აბელი - ხატი და მსგავსი ღვთისა
აბელი - ხატი და მსგავსი ღვთისა
თავი პირველი
უმნიშვნელოვანესი ღვთაებრივი ქმნილება და მადლიერების შინაარსი
ადამიანი, როგორც ღმერთის უმნიშვნელოვანესი ქმნილება , უზენაესი ღვთაებრივი სიბრძნის განხორციელების შედეგად შეიქმნა. ამ მოვლენას წინ წმინდა სამების კაცთათვის მიუწვდომელი საღვთო ბჭობა უძღოდა. მოსე წინასწარმეტყველი ადამიანის შექმნის შესახებ ბრძანებს: "თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატისაებრ ჩუენისა და მსგავსებისაებრ. და მთავრობდეს თევზთა ზღვისათა და მფრინველთა ცისათა და პირუტყვთა და მხეცთა ყოვლისა ქუეყანისა, ყოველთა ქუეწარმავალთა მავალთა ქუეყანასა ზედა... და შექმნა ღმერთმან კაცი იგი სახედ თვისად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი..." (დაბ. 1:26-27). ნათელია, რომ ადამიანს ღმერთის შესაქმეში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება; ეს იმითაც დასტურდება, რომ კაცის სულიერ ბუნებას უფალმა საკუთარი ღვთაებრივი სული შთაბერა. დაწერილია: "და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმა ქუეყანისაგან და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაი და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად" (დაბ. 2:7). ღვთის ხატებასა და მსგავსებას წმინდა იოანე დამასკელი ასე განმარტავს: "ხატისებრობა" გონისმიერობასა და თვითუფლებრივობას აღნიშნავს, "მსგავსებისებრობა" კი - ძალისამებრ სათნოების მსგავსებას". ეს განმარტება ლუკას სახარებაში მოყვანილი მაცხოვრის სიტყვების შინაარსს ეხმიანება. იესო ქრისტე ღმერთისადმი დამოკიდებულებაში უმნიშვნელოვანესად სიყვარულს მიიჩნევს და ყოველ ადამიანს მოუწოდებს: "შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა" (ლუკ. 10:27). როგორც ვხედავთ, უფლისადმი სიყვარული არ არის პასიური მდგომარეობა, ამ სიყვარულს უფლის "ხატისებრობის" შესაბამისი გონისმიერი და თვითუფლებრივი ადამიანის ძალისხმევა და საღვთო საქმეს ხორცშესხმა ესაჭიროება.

ადამიანური ძალისხმევის საგანი
საკუთარი პიროვნების სიწმინდისათვის ზრუნვას უდიდესი ძალა ესაჭიროება, მაგრამ ეს საკმარისი ვერ იქნება. ცოდვით დაცემამდე ადამიანი უცოდველი იყო და მიუხედავად ამისა, მას თავისი ნება, ანუ პიროვნული ძალა მაინც გააჩნდა, ეს კი იმის ნიშანია, რომ ადამიანს სხვა, რაღაც კონკრეტული ფუნქციაც ჰქონდა. დაცემის მიზეზიც სწორედ ამ პიროვნული ფუნქციის საკუთარი თავისუფალი ნებით ღვთის მცნების საწინააღმდეგოდ, ანუ პიროვნული ძალის არასწორად გამოყენება გახდა.

ადამიანის შექმნის ბიბლიური ისტორია ღმერთის მიერ ედემის ბაღის გაშენების ამბით და იმით მთავრდება, რომ "მოიყვანა უფალმან ღმერთმან კაცი, რომელი შექმნა, და დაადგინა იგი სამოთხესა მას საშვებელისასა საქმედ მისა და დაცვად" (დაბ. 2:15). ამ წუთიდან ადამიანი გახდა არა მხოლოდ ღვთის მიერ ადამიანისათვის შექმნილი ქვეყნიერების, სამოთხისა და ედემის ბინადარი ან მჭვრეტელი, არამედ ყოველი არსებისა და მთელი ბუნების როგორც მფლობელი, ისე განმკარგველი. ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანს მფლობელისა და განმკარგველის ფუნქცია არ დაუკარგავს, შეიცვალა მხოლოდ ის, რომ ადამიანმა ეშმაკის ნების მორჩილების გამო საკუთარი არსი ხრწნილებას დაუმორჩილა და ამქვეყნიური ცხოვრების მთავრად სატანა აქცია. ამიტომ, ცოდვასთან ზიარების შედეგისაგან საკუთარი პიროვნების განთავისუფლებისათვის ბრძოლასთან ერთად, ადამიანის უმთავრესი ფუნქცია ღვთის მიერ ბოძებული (ეს იქნება უპირატესი მდგომარეობა, თანამდებობა, "მოპოვებული" მატერიალური ფასეულობა - სიმდიდრე, ცოდნა თუ სხვა სახის ძალმოსილება) მადლის განკარგვა, ანუ "ამ ქვეყნის მთავრის" სამფლობელოში უფლის კანონების შესაბამისად სიკეთის განაწილება და მართვა გახდა. ყველაფერს, რაც ადამიანის გარშემოა, მან გონივრულად და სიყვარულით უნდა მოუაროს და ღმერთისგან ბოძებული სიკეთე, საკუთარი ძალისხმევით დაცული, შენახული, გამრავლებული, ღმერთისკენ მიმართოს და მასვე წარუდგინოს, ანუ მთელი თავისი ცხოვრებით დაამტკიცოს, რომ მას ყველა სიკეთე ღმერთმა მიანიჭა და ის მხოლოდ ღმერთის წინაშეა პასუხისმგებელი და ღმერთის მორჩილებაშია. დაწერილია: "და რაკი ჩვენთვის მოგებული მადლის წყალობით სხვადასხვა ნიჭი გვაქვს, ამიტომ, თუ წინასწარმეტყველების ნიჭი გებოძა, რწმენისამებრ იწინასწარმეტყველე, თუ მსახურებისა - იმსახურე, თუ მოძღვრობისა - იმოძღვრე, თუ შემგონებლისა - შეაგონე, თუ მოწყალების გაცემისა - უშურველად გაეცი, თუ წინამძღვრისა - გულმოდგინედ იწინამძღვრე, თუ ქველმოქმედისა - სიხარულით აღასრულე სიქველის საქმე. დაე, უორგულო იყოს სიყვარული; განეშორეთ ბოროტს, მიეახლეთ კეთილს" (რომ. 12:6-8).

ადამიანი როგორც შინაგანად, ისე თავისი ყოფით უნდა ცდილობდეს ღმერთს მიუახლოვდეს, წმინდა მოციქული იაკობი ბრძანებს: "მიუახლოვდით ღმერთს და მოგიახლოვდებათ; განიბანეთ ხელები, ცოდვილნო, და განიწმინდეთ გულები, ორგულნო" (იაკ. 4:8). ღმერთთან ყოფითი დაახლოება ხელების განბანის, ანუ ყოველგვარი ცოდვიანი საქმეებისაგან განთავისუფლების შედეგად უნდა მოხდეს, ხოლო შინაგანი განბანა, რადგან გული ადამიანის პიროვნულ სამყაროს მოიცავს და "...გულიდან გამოვლენ: უკეთური ზრახვანი, კაცისკვლანი, მრუშობანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი" (მათ. 15:19) და "ესენი არიან კაცის შემბილწველნი" (მათ. 15:20), უფრო სულიერ განწმენდას გულისხმობს.

ამრიგად, ადამიანს სამყაროში უმნიშვნელოვანესი და სრულიად კონკრეტული ფუნქცია აკისრია, დაწერილია: "და აკურთხა ისინი ღმერთმა და თქვა: აღორძინდით და გამრავლდით და აავსეთ ქვეყანა და დაეუფლეთ მას და იმთავრეთ ზღვის თევზებზე და ცის ფრინველებზე და ყველა პირუტყვზე და მთელ ქვეყანაზე და ყველა ქვეწარმავალზე, რომელიც დახოხავს მიწაზე" (დაბ. 1:28). ეს უპირატესობები და მოვალეობები ადამიანს უფლის ხატებისა და მსგავსების შესაბამისად მიენიჭა (დაბ. 1:26).

ცვლილება, რომელიც სამყაროში ცოდვით დაცემის შედეგად მოხდა
მას შემდეგ, რაც ადამიანი ღვთის სიტყვას განუდგა და მისთვის აკრძალული ხრწნადი ხის ნაყოფი მიითვისა, სიშიშვლე შეიგრძნო და საკუთარ სიშიშვლეში გველის მსგავსება და დაცემულობის სიმდაბლე დაინახა. შესაბამისად, ღმერთთან სიახლოვე მისი დაზიანებული ბუნებისთვის შეუსაბამო გახდა. ამავე დროს, ადამიანმა ღმერთის ხილვის, ანუ სულიერი ჭვრეტის ნიჭი დაკარგა. საბედნიეროდ და ღვთის მადლით, მან უფლის მოსმენის უნარი მაინც შეინარჩუნა (დაბ. 3:8). მაგრამ ადამიანის დაცემა მხოლოდ მასში მომხდარი ცვლილებებით არ დასრულებულა: სამყარო უფალმა ადამიანისათვის შექმნა, ამიტომ ცოდვა და მასთან ერთად ხრწნადობა ადამიანთან ერთად მთელ ქვეყანასაც მოერია.

წმინდა მამების სწავლების მიხედვით, ცოდვა და შესაბამისად ბოროტება თავის საწყისს დაცემული ანგელოზებისაგან იღებს. დაცემულ ანგელოზებში ღმერთის მიმართ სიძულვილის მიზეზი, ადამიანზე ღვთის მადლის მოქმედება და ადამიანისათვის შექმნილი ყოფიერი სამყარო გახდა, ასეთი დამოკიდებულება მათში არსებული თავისუფალი ნებით გაჩნდა. ამ საკითხთან დაკავშირებით, წმინდა გრიგოლ ნოსელი წერს: "ცოდვა - ნების დაავადებაა და ეს დაზიანებული ნებელობა ცდება, როდესაც სიკეთეს მხოლოდ ცოდვის აჩრდილად მიიჩნევს. ცოდვა მხოლოდ თავისუფალი ნების ბოროტად გამოვლენის შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს, რადგან ბოროტების ერთადერთი სუბსტანცია ნებაა. ბოროტებას მიწიერ ყოფიერებაში შემოსვლის საშუალება მხოლოდ ადამისა და ევას თავისუფალი არჩევანის გამო მიეცა. საკუთარი ნებით შეცოდების შედეგად ადამმა თავისი პირველქმნილი ბუნება დააზიანა და ამის გამო იგი ცოდვის ტყვეობაში იმყოფება. მისი ბუნება დაცემამდე ღვთის მადლის მიღებისათვის იყო განმზადებული, დაცემამ გააუკუღმართა იგი და ამგვარად ქვეყნის განმკარგველისგან, ანუ ადამისგან ცოდვა მიწიერ სამყაროში შემოიჭრა".

"დააკვირდი, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ პირველქმნილი სიწმინდე დაკარგა და დაიწყევლა, როგორ შეიცვალა ყველაფერი, - გვასწავლის სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, - თუ უწინ მიწა ნაყოფს თავისთავად, ადამიანის ძალისხმევის გარეშე იძლეოდა, ახლა უკვე სახეცვლილი ნიადაგი ცოტაოდენი საზრდოს მიღებისათვის ადამისაგან ტანჯვით აღსავსე შრომას მოითხოვს. სხვა შემთხვევაში დაუმუშავებელ მიწას ადამისათვის მხოლოდ ძეძვისა და ბალახის აღმოცენება შეუძლია, და რადგან ყველაფერი იმის გამო დაზიანდა, რომ ადამმა შესცოდა, ვიდრე ადამი კვლავ მიწად არ გადაიქცევა, თავისი პური პიროფლიანმა უნდა ჭამოს. ცოდვით დაცემული ადამისგან ძირითადად მტვერი რჩება და თუ მისი ბუნება უხრწნელობას არ დაუბრუნდა, მთელი მისი შთამომავლობა მტვერადვე მიიქცევა (დაბ. 3:17-19). აი, ასეთია უშუალოდ ადამის შთამომავლობისათვის მისი ცოდვის გამო ბოროტებასთან ზიარების შედეგი. ამ ტრაგიკულმა მოვლენამ ადამიანის გარე სამყაროზეც მოახდინა ზეგავლენა. როდესაც სხვა ქმნილებებმა სამოთხის გარეთ დარჩენილი ადამი იხილეს, აღმოჩნდა, რომ მათში არსებული მორჩილების კანონი "დამნაშავის" მორჩილებას არ გულისხმობდა. შესაბამისად, ადამიანისათვის შექმნილი მთელი სამყაროსათვის ღვთაებრივი ნათელი მიინავლა და მის მკვიდრთა ბუნებას ეშმაკი და დემონები დაეპატრონნენ. როგორც აღინიშნა, დაცემამდე ქვეყნის განმკარგველი ადამიანი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ადამიანმა შესცოდა, ძალაუფლება ეშმაკმა მიითვისა და სახელად "ამა ქვეყნის მთავარი" თავად დაირქვა. ის ისე მბრძანებლობს, როგორც ყაჩაღი მის მიერ მიტაცებულზე: ადამს კი მზის, მთვარისა და ვარსკვლავების ჩვეული ბრწყინვალებისა და სითბოს შეგრძნების უნარიც დაეკარგა; მისათვის წყაროს წყალსაც თავისი სიკამკამე და ცხოველმყოფელობა აღარ გააჩნდა, მდინარეების სილამაზე სიხარულს აღარ გვრიდა ადამიანს, ისინი, უბრალოდ, თავის კალაპოტში მიედინებოდნენ; ცოდვილ ადამიანს ისეთი შეგრძნება დაეუფლა, რომ ჰაერიც აღარ აძლევდა მას სიცოცხლის ძალას; როდესაც ცხოველებმა პირვანდელი დიდებისგან განძარცვული "შიშველი" ადამიანი იხილეს, მაშინვე შეიჯავრეს და ყოველ მათგანს ადამიანზე თავდასხმის ნდომა გაუჩნდა; ადამიანს იმის შიშიც კი დაეუფლა, ფეხქვეშ მიწა არ გამოსცლოდა და ზეცა არ დამხობოდა. მაგრამ შემოქმედმა უწყოდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები და ისიც, რომ კაცობრიობას საბოლოო განადგურება არ ემუქრებოდა. იცოდა, რომ დადგებოდა მხოლოდშობილი ძის განკაცების და ღვთაებრივი განგებულების აღსრულების დრო, ანუ ის ბოლო ჟამი, როდესაც წმინდა ნათლობით ადამის შეცოდებას თავისი მომაკვდინებელი ძალა გამოეცლებოდა. სწორედ ამიტომ, უფალმა თავისი მადლის ძალით მთელი სამყარო და ყოველი ქმნილება შეაჩერა და ადამიანის განადგურება არ დაუშვა. უფრო მეტიც, ქვეყნის ყოველი ბინადარი ცოდვით დაზიანებული ადამის შთამომავლობის ნებას დაუმორჩილა, რათა როდესაც ადამიანი კვლავ განახლდებოდა და უხრწნელ, სულიერ, ყოფას დაუბრუნდებოდა, მის მორჩილებაში მყოფი ყველა არსებაც განახლებულიყო და მასთან ერთად უხრწნელ სამყოფელში მოქცეულიყო, ანუ ადამიანის ერთგვარი სულიერი ძალა მათშიც გამოვლენილიყო. ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც უნდა მომხდარიყო, უფალმა სამყაროს შექმნამდე - წინასწარ განჭვრიტა". ამ მოვლენას მოციქული პავლე ასე განმარტავს: "ქმნილება სასოებით მოელის ღვთის შვილთა გამოცხადებას, იმიტომ, რომ ქმნილება ნებსით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მის მიერ, ვინც ამაოებას დაუმორჩილა იგი, იმის იმედით, რომ თვით ქმნილებაც განთავისუფლდებოდა ხრწნილების მონობისაგან, რათა წილი დაედო ღვთის შვილთა დიდებასა და თავისუფლებაში" (რომ. 8:19-22).
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.01.2014
წმინდა წერილი მოგვითხრობს, რომ ძველ ისრაელში, მეფობის დაარსებამდე, მსაჯულთა სისტემა მოქმედებდა.
26.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეხუთე
აბელისა და კაენის განსხვავებული მსოფლმხედველობა. ბიბლია აბელისა და კაენის შესახებ ღრმა ზნეობრივი შინაარსის ისტორიას მოგვითხრობს.
12.04.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეოთხე
მშვინვიერი კაცის ამქვეყნიური "მონაგარი"
29.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მესამე
სულიერი ადამიანი და მშვინვიერი კაცი
როდესაც აბელისა და კაენის ამბავს ვაკვირდებით
15.03.2012
პირველი მცდელობა ამ მსგავსების მოკვდინებისა
თავი მეორე
ცოდვის გამო შეწირული მსხვერპლი თუ ღმერთის სიყვარულისა და საქმის ერთგულების გამომხატველი კეთილი ნიჭი და საბოძვარი
16.02.2012
ადამმა, სამყაროს მამამ, სამოთხეში შეიცნო ღმერთის სიყვარული. ხოლო როდესაც ცოდვებისათვის სამოთხიდან განიდევნა და მოაკლდა ღმერთის სიყვარულს, მისი სული მწარედ იტანჯებოდა ერთი ფიქრით:
12.05.2011
ღვთისგან სამოთხიდან განდევნილი ადამისადმი მიცემული აღთქმის თანახმად, მესია ქალწულისგან უნდა შობილიყო. როდესაც აღთქმული მხსნელის მოვლინების ჟამი მოახლოვდა, მართალი იოაკიმესა და ანასგან იშვა ქალწულიც - წმინდა მარიამი.
12.04.2011
როგორც ვიცით, პალესტინაში რომის იმპერიის გაბატონების შემდეგ, ისრაელის მმართველი გახდა წარმოშობით იდუმელი (არაბი) ანტიპატრე, რომელმაც ცოლად შეირთო ებრაელი ქალი.
31.03.2011
ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ ისრაელი სელეკვიდებმა დაიმორჩილეს, რასაც მოჰყვა ისრაელიანთა მასობრივი აჯანყებები.
17.03.2011
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სპარსთა მორGილების, ქვეშევრდომობის ქვეშ მყოფ ისრაელიანებს, როგორც ვიცით, ჰქონდათ სარწმუნოებრივი თავისუფლება.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat