
წმინდა წერილი მოგვითხრობს, რომ ძველ ისრაელში, მეფობის დაარსებამდე, მსაჯულთა სისტემა მოქმედებდა. მსაჯულები იყვნენ ღვთისგან გამორჩეული წინასწარმეტყველები, რომლებიც ხალხს უცხადებდნენ ღვთის ნებას და საჭიროების შემთხვევაში სასამართლო, პოლიტიკურ და სამხედრო ფუნქციას კისრულობდნენ. მსაჯული იყო მხოლოდ ღვთის ნების გამომცხადებელი, ხოლო ერის რეალურ მმართველად აღიარებული იყო თავად ღმერთი. ისრაელის უკანასკნელი მსაჯული სამოელი რომ დაბერდა, მსაჯულებად დაიყენა თავისი ორი შვილი, მაგრამ მისი შვილები მამასავით არ იქცეოდნენ: უსამართლობა უყვარდათ, ქრთამს იღებდნენ, მართლებს ამტყუნებდნენ და მტყუანთ ამართლებდნენ ფულის გულისათვის. ბოლოს, ხალხი გაჯავრდა, მივიდნენ სამოელთან და უთხრეს: შენ მოხუცდი და შენი შვილები შენსავით სამართლიანად არ იქცევიან. დაგვიყენე მეფე, როგორც ყველა სხვა ხალხებსა ჰყავთ; იგი იქნება ჩვენი მსაჯულიცა და წინამძღოლიც მტერთან ომის დროს. სამოელს არ მოეწონა ხალხის ეს სურვილი, რადგან მეფის ყოლა სხვა ხალხებს დაამსგავსებდა ებრაელებს და ბევრი ურჩია მათ, რომ ხელი აეღოთ თავიანთ განზრახვაზე, მაგრამ ხალხმა თავისი მაინც არ დაიშალა. მაშინ ღმერთმა უბრძანა სამოელსა, რომ დაჰყოლოდა ხალხის ნებასა. უთხრა უფალმა სამოელს: შეისმინე ხალხის ყოველი სიტყვა, რასაც გეტყვის, რადგან შენ კი არ უარგყვეს, არამედ მე უარმყვეს თავიანთ მეფედ "(I მეფ. 8: 7)

სამოელმა გამოუცხადა შეკრებილთ, რომ აასრულებდა მათ სურვილს, დაიმედებული ხალხი დაიშალა. მალე უფალმა თვითონ უჩვენა სამეფო კაცი ისრაელთათვის. ერთ ებრაელს სახედრები დაეკარგა, საძებნელად გაგზავნა თავისი შვილი საული და თან მოჯამაგირეც გაატანა. დიდხანს ეძებეს, ბევრი ადგილი დაიარეს და ბოლოს მივიდნენ იმ ქალაქში, სადაც სამოელი იყო, მოჯამაგირემ უთხრა საულს: აქა ცხოვრობს კაცი ღვთისა, ყოველი იმისი სიტყვა მართლდება, მივიდეთ მასთან და იქნება გვითხრას, სად უნდა ვეძებოთ ჩვენი დანაკარგი. საულმა გაუგონა მოჯამაგირეს და გზას გაუდგა. გზაზე მათ სამოელი შეხვდათ. ამ დროს უფალმა უთხრა სამოელს: აი, მომავალი მეფე ისრაელისა. სამოელი დაპატიჟებული იყო და მიდიოდა საზოგადო სადილზე, რომელიც დღესასწაულის გამო ხალხსა ჰქონდა მომზადებული. ვერ მიმასწავლი წინასწარმეტყველსა? - ჰკითხა საულმა სამოელს. მე თვითონ ვარ წინასწარმეტყველი, - მიუგო სამოელმა და დაუმატა, - დღეს ჩემთან სადილად წამოდი, ხვალ გეტყვი, რაც საჭიროა, სახედრების ჯავრი სულაც ნუღარ გექნება, ისინი ახლა ნაპოვნი ჰყავთ შენს შინაურებს. სადილზე სამოელმა საული დასვა პირველ ადგილზე და უბრძანა, რომ თავი საჭმელი მისთვის მიერთმიათ. საულს უკვირდა ამისთანა პატივი. სადილის უკან სამოელმა წაიყვანა თავისთან საული ღამის გასათევად და მეორე დილას გასაცილებლად გაჰყვა.

საულის მეფედ მირონცხება
ქალაქის გარეთ რომ გავიდნენ, სამოელმა საულის მოჯამაგირე წინ გაისტუმრა, თვითონ საული კი შეაჩერა, დაასხა თავზე ნაკურთხი მირონი, აკოცა საულს და უთხრა: აი, უფალი გხდის შენ თავისი ხალხის მეფედ.

საული გახდა ცხებული უფლისა. მის თავზე დასხმული მირონი ნიშნავდა, რომ სულიწმიდა აძლევს მას მეფობის უფლებას და მიანიჭებს ძალას და გონებას ხალხის სამართავად. საული რომ შინ დაბრუნდა, არავის ეუბნებოდა, რაც გადახდა. არც სამოელმა გამოამჟღავნა ეს ამბავი. მას სურდა, ხალხისათვის ცხადად დაენახვებინა, რომ მან კი არ ამოირჩია თავისი ნებით მეფე, თვით ღმერთი იყო ამომრჩეველი. ამიტომ შეკრიბა ხალხი და ყარა წილი. წილში მეფობა ერგო საულს. საული ამ დროს იქ არ იყო. იპოვეს და მოიყვანეს ხალხის წინაშე. როცა წარმოსადეგი ვაჟკაცი ისრაელთ დაინახეს, სიხარულით აღივსნენ და შესძახეს: - გაუმარჯოს ჩვენს მეფეს! ჩქარა ყველას დაუმტკიცა, რომ ღვთის შეწევნით, მას ხალხის მართვაც კარგად შეეძლო და მტრებისათვის პასუხის გაცემაც. მალე საული გახდა ხალხის საყვარელი მეფე. მაგრამ საუბედუროდ, საულმა თავისი ბედნიერება ვერ შეიშნოვა, და გაამპარტავნდა, ხალხზე ზრუნვის მაგიერ თავის ნებას აჰყვა. მაშინ სამოელმა გამოუცხადა საულს: როგორც შენ უარჰყავ ნება ღვთისა, ისე იგი უარგყოფს შენა. იგი გართმევს შენ მეფობას და აძლევს შენზე უკეთესს. მაგრამ საული ამის შემდეგ არამც თუ არ შეიცვალა, უფრო კერპი და თავმოყვარე შეიქმნა, ამიტომ მადლმა ღვთისამან სრულიად დასტოვა იგი.

მეფედ მირონცხება დავითისა
სამოელი ჯავრობდა საულზე. იგი ბევრს სტიროდა თავის ხალხის ბედზედ, რომელსაც პირველივე მეფემ უღალატა; მერმე უფალმა გამოუცხადა მას: სამოელ, რამდენი უნდა იტირო საულზე? აიღე მირონი და წადი ბეთლემში იესესთან; მე ამოვარჩიე სამეფოდ ერთი იმის შვილთაგანი; გიჩვენებ მას და შენ სცხებ მირონს. სამოელი მივიდა ბეთლემში და მოხუცებულთა მათ ქალაქისათა უთხრა: მე მოვალ აქა იმ განზრახვით, რომ თქვენთან ერთად მსხვერპლი შევსწირო ღმერთს; შეიკრიბენით და მოუწოდეთ იესეს და მის შვილებს. როცა ყველანი შეიკრიბნენ და სამოელმა დაინახა იესეს უფროსი შვილი, რომელიც იყო ტანოვანი და მშვენიერი, იფიქრა, უთუოდ ეს უნდა იყოს მომავალი მეფეო, მაგრამ უფალმა უთხრა; ნუ უყურებ მის პირისახის სილამაზეს, ეგ არ არის ჩემი ამორჩეული; მე ადამიანებივით პირისახეს როდი ვუცქერი, ვუყურებ სულს კაცისას. იესემ, სამოელის სურვილის თანახმად, რიგრიგობით წარუდგინა მას ყველა თავისი შვილი, მაგრამ უფალი თითოეულზე ეუბნებოდა: ეგ არ არის ჩემი ამორჩეულიო. სამოელმა ბოლოს ჰკითხა იესეს: სულ ესენი არიან შენი შვილებიო? იესემ მიუგო: ერთი კიდევ მყავს, უმცროსი, რომელიც ახლა მეცხვარედ არის მინდორში, გაგზავნე და ახლავე მოაყვანინე, - უთხრა სამოელმა. ამ უმცროს შვილს იესესას ერქვა დავითი. შესდგა თუ არა დავითმა ფეხი სახლში, უფალმა უთხრა სამოელს: სცხე მას მირონი, ეგ იქნება მეფე. სამოელმა დაუძახა დავითს თავისთან და თავზე დაასხა მირონი. მაშინვე სული წმინდა ჩამოვიდა მასზე და ამ დროიდან იმყოფებოდა დავითთან. მოგვიანებით დავითი გახდა ისრაელის მეორე მირონცხებული მეფე.

ებრაელებისთვის მეფის კურთხევის შემდეგ მსაჯულმა სამოელმა ასეთი სიტყვებით მიმართა ღვთის რჩეულ ერს: "ამიერითგან, აჰა, მეფე, რომელიც აირჩიეთ, რომელსაც მოითხოვდით, აჰა, დაგისვათ უფალმა მეფე. თუ გექნებათ უფლის შიში, თუ ემსახურებით მას, თუ შეისმენთ მის სიტყვას და წინ არ აღუდგებით მის ნაბრძანებს, მაშინ დაგიფარავთ უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენცა და მეფესაც, თქვენზე რომ მეფობს. თუ არ შეისმენთ უფლის სიტყვას და წინ აღუდგებით უფლის ნაბრძანებს, უფლის ხელი იქნება თქვენს წინააღმდეგ, როგორც თქვენი მამა-პაპის წინააღმდეგ იყო" (I მეფ. 12: 13-15). ვფიქრობ, ეს სიტყვები კარგად მეტყველებს იმაზე, რომ ერსა და ღმერთს შორის ურთიერთობა განისაზღვრება არა რომელიმე თუნდაც მირონცხებული მონარქის ან პოლიტიკური სისტემის არსებობით, არამედ რწმენითა და უფლის მცნებათა შესრულებით. ისრაელის პირველივე მეფეების - საულის, დავითისა და სოლომონის ისტორიიდან ნათლად ჩანს, რომ არც ერთი მეფე არაა დაზღვეული მძიმე ცოდვებში დაცემისგან, რასაც მოჰყვება ღვთის მადლის დაკარგვა და სასჯელი, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, მთელ ერზეც ვრცელდებოდა ხოლმე.

***
მეფეთა მირონცხების ტრადიციამ ძველი აღთქმიდან მართლმადიდებლურ სამყაროშიც გადმოინაცვლა. დაახლოებით XVI საუკუნეში გადაწერილი ხელნაწერის მიხედვით კორნელი კეკელიძემ ერთ-ერთ ნაშრომში აღწერა საქართველოში მეფედ კურთხევის წესი: ლიტურგიაზე, სახარების შემდეგ, მეფე შეჰყავთ საკურთხეველში, იგი მოიყრის მუხლს, კათოლიკოსი თავზე ომოფორს ადებს და კითხულობს ლოცვას "საღმრთო მადლი", შემდეგ კათოლიკოსი მეფეს სცხებს მირონს. მეფეს აზიარებენ ეპისკოპოსების შემდეგ, მაგრამ მღვდლებზე წინ.

მირონცხება არის საიდუმლო, რომელშიც სულიწმინდის სახელით სხეულის ნაწილებზე ნაკურთხი მირონის ცხებით მორწმუნეს სულიერ ცხოვრებაში ამაღორძინებელი და განმამტკიცებელი ნიჭი გადაეცემა". საბედნიეროდ, ჩვენი ერის ცხოვრებაში ბევრი ისეთი მირონცხებული მეფე იყო, ვინც სულიწმიდის ეს ნიჭი მართლაც განამტკიცა და ერის მატერიალურ და სულიერ ცხოვრებაშიც თავისი დადებითი კვალი დატოვა. მირონის ცხება მეფეს აკისრებს კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას უფლის წინაშე, ღვთის მცნებების დაცვით ატაროს ერი სწორ გზაზე. საქართველოს ისტორიაში ბევრმა მირონცხებულმა სიცოცხლეც კი ანაცვალა ღვთის მცნენების დაცვას. ამის კარგი მაგალითია მოწამე მეფე არჩილი.

პირველი მირონცხებული მეფე, რომელიც ქრისტესთვის ეწამა
წმინდა მეფე არჩილი დიდი ვახტანგ მეფის ძის, დაჩის შთამომავალი და VII ს-ის I ნახევარში ქართლის მთავრად წოდებული სტეფანოზ II-ის (სტეფანოზ ადარნასეს ძე ფარნავაზიან-ხოსროიანი) ძე იყო. იგია პირველი მირონცხებული მეფე, რომელიც ქრისტესთვის ეწამა.

არჩილი გამეფდა და იბერიის დამოუკიდებლობა აღადგინა, ხანმოკლე დროის მანძილზე მან მიიღო "ქართველთა მეფის" ტიტული, რომელსაც აღარ ატარებდნენ საქართველოს მთავრები VI ს-დან - VIII ს-მდე. ამავე დროს მომხდარა დასავლეთ საქართველოს განთავისუფლებაც არაბთა მფლობელობისგან.

უფლის შეწევნითა და ნეტარი მეფე არჩილის ღვაწლით, ორმოცდაათი წლის განმავლობაში მშვიდობა სუფევდა საქართველოში. არაბი ხალიფები ერისთავებისგან მხოლოდ ხარკს ჯერდებოდნენ. მაგრამ ქართველების მოშენება და სარწმუნოებრივი განმტკიცება მოსვენებას უკარგავდა მაჰმადიანებს. მათ განიზრახეს საქართველოს სრული განადგურება და ქართველი ერის სრული გამაჰმადიანება. ამ მიზნით ქართლში შემოიჭრა მუჰამედის ნათესავი, უსჯულო ასიმ-ჭიჭნაუმი. მანაც ააოხრა და შემუსრა ქართლის სიმაგრეები, დაარბია ეკლესიები და კახეთისკენ აიღო გეზი. შიშმა მოიცვა მთელი კახეთი, და რადგანაც წინააღმდეგობის გაწევის ძალა აღარ გააჩნდათ, დაუყოვნებლივ მიუვალ მთებში გაიხიზნენ. მურვან-ყრუსაგან იავარქმნილი ქვეყანა ჯერ მყარად ვერ დამდგარიყო ფეხზე.

მეფე არჩილმა განიზრახა ხლებოდა ასიმს და დიდი მეუფის მსგავსად, თავისი სული მსხვერპლად შეეწირა ქრისტიანებისათვის. ეთხოვა ქვეყნის მშვიდობა, ეკლესიების დაცვა და სჯულის შენარჩუნება. წინააღმდეგობის შემთხვევაში, მზად იყო მოწამებრივი გვირგვინი დაედგა და წმინდა სისხლით გაემშვენებინა ქრისტეს ეკლესია. "უმჯობეს არს სიკუდილი ჩემი, ვიდრეღა კუალად განრყვნად ეკლესიათა ქრისტესთა და ოხრებად ქუეყანისა ამის", - ბრძანა ნეტარმა და ეახლა ასიმს...

ამ დროს ასიმის წინაშე წარდგა ერთი გარდაბნელი მთავარი, რომლის ბიძის მკვლელები არჩილის პაპას, ადარნასე მეფეს შეუწყალებია, რის გამოც შურისძიებით ალესილმა უკეთურმა მოახსენა ჭიჭნაუმს: დიდო მთავარო, არ იცი, ვინ არის ეს არჩილი? იგი სტეფანოზ მეფის ძეა, დიდი ვახტანგ მეფისა და მირიანის შთამომავალი; იგი თან ახლდა მამას, როდესაც სამეფოს განძს მალავდა და ისიც ეცოდინება, სად არის დაფლული მეფე ჰერაკლეს განძი. ეს რომ გაიგო ასიმმა, იხმო არჩილი და პირფერობით მიმართა: შევიტყვე, რომ დიდ ფარნავაზიანთა შთამომავალი ყოფილხარ და უფრო მეტად განგადიდებ, თუ შეისმენ ჩემსას. ქართლის სამეფოსა და მამა-პაპათა საგანძურს შენ გიბოძებ, ოღონდ მაჩვენე ჰერაკლე მეფის მიერ საქართველოში დაფლული განძი, მოიქეცი ჩემს სჯულზე, სპასალარად დაგნიშნავ და ქართლის მეფედაც დაგამტკიცებო. წმინდა არჩილმა უპასუხა: ეს იცოდე, მძლავრო, რომ არ უარვყოფ ქრისტეს სახელს, არც მარადიულ დიდებას გავყიდი წარმავალ დიდებაზე, არც ამ საწუთროზე გავცვლი საუკუნო ცხოვრებას და ჟამიერ მეფობაზე - უჟამოდ ქრისტესთან ერთად სუფევას.

მაშინ უსჯულომ მისთვის თავის მოკვეთა ბრძანა. მეფემ მცირე დრო მოითხოვა სალოცავად. მოიდრიკა მუხლი, ხელები ზეცას აღაპყრო და მადლობა შესწირა უფალს, ასეთი პატივის ღირსი რომ გახადა; შეავედრა ეკლესიათა დაცვა და ქრისტიანთა გაძლიერება ქართლში. ილოცა მეუღლისა და შვილებისათვის, მტკიცედ რომ დაეცვათ თავიანთი სჯული. ლოცვის დასრულების შემდეგ მტარვალებმა მახვილი მოუქნიეს და თავი მოჰკვეთეს მირონცხებულ მეფეს.

ეს მოხდა 718 წლის 20 მარტს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეხუთე
აბელისა და კაენის განსხვავებული მსოფლმხედველობა. ბიბლია აბელისა და კაენის შესახებ ღრმა ზნეობრივი შინაარსის ისტორიას მოგვითხრობს.
12.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეოთხე
მშვინვიერი კაცის ამქვეყნიური "მონაგარი"
29.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მესამე
სულიერი ადამიანი და მშვინვიერი კაცი
როდესაც აბელისა და კაენის ამბავს ვაკვირდებით
15.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეორე
ცოდვის გამო შეწირული მსხვერპლი თუ ღმერთის სიყვარულისა და საქმის ერთგულების გამომხატველი კეთილი ნიჭი და საბოძვარი
01.03.2012
თავი პირველი
უმნიშვნელოვანესი ღვთაებრივი ქმნილება და მადლიერების შინაარსი
ადამიანი, როგორც ღმერთის უმნიშვნელოვანესი ქმნილება
16.02.2012
ადამმა, სამყაროს მამამ, სამოთხეში შეიცნო ღმერთის სიყვარული. ხოლო როდესაც ცოდვებისათვის სამოთხიდან განიდევნა და მოაკლდა ღმერთის სიყვარულს, მისი სული მწარედ იტანჯებოდა ერთი ფიქრით:
12.05.2011
ღვთისგან სამოთხიდან განდევნილი ადამისადმი მიცემული აღთქმის თანახმად, მესია ქალწულისგან უნდა შობილიყო. როდესაც აღთქმული მხსნელის მოვლინების ჟამი მოახლოვდა, მართალი იოაკიმესა და ანასგან იშვა ქალწულიც - წმინდა მარიამი.
12.04.2011
როგორც ვიცით, პალესტინაში რომის იმპერიის გაბატონების შემდეგ, ისრაელის მმართველი გახდა წარმოშობით იდუმელი (არაბი) ანტიპატრე, რომელმაც ცოლად შეირთო ებრაელი ქალი.
31.03.2011
ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ ისრაელი სელეკვიდებმა დაიმორჩილეს, რასაც მოჰყვა ისრაელიანთა მასობრივი აჯანყებები.
17.03.2011
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სპარსთა მორGილების, ქვეშევრდომობის ქვეშ მყოფ ისრაელიანებს, როგორც ვიცით, ჰქონდათ სარწმუნოებრივი თავისუფლება.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat